მიყვარს ეს ადამიანი…
უბრალოდ საყვარელია და საყვარელ მუსიკას ჰქმნის.
რა მაგარი, როდესაც წარმოიდგენ წვიმიან ამინდს…
წარმოიდგენ რა… ახლა ხომ წვიმს…
წყალს, მთელი ძალით რომ მიისწრაფის მიწისაკენ…
თითქოს უნდა, მიწას მიეფეროსო, ჩაეხუტოსო და არასოდეს მოშორდეს…
ამ დროს ცას შეგიძლია ახედო და თეთრი ღრუბლების იქით, ღმერთს მადლობა უთხრა, რომ ცოცხალი ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი არაერთხელ გდომებია.
პრინციპში ახლაც გინდა, მაგრამ ახლა მაგისთვის არ გცალია.
რადგან უკვე არსებობს ადამიანი, რომელსაც სჭირდები.
და სჭირდები იმდენად ეგოისტურად, რომ თვითონ საერთოდ ვერ იაზრებს ამას.
უბრალოდ ყოველი მისი საქციელით რწმუნდები, რომ უკიდეგანოდ სჭირდები.
არადა ყველა ეს საქციელი ინსტინქტურია და ანუ გაუაზრებელი. და ანუ ბუნებრივი.
დღეს დილის 12 საათზე დავიძინე, ისევ ჩვეულ რიტმში ვათენებ ღამეებს.
ვიფიქრე დღისით დავიძინებმეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ცოტა ხანი მიხედეო.
ისეთი რაღაც გავაკეთე, აქეთ გავხდი მისახედი.
გვერდით მივუწექი და გვეძინა ერთად.
თან ორივეს ჩაცმულებს.
შემოვიდნენ, გაიცინეს, გავიდნენ.
წერტილუკამ თავისი ერთი ბეწო ხელის მტევანი ცხვირზე მომადო და გაიზმორა, თითქოს შემახსენა, აქ ჩემს მოსახედად ხარ შემოსულიო…
ეს სიმღერა გუშინ აღმოვაჩინე და სულ მას ვატრიალებ.

დიდი მადლობა :)))
რა თბილი და სასიამოვნო პოსტი იყო :))
უჰ.. წერტილუკას :* 🙂
linutana – პოსტი შეგეშალა :DKeti – ვაიმე არ თქვა… თავიდან თითქოს არ მსიამოვნებდა მისი სურნელი, მაგრამ ახლა როგორ მინდა ეს სურნელი, უნდა ნახო რა. დღეს მე მქონდა თითებზე და ძალიან მსიამოვნებდა. თითები აქვს ერთი ბეწო… თან 8 თვიანია და ძალიან წერტილუკაა. ხო ტუსიაც ძალიან მომწონს და ნიკა მაჩაიძეც.
როგორი სუნი ექნება ახლა კისერში? 🙂 და პაწუკა თითები :)…..ტუსია მომწონს – ისეთი ნაკვთები აქვს, სახასიათო.. აი,მუსიკა კი ბევრი არაფერი მომისმენია, უნდა მოვძებნო
miyvars iraklii :X