ქუჩაში…

არვიცი საიდან დავიწყო, ან რა დავიწყო ან რა უნდა ვთქვა.
ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორი ვარ ქუჩაში.

აქვე უნდა განვიხილოთ 2 შემთხვევა.
თუ სამსახურში მივდივარ:
აუცილებლად მაცვია პერანგი, მისი მეგობარი ჯაკეტი, ფეხსაცმელი და შარვალი. თუ დილით დედაჩემმა შარვალი დამიმალა მოტივით “რა სულ შარვალი გაცვია ბიჭივით?!”, მაშინ იძულების ფორმით მაცვია ქვედაბოლო. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს იშვიათად ხდება.

თუ სამსახურში არ მივდივარ:
აუცილებლად მაცვია რომელიმე ჩემ სპორტული მაისური, მისი მეგობარი ჯინსის შარვალი, მათი მეგობარი amazon.com-დან გამოწერილი ლურჯი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ზაფხულშიც მსგავსად, თუმცა უფრო მოშიშვლებული მაქვს მხრები, რის შედეგადაც მიჩანს სვირინგი და მავანნი და მავანნი მაკვირდებიან სხვადასხვანაირი თვალები. “როგორ შეიძლება ქართველ გოგოს ჰქონდეს თან ამხელა, თან ფერადი და თან ასეთ გამოსაჩენ ადგილას სვირინგი?” ამ დროს უნდა ნახოთ როგორ მეცინება ხოლმე :)))))))))

ერთხელ სახლის ფორმით ვიყავი სახლიდან გამოსული. ანუ მეცვა სვიტრი და ადიდასის სპორტული შარვალი. შუა პეკინზე პოლსკი უნდა მენახა. ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც ქალმა მითხრა, ადრე გოგოები უფრო ქალობდნენ და ახლა კი რა კარგია, რომ ასე სპორტულად გაცვიაო და გამიღიმა. მართალი რომ ვთქვა, გამიკვირდა. მერე ბუკიას ბაღში მალოდინა სალომ. რაც უფრო დიდი ხანი აკვირდები ვიღაცას ან რაღაცას, მით უფრო ბევრს ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე. მე არ დამითვლია რამდენმა ადამიანმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ გარწმუნებთ ნახევარი საათის პირობაზე საკმაოდ ბევრი იყო. ნუთუ არ შეიძლება 23 წლის გოგო ქუჩაში გამოსული იყოს ადიდასის სპორტული შარვლით???

ავტობუსის გაჩერებაზე:
თუ დილაა ვდგავარ ფეთიანივით. სულ მეჩქარება. ვარ საშინელი არაპუნქტუალური. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს და დროის მხრივ არ მზღუდავენ. ხშირად მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრან 4 საათი, თვითონ კი 5-ის ნახევარზე მოვიდნენ, რადგან მეც 5-ის ნახევარზე მივალ შეხვედრის ადგილას. ამ ულამაზო ჩვევის ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვამარცხებ. თუ ვინმე ახალ-გაცნობილი ადამიანია, ვატყუებ ხოლმე. “აი ისეთ საშინელ საცობში მოვყევი”, ან თუნდაც “აი მოვდივარ 5 წუთში მანდ ვარ” არადა მინიმუმ  15 წუთი მჭირდება მისაღწევად. არაპუნქტუალურობის გამო ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა, რაშიც მიდის პრინციპში ჩემი ისედაც პატარა ხელფასის დიდი ნაწილი. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ხვალ დროზე გავალ სახლიდან, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი მაგას ვასრულებდე.
 თუ საღამოა ვდგავარ გამოფიტული, დაღლილი. არაფრის თავი არ მაქვს. ვდგავარ ერთ ადგილას და ვერც ვინძრევი. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ვინმე მეჯახება. ეს კი ძალიან, ძალიან ხშირად ხდება. ერთი ქალი დამეჯახა და აქეთ დამიწყო ყვირილი. მინდოდა ორმაგად მეყვირა, მაგრამ მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა. თანაც 3-4 წლის ბავშვი მოჰყავდა და ის შემებრალა, რომ ასეთი არანორმალური პატრონი ჰყავდა.  ხოოო, ასეთებიც ხდება.

