3:00 am

ორშაბათი.

დადგა უკვე…
აი ასე დგება ხოლმე…

და რაც უფრო “დგება”, მით უფრო არ “ჯდება”.
ეზარება ალბათ.

კიარადა უკვე სამშაბათია, მაგრამ მე ორშაბათში ვარ ჯერ. 

არვიცი რომელ სტადიას დავუბრუნდი.
ალბათ არარსებულს.
საიდანღაც კაფკა დამყურებს, ირონიით.
მაგრამ ძირითადად მაინც ჟან გუსტავი.
ჰო, ეგაა…
ისევ მახსენებს, რომ უდაბნო მხოლოდ აფრიკაშია.
მაგრამ უდაბნო იქაა, სადაც რაღაც “ისეთია”…
კიარადა…
არვიცი როგორი…
უდაბნო აქაცააა…
ზოგჯერ ხალხი ლილიპუტებად მეჩვენებიან.
და ზოგჯერ მეჩვენება, რომ ხალხი წვიმაში გამქრალი სიმშრალეა.
არაფერი.
საიდანღაც დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა ჩამესმის.
და ეს მე მაღიზიანებს.
ჩემს სიმშვიდეზე აგრესიულად მოქმედებს.
არვიცი მშვიდად როდის ვარ და როცა ვარ, დაე შემერგოს.
უზარმაზარ ლოგინში ჩემი მარტოდ ძილი ისეთი ნეტარებაა ჩემნაირი ნეტარების მოყვარულისთვის.
და მერე უცბად ყვირილი, ლანძღვა, ჩხუბი…
ვინ მაღვიძებს თუ არა ჩემი მეზობელი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია ფსიქიატრიულში უნდა იწვეს…
მაგრამ მერე წამლები ვინ უყიდოს…
როცა ქმარი უმუშევარია და შვილი – ლოთი.
რა შუაში იყო ახლა ეს…
უბრალოდ she made my afternoon..
made კიარადა პირიქით…
მაგრამ მაგ “პირიქით”–ს რა ჰქვია, არვიცი…
ალბათ ისევ “destroyed”…
უცბად მეღვიძება, აზრზე მოსვლისას კი “აუუუ, ისევ ეს ყვირის..”
რაც გავიგე, რომ ფსიქიკურად არანორმალურია, მას შემდეგ მისი მეშინია…
სადარბაზოში თუ სადმე შევეჩეხე, გავურბივარ. მეშინია.
არადა დედაჩემის შვილს უკვე აღარ.
მაგრამ მისი მეშინია.
ასათიანის კედლები ბავშვობაშივე ავითვისე…
მაშინ როცა ფსიქიკურად დაავადებული ქალი მამაჩემს ლექსებს უკითხავდა გისოსებს იქიდან…
და მე ყურებ– და თვალებდაცქვეტილი ვუყურებდი ხან იმ ქალს, ხან მამაჩემს…
მერე კი მამაჩემს შეშფოთებული სახით ვუთხარი: “გია, ნახე შეუყვარდი, ლექსებს გიკითხავსმეთქი”.
ნეტავ რამდენის ვიყავი მაშინ….
არ მახსოვს, ძალიან სიღრმეში იყო. მაგრამ მაინც დალექილია. ალბათ 6–7–8.
ახლა ასათიანის კედლები ისეთი მშობლიურია.
და თითოეული
“ცოლად გამომყევი რა”…
“მე მომაკითხე??? მიგყავარ ხო აქედან???”
“ერთი მაკოცე რა…”
“ეს ლამაზი გოგო ვისია???”
“გინდა წამლები გაგიყო???”
“ერთს გაკოცებ რა”
“ეს ჯინჯილაკები მაჩუქე რა…”
“გამარჯობა, მე ჩინეთის პრეზიდენტი ვარ”
“ჩინეთის კი არა, სიგარეტი მომეცი…”
“– ნოდარ, მოდი ერთი, უნდა მოგეფერო…
– გადი ქალო მოშორდი”
“ციცო, ისევ კოსმოსში უნდა გავფრინდე, გაგარინს გავასწრო”
“მოგესალმებით, მე მარსიდან ჩამოვედი და ბოროტმა დედამიწელებმა აქ გამომამწყვდიეს.მოიცა გავიდე აქედან, მე თქვენ განახებთ გაფრენას.”
და მერე ვიღაც, რომელიღაც სანიტარი დედაჩემამდე მაცილებს.
მე ვცდილობ სენტიმენტალიზმი უკუვაგდო.

რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი. ეს ხომ უკვე თითქოს წარსულია.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემმა მეზობელმა დღეს გამაღვიძა.
კიარადა ახლა რომ ვუკვირდები, მაგის თქმაც არ მდომებია.
უბრალოდ მომენატრა ჩემი ბლოგი.
კლავიშებს რომ მთელი გამეტებით ვურტყამ და ამასთანავე ნაზად.
და მიყვარს ჩემი კლავიატურის მკვეთრი ხმა.
ჩუმი” კლავიატურა დევს ყუთში და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
მაუსიც ხმაურიანი მაქვს, მკვეთრად გამოსცემს ხმას.
ოდესმე თუ კლავიატურა ვიყიდე, ისევ ხმაურიანსა და დიიიიიიიდ კლავიშებიანს ვიყიდი ისევ….

ან ეს რა შუაში იყო.
უბრალოდ სიგიჟემდე მომენატრა ბლოგი.
მისი სიმყუდროვე.
და უბრალოდ რაღაც სისულელეებს ვწერ.
ხო, ღამის გათევები ისევ დაიწყო…

ხოდა დაიწყო კი,მაგრამ თან თითქოს უფრო მეტად მოთენთილი ვარ. დღეს არაფერი ისეთი არ მომხდარა.
პასპორტი უნდა ავიღო 100 ლარად და სასტიკად მეზარება სირბილი. და ისიც არვიცი სად უნდა მივიდე და როგორ ხდება პასპორტის აღება. იქნებ ვინმემ დეტალურად მითხრას. ერთი ის ვიცი, რომ ბანკში უნდა გადავიხადო ეს 100 ლარი, მაგრამ ამის მეტი არაფერი ვიცი.

ხო, დღეს კვერცხი ისევ ჩემებურად შევწვი. სულ იმას ვიძახი კვერცხისა და ღომის მეტი არაფრის კეთება არვიციმეთქი. ხოდა აჰა.

ხოდა ახლა ისევ რაღაც ამეკვიატა ეს მელოდია. მთელი დღეებია ამას ვუსმენ.
და ამ მომენტამდე, სანამ youtube-ში მოვძებნიდი ამ მელოდიას, მეგონა sting-ის ამ ნამუშევარს the complete chicago sessions ერქვა, რადგან ასე მიწერია მე კომპიუტერში. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე I Miss You Kate ჰქვია… გამეცინა….:))))))))))

არც არაფერი პოსტია, უბრალოდ ბლოგი მომენატრა.

Advertisements

9 thoughts on “3:00 am

  1. ვაა, თეკლე… გამიხარდი. კი, ვაპირებ, თუ ვიზა მსტყორცნეს. 😦

  2. გამარჯობა ქეთუშ.აი მოვიცალე და შენს ბლოგს ვესტუმრე.ასეთი დრო იშვიათად მაქვს ხოლმე 🙂 გასაგები მიზეზების გამო.პასპორტის აღება რატო მოწადინე მართალი რომ გითხრა ვერ მივხვდი.სადმე აპირებ წასვლას,თუ ისე ნა ვსიაკი პაჟარნი?

  3. აუ რა კარგი ინფორმაციაა!!!! ძალიან დიდი მადლობა. და ჩემი სურათი რომ მივიტანო, არ შეიძლება???

  4. ვაიმეე :D:D:D რაები დამიწერია, რეესტრშია ანუ ბანკი და მეორეს აქვს პრივილეგიაო :))

  5. მეც დღეს ვიყავი პასპორტის ასაღებად, 35იანიც შეგიძლია და 100იანიც, მეპრეს პრივილიეგია აქვსო (მეტი რა ვუთხარი მაგათ) და მაგას ვიღებ მეც 🙂 თვითონ რესტრშია ბანკი, ფოტოც იქ უნდა გადაიღო თორე ჩემსავით მოგიწევს მეორედ გადაღება, 1 თვეში იქნება :> აბა შენ იცი, არაფერია დასაზარებელი, ერთი მისვლით აკეთებ ყველაფერს 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s