my orange-head girl

ნახეთ მე ვინ მყავს…

ისე მიყვარს… ისე…
საყვარელი…
ჩემი ავატარის გოგო + ემინა კუნმულაჟი + და რათქმაუნდა მე…
სიმღერაზე ხო ვგიჯდები. 
და ამ კაცის ხმის ტემბრზე.. 
მაგრამ სტაფილოსფერთმიანი გოგო არის ჩემი…
და მხოლოდ ჩემი. 
ეს გოგო მე ვარ. 
მასსავით საყვარელი ვარ. 
ნარცისიზმი არაფერ შუაშია…
უბრალოდ იმდენად არავინ მეუბნება რაიმე კარგს და იმდენად მხოლოდ ჩემი უარყოფითი თვისებები, ქცევები თუ ხასიათის შტრიხებია სასაუბრო თემა, რომ გადავწყვიტე მე თვითონვე აღმოვაჩინო ჩემი ხასიათისა თუ თვისებების დადებითი მხარეები. 
ბოლოს მიღებს ეს დაუსრულებელი ნეგატიური ატმოსფერო. 
თითქოს ტკიპასავით მაქვს მოწებებული.
ყველა საკუთარი თავის ქება-დიდებაშია და ჩემზე არავინ არაფერს ამბობს. 
გუშინდელმა სტუმრიანობამ აშკარად დამიმტკიცა ეს. 
“უი ,როგორი ლამაზი ხარ გათხოვების შემდეგ” და “ვაიმე რა საყვარელი ფეხმძიმე ხარ” არსად დაეკარგოს არავის.
მაგიტომაც არ გავსულვარ სასტუმრო ოთახში. 
სულ არ მინდა არავის ქება-დიდება. არ მჭირდება. არ დავიკარგები ისედაც. როგორც აქამდე არ დავკარგულვარ. 
ეჭვიანობაც არაფერ შუაშია, ეგეც ძალიან მაგრად მკიდია. 
უბრალოდ უსამართლობაა და მაგაზეა რომ ვერ ვრიგდები. 
თორემ ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ისეთს გეტყვის, რომ მერე მთელი 2 დღე (ნუ ჯერ 2 გავიდა) გაღიმებული ივლი და ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდება, ვიდრე აქამდე გიყვარს.

Advertisements

10 thoughts on “my orange-head girl

  1. @ilmfb – ძალიან საყვარელი კლიპი, მელოდია და ხმის ტემბრია. ძალიან მომწონს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან. @m i r a m a x – უმაგრესი სიმღერაა. აუ რავი… ვინ აღარ, შენ ის თქვი. @clown – სულ ვცდილობ, რომ მეკიდოს, მაგრამ ნუ აი… მადლობა გიო :**@Keti – დიდი მადლობა. :* :*@sophie – ძალიან ძალიან დიდი მადლობა. ახლა დავიმორცხვე. :$@ Lalena – კი, უმაგრესია. და საერთოდ… სულ სხვა რაღაც მინდოდა გადმომეცა და სხვანაირად გამოვიდა. ანუ ვიგულისხმე ის, რომ გაბრაზებული ვარმეთქი. თქვენ კი აქ ქება-დიდება დამიწყეთ. რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს. ანუ საუბარი იმაზე კი არ მინდოდა, რომ მე ვარ საყვარელი, არამედ იმაზე, რომ ნერვები ამიშალეს 4 the next time. ძალიან დიდი მადლობა ყველას.

  2. keeeet dzaaan, dzaaan sayvareli da kargi xar martla :X chemi favoriti bloggeri xar. aravis qeba ar gchirdeba shen xom ici rom kargi xar, am ,,orange-head girlze''-ze kargic da bevrs jobixar! carmatebebs gisurveeeb! :* :* :*

  3. არ გკიდია ვინ რას იტყვის?შენ ხომ იცი რომ კარგი ხარ ^_^ხოდა მეც ვიცი ^_^:*

  4. jer am simgeraze xo vafren da mere favoritebshi myavs chamatebuli youtubze + telefonshi + kompshi da a.sh… :))mara raxan shen ginda eg orange-head girl sheni iyos, iyos :* memeteba shentvis :* .(gadmoqartuleba damezara 😀 )

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s