მეჯვარე

ხოოოდა…
ასე და ამგვარად ბარაშკა გათხოვდა.
ყველაფერი რათქმაუნდა ისე იყო, როგორც იქნებოდა.
ტრადიციული ქართული ქორწილი.
სიტყვა “ტრადიციული” რომ იწერება სადმე, მაჟრიალებს ხოლმე.
მეზარება მოყოლა…
კიარადა არა იმიტომ, რომ მეზარება და მეტი არაფერი.
არამედ იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რაღაც შემომეწერება, რაც არ მომწონს არც ზოგადად და არც კონკრეტულად ამ შემთხვევაში.
მე კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისეთი ტიპაჟი ვარ, რომ აუცილებლად შევყვები და შემომეწერება. ხოდა ჩუმად ვარ.
თამადას მეორე მეჯვარეში ავერიე და ლამის მე დამლოცა ქმართან ერთად.
ნუ კარგი.
მერე ყვავილების სროლაზე დედაჩემი, თეოს დედა, თეოს და, მეჯვარეები და კიდევ მგონი ვიღაცეები მახევდნენ კალთებს (ნუ კალთებს არა, მაგრამ მართლა ჩამჭიდეს ხელები და ისე მიმათრევდნენ), დადექიო. ნუ ვერ ვიტან რა… მეზიზღება ეს თაიგულის სროლის მომენტი. ნუ კარგი, ისევ ზრდილობის გამო დავდექი, მაგრამ ისეთ ადგილას, რომ თითქმის თეოს გვერდით ამოვუდექი და თან შევძახე, ჩემსკენ არ გადმოაგდო, თორემ გაგლახავმეთქი.
მერე ქართული უნდა იცეკვოთ აუცილებლადო. არ ვიცი ეს ქართული ცეკვა და ნუუუუუუუუ…
მერე კიდევ არაერთი არასახარბიელო პატარა დეტალი, მაგრამ ნუ მოკლედ რა.

facebook-ზე დავდე თეოს ქორწილის სურათები. მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც სურათებში მომეწონა ჩემი თავი. Hair Haus-ში გაკეთებულმა თმებმა, ფრჩხილებმა და მაკიაჟმა თავისი ჰქნა.

ხოდა ამ ქორწილის შემდეგ დასკვნა:

მე არასოდეს შემიყვარდება და არასოდეს გავთხოვდები!!!!

Advertisements

28 thoughts on “მეჯვარე

  1. @Anonymous – უი შენი ქორწილი რომ იყო ხო??? კი კი მახსოვხარ. გამიხარდი აქ :))@Keti – კარგი კომენტარი იყო, ახლა რომ ვფიქრდები, მართალი ხარ.

  2. ძალიან ლამაზი იყავი, ქეთ! ფეისზე ვნახე :)ულამაზეს სიყვარულს გისურვებ და ქორწილი არაა მთავარი, მე ასე მგონია, მაგრამ განსხვავებული თავგადასავლის მოფიქრებაც ყოველთვის შეიძლება :):*

  3. მეც იმ დღეს ვივარცხნიდი თმას, წინა დღეს კი მანიკურზე შეგესწარი :))) იმედია კიდევ შევხვდებით იქ :)))

  4. შენ ის ქეთი ხარ 25-ში თმებს რომ იხვევდი?? :))) ესე იგი შენს ბლოგს ვკითხულობ და თან გიცნობ კიდევაც :)))

  5. სოფი – ეტყობა მე იმდენად ვნერვიულობდი მეჯვარეობაზე, რომ სიხარულს ვერ აღვიქვამდი. ახლა რომ ვუფიქრდები, რა მანერვიულებდა. ეგ კი არა, სიძეს ვკითხე მანქანაში, სუფრაზე არავინ ვიცნობ და ვისთან დამსვამთმეთქი. რავიცი.. არვიცი… ხშირად მიფიქრია ადრე ამაზე, რომ განსხვავებული და ორიგინალური მქონდეს. მაგრამ რავიცი. ახლა უკვე არაფერი მადარდებს.

