ჩემი საყვარელი დღესასწაული

ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე. ვნერვიულობ გამუდმებით. ნეტავ ყველაფერი წესრიგშია თუ არა. არადა რა არის სანერვიულო მაშინ, როდესაც ყველაფერზე სხვა ზრუნავს და ფიქრობს. მაგრამ მაინც. და ეს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია. გუშინ დედაჩემი მეუბნებოდა, ღია ვარდისფერი მინდა კვერცხები იყოსო. არადა იცის, რომ მე ძალიან მუქი წითელი მიყვარს. ქვაბიდან რომ ამოვიგეთ, ისეთი მუქები იყო, ლამის შავებია. ისე გამიხარდა, ისე. მერე მითხრა, გეხუმრეო :))))))))))))

ფორუმზე არის ერთი ადამიანი – გურამი, იგივე GURAMI19. ამწამს შევედი და თემა გაუხსნია სააღდგომო ძალიან ლამაზი. რაც კი რამეა ხოლმე მოსალოცი, ყველაფრის თემას გურამი ხსნის ხოლმე ძირითადად. მიყვარს მისი გახსნილი თემები. აგერ შეგიძლიათ იხილოთ კიდევაც  და ამ დროს ვიღაც შემოდის და უწერს:მერე???       ” აი იცით რას ვერ ვგებულობ??? მესმის, რომ არსებობენ ურწმუნონი, არსებობენ სხვა რელიგიის მიმდევრები, არსებობენ ათეისტები და მე ამაზე არანაირად არ მაქვს გართულება. როგორც იტყვიან, ყველას გაუმარჯოს თავის ცხოვრებასა და არჩევანში. მაგრამ როდესაც მე არ ვეხები შენს რელიგიას, არ დავცინი, არ ვაქილიკებ, შენ რატომ აკეთებ ამას??? თუ არ მოგწონს ეს რელიგია, უბრალოდ არ შეხვიდე ამ თემაში, გვერდი აუარე და მორჩება. რა საჭიროა ან თუნდაც რა წესია, რომ იმას დასცინი, რაც ჩემთვის ესოდენ ძვირფასია??? მართლა ვერ ვგებულობ მსგავს რამეებს.

მიშელი ზუგდიდში წავიდა სააღდგომოდ და მთელმა მისმა სამეგობრომაც, მანამდე თუ მის მერე, ერთიანად  იგივე ჰქნა. ბაბისამ დაწერა, მიყვარს, როდესაც თბილისი იცლებაო და ყველა რაიონში მიდის თავისთანო. მეც 100%-ით ვეთანხმები და ვიზიარებ ამ ამბავს.
დედაჩემი სვეტიცხოველშია ღამისთევაზე და არვიცი რამდენ ხანში მოვა. გუშინ დილის 5-დან 9-მდე ცისკარი იყო და მას დაესწრო. და სანამ ამ წუთში 5-ის 17 წუთია, ისევ მარტო ვარ. უფრო სწორად ორნი: მე და აღდგომა.

ეს უკვე მეორე აღდგომა და მთლიანობაში კი მესამე დღესასწაულია, რაც სახლში მარტო ვარ. შარშანდელი აღდგომა, წლევანდელი შობა და დღეს. უკვე თითქოს მივეჩვიე კიდევაც და ვცდილობ ამ დღეებს არაჩვეულებრივად შევხვდე ხოლმე. მიყვარს ეკლესიის ზარების რეკვების ხმა რომ შემოდის ჩემს ბინაში.

ეს წვიმაში კაცი ეზოში დაახლოებით 10-სთვის შევიდა. ჯერ კიდევ ეკლესიაში არავინ რომ არ იყო. ვუღებდი სურათებს და სულ “საყვარელი”-ს გავიძახდი ჩემთვის ჩუმად მასზე. ჯერ ეკლესიის გარეთ იჯდა, შემდეგ ეზოში შევიდა და თავისი პატარა სკამზე და ჯოხით ხელში ჩამოჯდა და დაუწყო ლოდინი. არადა მოვიდა დაახლოებით 9 საათზე.

მას შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. დანარჩენი “საყვარლები”. ისხდნენ და ელოდნენ.

მე კომპიუტერში ფილმის ყურება შევწყვიტე, დიდ მაგიდაზე დავაწყვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი იყო და საქმეს შევუდექი. დანის დადებაც კი დამავიწყდა. სახლში მაინც არ ვხმარობ და თუ სტუმარი მოდის ან 1-ზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, კი ბატონო. მაგრამ რადგან მე ვიყავი ეული, ამიტომაც ეგეც არ გამოვიღე.

მერე ერთ ხელში ერთი კვერცხი დავიჭირე და დავიძახე: “ქრისტე აღსდგა”. მეორეში – მეორე მეჭირა, “ჭეშმარიტად” ვუპასუხე და დავარტყი. პასკაც რათქმაუნდა ტრადიციულად უგემრიელესია. გამოვიღე ჩემი უსაყვარლესი ლიქიორი და თითქმის გამოვცალე. უსაყვარლესი რა… ლიქიორზე ვგიჟდები და ყველანაირ ლიქიორს “უსაყვარლეს”-ს ვეძახი.რომ მიმიშვა, ლიმიტისა და გაჩერების გარეშე დავლევ. თუმცა ეს მართლა უგემრიელესია. მიშელის ბაბუამ გვაჩუქა თავისი გაკეთებული. კვერცხს რაც შეეხება,  სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ღამით კვერცხის ჭამა არასახარბიელოა, სააღდგომო კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოთ, არაფერს გავნებთ. გარედან ეკლესიის ხმები მომდიოდა. როგორ მიყვარს მათი სმენა. ამასობაში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა რათქმაუნდა.

აქ უკვე აღარ იყო იმდენი, რადგან იმ დროს პასკას მივირთმევდი და ის მომენტი ვერ დავაფიქსირე, როდესაც ეზო სულ სავსე იყო. მერე გავედი ჭურჭელი გავრეცხე და დავუბრუნდი კომპიუტერს.
მახსენდება ის დრო, როდესაც მამაჩემს მე და ჩემი და სიონში დავყავდით აღდგომასა და შობის ღამეებზე. მახსენდება და მენატრება. ღმერთო, რა კარგი იყო ბავშვობა, რა მალე გავიზარდე. აქვე მინდა საკუთარ თავს შევძახო: “10 წლის ქეთუნა! 13 წელიწადში შენ სახლში შეხვდები შობასა და აღდგომას.მეტიც. ოჯახის არცერთი წევრი შენთან არ იქნება. ვიღაც გარდაცვლილი იქნება, ვიღაც უკვე სხვას რომ მიიჩნევს ოჯახად, იმასთან, ვიღაც კი მარტო წავა ეკლესიაში და არავინ დაგახვედრებს ცხელ, გემრიელ ხაჭაპურს ეკლესიიდან სახლში მოსულს და არავინ მოგეფერება. ასე რომ, უფრო დააფასე ის, ვინც და რაც 10 წლის ასაკში გყავს და გაქვს.”

მიყვარს ეს დღესასწაული და მინდა, მართლა მთელი გულით მინდა, რომ ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, კარგად იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ კითხულობს ამ ნაწერს. შეიძლება ეს იყოს სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც უბრალოდ სიტყვა “აღდგომა” ჩაწერა google-ის საძიებო სისტემაში და ჩემი ბლოგის ზღურბლზე დააყენა. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს მიმართ სიმპატიები აქვს თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, ვირტუალური არის თუ რეალური. ყველას გილოცავთ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ. სწორი გზით გატაროთ და ყოველთვის მისი მადლი გფარავდეთ.
ქრისტე აღსდგა!

