ტკბილეული

იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს შემთხვევა, რომ არ ვჭამო.
აი უბრალოდ არ არსებობს.
ძალიან მიყვარს.

ტორტი
ნამცხვარი
პეროგი
“პეჩენია”
“პონჩიკი”
ქადა
ნებისმიერი სახის ფუნთუშეული.

გარდა ამისა
შოკოლადი
იოგურტი
მარწყვი
ნესვი
მარმელადი
ლიქიორი
ხაჭოს “სიროკი”
და კიდევ მილიონი რამ, რაც არის ტკბილი.

გამორჩეულად საყვარელი შოკოლადი არის რათქმაუნდა ბაუნტი. ეს არის შოკოლადი, რომელსაც პოსტიც კი მივუძღვენი თავის დროზე.აი აგერ პოსტიც. ახლა რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივეს დაწერის სურვილი გამიჩნდა. ეს არის შოკოლადი, რომელიც ყოველთვის მინდა. ერთხელ სიფოს (ერთი ფორუმელი) სკაიპის ნარდში 7:0 მოვუგე, ხოდა მეორე დღეს 7 ცალი ბაუნტი მომიტანა. თან აი ისეთი, ერთში 3 ცალი რომ დევს. ანა (ჰერმიონე) მეხვეწებოდა ერთი ცალი (1 შეკვრა) მომეციო, მე კი ერთი ცალი მივეცი, გაგიჟდა, რა ღორი ხარო. ღორი იდეაში არ ვარ, მაგრამ ბაუნტიზე მეკეტება ყველანაირი აზროვნების უნარი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ახლოს ვარ ადამიანთან თუ არა, ვთხოვ ხოლმე, რომ ბაუნტი მიყიდოს. იმიტომ კი არა, რომ ფული არ მაქვს, ზედმეტი ლარიანი ყოველთვის მოიძიება ჩემს საფულეში. უბრალოდ აი ეგეთი აკვიატება მაქვს, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა ვთხოვო ბაუნტის ყიდვა.

მაგარ, შავი შოკოლადი სასტიკად არ მიყვარს. ანუ აი რომ ამბობენ ნამდვილი შოკოლადი არისო, ვერ ვიტან, არ ვიკარებ. ძალიან მიყვარს “Alpen Gold”-ი. არა მარტო მწვანე, ყვითელიც.

კიდევ ძალიან მიყვარს ბურთულებიანი (რუსულად пористый) შოკოლადი “Millennium”, რომელსაც სულ ვყიდულობდი “პოპულში” თან თეთრი იყო, თან თხილიანი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გააქრეს და დღემდე არ არის. ყავისფერი დევს მხოლოდ. კი, ესეც კარგია, მაგრამ ამას თხილი არ აქვს.

“Nestle”-ს შოკოლადი ყოველთვის უგემრიელესია. ძალიან მიყვარს. “ბამბანერკა”-ც ძალიან კარგია.

რაფაელო. მმმმ. ვგიჯდები. ამასწინათ აღმოვაჩინე სახლში. ხოდა მთელი ყუთი ისე შევჭამე, რომ ყუთი საერთოდ არ გამიხსნია.. და თან ყველაზე ღადაობა ის იყო, რომ ის ცარიელი ყუთი უკანვე შევინახე. დედაჩემმა მითხრა, თუ გამოცალე, ყუთი რა ჯანდაბად შეინახეო. რავიცი, რომ გგონებოდა, რომ რაფაელო გვქონდა სახლშიმეთქი. ჩემი ლოგიკა rules  :))))))))))))))))

საყვარელი რამ, რაც აგრეთვე არასოდეს მბეზრდება, არის რათქმაუნდა პეპსი. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც 5-6 მაღაზიას თუ სუპერმარკეტს ჩამოვივლი, რომ ვიყიდო. ერთი პერიოდი ძალიან დეფიციტი იყო და იმ დროს საშინელი “ლომკა” მქონდა. ნერვებ-აშლილი დავიარებოდი. ამას წინათ ნათიას ვუთხარი ლექციაზე მოსვლამდე, პეპსი მიყიდემეთქი. ესეც აკვიატებული ჩვევა.

