სოციალური ქსელები და რეალობა

რა საოცრად რადიკალური ვარ… ან საერთოდ არ ვიცი პოსტს რა დავარქვა და უცოდინარივით “…”-ს მივაწერ ხოლმე, ან კი ასეთი გრძელი სათაური “მივაჭედე”.
ახლა ამას რომ ვინმე კითხულობს, სათაურის შესაბამის პოსტს ელოდება, არადა მეც ისეთი ვარ, ამინდზე ვერ დავწერ, როდესაც პოსტის სათაური სულ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის ეს 10 პოსტიც გამოდგება სამასრაღაც პოსტიდან. დანარჩენი წერტილებიან-სათაურიანი პოსტების ჩამოწერა ძალიან დამეზარა.
1) ქუჩაში…
2) I Do It All Again…
3) მმმ… ჩუპსსმაილურად
4) აუ მალე რა, მალე რა…
5)
ისევ…
6) ასტრალში გავედით…
7) fish…
8) როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში………
9) კიიი, როგორ არა…
10) რა ხდება მაშინ, როცა მარტო ვარ სახლში…

პოსტი ბლოგზე:
გუშინ და დღეს, ანუ შაბათ-კვირას, ანუ 5-6 ივნისს წავიკითხე ყველა GR (google reader)-ში არსებული ახალი პოსტი. აღარ მახსოვს სულ რამდენი იყო, მაგრამ 48 კომენტარი დავტოვე ზუსტად. ეს მხოლოდ 2 დღის მონაცემებია, თორემ პარასკევს, ხუთშაბათს და ზოგადად ამ კვირის მონაცემები რომ დავუმატოთ, სადღაც 200 კომენტარამდე თავისუფლად ავალ.
ზოგადად GR იმისთვის მაქვს, რომ სხვისი პოსტები ვიკითხო და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები სხვა GR-ის “მფლობელ” ბლოგერებს რატომ აქვთ იგი, მაშინ როდესაც არ კითხულობენ სხვათა ბლოგებს.
ისიც არ მესმის, რომ წაიკითხავ, რატომ უნდა დაგეზაროს კომენტარის დატოვება.
ისიც არ მესმის არაერთი ბლოგის description-ი რატომ გვაუწყებს შიგნით სექსზე, კაცებზე, ნარკოტიკებზე, ძუძუებზე, ნაშებსა და სხვა ყურში მახვილივით დაშენილი სიტყვების მქონე შინაარსების მატარებელი პოსტების არსებობას მაშინ, როდესაც ყველა ეს ბლოგი ჩვეულებრივი შინაარსის მატარებელი პოსტებითაა მოცული.
მეცინება, როდესაც რომელიმე ბლოგერი თავისი ბლოგის საშუალებით ასწავლის სხვა ბლოგერს “როგორი უნდა იყოს კარგი პოსტი”. მერე შემოვა ვინმე “ცუდი ბლოგის მქონე” ბლოგერი და ეკითხება კომენტარში, რას მერჩიო. პოსტის ავტორიც პასუხობს: ” არა, ეგ ისე დავწერე, შენ კი არ გეხებოდა, ზოგადად დავწერე”-ო.
კიდევ იმაზე მეცინება რომ დაწერს ვინმე პირადი ბლოგი ბანძიაო და ამ დროს შემოსწრებული, პირადი ბლოგის ავტორი საწყალი სმაილების აღსავსე კომენტარს უწერს, რას მერჩიო და პასუხი იგივე, რაც წეღან დავწერე ანუ “უი არა, შენზე კი არ ვამბობ”-ო.
ზოგი განსხვავებას ვერ ხედავს საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვასა და მეორე ადამიანზე მორალურ შეურაცხყოფას შორის. (მაგ: დავუშვათ მე ვერ ვიტან ქერა ქალებს და ამას ვწერ ბლოგში. შემოდის რომელიმე ბლოგერი და “ვაიმე რას ამბობ, როგორ შეიძლება ქერა ქალები არ მოგწონდეს, შეხედე მერილინს, ის ხომ ამერიკის ულამაზესი ქალი იყო, ან თუნდაც კლაუდია შიფერი არ არის ძალიან ლამაზი???? ამას შენ იმიტომ ამბობ, რომ შენ არ ხარ ქერა და ეგ შენში არსებული კომპლექსების ბრალია) ხო აი ეს არის მორალური შეურაცხყოფა. ამას პლუს არაერთი სწერვული ფრაზა და გამოხტომა და ნუ მოკლედ.
მიხარია ის, რომ არამარტო პოსტებს, არამედ კომენტარებსაც ვადევნებ თვალს. მერე ნიკებს ვაჭერ (თუ ეჭირება) და ახალი ბლოგერიც “იჩითება”, რაც მსიამოვნებს. საერთოდ ძალიან მსიამოვნებს ახალი ბლოგერის აღმოჩენა. მომწონს, რომ ამდენი ადამიანი წერს და მიყვარს სხვის “სულსაყუდელებში” შესვლა. დღეს მაგალითად 2-3 ბლოგერი დავამატე GR-ში.
მიყვარს აგრეთვე კომენტარების გამოწერა. ამაზე ადრე დავწერე კიდევაც ეს პოსტი და ყოველთვის, როდესაც ვტოვებ, მეილზე ვიწერ.

