Finde mich, mein Zwillingsbruder (მარტის საკითხავი)

რატომ ეს წიგნი???
ან რატომ დეფი??? არვიცი…
მართლა არვიცი. წიგნი წაკითხული არ მქონდა მანამ, სანამ მარტის საკითხავ წიგნად არ გამოვაცხადე ერთიოდე თვის წინ…
მამასთან ერთად სანადიროდ რომ წავიდა, მაშინ მამას მგელი დაუხსნია ხაფანგიდან და ამ უკანასკნელს “უთქვამს” მისთვის: მეც გიშვებ და თუ ჩემსავით აღმოჩნდი, შენმა ტყუპისცალმა გიპოვნოს”-ო.
არის ორ ჩემს საყვარელ ენაზე და ორივეზე წავიკითხე…
მახსოვს, ვიღაც მთხოვდა, გერმანული მათხოვეო. ვერ თუ არ…არვიცი. ხელი მოვუჭირე. საერთოდ არ მიყვარს წიგნის თხოვება, თუ მე არ მაქვს ჯერ წაკითხული. თან ამის თხოვება მითუმეტეს არ მინდოდა…მიზეზებს ჩავებღაუჭე.
მინდოდა ეს პოსტი გუშინ ღამე ან დღეს დღისით დამეწერა, მაგრამ blogger.com -მა როგორც იტყვიან “შტუკა გამიჩალიჩა”. იმედია “წიგნის კლუბის” საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ მცირეოდენ შეფერხებას.

არის წიგნი ყვითელი, არის წიგნი მწვანე…
ლოკოკინები ლურჯებიც არიან, რომლებიც ფეხების ტერფებზე გაცოცდებიან და გეთამაშებიან…
არსებობენ ადამიანები…
ფიდო…
სოფიო…
გეგა…
ფიქრია…
და არსებობენ სხვები…
სანდრო…
მახარე…
ბერდო…
არქივთან მჯდარი მათხოვარი…

