13-th day of existance

რაღაც ისეთია რა ეს ყველაფერი…
ყველაფერი რა…
რა და აი ყველაფერი.
მაგალითად ჰაერიც კი.
აი ასეთი დაუგეგმავი.
ჰაერი კი არა… ამინდი.
მეზიზღება მაისი.
ვერ ვიტან.
ამინდები კი მარტისაა.
დედაჩემი მეუბნება, საშინელი წვიმიანი ამინდებია, მაისი მარტს დაესესხაო.
ნუ ეს ხომ დედაჩემის მეთოდია, თუ ამინდი არ მოსწონს, მარტის ამინდი უწოდოს. კბენის ერთ-ერთი მეთოდთაგანი.
არადა მაისი როგორ მეზიზღება.
და ძირითადად სულ ოჯახური რაღაცეების გამო.
5 მაისს იმ გარდაცვლილი ბებიის დაბადების დღეა, რომელმაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემი გააწამა. ამას მე რომ ვხედავდი, ჩემთვის ვიგრუზებოდი.
6 მაისს გიორგობა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აჭარის რევოლუციის დროს შევიტყვე. კიდევ ერთხელ გავიხსენე მამაჩემი.
14 მაისს თამარობა. ანუ დღეს. გილოცავთ ყველას განურჩევლად სახელისა. და ვულოცავ ჩემს დას – თამუნას, რომელსაც ყვავილები ამოვუტანე დღეს. მიუხედავად ყველაფრისა და არის. ნეტავ მას თუ ახსოვს ეს… მეეჭვება. 26 სექტემბერს რომ ქეთევანობაა მაგაზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ 2 ცალი 6 მარტი უ-“გილოცავ დაბადების დღე”-ოდ გაატარა.
17 მაისს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. და ყოველი წლის 17 მაისს ვცდილობ ცრემლები შევიკავო. თუმცა დღესაც კი 3 დღით ადრე უბრალო რიგითი ჩანაწერის კეთებისას ეს არ გამომდის.
31 მაისს მამაჩემის დაბადების დღე. ხო, დაბადების დღემდე ზუსტად 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. ზუსტად 2*7, ზუსტად 14.
ვარდობისთვის ყვავილი – ანუ ვარდი. არ მიყვარს, ვერ ვიტან, მეზიზღება.

ერთადერთი რაზეც ვაფრენ, ესაა მარწყვი…
მარწყვი არის ჩემთვის N 1 ხილი.
ძალიან მიყვარს მართლა.
ფორუმზე ერთი ბიჭი სულ მარწყვის სურათებს მიდებს ხოლმე და მეცინება.

ა და კიდევ.
დღეს 14-ია და ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.
ოღონდ მის მიმართ ჯერ არანაირი გრძნობა არ მაქვს.
საძინებელში რომ შევდიოდი, თითებით ცხვირის ნესტოები შევიკარი. სურნელი ტრიალებს რაღაცნაირი. არ მსიამოვნებს. რაღაც.
ხოდა ასლოკინებს.
რა ოთახშიც არ უნდა შევიდე, ყველგან მისი სლოკინი მესმის.
ა ნუ, ვე-ცე-ში არა, მაგრამ მანდ ხომ მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე შევდივარ.
მთელს სახლში ასლოკინებს.
“მაღაზიაში ჩადი და 2.5 კგ ხორცი იყიდე”-ს ამბავია. სულ 2.5კგ არის წონით.
დაიწყეს ახლა ვაიმე თვალები ვისი აქვს??? ვაიმე ცხვირი??? ვაიმე ნახე ხელი როგორ უდევს. ვაიმე ნახე…
ან ბიჭი რომ ვიყო, ვიტყოდი, ტვინი მომი***ეს ამ “ვაიმე ნახე”-ებითმეთქი.
მაგრამ სამწუხაროდ გოგო ვარ.
კიარადა მე მაინც გოგო ვარ. ყველა უბედურებასთან ერთად.
ვიქნებოდი ბიჭი.
გავიპარსავდი კვირაში ერთხელ წვერს.
ან სამსახურის პირობებში 2 დღეში ერთხელ.
და ეგ იქნებოდა მთელი მოწესრიგებულობა.
სველ ხელს გადავისვამდი თმებზე და Hugo Boss-ს გავისხამდი.
და ეგ ვიქნებოდი.
მერე გავიდოდი გარეთ, არ ვიქნებოდი სენტიმენტალური.
“პოხუისტი” ვიქნებოდი, ცხოვრებისეული.
მეკიდებოდა ყველაფერი.
არავინ მიაქცევდა იმას, რომ მე ვიღაცის შეყვარებული ვიყავი 11 თვის წინ.
არც იმას, რომ გუშინწინ ღამე ვიღაც გოგოსთან, სახელიც რომ აღარ მახსოვს, სექსი მქონდა.
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე, რაა მამ….
კიარადა სექსი თუ არ ჰქონია, რაა მამაკაცი.
ასე რომ არავინ მეტყოდა რამეს.
ჩემი შვილიც ჩემს გვარის პატრონი იქნებოდა. თან ყოველგვარი ზედმეტი თავის ატკიების გარეშე.
გადავიპარსავდი თავს.
უფრო თამამად ვიქნებოდი მაღალი.
უფრო თამამად ვიქნებოდი გრძელი გვარის პატრონი.
უფრო თამამად მოვხიბლავდი საწინააღმდეგო სქესს.
ან უფრო მარტივად დავიკიდებდი.

