უნივერსალური ბარათი

არვიცი რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის პირობებში მომხმარებლების მიმართ შეთავაზებული პროდუქცია იყოს უნივერსალური.სიტყვა “უნივერსალური” იდეალურს ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკაში მას ცოტაოდენ სხვა მნიშვნელობა აქვს შეძენილი.პროდუქცია ან მომსახურება მაშინაა ემიტენტისთვის უნივერსალური, როდესაც ნახსენებ პროდუქტს მოაქვს მოგება. ხოლო მომხმარებელს ეს სიტყვა ესმის, როგორც ხარისხიანს+იაფი. ამ სიტყვის ასეთი, 2 სხვადასხვანაირი დეფინაციის შემდეგ მომხმარებელიც და ემიტენტიც ფიქრობს. ამ ფიქრის შემდეგ კი ღებულობს გადაწყვეტილებას.ორივე მხარე მაშინაა კმაყოფილი, როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების წირები ერთმანეთს კვეთენ. და ზუსტად ეგ გადაკვეთის წერტილია ის ფასი, რაც უნდა ღირდეს პროდუქცია, რომ ის მომხმარებელმა შეიძინოს.

კარგით.
შევეშვათ იმას, რომ მე ახლა ვცდილობ ჩემი პროფესიული ცოდნის დემონსტრირებას. თუმცა მაინც მინდოდა შესავალი ასეთი ყოფილიყო პოსტის, რომელიც მინდა მივუძღნა unicard-ს. რამდენიმე დღეა ფორუმზე სპეციალურ თემაში ვმსჯელობთ ამ ბარათის რაობაზე (ლოლ).
ბარათის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
გუდვილი დიღომი მის:ფ. მეფის გამზ N 1
გუდვილი ვაკე. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ N 34
სავაჭრო ცენტრი “მეგალაინი”. მის: კერესელიძის 1-ლი შესახ. N 12
კ/თ “რუსთაველი”. მის: შ. რუსთაველის გამზ. N 5
კ/თ “ამირანი”. მის. მ. კოსტავას ქ. N 36
აგრეთვე:
“მობი”-ს, “იოლი”-ს, “ვულე ვუ’-ს, “ლუტეცია”-ს, “რონიკო”-ს, “კენარი”-სა და “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ნებისმიერ ს/ც-ში.
ბარათი არის უფასო!!! მის ასაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რამდენიმე დღის წინ ავიღე კ/თ “ამირანში” და შემდეგ “რუსთაველში” ბილეთები შეიძინე.  უნიკარდით. ვინაიდან შევიძინე 2 ბილეთი, დამერიცხა 7.4 ქულა.

ზოგი ამ ბარათს გაკოტრებას უწინასწარმეტყველებს. თავიდან მეც ვერ მივხვდი რა მოგება ჰქონდა მას. მაგრამ ბოლოს მივედით იმ აზრამდე, რომ თითოეული ის კომპანია, რომელიც ურთიერთობს ამ ბარათთან, თანხას უხდის “Universal Card Corporation”-ს.

ძალიან ბევრი ორგანიზაცია თანამშრომლობს უნიკარდთან. ბუკლეტს სურათები გადავუღე და აგერ თქვენც გადაავლეთ თვალი.

 

 

საკმარისი რაოდენობის ქულების მოგროვების შემდეგ კი შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი ნივთი. მე მაგალითად რაც დავათვალიერე, იქიდან ლეპტოპი მომინდა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ. თბილისი, თ. მეფის გამზ.N 8, დარეკეთ 555222-ზე ან ეწვიეთ unicard.ge

Advertisements

7 thoughts on “უნივერსალური ბარათი

  1. ვაიმე არა. 😀 :Dრომ გადაეხადათ, ბევრად უკეთეს პოსტს დავწერდი 😀 😀

  2. შენ წარმოიდგინე და მეც. მაგრამ ნუ კინოში დავდივარ და რავი კიდევ სხვა ადგილებში, ხოდა მქონდეს, რას მიშლის.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s