არის ცნობიერი და არის ქვეცნობიერი…
არის რეალური და არის სიზმარი…
სიზმარი ზოგჯერ ოცნებაა ჩვენი.
ოცნება კი ზოგჯერ ის, რაც რეალური გვგონია.
როგორც ის რომბის ფორმის ფრანი, რომელიც თითქოსდა მოპირდაპირე წვიამიან კორპუსის თავზე მოსჩანს. და…
– ე, კი, ფრანია, -თქვა თავისთვის და გადაიღო, – აი როგორ ამიხდა სიზმარი.” ხო, ეგრეც ხდება ხოლმე.
ან იქნებ სიზმარი წიგნია სადმე, რომელიმე მომენტში კითხვისას. მაგალითად ფედერიკო გარსია ლორკას “ის როა… რევოლვერი მოვიხსენი ქამართან ერთად…მხეცია, როგორ დახვრიტეს, ღმერთო ჩემო“…ა, თუმცა ეგრე არა, ასე “YOEL CINTURON CON REVOLVER”…აი ასე… მაგრამ ლორკას სიკვდილი გვერდით ედგა, მეგობარივით, 5 ტყვია მიჰქროდა მისკენ. რა საოცარია არა?! სიკვდილის წინ გვერდით გედგეს და გამშვიდებდეს… არა, ეს დამშვიდება არ არის… ეს ომია და არავინ აგებს პასუხს. ვინმეს რამე თუ შეეშალა, უკვე აზრი არა აქვს.
სანდრო, რომელიც პოეტია და ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა. სულჩადგმული მისი სკამი. სიკვდილი რაღაც ეგეთია, დაახლოებით მაინც.. გამშვიდებს. “ვფიქრობ, იმ სკამისა არ იყოს, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია და ვინ ვისთვისაა ცოცხალი და ვინ ვისთვის მკვდარი, იქნებ სიცოცხლეა ირგლივ???
იასამნისფერი პატარა ლეკვი… თვალები ამიწყლიანდა. როგორ უსინდისოდ გაიტანა ვიღაც მანქანამ. გეგამ კი მიიყვანა კალათით ვეტერინართან, თუმცა ვეღარ უშველეს და ამ კალათითვე ჩაფლეს იქვე, ბაღის ეზოში. უი… არადა გეგას სიზმარი იყო ეს… აწ დახატული იასამნისფერი ლეკვის ისტორია…
მერე ისევ მახარე… იქიდან ენატრება და ელანდება ხვეული წითურთმიანი ფიქრია. “მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ აბდაუბდა სიზმრებს ვხედავ და ათასი სისულელე მომდის თავში; ერთხელ ისუც გავიფიქრე, რომ მოვკვდე რა მომივა” არც არაფერი ხდება სიკვდილის მერე… სიკვდილის მერე სიმშვიდეა ალბათ. მეც მაინტერესებს. აქ იმდენს ვბორგავთ და სადმე ხომ მაინც უნდა გავჩერდეთ.
ჩემს Nikon-ს ამაყად გავხედე. მეც სოფიოსი არ იყოს, მიყვარს მისი ჩხაკუნის ხმა.
და მერე ფიდო… თევზითა და პურით ხელში…მაგრამ უკვე გვიანია… ნეტავ ადამიანი როდესმე ხვდება, რომ წასვლის დროა??? რამენაირად გრძნობს ნეტავ??? არ მინდა ამაზე ფიქრი…მერე ისევ სადღაც სევდა…
არადა ფრანი მხოლოდ ბავშვობაშია დარჩენილი…
ფიდოს ბავშვობაში, სოფიოსიც…
რაც ფიდოს ბავშვობაა, სოფიოს სიზმარია…
ოქტომბერი როგორია??? არადა არასოდეს მიფიქრია. მიფიქრია მარტზე უპირველეს ყოვლისა… ნოემბერზე. უდარდელ ივლისზე და ცივ დეკემბერზეც, მაგრამ ოქტომბერზე არასოდეს. პრინციპში მართლა თავისუფლებაა… radiohead ჩემი აზრით მხოლოდ ოქტომბრის სულაც არ არის. ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი. უცნაურია, მაგრამ playlist-ში დღეს ჯერ არ ჩართულა, არადა playlist-ი არ განმიახლებია თვეებია, უბრალოდ რაღაცეები ამოვყარე და რაღაცეები ჩავყარე.
“მოუფრთხილდი ამ სიზმარს, ძვირფასო ჩემო, რადგან ის შეიძლება აღარავის ესიზმროს, აღარს შენ, აღარც მე და აღარც ჩემს ბაღებს”

ჩემი საყვარელი მომენტი აი ესაა…
“- სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, მიყვარხარ. მორჩა და გათავდა და მე ამის მჯერა.
 – წამო დღეიდან ჩემთან იცხოვრე.
 – წამო რა. ჩემები დიდი ხანია თანახმა არიან.
 – წამო და ერთად ვნახოთ სიზმრები.
 -ეგ როგორ.
 – არვიცი.”

საოცარია “სიმართლის დრო”-ში გუშინ ზუსტად დეფი რომ მიიწვიეს. თითქოს დაემთხვა ეს პოსტი და გადაცემა ერთმანეთს.
“კრემაცია მინდა, ფერფლად მინდა ჩემი სხეული იქცეს და მსოფლიოს მიმოეფანტოს”
რა თამამი განხცადებაა, ღმერთო ჩემო…ამბიციური ადამიანისა…არ მიყვარს ამბიციური ადამიანები… გულს ვერ ვუდებ ხოლმე ასეთებს…
“ფსიქიატრთან იმიტომ მივედი, რომ ხილვები მქონდა და მაქვს” გალაკტიონი სადაა ახლა….
მაგრამ დღეს, ეს წიგნი რომ ბოლომდე წავიკითხე, რაღაცნაირად შევიცვალე თითქოს… მის სიზმრებში ჩავიძირე… კიდევ დავუბრუნდები არაერთხელ… მე ასე მგონია. და სანამ ეს მომხდარა, გკოცნი და გკოცნი და იყოს ასე.