და თუ არაფერი მსგავსი არ მეგულება სახლში, მაშინ შაქარი….
შაქარი უპირველეს ყოვლისა.
დღეში 1-4 კოვზამდე.
ყოველთვის ჩუმად ვიპარები სამზარეულოში.
და ჩუმადვე ვჭამ.
ერთხელ დედაჩემი შემოვიდა და გადაირია, ისევ დაიწყეო???
“ისევ” იმიტომ, რომ ბავშვობაში სერიოზულად “შემჯდარი” ვიყავი.
წარმოიდგინეთ მამაჩემი ხშირად მთხოვდა წყლის მიტანას, როდესაც ის წამოწოლილი იყო. რამდენჯერაც სამზარეულოდან წყალი გამომქონდა, იმდენჯერ ერთ კოვზ შაქარს ვჭამდი. მაგრამ მერე გადავეჩვიე, რადგან ჭიანი კბილები ამოვიღე და აღარ ვჭამდი, რადგან ჯანმრთელი კბილების ხელახლა დაჭიანება არ მინდოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ისევ შევეჩვიე, თუმცა შემცირებული დოზებით.

რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც არ შაქარს ვეტანებოდი და ამ დროს სახლში ვერაფერ სასუსნავს ვერ ვნახულობდი, “ლომკა” მეწყებოდა. დავდიოდი სამზარეულოში უაზროდ, ვიქექებოდი უჯრებში. ტკბილის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. მაგრამ ახლა უკვე შაქრით ვახერხებ “ლომკის მოხსნას”. სამაგიეროდ საუკუნეა შაქრიანი ჩაი არ დამილევია. ნუ ანუ ჩაი არ დამილევია ძალიან დიდი ხანია.
 და ყველაზე კარგი და სასიამოვნო ისაა, რომ არ ვსუქდები ტკბილეულობაზე.
საერთოდ ისედაც ცოტას ვჭამ, მაგრამ ტკბილეულზე რეაქცია არ აქვს ორგანიზმს.

მაინც ვცდილობ, რომ შაქარი არ ვჭამო, მაგრამ “ლომკა” მაქვს, მიჭირს ტკბილი სასუსნავის გარეშე. ამ დროს ძირითადად წყლის დალევას ვცდილობ, თუმცა ეს ყოველთვის არ მეხმარება.

ხოოოოდა… ჩემმა დამ რძიანი შოკოლადი მომიტანა გუშინ და ახლა მას მივირთვამ.

Advertisements

17 thoughts on “ტკბილეული

  1. ვაიმე შავი შოკოლადი სასტიკად არ მიყვარს. რძიანი და დიიიდი თხილებით. მმმ.. ლიქიორთან მაგრად მიდის…

  2. შავი ჯობია, რძე აბანძებს შოკოლადს… ნუ თუ სხვა არაა, მაგასაც მივირთმევ, მაგრამ ისე ურძეო მირჩევნია.თხილით. აი, მთლიანი დიდი თხილი როა …

  3. ჰაჰააა. ჩემნაირად ყოფილხარ შენც. აუ არა, კიდევ კარგი საერთოდ გრამიც კი არ მემატება.აუუუ, მეც მომინდა ახლა რამე ტკბილი.

  4. ტკბილეული ისე მიყვარს და იმდენს ვჭამ, ბოლოს საკუთარი თავის მრცხვენია ხოლმე. შენი არ იყოს, ყველანაირი ნამცხვარი, ალადიები, "პონჩიკი", კექსი, რულეტი – რაც ცომეულია, ტკბილია, შოკოლადიან-ვანილიანია – ყველაფერზე ვგიჟდები და უზომოდ ვჭამ. სამწუხაროდ, ჩემს წონაზე აისახება მშვენივრად და მერე დიეტაზე ვჯდები ხოლმე. აუ, მაგარი პოსტი იყო, მიყვარს ასეთი კონდიტერული რამე-რუმეები, ახლა წავალ მეც ვჭამ შოკოლადს, Ritter-Sport მაქვს გადამალული 😉

  5. აუ აი ერთადერთი რამ, რაც არასოდეს გამიკეთებია და ვერ გავაკეთებ, ესაა დიეტა. მითუმეტეს ტკბილეულზე. აი ნუ არ შემიძლია.