პოსტი facebook-ზე ანუ როგორც გიგამ უწოდა მას, პიწიგნაკზე:
საერთოდ არ ვთამაშობ თამაშებს. ჩემს ბეკის ალბათ დედა ეტირა, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს სურვილი მისი მოვლისა. ერთადერთი, რაც ათასში ერთხელ მენატრება, ესაა music challenge და ვთამაშობ კიდევაც იშვიათად. შესაბამისად თუ ვინმე მიგზავნის რაიმე invitation-ს ამა თუ იმ თამაშისა, ეგრევე block this application-ს ვაჭერ.
friend-ი პირწიგნაკული სიტყვაა და ქართულად პირწიგნაკში დამატებულ წევრს ნიშნავს და არა მეგობარს, როგორც ამას ინგლისური ენა გვამცნობს. ხოდა ბევრი friend-ი წავშალე. რატომ??? იმიტომ, რომ ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არისკიარადა ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარი არ არის. არ ვიმატებ ვიღაც რიგით ფორუმელებს. ისიც არ მსიამოვნებს როდესაც ჩემი friend-ი, რომელიც ამასთანავე ფორუმელია,  ვიღაც არა-friend ფორუმელს ეუბნება ჩემზე ეს გოგო ამა და ამ ნიკით პოსტავს ფორუმზეო. ფორუმზე გახსნილია პირწიგნაკის თემა და მიდიიიიი… იმატებს ყველა ყველას არიქა ფერმაში აგურებისა თუ კაფეში ბრინჯისთვის. სულაც არ მინდა, რომ ვიღაცამ ნახოს ჩემი სურათები, პირადი ინფორმაცია, სტატუსებით გამოხატული განწყობა და ა. შ. 5000 მეგობრის შეგროვების მანიით არ ვარ შეპყრობილი thanks God. ხოდა ბევრი friend-ი წავშალე, ვითომ რომ მემეგობრებოდნენ. რად მინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც არც სტატუსზე მიწერენ კომენტარებს, არც like-ებს მიკეტებენ, არც dislike-ებს და არც hate-ებს. და საერთოდ ეს რა შუაშია. უბრალოდ აი საერთოდ არ შემოდიან ჩემს პროფილში და რატომ უნდა მყავდეს??? ან თუარადა ჭორაობენ და ნუ მოკლედ. removed from friends. ნუცამ გააკეთა ანალოგიური და მანამდე ალამ. თავიდან ეს რომ მითხრეს ორივემ ერთად, შევიცხადე, მაგრამ მერე ნელ-ნელა მეც იგივე ვქენი. საქმე like-სა და “აუ რა კარგად გამოიყურები ამ სურათში”-ში არ არის, საქმე არის ურთიერთობაში. ამჟამად 379 friends “ირიცხება” ჩემს პირწიგნაკზე, თუმცა აქ იგულისხმება ძალიან ბევრი page, საყვარელი ცნობილი ადამიანი თუ ჯგუფი, ანუ 379 მეგობარი არ მყავს. ხოდა თავს უკეთესად ვგრძნობ. request-ები რომ მომდის, ვფიქრობ ხოლმე “who’s the fuck?”  და არ ვამატებ. თუმცა ყოველთვის ეგრე არ არის. შეიძლება უბრალოდ ვერ ვიცნო სახელითა და გვარით.
დღესდღეობით ვერ წარმომიდგენია ჩემი საღამო პირწიგნაკზე შესვლის გარეშე. ყველანაირი სიახლე, შეკრება, კონცერტი, საღამო, ამბავი, ინფორმაცია… აქ ყველაფერია.

პოსტი სკაიპზე:
სულ იმას ვამბობდი, რომ ვერ ვიტან, მეზიზღებამეთქი. ახლაც ეგრეა, უბრალოდ იმდენად გლობალური პროგრამაა, რომ უბრალოდ არ გამოდის მისი ქონის გარეშე. არადა როგორ ვერ ვიტან მის ინტეგრირებულ სმაილებს, არც შრიფტის შეცვლის შესაძლებლობა  და არც nudge-ია და ნუ მოკლედ. მაგრამ შევეგუე უკვე. სულ ჩართულია. თანდახან ჩემი და ჯდება, საიტებზე შედის, მე სკაიპში მწერენ. კიდევ კარგი იმდენს ხვდება, რომ არ უნდა უპასუხოს. ახლახანს ვებკამერა შევიძინე და დავისვენე. ზუსტად იმ დღეს ბაკოს მთელი დღე ვესაუბრე. შაბათი იყო მგონი და გვიან ღამემდე ვესაუბრეთ ერთმანეთს.

პოსტი მესენზე:
ანუ MSN ანუ Windows Live Messenger , ნუ მე “მესენს” ვეძახი. ადრე თუ ყოველ წუთში ვიძახდი “შემო მესენში”, ახლა იგივეს ვეღარ ვამბობ, რადგან ჩემმა მესენმა საშვილიშვილოდ გაჭედა. არვიცი რა დაემართა, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ ირთვება. ახალიც გადმოვწერე, მაგრამ მანაც იგივე ჰქნა. ბოლოს წავშალე. არადა ძალიან მენატრება. ყველაზე მეტად ნატოშასთან საუბარი მენატრება. ვიცი, რომ online არის, მაგრამ რა ჯანდაბა ვქნა. არ ირთვება და… არადა როგორ მენატრება :((((((( თან მე ახალი ვერსია მქონდა :(((((((((( თუ ვინმე კარგ საინსტალაციოს მომცემთ, ძალიან დიდ მადლობას გამოგიცხადებთ.

პოსტი ტვიტერზე:
რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retwitted რაღაცეები რომ მეჩითება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.

პოსტი ფორუმზე:
ე. ი. 2006 წელს ვარ დარეგისტრირებული და არაფერი შეცვლილა. ახალი ბაჭყატებითაა სავსე, რომლებიც რათქმაუნდა თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ფორუმი ისევ ისეთივეა, კიარადა მამენტ უარესი. აგვისტოს ომის მერე რატომღაც იშვიათად შევდივარ, მიჭირს. თითქოს რაღაც რეინკარნაცია განვიცადეთ ორივემო. არვიცი, უბრალოდ იშვიათად შევდივარ. ისევ ისე დასცინიან რელიგიასა და ქალიშვილობას, ისევ ისე ცხარედ ჩხუბობენ პოლიტიკაზე. ისევ ისეთი სიტუაციაა.
ვინც გასაცნობი იყო, გავიცანი. არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო… ნუსა, ნატოშა, ალა, პოლსკი, პრანკა, ღუღასპერი,რავიცი ბევრი კარგი ადამიანი. თან პირწიგნაკმა და ბლოგებმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.