  6. მე მიყვარს ქორწილები, თანაც ძალიან. ამაზე ლამაზი და სასიხარულო ცერემონია რა უნდა იყოს. თუმცა, ყველა ქორწილი არა, მაგრამ საუკეთესო მეგობრებისაზე ვგიჟდები – ლამის მათზე ბედნიერი ვარ ხოლმე.დარწმუნებული ვარ, შენ თვითონ გექნება ძალიან ლამაზი და განსხვავებული ქორწილი. რატომღაც ასე მგონია. მგონია კი არა, მჯერა. You'll see. You deserve the best!!!

  7. კომენტარები იმისთვის აქვს შენს ბლოგს ჩართული, რომ ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ამ შუაში ხართ

  8. @donshakal – კიიიიიიიიიი…. :(((((((((@Taa – თააა… როგორ მიყვარს ეგრე რომ მომმართავენ. დევს პირწიგნაკზე. უიი, სკრაბებიიი,, დიდი მადლობა. გოგო და ფორების საწინააღმდეგო უნდა ვიყიდო ხათუნასთან ან გამოვიწერო. და ანუ მაგ საიტიდან შემიძლია გამოწერა???აუ რავიცი, სასტიკად არ მხიბლავს ეს უღელში ყოფნა.@ ana – 1) მაგ ადამიანისთვის არაერთხელ მითქვამს, თუ რას ვფიქრობ მე ქართულ ქორწილებზე. აქ ხშირად შემოდის, კითხულობს და ძალიან კარგად მიცნობს და იცის ჩემ შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით. 2)ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი მინახავს ხალხი რასაც აკეთებს სიყვარულის გამო და ზოგადად ოჯახის გამო. 3)თუ მე ვარ ის ადამიანი, ვინც მარაზმულ ქორწილზე უარეს მდგომარეობამდე მივიდა სიყვარულის გამო, მაშინ მინდა გითხრა, რომ ზუსტად ამ ფაქტის მერე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სიყვარული აღარ მინდა. 4)შენ თუ რაღაცას ვერ იტან, მე და ჩემი ბლოგი რა შუაში ვართ???@Fish – ოოო, მაშინ ფასეულობათა გადაფასება უნდა მოახდინო. რა უფრო ძვირფასია შენთვის. საკუთარი თავი და შენი პრინციპები თუ სიყვარული. @მირა – თავში აგური ჩამარტყით თუ რამე ვქენი :((

  9. ჯერ ერთი, შენი დაქალის ქორწილზე ასეთი რაღაც არ უნდა წერო, თორე ადვილი შესაძლებელია რომ შემოვიდეს და წაიკითხოს და ელემენტარულად გული ეტკინოს. მეორეც, ვერ ვიტან ამ სიყვარულის დაკნინების მცდელობებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც არაერთხელ მისულა ტრადიციულ ქორწილზე უარეს მარაზმამდე სიყვარულის გამო.

  10. exla rac Seexeba qorwilebs, qarTuli qorwilebi zogadad ar miyvars Rreobebis gamoda tu maqvs cotaodeni shansi mainc egreve tavs varidebai rac sheexeba ar gavtxovdebio – mand dzalian cdebiimitom rom mec egre vizaxdi mteli chemi cxovreba – magram gavtxovdi 🙂

  11. ქეთუნა, როგორ ხარ?სკრაბები რომ გაინტერესებდა, აი ამ საიტზე არის ეგენი http://www.neimanmarcus.com/store/catalog/templates/silo.jhtml?itemId=cat000285&parentId=cat000000&siloId=cat000285&navid=topNavcat000285ფასებსაც მანდვე ნახავდა დადე რა სურათი ქორწილში როგორ გამოიყურებოდირა გაგიკეთეს ჩემმა სპონსორებმა 🙂

  12. @ პერწკლი – :((((@ OTO – დავი :)))@როდე – ხოოო, აი მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად. და ნეტავ არაფერი მოხდებოდეს, რაც აზრს შემაცვლევინებს. @Fish – რა რამდენ რაღაცაზე ამბობ უარს მაგ სიყვარულის გამო, იმაზე არ გიფიქრია???@13th დარიჩინკა – ყველაფერი ზუუუუუუუსტად გამოიცანი. და ყველაფერში გეთანხმები. არადა მართლა როგორ ყველაფერს დავწერდი. :((((@Lalena – ხო, მამენტ რავიცი აბა. @ინგა – ხო აი ძალიან მარაზმია.