  6. რაც დაწერე, ჩათვალე რომ ყველაფერი მიყვარს, პლიუს შავი შოკოლადის 'არსიყვარულისა'. ხოდა ეხლა წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, რომ ტკბილი მეკრძალება და დიეტაზე ვარ. ხანდახან ისეთი ლომკა მაქვს, ფოტოებს ვათვალიერებ და ვიკმაყოფილებ სურვილს. თუმცა ხშირად ვარღვევ კიდეც დიეტას და მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები.

  7. ხო ნუ ზოგადად ტკბილეული ისეთი რამეა, იშვიათად, რომ ვინმეს არ უყვარდეს და არ სიამოვნებდეს. clown და ქეთი – დიაბეტი მე არ მაქვს, მაგრამ მამაჩემს ჰქონდა და ანუ გენეტიკაში მაქვს. ამიტომაცააა დედაჩემი სულ გიჟდება ხოლმე, თუ დაინახა შაქრის ჭამისას.

  8. აუ მეც მიყვარს ტკბილეული და სხვათაშორის ბარამბოც მომწონს, ანუ რაც ჩმოთვალე ყველაფეწრს + ბარამბო და – შაქარი (რატომღაც არ მომწონს) :)))

  9. ჰოო მართლა კარგი კითხვა დაგისვეს ზემოთ, დიაბეტი არ გაქვს ამდენი ტკბილით? მე გამიჩნდა ორი წლის წინ და ერთ წლიან საშინელ დიეტაზე ვიყავი სულ 10 რამე მეჭმეოდა და ტკბილები არაფერი რა თქმა უნდა და ამ დიეტით გამოვჯანმრთელდი მაგრამ დიეტის მერე ფორმაში ჩავჯექი ისევ შოკოლადების სასარგებლოდ :)) ახლა კიდევ ნიშნები მაქვს დიაბეტის..

  10. შოკოლადზე მეც ვგიჟდები და დედაც და ყოველთვის გვაქვს ოჯახში. ბამბანერკებს ბრიტვით ვჭრიდი ქვეშიდან და ისე ვასუფთავებდი შიგნიდან ეჭვს ვერვინ იღებდა და სტუმრები რომ მოსდიოდნენ და ყავაზე უხსნიდა მე სახლიდან გავრბოდი რომ არ მომხვედროდა :)) ნეტა არ წამეკითხა ახლა ეს პოსტი დილიდან თავს ვიტყუებდი რომ შოკოლადი არ მეყიდა რადგან ფული აღარ მაქვს და აქ თავშესაქცევად შემოვედი და დამღუპა სულმთლად ახლა ამ პოსტმა 😦

  11. ჰაჰაა, ეს რა წავიკითხე.რამხელა მსგავსება გვქონია…სახლში საჭმელიც რომ არ მქონდესბოლო კაპიკებს შევაგროვებ და შოკოლადს ვიყიდი იმდენად მიყვარს …არაერთხელ გამიკეთებია :D:D:D

  12. შოკოლადი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ 2 წელზე მეტია არ მიჭამია..ალერგია მაქვს..ზოგადად თხილეულზეც :შხოდა რაღაც ისეთი უნდა გთხრა :შშენი პოსტს რომ ვკითხულობდი, ეჭვი გამიჩნდა დიაბეტი ხომ არ გაქვს :შაი იცი რაზე გეუბნები?შაქრის ჭამაზე :შ

  13. ტკბილი ცომეული არ მიყვარს, ათასში ერთხელ თუ გავსინჯავბოლო დროს შოკოლადიც არ მინდება :(აი, ხილი, იუგურტი და ნაყინი – ძალიან! 🙂

  14. გოგო შენ არ გძინავს???ხოოო, ეგრე იცის ხოლმე. თან რაც უფრო მეტს ჭამ, მით უფრო ეჩვევი.

  15. მმმმმ…მეც ძალიან მიყვარს ყველანაირი სახის ტკბილეული.მითუმეტეს, თუ ვნერვიულობ. 2 წლის წინ ძალიან ცუდად რომ ვიყავი, ნუტელას ვყიდულობდი ხოლმე, კომპთან მედო და კოვზით ვჭამდი… :user:2 თვის წინ ვიყიდე და მეგონა, დიდხანს მეყოფოდა. 3 დღეში შევჭამე :(აღარ ვყიდულობ მაგიტომ. ზომა და წონა რომ არ ვიცი….

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s