რატომ უნდა მჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ მეც მინდა ყურადღება?
რატომ უნდა ვამბობდე იმას, რომ ახლობლების მიმართ საშინელი ეჭვიანი ვარ, ხოლო – საყვარელი მამაკაცის მიმართ – არასოდეს….
რატომ უნდა ვამბობდე ამას???
ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა???
და ყოველთვის პირიქით რატომ ჰგონიათ???
არ მინდა… პასუხებიც კი არ მინდა ამ ყველაფერზე.
ჯერ სახლში შემოსული არ ვიყავი, ქეთუნამ დაიჭიროსო და მერე თითი მივადე წერტილოვან ცხვირზე და დაიწყო განგაში, მე-3 მსოფლიო ომი.
ხოდა ავდექი და გამოვედი.
არ შემიძლია რა.
ქე-მაინც მარტო ვცხოვრობდე, რომ არ ვუყურებდე ამ ყველაფერს.
და ქე-მაინც მეცოდინებოდა ვინ როგორ არის ჩემს მიმართ.
არა, ცოდნით ახლაც ვიცი, მაგრამ აქსიომა იქნებოდა.
მაგრამ ცალკე ყოფნას ფული უნდა, მე კი დღეს უკვე აღარ ვიცი მერამდენედ, სამსახურიდან გამომიშვეს.
ზედმეტი ფული დავხარჯე დის ყვავილებში.
ზედმეტი რა, ვიყიდე და სულელმა არ დავყნოსე.
რომ დავყნოსე, მადლობა ვუთხარი გიგი უგულავას ქუჩებში სანაგვე ურნების დადგმისთვის. მერე იგივე გამყიდველს 1.5სთ-ის მერე ვეწუწუნე, მაგრამ შედეგი – 0. ვერ დავუმტკიცე ვერაფერი. თურმე გვირილებს ყველის სუნი უნდა სდიოდეს. უკეთესები ვიყიდე.
საძინებლიდანაც გამომაძევეს. ახლა დიდ ოთახში მომიწევს უზარმაზარ ტახტზე ძილს მიცემა. ეგ კარგია, მომწონს. უბრალოდ გამოძევების ფაქტი არ მომწონს.

თუ გინდათ, ამ სიმღერას მოუსმინეთ.
თუ არ გინდათ, რა აზრი აქვს ამ პოსტის წაკითხვას, ერთი ვიცოდე.

მეტი არაფერი.
სულ ეს იყო.
უბრალოდ
ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.

Advertisements

13 thoughts on “13-th day of existance

  1. ხო, სამწუხაროდ საქართველოში ეგ არ გამოდის. აი მეც ეგრე ვარ ზუსტად მირჩევნია სტუმრად მივდიოდე, ვიდრე აქ ცხოვრობდნენ. აი ზუსტად. ჩემთვისაც ზუსტად ეგ არის იდეალური ვარიანტი.

