I do it all again..

ჯერ ხო პოსტის დაწერა…
აი ასე ქაოტურად.
დალაგებისა და წინაწარი მოფიქრების გარეშე.
გიჟივით დაწერილი.
თითქოს მელნის ბუმბულიანი კალმით მოხატული, დაგდებულ-დაყრილი პერგამენტზე…
იმდენად დაგდებული-დაყრილი ასოები, რომ ზოგჯერ მგონია ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გამექცევიან.
ამის მეშინია ხოლმე.

 დღესაც ბოლო დღე მქონდა სამსახურში.
კიარადა ამას უკვე აღარ ვამბობ, თორემ მერე ისევ დამირეკავენ კადრებიდან და ისევ ვივლი სამსახურში. ჩემზე უკვე ლეგენდები დადის, კატას და ძაღლსაც კი იცნობსო. ააა, ხო და კიდევ ძალიან კომუნიკაბელურიაო. სასწაულად კომუნიკაბელური. და ძალიან კარგი გოგოაო.
კარგი ვარ თუ არა, ეს მე არ მეხება.
მაგრამ კომუნიკაბელურიაო, რომ ეუბნება პეტრე პავლეს, პავლე – ივანეს, ხოლო ივანე კი – მე, მეღიმება ხოლმე. აა ხო და კიდევ, ეგ დედაჩემს არ უთხრათ… თვალებს გააფართოებს და იტყვის, ვაიმე ნუთუ ეს შენზე თქვესო. ხო, სახლში სრულიად სხვა ვარ. მოწყენილი, მოწყენილი, მოწყენილი, აუტისტი, აუტისტი, აუტისტი, უკონტაქტო, უკონტაქტო, ჩუმი, ჩუმი, ჩუმი. ჩემი რეალური სახე აღარ ვიცი რომელია. ალბათ ორივე და ამავდროულად არცერთი.

მხოლოდ 3 ნაოჭს ვამჩნევ სახეზე.
პირველი წარბებს შორის არის მოთავსებული. სარივით რომ მაქვს ჩასობილი. და 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა საჩვენებელი თითი მატაკა და მითხრა, აი იმდენად სულ შეწუხებული სახე გაქვსს,იმდენად სულ ცუდად ხარ, იმდენად სულ წარბები გაქვს შეკრული, რომ ნაოჭი გაქვსო. რამდენჯერაც სარკეში ვიხედები, ეგ მომენტი მახსენდება. არდაბრუნებადი მომენტი.
მეორე ტუჩებთან მაქვს. ზედმეტი სიცილისგან. ისტერიულად ვიცინი და იმიტომ.
მესამე კი თვალების კუთხეებში. ორივე ზემოთ აღნიშნული შემთხვევისთვის – სიცილისა და ტირილისთვის.

ნეტავ შემეძლოს, რომ ყველას პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე, ბინადრობის მოწმობასა თუ პირადობის დამადასტურებელ ნებისმიერ სხვა ტიპის იურიდიული ტიპის საბუთზე დაბადების თარიღის გაქრობა. არავის გვეცოდინებოდა, ვინ რამდენი წლისები ვართ. სრულიად არავის. ოღონდ ამასთანავე საკუთარი ასაკიც რომ არ ვიცოდეთ. და კითხვაზე “რამდენი წლის ხარ?”, გვქონდეს პასუხი: “არვიცი, მართლა არვიცი.”

 კიარადა…
 
სიმღერის ვიდეო უნდა დამედო.

ადრე ეს პოსტი დავწერე. პატაპუტინამ შთამაგონა, ხოდა რომ დავფიქრდი, მეც ეგრე ვარ.

ახლა კი სიმღერა ვიპოვე…
კიარადა კლიპი, რომელშიც ზუსტად ის ხდება, რაც პატაპუტინამ თქვა.
 საოცარია, რომ სადღაც ოკეანის გადაღმა არსებობს გოგო, რომელიც კლიპს გადაიღებს იმ შინაარსის მიხედვით, რა შინაარსის აზრებიც შენ მოგდის თავში.
ხოდა  სიმღერაც ზუსტად ისეთია…
და ზუსტად იგივე სამსახური მაქვს, რაც 2008 წლის 14 სექტემბერს მქონდა.
და ზუსტად იგივე სასწავლებელში, იგივე ფაკულტეტსა და სპეციალობაზე ვსწავლობ.
და ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც 2008 წლის 14 წელს ვფიქრობდი თუ ვეთანხმებოდი. ხოდა დავწერე კიდეც…
საერთოდ ჩემი ბლოგის ძველ პოსტებს არ ვკითხულობ.
მეშინია.
რომ ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გაქცეულები დამხვდებიან.
ამისი სულ მეშინია.
ამიტომაც არ ვკითხულობ. სხვისი ბლოგების დაარქივებული პოსტების კითხვა კი ძალიან მიყვარს. აი განსაკუთრებით ასეთი შინაარსის პოსტებს თუ გადავაწყდი: “გამარჯობა, მე ახალი ვარ ბლოგ-სამყაროში. ხოდა ჯერ არვიცი რა და როგორ უნდა გავალამაზო, მაგრამ ნელნელა გავერკვევი. იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებით ჩემს მიმართ, ჯერ პატარა ვარ ბლოგერობაში”.
ზუსტად იგივე სახლში ვცხოვრობ.
და ზუსტად იგივე ისა რა ჰქვია კაცო…
კიარადა
I do it all again…

და როდესაც Corrine Bailey Rae ხმამაღალი ტონალობით რამდენჯერმე გაიმეორებს ამ ფრაზას, მე ჯერ პირველ ნაოჭს დავისრისავ, შემდეგ – მეორეს, შემდეგ – მესამეს. ბოლოს კი მთლიან სახეს ხელებში ჩავრგავ და Corrine-ის მსგავსად გავიმეორებ რამდენიმეჯერ:

I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN!!!

Advertisements

6 thoughts on “I do it all again..

  1. თან ეგ ისეთი რამეა, ვერც ცერაფერს მოუხერხებ დიდად.

  2. აი მეც ზუსტად ეგრე ვარ… გაურკვევლობაში. თათი – დიიიიდი მადლობა :**

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s