"დიდი მადლობა" თუ უსინდისობა ქართულად???

როდესაც სამსახურში უკიდურესად მეჩქარება, მივდივარ ხოლმე ტაქსით. დღეს არვიცი რატომ, გადავწყვიტე ქვედაბოლო ჩამეცვა, არადა შარვლის შემთხვევაში მობილურ ტელეფონს მის ჯიბეში ვიდებ ხოლმე. მაგრამ ქვედაბოლოს ჯიბე არ ჰქონდა (როგორც ჩემი ქვედბოლოების 99% და ამიტომაც არ ვიცვამ მათ. არ მიყვარს, როდესაც ტანსაცმელს ჯიბე არ აქვს), აქედან გამომდინარე ხელში მეჭირა. ნუ კარგი, არაუშავს. წავედი სამსახურში არხეინად. ვზივარ, ვმუშაობ, რაღაც აქეთ-იქით და შესვენების დრო რომ დადგა, ანუ 2 საათი, გავიხედე და ტელეფონს ვერ ვხედავ ვერსად, არადა იქვე მიდევს ხოლმე. რომ იყოს ძვირადღირებული, შევინახავდი, მაგრამ “ბილაინი”-ს 30 ლარიანი ტელეფონია. მეორე და ძირითადი რომელიცაა, იმის გაყიდვა მინდა აერ უკვე რამდენი თვეა, ხოდა სანამ იმას გავყიდი, ამას ვიყენებ დროებით.