დავდივარ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ჩქარა. აი მართლა ძალიან, ძალიან ჩქარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაპუნქტუალური ვარ, ისედაც. რომც არსად მეჩქარებოდეს. არ ვსეირნობ არასოდეს. მარტო ხომ არ ვისეირნებ. თუ დედაჩემთან ერთად მივდივარ სადმე, ყოველთვის ვასწრებ, რის გამოც სულ მეჩხუბება, რა წესია, რა გიჟივით გავარდები ხოლმე წინო. რამდენიმეჯერ Mr. M-აც მითხრა, სადმე გეჩქარება??? ერთად არ მივდივართო?! ამაზე გამეცინა, თან მომერიდა, “ფორა მივეცი” და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიფიქრე წინ იქნება ბარემ და გამასწრებსმეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ წინ მივდიოდი. მგონია, რომ ნელა რომ ვიარო, რამე მომივა. არვიცი რა, მაგრამ აი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო “ნატალი”-ში დავდიოდი მთელი 4 წელი, ნელა სიარულისას 8-ებს ვურტყამ. იგივეს ვაკეთებ სახლში. მაგრამ ეს დაღლილობისგან არის, თორემ ისე  ერთხელ, 1-ლ კურსზე მივდიოდით დაახლოებით 5-6 ადამიანი. მე რათქმაუნდა წინ გავვარდი მერამდენედ. ამათმაც იფიქრეს რამე გავუჩალჩოთო და უცბად ჩუმად შეუხვიეს სადღაც. მე მივდივარ, მივდივარ. მერე უცბად მოვტრიალდი და არავინ რომ არ დამხვდა, ჯერ გავოგნდი. ერთხანს არც არავის დავუძახე. მერე ძახილი დავიწყე, თუმცა არავინ მომიგო. მეც ვიდექი ასე, ვიფიქრე მაღაზიაში ხომ არ შევიდნენ ჯგუფურადმეთქი. ხოდა ვიდექი, ვიდექი. საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო. მერე გავტრიალდი, წავალმეთქი და ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ყველანი ერთად. :))))))))

ხო კიდევ რა…
მაკიაჟს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე შევეჩვიე.  თუმცა კარგად გაკეთება ვერა და ვერ ვისწავლე.
არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან არაკომფორტულია, თუმცა სიარული ვიცი, “ნატალი”-ში მასწავლეს. ვერ ვიტან, როდესაც ქუსლებზე სიარულისას თბილისელი გოგჩოები ცუდად დადიან. “ცუდად სიარულში” მუხლების არ-გაშლა იგულისხმება. ჯერ ისწავლე და მერე იარე.

ხოო… კიდევ რა დავამატო.
კიდევ ავტობუსს ხშირად მივსდევ რამდენიმე მეტრით დაშორებული მანძილიდან. რომ ავდივარ, ყველა გაკვირვებული მიყურებს. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გოგო ასე დარბოდეს. ასე სპორტულად. მაგრამ რავიცი აბა… მამაჩემი სპორტსმენი იყო და ალბათ ეს გენეტიკურია.
უბნელ ტაქსის მძღოლებს უკვე აღარ ვუჯდები. ისიც იკმარონ რაც ამდენი თვის (თუ უკვე წლის) განმავლობაში ჩავუჯექი. სულმთლა განაგლდნენ და იმიტომ.
ეს დღეები მეტროთი დავდიოდი სამსახურში. მიყვარს მეტრო. არ ვარ  “ვაიმეეე, მეტროში როგორ უნდა ჩავჯდე” ტიპი. რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირი კომპლექსი არ შემაწუხებს მაგისი. უფრო მეტად სისუფთავე რომ იყოს, უფრო  მეყვარებოდა. მიწის ზევით, მიუხედავად მატარებლების გუგუნისა და ანუ ხმაურისა, უფრო სიმშვიდეა, ვიდრე მიწის ზევით.
თვალები რომ ფრიად სათუთი მაქვს, კი იცით ალბათ. მინუს 5 მაქვს და ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, მზეში აუცილებლად სათვალეებით მიხილავთ ქუჩაში. ზამთარში ჩემი საყვარელი ქუდი მახურავს, რომელიც იანვრიდან დღემდე მოყოლებული ანუშკასთან მდებარეობს. იმის მერე ვერ დავაყენე საშველი მისი მოტანისა.  ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ცუდად ძალმიძს დროის განაწილება.