ესეც ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი.

Advertisements

23 thoughts on “Finde mich, mein Zwillingsbruder (მარტის საკითხავი)

  1. აი ეს კომენტარი რომ ვნახე, მივხვდი, რომ შენც ჩემი არ იყოს, იწერ კომენტარებს. მაგარია, მც ყველა კომენტარს ვიწერ, სადაც კი ვტოვებ ჩემს აზრს.

  2. gadamrevt me tqven, bagnebo, gadamrevt :Des ise da ket, me xo ici, BIG BROTHER-vit maqvs komentarebi gamowerili, ase rom, I AM WATCHING U! :D:*

  3. მე შემხვდა ეგეთი ფრაზები. მატრაკვეცობის ელემენტები მეც შევნიშნე. თუმცა მაინც საინტერესო იყო, სენტიმენტალური. არა რა პრობლემაა. მე წავიკითხე ეს კომენტარი და ასე რომ პრობლემა არ აის.

  4. უსაშველოდ დაგვიანებული კომენტარი კლუბიდან გარიცხვის კანდიდატი წევრისგან 😦 თუმცა სჯობს გვიანო და… იმედია მიიღებთ ამ ჩემს პაწია აზრს :)მერვე კლასის ქართულის სახელმძღვანელოში არის დაბეჭდილი "უცნობი ბიჭის დღიური" ეს გახლავთ სკოლის ასაკის ბიჭუნას ჩანაწერები (სხვათაშორის საკმაოდ საინტერესო) და იქ უწერია ამ ბიჭს ასეთი რამ: "წიგნს გადაშლამდე ვატყობ, საინტერესო იქნება თუ არა. თუ საინტერესოა, ბევრი კითხვისგან ოდნავ გაცვეთილიც იქნება, ფურცლებზე აქა-იქ აღნიშვნასაც მოჰკრავ თვალს: ეს ის ადგილებია, ჩემამადე სხვას რომ მოსწონებია." ამ ბიჭუნას მსგავსად ერთი ჩვევა მაქვს: წიგნის კითხვისას საინტერესო და საგულისხმო ფრაზებს ვიწერ. მქონია შემთხვევა, რომ წიგნი საერთოდ არ მომწონებია, მაგრამ შეიძლება სულ ერთადერთი ფრაზა მეპოვნა საინტერესო და ამის გამოც უკვე გული არ მწყდებოდა დაკარგულ დროზე. დეფის წიგნი კი ის შემთხვევაა, რომელშიც ასეთი არანაირი ფრაზა არ შემხვედრია. შინაარსს რომ თავი დავანებოთ, ფორმა იყო საშინელი. მძულს წიგნები, რომლებსაც აშკარად ემჩნევა ავტორის მეტისმეტი გულმოდგინება, რაც შეიძლება "იორიგინალუროს", საბოლოო ჯამში კი მატრაკვეცობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

  5. ეგ არაფერი ნანი. ვიცოდი, რომ ბევრს არ მოეწონებოდა. ხო, ძალიან სენტიმენტალურია:****

  6. @ Kateამ წიგნს რომ მომკლა მეორედ ვეღარ წავიკითხავ, რა იდეაც არ უნდა გამომპარვოდა…

  7. ბავშვობაში მაინ რიდის წაკითხვაზე უარი ვთქვი, რადგან 10 ფურცელი ჭირდებოდა ერთი ხის აღწერას და ჭიანჭველასაც კი არ ტოვებდა უყურადღებოდ…სამაგიეროდ ამ ყველაფრის იძულებითი ანაზღაურება მქონდა ბოლო ორი თვის მანძილზე!…მაქაურ თანამედროვე მწეროლბას სულ ჩამოვრჩი რაც აქ ვარ, მაგრამ დეფის წაკითხვის შემდეგ გული დიდად არ დამწყდა…დიდ განსხვავებულ კომეტარს ვერ დავტოვებ, არ მოვიხიბლე სასტიკად მოსაწყენი იყო, აი დასაძინებლად წიგნს რომ კითხულობ და აბზაცს რომ ვერ ამთავრებ ისეთი.ლამაზი სიტყვების და ფრაზების რახარუხი. გრძნობები, ემოციები, სიზმრები – სენტიმენტალური, და "ძველი".ნუ ეტყობა ძალიან რეალისტი ვარ, თუ არ ვიცი რა ვარ , მაგრამ წიგნმა უნდა ამიტაცოს და შემიპყრას, ინტერესი გამიღვიზოს ისე რომ კითხვაში მთელი ღამე გავათენო…დასაძინებლად კარგი წიგნია!

