დიდი ხანია ვწერ ამ პოსტს. ხოდა დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი. მინდა იმ მამაკაცთა სურათები დავდო, რომლებიც ძალიან მესიმპატიურებიან. ზოგი – “პაპსა”-ა უკვე, ზოგი – “ფუჰ, რას ჰგავს”. მაგრამ ყველა მათგანს ერთი ნიშა აერთიანებთ. და ეს ნიშაა: “ვგიჟდები ამ კაცზე”.
თავიდან ვფიქრობდი ნუმერაციით მივყოლოდი, მაგრამ გზადაგზა გამახსენდება ვინმე, ვინც ზედა სურათზე გამოსახულ მამაკაცზე მეტად მომწონს და ამერევა ყველაფერი. ხოდა შესაბამისად, არანაირი ნუმერაცია არ იქნება. I love you all. 🙂
ნუ.. მიუხედავად “ანტი-ნუმერაციობი”-სა, არსებობს მამაკაცი ნომერი 1!!!
მახსოვს სადღაც 1995-1996 წელი იქნებოდა, როდესაც spice girls-ზე გადამკვდრები ვიყავით მე და ჩემი და. რაღაც გაზეთში წავიკითხეთ ვიქტორია “Manchester United”-ის ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ხვდებაო და არიქა. მივვარდით მამაჩემთან ფრაზით: “აუ, რომელია ბექჰემი, გვანახე რა.” დათოს დამსახურებაა, რომ ჩვენ ფეხბურთს ვუყურებდით. არ დამავიწყდება “მანჩესტერ იუნაიტედი”-სა და “მიუნჰენის ბაიერნი”-ს შერკინება 1999 წლის ფინალში, სადაც მე-6 წუთზე მარიო ბასლერმა გაიტანა გოლი ინგლისელთა კარში. ამის მერე 89-ე წუთამდე იმედ-წართმეულს სავარძელში მეძინა. მერე კი იყო ორი გოლი თითო-თითო წუთების მიყოლებით. სახლი ზანზარებდა ჩვენი კივილისა და ხტუნაობისგან. მეორე დღეს დედაჩემმა გვითხრა, გამეღვიძა, მიწისძვრა მეგონაო.
The David
ბრედ პიტი
ალ პაჩინო
რობერტ დე ნირო
ლეონარდო დიკაპრიო
ჯოშ ჰარტნეტი
ჯეიკ ჯილენჰაალი
ჯერარდ ბატლერი
ჩენინგ ტატუმი
უილ სმიტი
პაოლო მალდინი
ალესანდრო ნესტა
მასიმო ამბროზინი
ფრანჩესკო ტოტი
რეინალდო ჯიანეკინი
როდრიგო სანტორო
ფაბიო ასუნსაო
რიჩარდ ეშკროფტი
კრის მარტინი
რაიან ფილიპი
ბრედლი კუპერი
დეივ ნავარო
ჰიტ ლეჯერი
მარატ საფინი
ჯუდ ლოუ
ჯეიმს მერსდენი
ბენისიო დელ ტორო
ჯეისონ სტეტემი
ეშტონ კაჩერი
მეთიუ მაკკონაჰი
ჯემი დორნანი
ჯონ კორტაჯარენა
გუსტავო კუერტენი
მგონი მთელი ჰოლივუდი ჩამოვწერე 😀 😀
მეტიუ მაკკონაჰი როგორ შეიძლება ქალს მოწონდეს – ფუუუ eew
ჩენინგ ტატუმი ❤ ვგიჟდები მაგაზე ❤
კი ნამდვილად. ინგლისური არისტოკრატია მართლა სულ სხვაა.
ეხლა დავაკვირდი ჩემ სამეულს :))) ინგლისელი არისტოკრატია მაინც სულ სხვაა :D:D:D
სანამ სპაისები გამოჩნდებოდნენ, მანამდე მიყვარდა დევიდი. ფეხბურთის და მანჩესტერის დიდი ფანი ვიყავი ერთი პერიოდი, ზუსტად რომ დევიდის ხათრით.მაგრამ ბრედ პიტი ჩემი პირველი კაცია! :))) და სულ ახლახანს რობერტ პატინსონი შეემატა ჩემ სამეულს 🙂 მიყვარს სამივე. დანარჩენები ისე რა.
აუ ისე მეც შავგვრემნები მევასება, მაგრამ გამონაკლისებიც არიან. კი, ტილის რუჯი ითვლება :)))))
მე რასისტი ვარ მარტო შვგვრემანები მევასება :))))) გამონაკლისია ტილ შვაიგერი, ნუ რუჯი ხომ აქვს არა? :)))
უი ეგ მეც მომწონს სხვათაშორის, მაგრამ "დაკარგულებს" არ ვუყურბდი და აქედან გამომდინარე, კარგად ვერ დავაკვირდი მაგას.