კიდევ რა…
ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას “არაფანჯარასთანმჯდომი” მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს. ან როდესაც გამოსვლის დროს მხოლოდ ფეხებს ატრიალებს (ადგომის და გამოტარების მაგიერ). ასეთ ადამიანებს რეგვენებსა და უკულტუროებს ვუწოდებ.
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსსა თუ ავტობუსში იყოს ასეთი დასაჯდომები. იქნებ ამ მხრივ მაინც აღიგავოს მძიმეწონიანების მიერ მსუბუქწონიანების ჩაგვრა. :დაჩაგრული:

მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის სიმაღლე იყოს მინიმუმ 2 მეტრი, რომ არ მიწევდეს 15 ნაკეცად მოკეცვა. :მაღალიდადაჩაგრული:
მინდა, რომ ტაქსით ყველგან მისვლა ღირდეს არაუმეტეს 3 ლარისა და მძღოლი არ მიყვებოდეს რა მაგარი იყო ძველი დრო… რა მაგარი ტიპი იყო თვითონ… რატომ არ უნდა ვიყო გათხოვილი, მასმენინოს, თუ რაოდენ ცნობილი და პოპულარული ხალხი უტარებია…
კიდევ მინდა, რომ City park-ის სამსახურმა დააჯარიმოს ყველა იმ მანქანის პატრონი,  რომელიც ვიწრო ქუჩაზე არის დაყენებული.
დააჯარიმონ ყველა  მძღოლი, რომელიც შუა ქუჩაში აჩერებს მანქანას.

ხო… კიდევ ის, რომ ზაფხულში ჩემი ცხვირი სავსეა ჭორფლებით. ის ჭორფლები ზამთარშიც მაქვს, მაგრამ ჩუმად მამჩნევია.
ვმოძრაობ ყურთსასმენებით, მაგრამ ახლა დროებით სანამ ახალი ტელეფონი მიყიდია, 29 ლარიან ბილაინის ტელეფონით ვსარგებლობ, ასე რომ ყურთსასმენები დროებით არ მიკეთია და ამიტომ იძულებული ვარ ქუჩის ხმაური ვისმინო.
თმები ყოველთვის დავარცხნილი, თუმცა აჩეჩილი და გიჟურად.
მობილურს ხშირად ვატრიალებ ხელში იმიტომ, რომ საათს ვუყურებ წამში ასჯერ. დავხედავ და მალევე მავიწყდება, რომ დავხედე. შესაბამისად ისიც მავიწყდება, რა დრო იყო.

პრინციპში სულ ეს იყო…
კიარადა იმაზე უფრო მეტიც იყო, ვიდრე უნდა დამეწერა.

აი ესეც მე…
შეწუხებული სახის გამომეტყველებით…
უბანში.
რომელშიც პირველად შარშან ჩავედი.
ნუ პურის მოტანასა და მეზობელთან გადასვლას არ ვგულისხმობ.
უბანში “ბირჟაობასა” და “ეზოში ჩასვლის” ინსტიტუტზე მაქვს საუბარი.
შარშანდელი ივნისი.
მანამდე და მას შემდეგ არ ჩავსულვარ.
და არც ვაპირებ.
არ მკითხოთ რატომ.
იცით ისედაც ამ ბლოგის ყველა აქტიურმა მკითხველმა. : )

ხო…
დიდი მადლობა როდეს დატაგვისთვის, თორემ მე 100 წელი არ მომაფიქრდებოდა ამ სახის პოსტის დაწერა.
ჩემის მხრივ კი ნამდვილად არვიცი ვინ დავტაგო, რადგან მგონი ყველამ დაწერა ამ შინაარსის პოსტი.
ხოდა მოდი ასე ვიზამ.
ვისაც გაგიხარდებათ, მათ დაწერეთ. თუნდაც კომენტარებში გამოხატეთ სურვილი. როგორც გაგიხარდებათ.