პოსტი ვირტუალობაზე:
Curiosity killed the cat … -ო გვეუბნება translate.ge, როდესაც შეხვალთ და გადათარგმნისთვის სასურველ სიტყვას ეგრევე არ ჩაწერთ. ჩემი პასუხი translate.ge-ს: Well.. as long I am a cat (by zodiac) curiosity doesn’t kill me at all, I just forget the word I wanted you to translate for me. That’s it.
იმდენი საიტი მიგდია bookmark-ში, რომ აღარ მეტევა. რომ აღარ მეტევა, ეს არ მომწონს. ოპერაში ყველა თუ არა, ამაზე მეტი კი ეტევა, მაგრამ სამაგიეროდ ქრომში პირწიგნაკი ძალიან ბევრი კარგი და მოსახერხებელი ფუნქციით მაქვს და 2 ბრაუზერის გახსნა არ მევასება. (ისიც არ მევასება, “მევასება”-ს რომ ვწერ, მაგრამ “მომწონს” არ არის ის, რაც გამოხატავს ჩემს სათქმელს.) დახურვის შემდეგ გახსნისას საიტებსაც არ იმახსოვრებს. ესეც არ მომწონს. მოკლედ ვეღარ ჩამოვყალიბდი რა.

bonus:
თაასთან ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი საინტერესო, სახალისო და ცხოვრებისეული საკითხი განვიხილეთ.ისეთი გემრიელი სასუსნავები იყო, რომ გადავჭამე იქაურობა მგონი.  მინუსი ერთადერთი ის იყო, რომ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა  აუცილებლად უნდა გავაწყვეტინოთ ერთმანეთს საუბარი.    ისეთი კარგი დრო ვატარეთ, რომ წამოსვლა არ გვინდოდა. რომ არ გამხდარიყო გვიანი ღამე, ალბათ კიდევ ვიქნებოდით.




პოსტი რეალობაზე:
დიდე არის ჩამოსული და ხვალ უკან მიდის. დაახლოებით 7-9 დღე გაჩერდა, თუმცა დიდხანს ვერ ძლებს. 82 წლისაა და სამსახურში უნდა წასვლა. წავა კიდევაც, ეს არაა ის ტიპი, რომ სახლში იჯდეს. ეს ბოლო დღეებია, რჩევებს მაძლევს, ჭკუას მარიგებს, მეფერება, მეკითხება ვჭამე თუ არა საჭმელი. თუ გაიგო, რომ არ მიჭამია, ასჯერ მახსენებს, რომ ვჭამო. მეუბნება, რომ შვილიშვილებში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, რადგან ყველაზე ჭკვიანი, მიზანსწრაფული და საზრიანი ხარო. მე ვეუბნები, რომ შენ საერთოდ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარმეთქი. სიკვდილს ახსენებს ხშირად, მაგ: “მე რომ მოვკვდები, იქიდანაც დაგლოცავ” და ა. შ. ამ დროს სიტყვას ბანზე ვუგდებ, რადგან არ მინდა იმის გააზრება, რომ ერთხელ გავიღვიძებ და არც ზუგდიდში მეყოლება და მითუმეტეს არც თბილისში. ახლა ამ ოთახში სძინავს. დაძინებამდე კი მითხრა შენ ხვალ დილით სამსახურში წახვალ და ვერ გნახავ და ბარემ ახლა დაგემშვიდობებიო. ისევ რჩევები, ისევ “აწი შეიძლება ვეღარ მნახო”-ები. ამ სიტყვებს რომ ვწერ, უცბად თვალებიდან ცრემლები მომდის. მინდა მასზე ადრე მე მოვკვდე, მაინც უაზროდ ვარ.
გიორგი ისე ჯღნავის, რომ ტვინში მირტყამს მისი ხმა. რა უჯიშო ბავშვია. ჩემმა დამ ვიღაცას უთხრა მთელი დეკრეტულის მანძილზე აქ ვიქნებიო, რითიც ერთი-ორად “გამახარა”. ყოველ წუთში “სოსკა”, “პამპერსი”, “დედის რძე”, “ეძინება და გაარწიეთ” ისმის მხოლოდ და მხოლოდ. და ულევი საყვედური ჩემი მისამართით.
სამსახური უკვე ოფიციალურად მეზიზღება. 




პოსტი ცხოვრებაზე as it is: 
same shit 🙂

Advertisements

24 thoughts on “სოციალური ქსელები და რეალობა

  1. Pingback: my super-puper twitter | Universe

  2. მომეწონა კი არა, ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ :****

  3. მარტლა კარგი პოსტი იყო, სიამოვნებით წავიკითხე და უმეტესობასიც გეთანხმებიFB ზე მარტო ერთ თამაშს ვთამაშობდი – ტეხასური პოკერისხვა რა ვთავა , კარგი ბლოგია და მომეწონა აქაურობა, კარგადაც წერ და როგორც ვატყობ საინტერესო პიროვნება იქნები

  4. დიიიიიდი მადლობა. ხო, მეც პირწიგნაკი და ბლოგი მიყვარს ყველაზე მეტად.

  5. : ) კარგი დიდი პოსტია I'M ASOCIAL PERSON მაგრამ ბლოგები მიყვარსს

  6. ძალიან დიდი მადლობა. მე კი სულ მგონია, რომ ჩემი პირადი ამბებით ტვინს ვბურღავ.

  7. ლოლარც მე ველოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ჩამითრია შენმა ბლოგმა.

  8. @ana-თუ შენ `notification-ებს ვერ იტან, მაშინ სურათებიც არ უნდა დადო და არც სტატუსები დაწერო 😀 😀 😀 😀 :Dაუ როგორ მენატრება ჩვენ სამეულის მსნ-საუბრები თავისი სმაილებითა და განწყობით. @ღუღა – აი გუგლ რიდერი ძალიან გამოსადეგი რამეა. ძალიან მიყვარს. დააყენე დააყენე. @ზიკე – მე "ზიკე"-ს რომ გეძახი, ხომ არაუშავს… უფრო გიხდება თითქოს. ხო, მეც ძალიან ჩაფლული ვარ ხოლმე ბლოგებში. ძალიან მიყვარს. @Sophie Golden – ერთერთი ყველაზე საინტერესო და გემრიელად წასაკითხი ბლოგი გაქვს, keep up the good job, as they say, love 🙂უიიი, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. შენგან რაღაც არ ველოდი, დიდი მადლობა :***@indievidi – ეგ არაფერი. (გამორჩენაზე გეუბნები.)გოგო აი ზოგჯერ ისეთი გათიშული ვარ, რომ ბავშვიც რაღაც ….მაგრამ აი მაგალითად ახლა დიდი სიანოვნებით მეჭირა ხელში. თან დღეს მოინათლა და… 😀

  9. ძალიან მესაინტერესოა ეს აფდეითი, სხვათაშორის წინა დღეებში სულ შემოვდიოდი და ვამოწმებდი, თუ გეწერა რამე ახალი და ეს გამომრჩა როგორღაც, დღეს აღმოვაჩინე ))) ცხოვრებაზე, პირწიგნაკზე და ბევრ რამეზე გეთანხმები, მაგრამ იმ შენი თქმის წერტილუკას რას ერჩი, ისე მომეწონა ეგ პატარა, საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი, ერთ ეგეთს რომ ეძინოს ან თუნდაც ჯღაოდეს გვერდით ოთახში ❤

  10. მე მიყვარს პირადი ბლოგები და რაც უფრო მეტად პირადია :ლოლ: აი, როგორც შენ ამ ბლოგში ყველაფერი "ჩაარაკრაკე". წიგნებისთვის ვერ ვიცლი და ადამიანების ცხოვრების შესახებ ბლოგებიდან ვიგებ. ჰოდა, ადრე მეც მეშლებოდა რაღაც-რაღაცებზე ნერვები, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მეც ადამიანი ვარ :ლოლ: მეც შეიძლება შეცდომები დავუშვა (თანაც ბევრი), ამიტომ აღარც ქერა ქალების მოძულეები მაკვირვებს და აღარც კომუნისტების :Dმე ვთამაშობდი pet society-ს ერთი წელი, შვილივით მყავდა, მაგრამ ბოლოს ისე მომბეზრდა და შემძულდა, წავშალე =))ერთერთი ყველაზე საინტერესო და გემრიელად წასაკითხი ბლოგი გაქვს, keep up the good job, as they say, love 🙂