  13. xo ici rom shegiyvardeba da adre tu gvian mainc gatxovdebi :))))tradiciuli korwili mosabezrebelia martla, ertxel orjer rafac mogewoneba da rac ufro met qorwilshi xvdebi mit ufro sazizgrobad gechveneba

  14. არასოდეს თქვა არასოდესო ტომუშკამ დამასწრო, რავი ძალიან კი არ ვეთანხმები მაგრამ ხამდახან მასეა. ხოოოოდა კიდევ უსიყვარულოდ მზე არ სუფევსო კი იცი შენც და როდის მოვა ეგ მზე არ სუფევს სიყვარული არც შენ იცი და არც მითუმეტეს მე :)))რაც შეეხება ქორწილს უბრალოდ იყავი ორიგინალური! მეტი არაფერი :):*

  15. უუუუ, როგორ მეც არ მომწონს ჩვენი ტრადიციული ქორწილები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ "ყველაფერი ქართული მძულს" ტიპშა, ჩვენი ქორწილები რაღაც მემარაზმება. ხშირ შემთხვევაში არანაირი ამბიცია, რომ ცოტა განსხვავებული რამე გააკეთონ. და ეს თამადის "ინსტიტუტი". "ბუკეტის" დასაჭერად გამომხტარი სასტავი და ასევე შემთხვრალი ვაჟკაცები და დაპუტული თაიგული. სავალდებულო ცეკვები და "მაია მულატკა" (ნუ ან სხვა მსგავსი რამე). ვფიქრობ, შენ შენი მეგობრის ხათრით არ წერ იმ დეტალებს, რომლებზეც გინდა გული მოიფხანო 🙂 თორემ, ეჭვი მაქვს, "ბარაშკა" რომ არ კითხულობდეს შენს ბლოგს, ოჰოჰოჰოჰო, რა საინტერესო საკითხავი და ენის მოსაფხანი პოსტი გამოვიდოდა 😉 ნიამ ნიამ. აქვე მაინც ბოდიშს მოგიხდით, თუ რამე "ნოტოდ" შემომეწერა. პატივისცემით, თქვენი მეცამეტე.

  16. მეც არ მიყვარს ქორწილებში სიარული. რატომღაც ყველას უკვირს. მე მინდა რომ შემიყვარდეს, მაგრამ გათხოვება არ მინდა, არც დიდი ქორწილი მინდა. შენც მაგას გირჩევ, რატომ არ უნდა შეგივარდეს?!

  17. ქეით ვიზიარებ შენს აზრებს!! და მეც მოგიწოდებ, რომ არ გათხოვდე! და საერთოდ, რა უბედურებაა ეს გათხოვება და ცოლის მოყვანა? იმდენი რამეა გასაკეთებელი ამ ქვეყნად. იმდენი, რამეა სანახავი. თუ ადამიანი გიყვარს, ისეც კარგად ვიქნებით ერთად.იმედია გადაწყვეტილებას არ შეცვლი, რავიცი…

  18. ზოგადად ქორწილები არ მევასება :|ნერვებს მიშლიან ხოლმე 😐

  19. კარგით, მაშინ ვიტყვი იმას, რომ არ მინდა ვინმე შემიყვარდეს და გავთხოვდე. და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ტრადიციულ ადათ-წესებსა და მარაზმებზე მერე ცალკე დავწერ პოსტს.

  20. არასოდეს თქვა არასოდეს :)მე მომწონს ქართული ტრადიციები, მაგრამ სხვის ქორწილში 🙂

  21. მასე ნუ ამბობ!უბრალოდ არასოდეს არ გექნება ტრადიციული ქორწილი თეფში დამტვრევით ქართული ცეკვებით..(ეს ისე ჩემს თავზე ვთქვი.. ქართული ცეკვის საწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს, უბრალოდ მე არ ვცეკვავ და ორი თვით ადრე სწავლას კიდევ არ ვაპირებ)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s