Advertisements

21 thoughts on “ქუჩაში…

  1. ხო, ძალიან მაგარი იქნებოდა. ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით.

  2. რა ამომწურავი დახასიათებაა :)ტრანსპორტში ასეთი სკამები რომ იყოს, კარგი იქნებოდა 🙂

  3. მართლა რამდენი დაგიწერია :))) სურათიც დაგიდია და წესით უნდა გიცნო 🙂 თუ ვინმე მოგადგა და თიკო ვარიო გითხრა, თან უცნობი, ესე იგი მე ვარ :)))))

  4. სკვინჩა – ხოო, თუ მცივა, მეც ფანჯარასთან მიყვარს. მაგრამ მეც შენი არ იყოს, ერთადგილიანი დასაჯდომი მირჩევნია. @Kiwi – უი. მე მაპატიეთ :))))

  5. woooow, ასეთი დახასიათების შემდეგ არამგონიa გვერდზე ისე ჩაგიარო რომ ვერ გიცნო 😉 რაც შეეხება ფანჯარასთან ჯდომას, ჩემთვის ამინდს გააჩნია. თუ ცივა ფანჯარასთან მირჩევნია – მზეზე მაინც გავთბები, თუ ისეთი მზეა რომ ტვინს მიხვრიტავს ფანჯრისგან შორს დავჯდებოდი, და თუ ძალიან ცხელა და თან საშინელი სუნია და ფანჯარასთან მჯდომი კატეგორიულად არ ხსნის მას უბრალოდ ვაჩერებს და ჩავდივარ 😀 ამიტომ ყველაზე მეტად 1 სკამიანი ადგილი მიყვარს, სადაც ფანჯარაცაა რომელიც უკეთეს შემთხვევაში იღება კიდეც და ”თავისუფლებაც” 😀

  6. კიწი ვარ მე :)) ანუ შენი სეხნია 😀 donshakal-საც ეგრე ვეგონე 😀 არაუშავს :>

  7. კივი – ვაა. მართლა რამდენი გვქონია საერთო. :))))გიო – ხო, ცოტა ზედმეტები ვწერე, მაგრამ მერე მაინც უნდა დამეწერა ოდესმე ამაზე და ბარემ აქ დავწერე. არ მკითხო, ეგ არის კოშმარი, ხვალაც სავარაუდოდ ეგრე უნდა გავეკიდო.

  8. რამხელა და რა საყვარელი დახასიათებაა ^_^ავტობუს რომ მისდევ წარმოვიდგინე 😀 😀 😀

  9. მეც ფანჯარასთან ჯდომა უფრო მიყვარს :)) და გარეთ რაც ხდება(საინტერესო არაფერი ძირითადად მაგრამ მაინც) მაგის თვალიერება :> შენს ნაწერს რო ვკითხულობდი ჩემს თავს ვხედავდი ხშირად 😀 ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე, მუხლები რო ეკეცებათ და ისე დადიან მძუუულს!! თან რო იტყლარჭებიან. მეც დავდიოდი სააგენტოში დიდი ხანი, წელს ვაბიტურიენტობ და არ მცალია :))მეტროს რაც შეეხება ცოტა სუფთა რო იყოს მართლაც კარგი იქნებოდა უფრო, მაგრამ მაინც მიყვარს :>

  10. KET შენი კომენტარი არ მქონდა ნანახი ისე დავწერე : D

  11. ხო კიდევ იგივე თემიდან – "იცით მე მალე ჩავდივარ და ჩაიწიეთ" რა იცის რომ მე უფრო მალე არ ჩავდივარ ან რა პრობლემაა ავდგები და გავატარებ მე არ ვწუხდები მაგით

  12. ხო, მაგრამ ოთ, მანდ მეორე მომენტიც არის. ანუ ის, თუ ვინ როდის ჩადის. თუ გივან ჩადის ადამიანი, რატომ უნდა შეტენო სხვა?? და მერე რატომ უნდა გამოტენო??? ამითი ხომ ისიც წუხდება და შენც???