  11. ეხ..ემესენი ჩემი ნოსტალგიაა :))ისე, სპამერები როგორ მომრავლდნენ, ნერვებზე მთხრიან უკვე.მეც მასე, ადრე სულ ემესენში ვიჯექი, ახლა – სკაიპში, მაგრამ მხოლოდ მაშნ, თუ ვინმესთან გადაუდებელი საქმე მაქვს :დ მეზიზღება სკაიპი, მაგრამ ემესენში აღარავინ შედის ;შდა გუგლ რიდერი ვერ დავამუღამე, უნდა ჩავიჯდე.

  12. ძირითადი მიზეზი, რატომაც არ ვტოვებ კომენტარებს ფბ-ზე არის ის,რომ ნერვებს მიშლის პოსტ ფაქტუმ წამოსული ნოთიფიქეიშენები. ემესენი სულ ჩართული მაქვს და უკვე აქტიურად მამატებენ სპამერები,გუშინ მეგობარი მწერდა იქ და ისე მომეშალა ნერვები, გადავიყვანე სკაიპზე. ტვიტერზე მხოლოდ იმიტომ შევდიოდი, რომ დერენ ჰეისის ტვიტები მენახა, მაგრამ შემდეგ ავტორმატურად ფბ ზე დაიწყო დაშეარება და ტვიტერი აღარც მჭირდება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სკაიპი ოდესმე ემესენს შემიცვლიდა, მართალია, ესეც ნერვებს მიშლის :დ მაგრამ 24/7 ჩართული მაქვს. ფორუმი მიყვარს და მეყვარება, ფორუმელებიც მიყვარს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.

  13. love u kate 😀 :Dუფ სკაიპი საუკუნეა არ გამომიყენებია.ისე კომენტარებს ნაკლებად ვტოვებ ხოლმე არადა სულ ვკითხულობ ბლოგებს, დილა სამსახურში იწყება ყავის გაკეთებით და მეილების და ბლოგების "გადახედვით". კომენტარები რატომ მეზარება არ ვიცი, არადა შეიძლება რომელიმე პოსტი ისე მომეწონოს რომ ყველას დავურეკო, ლინკები მივწერო და მერე მთელი დღე ვილაპარაკო ^_^

  14. უი…ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის. ძალიან საინტერესო იყო თითოეულის აზრის გაგება. როგორც ვხედავ, ფბ-ში არავინ თამაშობს. სკაიპი კი ზოგს – კიდია, ზოგი – კი გიჟდება. ტვიტერი ყველას გყვარებიათ.

  15. მე არ ვაკომენტარებ ხოლმე ყველგან, ძირითადად იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი ვიღაცამ უკვე თქვა 🙂 მიყვარს არადა კომენტარები, თან ყველა ბლოგერი ელოდება 🙂 კარგი პოსტია, არ მე არ მიყვარს ყველას რომ პროფესიონალ ბლოგერად მოაქვს თავი, მაგრამ თუ რამე საინტერესოა, თუნდაც კრიტიკა (სადაა თორე კი) აუცილებლად ვკითხულობ,

  16. დიდი ფოსტიიი!!!ჰოდა მე სადაც კომენტარს ვტოვებ, მერე რომ არ გადავამოწმო რაიმე ხომ არ მომწერეს შანსი არაა.თუ პოსტს ვკითხულობ და სათქმელი არაფერი მაქვს ასე მაინც ვაკომენტარებ: :)))ჩემი აზრით ესეც მნიშვნელოვანია. თუმცა უცხოურ ბლოგებზე როგორც ვამჩნევ საერთოდ არ მოსულა დაკომენტარება, იქ მთავარი ვიზიტორებია ;)ფეისბუქში ყველას ვიმატებ განურჩევლად, არასოდეს მითამაშია რაღაც თამშები და მოწვევებსაც გულმოწყალედ ვაიგნორებ.სკაიპი კაია, მარა იმო ყველას ჯობს 😉