ჰმ, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ვაპირებდი სასწრაფოდ შემოვსულიყავი და ერთი ადამიანი მიმემატებინა ამ სიისთვის ჩემს ფავორტებსაც რომ მორგებოდა, მაგრამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ ნოსტალგია შემომაწვა spice girls-ის გამო, მახსოვს ბავშვობაში როგორ მომწონდა Melanie B, მეგონა მე მგავდა რადგან ხუჭუჭა იყო და შავგვრემანი:))) ხო მიუხედავად ამისა, რაოდენ ბანალურობაშიც არ უნდა ჩამომართვათ მე მაინც დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ვიტყვი რომ ვგიჟდები josh holloway-ზე ♥♥♥
@ilmfb – კი, გეთანხმები. :)@Keti – მართლა ძალიან სიმპატიურია. @ Zurriuss – 😀 😀 😀 😀 😀
დარჩა ვინმე? :))
ამ სიიდან ჯიანეკინი მომწონს 🙂
Davidi momwons :)) xoo safini martlac rom simpatiuria =))
Sophie Golden – გეთანხმები 100%-ით. @ Nataly – ხო, მეც არ მომეწონა მანჩესტერიდან რომ გადავიდა. @Na[Na]Ko – თებერვლიდან მოყოლებული დრაფთებში მიდევს :)))))))))@Fish's blog – ბოლო მომენტამტე ვაპირებდი მის შეყვანას, მაგრამ ვგიჟდებითქო არა. @utvino – :))))))))))))@vasasi – უი, ვნახავ ახლა მაგ პოსტს. ხო ნუ ბექსი ძალიან მაგარია მართლა.
ჩემი საანდრიიკააა!!..სანდრიკაც მოხვდა შენს კაცებში?!.. ათი წელია ნესტას ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როგორც მამაკაცი, დიდად არ მიზიდავს.. :)აი, ბექსი მომწონს..რატომღაც მგონია, რომ კარგი ადამიანია..მე მაპატიეთ, მსახიობებში ვერ ვერკვევი დაა…:მორცხვისმაილი:P.S. http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/01/top.htmlაი, ჩემი პოსტი მსგავს თემაზე..
მე jim sturgess მომწონს და გული დამწყდა ამ სიაში,რომ არ აღმოჩნდა..:(http://patchworkink.files.wordpress.com/2009/06/jimsturgess17.jpg
გემოვნება გაქვს ხო იცი :)))
Kate, რავიცი, პოსტს ეტყობოდა, იმდენი სურათია, გული გამისკდა. :X ვიფიქრე, ამ პოსტის დაწერას 1 კვირა მაინც მოუნდებოდა თქო.. 😀 😀 😀
ვაიმე )))) დღეს ფეხბურთი რომ მიყვარს spice girls-ის და ბექჰემის დამსახურებაა.. მაგრამ მანჩესტერიდან რომ გადავიდა მაგის მერე აღარ მიყვარს :|სხვები.. ბრედ პიტი არ მიყვარს.. და ტოტიზე ვაფრენ ❤
დანარჩენ კაცებზე მეზარება საუბარი და დევიდი მართლა ნომერი პირველია. თავიდან მეც ვიქტორიას ხათრით დავინტერესდი და 1998 წელს ისე ვბალელშჩიკობდი ინგლისს ჩემპიონატზე, სულ ცრემლებს ვაღვარღვარებდი 😀 მსოფლიოში საუკეთესო წყვილია ბექჰემები, ამას წყალი არ გაუვა!@ ნატალია, ლოლ საფინი მეც მომწონდა ერთი პერიოდი, მაგრამ ძაან ვერზილა ვინმეა 😀
@clown – კარგი, მიიღება ეგ ამბავი. :***@Na[Na]Ko – ვაიმეეეეე, არ თქვა, თებერვლიდან დღემდე. გუშინ ერთი პატარა შეცდომა დამემართა და ყველაფერი წამეშალა. ხოდა დღეს მხოლოდ სურათები დავდე, თორემ იმხელა ტექსტი იქნებოდაა… ისე შენ ეგ საიდან მიხვდი??? 😀 😀 😀 :D@Natalia – კი, რათმაუნდა მივხვდი. ხო.. მეც მოძრაობაში მიყვარს, მისი სიცილი, მიმიკები. აუ მარატის თამაშის ყურება – ეს იყო ჩემთვის უდიდესი სიამოვნება :ლავ:@როდე – კი :Dროდრიგო მომწონს მრავალი წელია. ბრაზილიური სერიალებიდან.
უი მეც გამიყვანე სიაში? მადლობა!:DD
ეხლა აქედან მე რომელს გამოვარჩევ ხომ ხვდები? 😀 ნუ, მაინც ვიტყვი – ჯეიკ ჯილენჰაალი. ჟრუანტელი მივლის რომ ვუყურებ, ოღონდ ფოტოებზე არა. ვიდეოში, მოძრაობაში უნდა ვხედავდე :))საფინია კიდევ უზომოდ სიმპატიური. მახსოვს ადრე ’ევროსპორტზე’ ვნახე მისი ინტერვიუ. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო, შემთხვევით გადავრთე და რომ დავინახე, ეგრევე შევაჩერე, მეთქი ვინ არის? 😀
ფეხბურთელები და საერთოდ ფეხბურთი არ მევასება… :X ისე, რამდენი ხანი წერდი ამ პოსტს ღმერთმა იცის?! 😀
ფეხბურთში ვერ ვერკვევი და არც მევასება :შ
აუ დიდად არ მომწონს იკერი… ისე რა… :მო:თუმცა შარმი აშკარად აქვს.
ამდენი ფეხბურთელები ჩამოთვალე და კასილასი გამოგრჩა… :უსერ: