budjet

ესეც ასე… როგორც იქნა მოვახერხე ამ ყველაფრის ასახვა.
კრეატიული იდეისთვის დიდი მადლობა ქეთის ამ პოსტისთვის.
ხოდა ესე იგი ჩემი თებერვალი და მარტი ასე გამოიყურება.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევარი ვარ ამ მომენტში.
და რავიცი… არ ვკვდები მაინც.
ნუ “გადასახადები” საერთოდ უნდა ამოვიღო მგონი. ერთხელ გამოვთქვი აზრი, შუქის ფულს გადავიხდიმეთქი. სინდისმა შემაწუხა ჩართული კომპიუტერისა და დენის გამათბობლის გამო. მერე გაზის გამათბობლის გამოც, მაგრამ არაო და ჰა…
ჭამაც რა.. არ მიყვარს… ეგ კიარადა… 13 მარტს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა “იმედს” ლანძღავდა, მე უჭმელობის 30-ე საათს ვზეიმობდი facebook-ში. თან ოჯახის 2 წევრი მეხვეწებოდა რამე ჭამეო. ოღონდ მართლა მეხვეწებოდნენ. არ ვჭამ იმიტომ კი არა, რომ “აუ ახლა არ შევჭამ და შემეხვეწებიან და რა მაგარია, რომ შემეხვეწებიან”, უბრალოდ არ მინდოდა. არ ვიყავი ჭამის განწყობაზე. მერე ჩეშირკამ კომენტარი კომენტარზე მწერა ადექი ჭამეო. თორემ ალბათ კიდევ კარგა ხანი არ შევჭამდი. თან ერთი ნათქვამი არ მყოფნის ხოლმე. ასჯერ უნდა მითხრას ადამიანმა… :((
რატომ??
ეს საკითხი იმხელა და იმდენად ამოუწურავია, რომ ცალკე ხელწერილს დავუწერ მას.

ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თებერვალი და ჩემი მარტი. გასავლებისდა მიხედვით.

ხოდა რავიცი რავიცი…
დაილოცოს სამი ინტერნეტ-პარტნიორი და კიდევ ავტობუსი.      
და ისადა…
კიარადა…
მობილურს რაც შეეხება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანგარიშზე ყოველთვის მაქვს.
თან ორივე ნომერზე!!!    
არადა ამ ცხრილებს არ ეტყობათ ეგ ამბავი, მაგრამ მართლა ეგრეა.
ხოდა ესა თუ ის აქციები რომ აქვთ, სულ ვღებულობ მონაწილეობას.
“ამდენი სმს ამდენად” ფრაზა ჩემთვის არის შექმნილი.
ხოდა ჩართული მაქვს მობილური და რაღა დამავატო???
თუმცა ერთ-ერთზე უფრო ვამატებ ხოლმე. ახლა ერთ ტელეფონს ვყიდი და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება ხარჯები.
ხოდა ესეც ჩემი 45 დღიანი დებეტური ცხოვრება.


Advertisements

12 thoughts on “budjet

  1. კი, შეგიძლია. მე უკვე აღარ ვაკეთებ. მეზარება. ხოდა შენ ცადე, ნახავ სად მიდის შენი ფული.

  2. აუ რაღაც მეც დამაინტერესა რამდენს ვხარჯავ, მეც უნდა ვცადო და გავაკეთო ასეთი ხარჯთაღრიცხვა, თუ არ დამეზარა და თუ დამამახსოვდა, ისე ჩაწერაც შეიძლება პრინციპში ყოველდღე. უნდა ვცადო 😛

  3. @Keti და donshakal- აპრილიდან აღარ ვაკეთებ. დაგრუზვა არა, უბრალოდ მეზარება. 😀 😀 😀 :D@utvino – 😀 😀 😀 😀 😀

  4. მეც ვიფიქრე კარგი იქნება მსგავს რამეს მეც თუ გავაკეთებ-თქო, მაგრამ იმდენად არ ვიცი რაში და სად მიდის ჩემი ხელფასი,რომ აზრი არ აქვს

  5. ჰო ქეთი გეთანხმები. მეც დავიწყე მარა მერე თავი ძაან ბუღალტრად ვიგრძენი და შევეშვი 🙂

  6. რა საინტერესოა.. მე არ გამიკეთებია ასეთი რამ.მგონია, მუდმივად ამის კეთება დაგრუზავს ადამიანს, ინეტერესის გამო ერთი–ორჯერ შეიძლება..

  7. @clown – ერთადერთი ისაა, რომ თანხები უნდა იმახსოვრო ზუსტად. @როდრიგო – არა, ექსელშია გაკეთებული. აუ ჩარჩო არ მაქვს. კი, დაგეხმარება.

  8. ვაჰ რა საინტერსოა. მარტიშკა და ცხრილი როგორ გავაკეთო ვერ მეტყვი? ეს ვორდშია გაკეთებული? ან შეგიძლია ჩარჩო ატვირთო?;))ჩემი დამოუკიდებლობის განვითარებისთვის დამეხმარება

  9. ამ ჭამე ჭამეთი მეც დამღალეს (წარსულში) :Dმაგრამ ეხლა უკვე მადა მაქვს სასტიკი :Dხოდა ცხრილის შედგენა არ დაგეზარა? :შ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s