  2. აუუუუუ მარტო ცხოვრების შანსი ჩვენ ქვეყანასთან არის 0-თან გათანაბრებული. მაგაზე ოცნებაც კი მოკალი 🙂 ეს ესეთი ბოროტი რჩევა :)რაც შეეხება დას და შიშვილს ორივე მიყვარს უძლიერესადმ\, მაგრამ მირჩევნია სტუმრად მივდიოდე. მე მარტო ვერ ვიცხოვრებდი, მე ზურა და + ერთი მოსამსახურე არის იდეალური ვარიანტი 🙂

  3. ნატალია – შენ რაღაც იდეალურად გესმის ხოლმე ჩემი და ეს ისე მიხარია, ისე, რომ მეტი არ შეიძლება. :***************

  4. აი ძალიან მესმის, რასაც წერ. ჩემი პატარა ნათესავი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ჩემს სახლში რომ იცხოვროს ერთი დღე მაინც, ალბათ გავგიჟდები [მაგრამ არა სიყვარულისგან :))]

  5. კი, ოღონდ როდემდე შევძლებ გამკლავებას, არვიცი. მადლობა ყველას კომენტარისთვის.

  6. იცი რაა მე თუ მკითხავ?? პრობლემებიც სახალისოა რაა და უპრობლემოდ მოსაბეზრებელია ეს ცხოვრება სულ კარგად იქნებოდი და სულ ერთფეროვნება გექნებოდა. უბრალოდ უნდა გაუძლო რთულ პერიოდებს და მალე გაივლის ;))

  7. მეც მდომებია ხშირად ბიჭობა, თანაც დაახლოებით იგივე მოტივით… მძიმე პოსტი იყო, სიმღერაც სევდიანი. მიუხედავად იმისა რომ არ მქონა მსგავსი პრობლემები, მე მაინც მესმის შენი 🙂

  8. ბიჭობას რაც შეეხება, საერთოდ ხომ იცით ისეა, რომ რაც არ გაქვს ის გინდა და რაც გაქვს, იმას არ აფასებ. ამ ეტაპზე გოგოობას საკმაოდ რთულია ჩემთვის. ასმაგად შებოჭილი ვარ. 13 დღის არსება კი დღეს პირველად ხელში ავიყვანე. რა პატარაა. მე და ჩემი და ერთმანეთს ვეჩხუბებოდით ამა თუ იმ საკითხებზე, იყო ერთი ამბები და ეს ჩუმად "გვისმენდა", ხმა არ ამოუღია. @ clown – რეზერვი ვარ და იმიტომ მიშვებენ ასე მალ-მალე. :მო:

  9. არ მჯერა რომ ის 13 დღის მოსლოკინე არსება ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად არ გიყვარს. ბიჭი – გოგო რავი ქეთ იყავი ისეთი როგორიც გინდა რომ იყო რა მნიშვნელობა აქვს სქესს.

  10. ვაიმეე პაწაწუნა, ახლა მაგის საქმე ღნავილი და ძილია, მაგრამ აცადე ცოტა წამოიხარდოს :)))არასდროს მნდომებია ბიჭობა, იმიტომ რომ ერთელ, რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ბიჭობა მეზარებოდა :)))გამოძევება, როგორც ფაქტი კი ტეხავს, მაგრამ სპლიყვი მაგარია სახლში :))

  11. რა მაგარია 13 დღის სპლიყვი <3როგორ მიყვარან :love:ხოდა სქესს რა მნიშვნელობა აქვს პრობლემები მაინც იქნებოდა …და ესე მალ მალე სამსახურიდან რატომ გიშვებენ?სად მუშაობ? :შ

  12. იმ პონტს რაც შეეხება, რომ გოგო ხარ და არ შეიძლება:BULLSHIT! 😀 საკუთარ თავს იმაზე მეტ დაბრკოლებას ნუ უქმნი, რაც ისედაც არსებობს. :)ტვინი მომი***-ესო, გინდაც ბიჭმა თქვას, გინდაც გოგომ, ორივე შემთხვევაში მაღიზიანებს, სქესზე დამოკიდებული ფენომენი არაა ეგა.ბიჭი რომ იყო,მაგით რა?! არც არაფერი: "ქეთიზე" უკეთესი ვერ იქნებოდი… ვერც "ქეთიზე" უარესი იქნებოდი… სხვა იქნებოდი, მაგალითად "გიო" :Dრაც შეეხება 13 დღის არსებას: :looooove:მე და ჩემს დას გვქონდა ძააააააალიან დაძაბული ურთიერთობა, ადრეც აღვნიშნე, მაგრამ ეგეთი არსება რომ მოიტანეს და დადეს სახლში, ვიღას ახსოვდა ჩემი და :D:love:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s