  13. არ არის პრობლემა. : )))) უბრალოდ უსამართლოა. არის ერთი თავისუფალი ადგილი ფანჯარასთან შენ გინდა დაჯდომა რატომ უნდა დაავალდებულო ვიღაცა რომ გადაჯდეს იმ ადგილზე და დაგითმოს თავისი?? თუ გინდა დაჯექი თავისუფალ ადგილზე თუ არ გინდა საერთოდ ნუ დაჯდები. ეს არის სამართლიანი imho : D

  14. oto, martla arakompfortul adgilad itvleba? me ki yvelaze metad miyvars fanjarastan jdoma:) da yoveltvis meshleba nervebi,roca avdivar da adgili ar aris da is vigac shignit mishvebs – ra problemaa ro chaiwios?:) :)))

  15. "ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას "არაფანჯარასთანმჯდომი" მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს."როდესაც არ ვზივარ ფანჯარასთან და ვიღაცა ამოდის მე ყოველთვის ვიწევი ფანჯარისკენ მაგრამ მერე ძალიან ვბრაზდები ხოლმე საკუთარ თავზე იმიტომ რომ ამ ყველაფერში არის რაღაც უსამართლო აი უყორე არის ორი ადგილი ერთი ფანჯარასთან ერთი არა მე წყნარად ვზივარ ჩემთვის ფანჯარიდან მოშორებულ ადგილზე ამოდის ვიღაც ტიპი და მანიშნებს რომ მას უნდა დაჯდომა ჩემს ადგილზე და მე უნდა გადავჯდე უფრო არაკომფორტულზე (ასეა მიღებული რატომღაც ფანჯარასთან ადგილი)ანუ ჩავიწიო რატომ ამიხსენი, რატომ უნდა ჩავიწიო ის ადგილი თავისუფალია ავდგები და გავატარებ დაჯდეს იქ სადაც თავისუფალია. ვერ ვიტან ხალხს რომლებიც სხვის ხარჯზე იწყობენ კომფორტს.

  16. ანუშკა – :)))))))))))))))))კი კი, უეჭველი. ოთხშაბათს სახლში იქნები საღამოს??? ან რავიცი, როდის იქნები…როდე – სურათი დავდე, პირწიგნაკში გყავარ და როგორ ვეღარ უნდა მიცნო???ლალენა – უი მართლა??? ვაა, მაგარია. მარტო არ ვარ. :**

  17. ვაიმე იმდენ რამეში დავინახე ჩემი თვი, რომ ყბა დავაღე და კი ვარ ასე :)) ტქსზე გეთანხმები! ქუსლებზე სიარული შენ ჩემი უნდა გენახა ერთელ ზუსტად 12 საათი, რომ დავიოდი! სად აღარ ვიყავი წასული და ბოლოს სახლშჳ მივფორთხდი :))) მწარედ მახსოვს ის დღე 🙂

  18. ამ ყველაფრის მერე, შენ რომ ვინმემ ქუჩაში არ გიცნოს, დებილი უნდა იყოს რაა:DDმეტრო მეც მიყვარს და ყველა ტრანსპორტს მირჩევნია თბილისში.

  19. ქეთ, რა უნამუსოდ დევს ოთხი თვეა ან მეტი შენი ქუდი ჩემს კარადაში იცი? თან ყოველ დილას რო ვაღებ კარადას ამ ქუდს ვხედავ და მ ეუბნება, გამარჯობა, მე ქეთის ქუდი ვარ და აქ გაუგებრობაში ვარ მოყოლილიო :)დავაყენოთ ამ ქუდს საშველი:)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s