  8. ნათი – ჩემშიც ზუსტად ეგ დატოვა. მეც მომეწონა. არაუშავს, გეპატიება.

  9. მე მომეწონა. რაღაც ისეთია, ცხოვრებისეული და თუნდაც ის სიზმრები და ის ფიქრები ალბათ ბევრ ჩვენგანს მოსვლია სიზმრად თუ აზრად.კარგად აქვს აღწერილი გრძნობები და შეგრძნებები. ეს ჩემთვის დეფის პირველი წიგნი იყო, ჰოდა განვაგრძნობ სხვების კითხვასაც.(მაპატიეთ დაგვიანებული კომენტარისთვის, გასული ვიყავი ქალაიდან).

  10. @ Kate,არა, არაა აქ წიგნზე. ჩემი აზრით, ზუსტად ესაა კარგი ამ პროექტში. აი, შეხედე აქამდე მართალია ყველას არ დაუკომენტებია (დასჯის მეთოდებს უნდა მივმართო ისე :D), მაგრამ უკვე რამდენი განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა.მე ჩემს არჩევანზე აქედანვე ვკაიფობ, ისეთი საშინელება იქნება ბევრისთვის 😀 ყველაზე მეტად რაც მომწონს, ჩვენს კომენტარებში არაა რაღაც ღვარძლის და "აუ, შენ რა ბანძი ხარ, რომ ასე თვლი" ნატამალიც. ყველა მშვიდად გამოხატავს აზრს და ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი წეწვა-გლეჯვა არაა :Dwe rule :Dნარცისიზმმა შემიპყრო 😀

  11. @ Kate,კია, ნამდვილად, არაა ყავის ჭიქით და კომფორტულად წასაკითხი რომანი, მაგრამ მთელი საქმეც იმაშია, რომ სხვანაირიც არაა :Dპ.ს. ღმერთო, როგორ მომენატრა რძიანი ყავა 😀

  12. არა, არაფერი არ წამიკითხავს. ეს პირველი წიგნია. ხოდა ეგ კი, მართალი ხარ. მოკლედ თქმაზე.

  13. kate,misi sxva wignebi wakiTxuli gaqvs? es "sizmris efeqTi" yvelgan shemxvda. ravici, viTom am didi xnis nafiqrals erTi wigni ar eyofoda? jer kidev rodis gvaswavldinen "grdzeli siTyva mokled iTqmiso :D:D:

  14. ქრისტინე და iasamnisferi- ხო, ანუ დამუღამებასავით უნდა. ერთხელ წაკითხვით ცოტა რთულია თითქოს. ეს არ არის რომანი, რომელსაც წაიკითხავ ერთ სიუჟეტად. რაღაც მომენტში მეც"ჩამოყარა და წავიდა" მგონია, რაღაც მომენტში კი ბევრი ნაფიქრის შემდეგ მოწოლილი აზრები.

