Remember me

დღეს ვუყურე….
რობერტი არის ძალიან საყვარელი. ფილმს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან ჰგავს ედვარდს. ანუ მისგან განსხვავებული ტიპაჟი არ ყოფილა.
აქაც პრობლემები, ჩხუბები, სუყვარული, სირთულეები.

პირს ბროსნანი არის ძალიან ცივი. ძალიან. არადა სხვა ფილმებში ვგიჟდები მის გმირებზე. იქნება ეს ჯეიმს ბონდი თუ ტომას კრაუნი. აქ კი ვუყურებდი და ნერვები მეშლებოდა.

კრის კუპერი – ეს ადამიანი სასტიკად არ მსიამოვნებს. სადაც კი ჩნდება, სულ მგონია, რომ სიტუაციაც იქ იძაბება და რთულდება. არც “New York, I Love You”-ში მომეწონა.

მოთხრობილია ერთ ბიჭ ტაილერზე, რომლის მშობლები გაცილებულები არიან. ტაილერი ცხოვრობს მეგობარ ეიდენთან ერთად, რომელიც პრინციპში ერთადერთი ადამიანია, ვინც მასზე ფიქრობს. მას სიგიჟემდე უყვარს თავისი 11 წლის დაიკო, რომელიც კარგად ხატავს. ქუჩაში ჩხუბის შემდეგ ტაილერს პრობლემები შეექმნება პოლიციელთან (კრის კუპერი). ეიდენი კი შესთავაზებს მისთვის სამაგიეროს გადახდას მის შვილთან რომანის გაბმის და შემდეგ კი მისი მიგდების გზით. ასეც ხდება, თუმცა ტაილერსა და ალის შორის რეალური გრძნობები გაჩნდება. ამის შემდეგ კი სიმართლის თქმა უფრო ძნელი ხდება. მამამისი (პირს ბროსნანი) როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადაყოლილია სამსახურს და ამის გამო გამუდმებული პრობლემებს ეღობება ტაილერისგან. ტაილერს უფროსი ძმა მაიკლი 22 წლის ასაკში თავს იკლავს, რაც ტაილერისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. მისი სახელიც კი აქვს გულზე ამოსვირინგებული.მალე კი ტაილერი ხდება 22-ის.როდესაც ვიფიქრე, რომ ყველაფერი მოგვარდა და აწი ყველაფერი კარგად იქნებამეთქი, მაშინ ისეთი ცუდი რაღაც მოხდა, რომ ტირილი ამიტყდა. :(((((((((((((((((((((((

ნუ მე ხომ ყველაფერზე ვტირი და ამ ფილმზე ხო საერთოდ.
აგერ ნახეთ ტრეილერი.
 

Advertisements

13 thoughts on “Remember me

  1. თუ გითხარი, რაღა გამოვიდა. უნდა ნახო რა. თავიდან ბოლომდე. თავიდანაც ცუდი რაღაცით იწყება, მერე შუაში კარგად არის მეტ-ნაკლებად ყველაფერი და მერე ბოლოს ცუდად. აუ აბააა შენ ეგა თქვი.

  2. ცუდად როგორ? კვდება ვიღაც? ესეც თავს იკლავს? ) თუ მანქანა არტყავს )?პატისონს, აწი, სანამ ჯერ კეთილი, მეოჯახე მამის როლამდე და მერე კეთილ ბაბუამდე არ დაბერდება, აღარ ამოდღლიზავენ "ლავერბოი" ამპლუადან.

  3. @clown – აუ მეც არ მიყვარს :(((@Nataly – ხო, მაგრამ ეს არ არის Twilight. @ როდრიგო სანტორო – რომ ვიცოდე რა მომწონს, გეტყოდი, მაგრამ მართლა არვიცი. უი, მართლა!!! რა მაგარია. ანუ აქეთაც მალე ჩამოაღწევს.

  4. პეტისონი უყვართ გოგოებს და მე ვერ ვხდები რა მოსწონთ:D გავიგე ავარიაში მოყვაო ნეტა ცოცხალია? და ბინდი თუ რაღაცა არ მაქ ნანახი და არც ვაპირებ ყურებას.უი რა აგრესიული კომენტარია.მარტიშკა იმ ფილმ რო ელოდები უკვე გამოვიდა ამერიკაში, გილოცავ 😉

  5. მე მიყვარს არაჰეფიენდური ფილმები მაგრამ რობერტ პატინსონი არ მიყვარს.. უფრო სწორედ twilight.. ხოდა ჯერ თავს ვიკავებ 🙂

  6. აუ ძალიან განვიცადე. :(((((((((ხო, მეც ეგეთი განწყობით ვიყავი თავიდან და მთელი კინოს განმავლობაშიც. მაგრამ აი დაფაზე თარიღი რომ დაიწერა, აი მანდ უკვე მივხვდი რაც ხდებოდა. :(((((

  7. ai ver warmovidgendi rom ase damtavrdeboda, arada kinos msvlelobis dros vidzzaxdi chveulebrivi bonaluri melodramaatko, ubralo roberti rom miyvars magitom momwons ufrotko, magram bolos :((((((((mec vitire 😦

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s