Advertisements

16 thoughts on “ჩემი საყვარელი დღესასწაული

  1. @clown – ხო, აი მეც მართლა არ მესმის ამას რატომ სჩადიან. @ნაა – გაიხარე :*:*:*@Keti – ძალიან დიდი მადლობა :*@როდრიგო – დიდი მადლობა. ხო, ალბათ. @nino – დიდი მადლობა :))@Natalia – კი, წინ მაქვს და ყველაფერი ისმის ხოლმე. სურათზე ნამეტანი მუქები ჩანს, მაგრამ რეალურადაც მუქი წითელია. @utvino- ნინუსი, დიდი მადლობა. :*@vasasi – გაიხარე, დიდი მადლობა. @Sophie Golden – ძალიან, ძალიან დიდი მადლობა სოფ :***@gabo – გაიხარე პატარა :**@Fish's blog – ძალიან დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეს შენ და შენს ყველა ახლობელს. @sophie – უიიი, ახალი. welcome to my blog. ხო, აქამდე არ შემიმჩნევიხარ. ძალიან დიდი მადლობა. @ნან – ძალიან დიდი მადლობა. ხო, მაგას განვიცდი ჩუმად და ზოგჯერ ჩუმად რომ ვეღარ ვიტევ, ბლოგში ვწერ. იხარე და იბედნიერე.

  2. გული გამითბა ისეთი პოსტია 🙂 „13 წელიწადში შენ სახლში შეხვდები შობასა და აღდგომას.მეტიც. ოჯახის არცერთი წევრი შენთან არ იქნება. ვიღაც გარდაცვლილი იქნება, ვიღაც უკვე სხვას რომ მიიჩნევს ოჯახად, იმასთან, ვიღაც კი მარტო წავა ეკლესიაში და არავინ დაგახვედრებს ცხელ, გემრიელ ხაჭაპურს ეკლესიიდან სახლში მოსულს და არავინ მოგეფერება." – ამას მეც განვიცდი 😦

  3. cheshmaritad agsdga! gaixare keeet ufali gfaravdes. mudmivad vkitxulob shens postebs da pirvelad vtoveb komentars 😛 dzaaalian sayvareli xar da me miyvars sheni blogi! ❤ gaixareeee

  4. ქრისტე აღსდგა! გილოცავ ქეთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. უფალი იყოს შენი შემწე და მფარველი ყველგან და ყოველთვის.

  5. ქრისტე აღსდგა გილოცავ გენაცვალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

  6. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ფაქტია, რომ ბოღმიანები არიან ზოგი :(გილოცავ და რაც მთავარია, შენ გიხარია და მარტო არ ხარ 🙂

  7. gilocav Kate! rogori saagdomo ganwyobiani posti iyo 🙂 ra kargia rom eklseia axlos gaqvs da mandedan mainc uyureb, me zarebis rekvas tv-shi vusmendi.p.s kvercxebi rogori muqia, titqmis shavi martlac, pirvelad vxedav asets :O :))

  8. ჭეშნარიტად აღდგა!რა საყავრელი სუფრა გაქვს!იმიტომ ამბობენ ეგრე რომ შურთ ვიღაცას რაღაც რომ უხარია:))

  9. გილოცავ ქეთ! მრავალს დაესწარი! მეც არ მესმის, როცა აქილიკებენ, რომელი მხარეც არ უნდა იყოს…მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, ისეთი თბილი პოსტი იყო, განწყობიანი მივდივარ აქედან :*

  10. გილოცავ ^_^ მრავალს დაესწარიი…პირადად მეც არ მაქვს პრეტენზია სხვა რელიგიის მიმდევრებზე, არც სექტანტებზე და არც ათეისტებზე, მაგრამ რატომ აყენებენ სხვის რელიგიას შეურაწყოფას?პასუხი: იმიტომ რომ დაუნები არიან :))ბევრი ბლოგერია კიდე აქ ეგეთი :|არ გწამს, ნუ გწამს, ვინ გაძალებს…ხოდა ღმერთი გფარავდეს :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s