  15. წიგნის კითხვა რომ დავიწყე (უფრო სწორად, მისი ელექტრონული ვერსიის), ვიფიქრე, რა კარგია, დეფის სხვა წიგნებს არ გავსმეთქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერაფრით წავიკიტხე მისი "დემნა გედევანიშვილი". "დილა სასწაულების წინ" კი მხოლოდ იმიტომ შემომეკითხა, რომ პატარა იყო… სამწუხაროდ,(?) ვერც "ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვოს" დავასრულე. არ ვიცი, ჩემი, როგორც მკითხველის, ნაკლია თუ არა, მაგრამ წიგნში მიყვარს სიუჟეტი და დეფის წიგნებში ეს თუ არის ძალიან გაწელილი და დამღლელია ხოლმე.მეორე მხრივ, ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ფიდოს და მათხოვრის ეპიზოდი მომეწონა. არ ვიცი, კიდევ სადმე გამოჩნდა თუ არა სადმე ამ ისტორიის გაგრძელება, მაგრამ ცალკე აღებულ ისტორიად მაინც დასამახსოვრებელი იყო.ერთი-ორ სიტყვას დეფიზეც ვიტყვი. რამდენიმე თვის წინ მოაწყო თავისი პოეზიის საღამო უნივერსტეტში საქველმოქმედო მიზნით. ლექსებს რომ კითხულობდა, რაღაც უცნაური მანერები ჰქონდა, მომენტებში თითქოს გული უჩუყდებოდა, მაყურებელ/მსმენელს კი დაყენებული ჟესტებით გვეკონტაქტდებოდა. მოკლედ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მართლაც რაღაც პოზა ჰქონდა შერჩეული. ან, ან არვიცი, ბუნებრიობა ვერ დავიანხე რა მასში…აქ რა მოსატანი იყო, მაგრამ მაინც… P.S: მაისის წიგნს მე ვირჩევ?

  16. @ nastasia & Anuschka,თქვე სნობებო :D:*ესე იგი, ვერაფერს ვიტყვი თავად დეფიზე, მთელმა მწერლობამ უჩემოდ ჩაიარა მანდ. ყურმოკვრით თუ გავიგებ ხოლმე ამბებს. აქამდე დეფის მგონი არც არაფერი მქონდა წაკითხული, რამდენიმე ლექსს თუ არ ჩავთვლით.ეს წიგნი იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი რამ, რაც ოდესმე წამიკითხავს. სულ მიტყდება ხოლმე თქმა, რომ რაღაც ნიუანსები ვერ დავინახე კითხვისას, რაც აუცილებელი იყო, მაგრამ ამ წიგნში აი, საერთოდ! საერთოდ ვერაფერი გავიგე, იმჰო. ნუ, ახლა, იქ რამდენიმე ლამაზი წინადადება არ ითვლება. რაღაც შეგრძნება დამრჩა, რომ უცებ რაც მოაფიქრდა, ჩამოყარა წიგნში და წავიდა. ნუ, იდეაში ბიტნიკების მთავარი იარაღი იყო ეგ ოდესღაც, მაგრამ იმათ აშკარად გამოსდიოდათ. :Dრაც შეეხება სიტყვებს: დიდი ბოდიში, მაგრამ ის, რომ წინდებულებს შეუცვლი ზმნებს და არარსებულ სიტყვების კორიანტელს აყენებ, არ მიუთითებს შენი ლექსიკის სიმდიდრეზე. რამდენიმე ზმნა შემხვდა ისეთი, გული მომიკვდა ლამის. საერთო ჯამში, აბსოლუტურად არ არის ჩემი ავტორი :S

  17. ხოო..მეც ეგრე ვარ ზუსტად. რამდენიმე ფრაზა ისეთი იყო, რამაც მართლა დამაფიქრა. ალბათ თვითოეული მწერალი ყველა თავის ნაწარმოებშია, რაღაც ნიშას ტოვებს, რომ "აი ეს მე ვარ და ხომ მგავს". მეც მთლიანობაში მომეწონა.