  17. ე.ი – სულ რამოდენიმე ადამიანი მყავს ბლოგროლში ჩასმული (თან ცოტა გაუნათლებელი ბლოგერი ვარ – ანუ ყველაზე გაუფორმებელიდა დაულინკავი და სადა ბლოგი მაქვს:)ხოდა FB-ს რაც შეეხება, რატომღაც მანიაკალურად მივეჭედე.მყავს 237 მეგობარი – არა დღეს სხვათაშორის მივაშალე ერთი-ორი(აი დარდი, მიხვდეს, რომ არაა ჩემი მეგობარი, სანამ ,,რექუესთს'' გამოაგზავნი, მანამდე უნდა იფიქრო).ხოდა ,,ფეისი'' ჩემი ახლობელი გახდა.საკიპი აგდია თავისთვის.თუ არ დამავიწყდა ვრთავ.ხოდა მეტს არაფერსაც არ ვხმარობ.და რავიცი.ზოგჯერ იმდენად უცხო ბლოგზე ვტოვებ კომენტარებს, მგონია, რომ სულში ვუძვრები ადამიანს…და კიდევ, სრულიად არ მაქვს სურვილი, რომ FB-ზე ყველამ იცოდეს, რომ მე ამა და ამ ნიკით ვპოსტავ აქ.უფფფ, ლამის პოსტისხელა კომენტარი გამომივიდა :)))

  18. FB-ს რაც შეეხება არასდროს ვყოფილვარ მისი თამაშჱბით შეპყრობილი :))) არ მხიბლავს, პირადი ბლოგები კი ძალიან საინტერესოა :> ძალიან მომწონს yahoo-ს მესინჯერი, ყველაზე თბილია და მოსახერხებელი 🙂 სკაიპის დებილი სმაილები კიდე არც მე მიყვარს :))

  19. ბლოგებზე – თუ შევედი სადმე, კომენტარსაც ვტოვებ. რიდერის გამოყენებას ვერ მივეჩვიე. უფრო ასე – ნაცნობ ბლოგებზე შევდივარ ხოლმე, კვირაში ერთხელ მაინც – სულ მცირე და ვნახულობ, როგორ არიან მათი ავტორები 🙂 ამიტომ, ზოგჯერ რამდენიმე ახალ პოსტზე მიწევს კომენტარების დატოვება. ერთადერთი მაბრკოლებს ის, რომ ხანდახან, მაგალითად სამსახურში, ავტორიზაცია გავლილი არ მაქვს და ისე ვკითხულობ და თუ ასე კომენტარის ჩაწერის საშუალება არ მაქვს და გამოვედი, შეიძლება მერე აღარ შევიდე. ახალ ბლოგებს თვითონ ვეძებ და თუ მომეწონა, მერე მისი სტუმარიც ვხდები :)ფბ –ზე არასდროს მითამაშია და არც ვაპირებ. ის კი არა, სტატუსებსაც იშვიათად ვწერ. რაღაც ვერ გავიხსენი იქ. ზუსტად შენნაირად ვარ ფრენდებზე. ყველას არ ვამატებ…აი, ტვიტერი ძალიან მიყვარს. მგონი ბლოგიც შემივიწროვა. ძალიან ვაქტიურობ იქ. ყველაზე ჩემია ამ ეტაპზე. :)სხვა ჩამოთვლილებს არ ვიყენებ… ფორუმებს ვათვალიერებ…

  20. არასოდეს მითამაშია არანაირი თამაში FB-ზე.და ყველა აპლიკაცია დაბლოკილი მაქვს ისე, რომ ვერც კი ვხედავ, რომელი ჩემი ფრენდი რამდენი პროცენტით ბედნიერია ან სექსუალური :)ტვიტერს მაგრა საკაიფოდ ვხმარობ.სკაიპს – ათასში ერთხელ, თუ საჭირო გახდა მაშინ.

  21. FB-ზე მე მარტო ის კლასელები ამოვშალე ვინც შეიძლება რომ "შემთხვევით" მისი გამოყენება ისწავლოს :Dხოდა ეს gift-ები მეც ყელში ამომივიდა :შ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s