  18. მე მესამე ვარ და ნასტასიასა და ანუკასგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარადვფიქრობიგივე აზრი მაქვს, როგორც მწერლის/პოეტის მიმართ, რეალში არსებული თანამედროვე ადამიანის მიმართ და როდესაც მიწევს ნახვა, მეც ვფიქორბ ასე.. როგორც უკვე ითქვამაგრამ არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადადაც არ მიყვარს ადამიანების და მისი შემოქმედების არევა ხოლმე.აიმ ახლაც, ვსაუბრობთ დეფიზე და არა წიგნზე.ობიექტურობა კი არ არსებობს და ამიტომ მცირედი სუბიექტურობით ვუდგები ხოლმე ამბებს და წიგნებს და ვაძლევ საშუალებას მითხრან რამე ახალი და ამ წიგნმაც მითხრა და მომეწონა, თან თავების მიხედვითაა დაყოფილი და ეს საშუალებას ადვილად იძლევა, გამოყო ერთმანეთისგან ნაწილები..ჰოდა , აი მე რამდენიმე თავი განსაკუთრებით მომეწონა, მომცა ახალი კარგი ფრაზები და რაღაცეებზეც დამაფიქრა, მეტს არც მოველოდი , არც იმედი გამცრუებია, მთლიანობაში კარგი იყო :)ჰო, "შებმული" მგონი არ ვარ და ჰორმoნებიც წესრიგში მაქვს მე 😛

  19. მე მას ასე არსად გადავყრივარ და აქედან გამომდინარეა, რომ არც ის ვიცი, რა ტიპია. მაგრამ სავარაუდოდ მართლა შეიძლება ასეთი იყოს… არ გამოვრიცხავ გუშინწინდელი მისი საუბრებიდან გამომდინარე.

  20. მე და ნასტასიას ერთნაირი სინაარსის კომენტარების თუ გამოგვივა, დამერწმუნეთ, რომ წინასწარ არ შევთანხმებულვართ შინაარსზე.აი, 14 წლის რომ ვიყავი, ჯერ უკოცნელი, ჰორმონებ არეული, ტვინ აბნეული და წვიმის ყველა წვეთი რომ მეგონა მარტო ჩემთვის ეცემოდა დედამიწაზე, რომმეგონა ყველა ხე მარტო ჩემთვის შრიალებდა და თითის წვერებით ვგრძნობდი სამყაროს, მაშინ მომწონდა დეფი.დეფი 14 წლის გარდატეხის ასაკის ან უფრო დიდ, მაგრამ ჰორმონებ არეულ, უკოცნელ და დაუოკებელ ხალხს "აბამს" თავისი წიგნებით, და კარგადაც გამოსდის.ჰო,მარტო წგნებითაც, არა.. სადმე თუ გადაყრიხართ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

  21. უიჰ, პირველი ვარ..მოკლედ, ამ წიგნზე არა, ზოგადად დეფიზე ჩემ დამოკიდებულებას დავწერ:როდესღაც ადრე, 16 წლისას ძალიან, ძალიან მომწონდა ვფიქრობდი რომ მაღალი და სიმპატიური, გაურკვეველი შინაარსის წინადადებებით მეტყველი ადამიანი არ შეიძლებოდა ცუდი ყოფილიყო, პირიქით, ძალიანაც კარგი იყო, მერე ვიღაც ორი დაიმატა,პროზა აღარ, აგერ პოეზიაცო და მეც გავიზარდე და მივხვდი რო ხელში დიდი დოზით სუროგატი მქონდა…ხოოდა, აღარ მიყვარს დეფი,აღარც ის ორი დანარჩენი მგონია კარგი პოეტი და სადღაც სადღაც, პეროგაყრილი საზოგადოების საღამოებზე რო დავიარებით ხომლე მე და დეფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთნაირი სიხშირით,რომ წამოსკუპდება ხოლმე ბერეტიან-სიგარიანი და სანამ ყველას მზერას კარგად არ შეიზელს, თავლსაც არ ახამხამებს, სულ მრცხვენია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ ადამიანების წიგნებს ვკითხულობთ, ვისთვისაც მწერლობა პოზაა…ხოოდა, აღარ ვკითხულობ.ეს წიგნიც არ წავიკითხე.არც სხვას აღარ წავიკითხავ და კიდე შევეცდები იმ საღამოებზე ნაკლებად მომეჩხიროს თვალსი…ესეც ასე, ისე თუ ვინმეს გიყვართ, გეტყვით რომ დეფის ყველაზე კარგი რამე ,,დეკემბრის თილისმაა''…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s