მე არვიცი რამდენი ვრეკე, არავინ ყურმილს არ აიღო. სამსახურში ჩამოვიარე ყველა ოთახი სათითაოდ, პლუს ჩანთა, ჩემი უჯრები, ქურთუკი… არსად არაა. სახლში გადმოვრეკე, არ არისო მითხრეს. თან ვფიქრობ “ნუ კაი, ჯანდაბას, სულ რაღაც 30 ლარიანი ტელეფონია და მეტი არა. არაუშავს, არ ვაპირებ სიკვდილს მაგის გამო” მაგრამ საქმე მის ძვირადღირებულებაში კი არა, იმაშია, რომ ძალიან მჭირდება, აი ძალიან!!! შევედი მერე წუწუნით ბუღალტერთან ასე და ასემეთქი და რეკვა დაიწყო. არ დარეკო, აზრი არ აქვს, არავინ იღებსმეთქი და უცბად “ალო”. გამოვშტერდი!!! მარი ისე საყვარლად ესაუბრა, “აი ასე და ასე დილით რომ მოყვანეთ იმ გოგოს თქვენს მანქანაში მობილური დარჩა” და “თუ არ შეწუხდებით” და ნუ მთელი ამბები. მოკლედ ჩავიწერე მისი ნომერი და შევთანხმდივით, რომ საღამოს შევეხმიანები, რომ მივიდე და გამოვართვა. ნუ კარგი. მე ისეთი “პანიკა” ვარ, რომ ყველას გავაგებინე მგონი, დამეკარგამეთქი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა სულ “იდიოტი” და “დეგენერატი” უწოდა, “უეჭველი მოპარვა უნდოდა, მაგრამ მერე რომ დაინახა, რომ არაფერი ტელეფონია, შეეშვა და აიღო დარეკილზე ყურმილი”-ო. ახლა რომ ვფიქრდები, მეც ამ აზრს ვემხრობი, თუმცა დანამდვილებით არ ვამბობ არაფერს, იქნებ არ ესმოდა. თუმცა მეეჭვება ამდენი ნარეკი ვერ გაეგო. “ხომ შეეძლო შენს ტელეფონში ჩაწერილ ნებისმიერ ადამიანისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ “აი იცით ამ ნომრის პატრონს დაეკარგა ეს ტელეფონი და იქნებ თქვენ მისი სხვა კოორდინატი იცოდეთ და გააგებინოთ, რომ დაკარგა და” ასე შემდეგ. არა!!! ტიპი 9 საათიდან 2 საათამდე არ გამოჩენილა და მე თვითონ რომ ვურეკავდი, მაშინაც არ იღებდა.  ნუ კარგი, ესეც ჩავყლაპე. დავურეკე ამჯერად უკვე სამუშაო დღის ბოლოს და ვეკითხები რაღაცეებს. და იქიდან გამომდინარე, რომ ტაქსისტია, ვფიქრობ, რომ იქნებ სადმე ქუჩაშია, მოძრაობაში. ვესაუბრები ჩემი ჩვეული ზრდილობით “თქვენ სად იქნებით 20-30 წუთში”, “თუ არ შეწუხდებით”და ა. შ. არვიცი ოჯახისა და აღზრდის, არვიცი სამსახურში არსებული “სერვისი +”-ის დამსახურებაა თუ ორივესი ერთად, მაგრამ რაც მართალია, მართალია!!! ზრდილობა, კულტურა და ეთიკა მართლა არ მაკლია. და აცრილი ვარ უზრდელ, ტუტუც და თავხედ ადამიანებზე. ვესაუბრები, ვცდილობ შევუთანხმდე, თან არის ბურდღუნა და მისი ხმა ცუდად მესმის. ამაზე დამიწყო ეგრევე ყვირილი, გეგონება ძალით შევტენე ჩემი ტელეფონი. პანკისის ქუჩაზე ვცხოვრობო. თან აზრზე არ ვარ სად ჯანდაბაშია ეს პანკისის ქუჩა. თურმე დოლიძის ერთ-ერთი შესახვევი ყოფილა. ნუ კარგი. ვიცი მხოლოდ მანქანის ნომერი ოთხასოცდარაღაც და ამ მურადის მობილური. “იქნებ ეზოში ჩამოხვიდეთ”-მეთქი და რა ჩამოვიდე, წამოწოლილი ვარო. ნუ კარგი მივედი, 500 კაცს რომ ვკითხე ქუჩა. ბოლოს ერთი პატარა მაღაზიის გამყიდველ ქალს მივეჭერი, იმან ძალიან კეთილ და ღვთისნიერ 35-40წლის ბავშვიან მამაკაცთან მიმიყვანა. მერე აი ამ მამაკაცმა ნუ არვიცი, მართლა გადამყვა ზედ. ვიპოვეთ ეს მურადი და გამოვართვი ტელეფონი. დიდი მადლობები ვუხადე და  იმანაც არაუშავს, ხდება ხოლმეო. ცალკე ამ ბავშვიანს ხო ასი თუ არა. 10 მადლობა მაინც ვუთხარი და წამოვედი. მოვიჩქარი ჩათვლაზე გიჟივით. დოლიძიდან სააკაძემდე ფეხით. უკვე ძალიან მაგვიანდება. ამოვიღე ეს დაბრუნებული ტელეფონი და ინსტინქტურად dialled calls-ში შევედი…
1) +81079….. და ასე შემდეგ. ანუ ზარი უცხოეთში. 
2) +712 და ნუ რაღაც ნომერი. ისევ ზარი უცხოეთში. 
3) ზარი მურადის ნომერზე. 
აი იცით რა არის…
ანგარიშზე მქონდა სულ 4-5 ლარი, ან შეიძლება ისიც არა და ბალანსი რომ შევამოწმე 1.2ლრი იყო. მაგრამ საქმე ამაში ხომ არ არის. 
რათქმაუნდა არ გავბრუნებულვარ და რათქმაუნდა თავ პირის მტვრევით მივრბოდი ჩათვლაზე. გზაზე პატაპუტინა შემომხვდა და ფრიად ვახალისე ამ ამბავზე. 
ნუ რავიცი რავიცი. 
მე რომ სხვისი ტელეფონი მეპოვნა
1) მის ნაცნობებს შევატყობინებდი. 
2) არ დავიზარებდი და ჩემს სახლთან მოსულ პატრონს ეზოში შევხვდებოდი. 
3) მისი ტელეფონიდან ზარებს არ განვახორციელებდი. 
ეს ისე… თორემ ან 30 ლარიანი ტელეფონი რა სალაპარაკოა და ან 4-5 ლარიანი სალაპარაკო ბალანსი. 
Advertisements

14 thoughts on “"დიდი მადლობა" თუ უსინდისობა ქართულად???

  1. აუ ეგეთი ტაქსები მე მხვდებოდეს ნეტავ, არ შეიძლება???

  2. გუშინ 3–ჯერ ვიჯექი ტაქსში. 3–ივეჯერ ისეთი კარგი ტიპი შემხვდა, რომ იქეთ ვაჩუქე ფული 3–ვეს.ბოლო ყველაზე მაგარი იყო, ღამის 12–ზე წვიმაში ნუცუბუძუს ქუჩიდან ვერაზე 3 ლარად მოვყავდი :–) 5 ლარი მივეცი ცხადია და ძალიან გაუხარდა.მარა ზოგი ისეთი ნაჩათლახარი შეგხვდება… ნუ ვობშემ მიაგინე–დაივიწყე რა

  3. @Qilipa – რავიცი, რა გითხრა აბა. იმედია ყველა ერთნაირი ახვარი არ არის. @თეო – აუ მართლა??? ეჰჰჰ :((((

  4. მძიმე თემაა..ერთი ტაქსში ამომვარდა – ბავშვთან ერთად ვიჯექი.ეგრევე დავრეკე და არ აიღო..მეორე ბამბაში მომპარეს, მესამე ისევ ტაქსში დამრჩა (რა დალაგებული დავდივარ ხო მიხვდით)))) და ისევ არ აიღო..ოღონდ ბოლო შემთხვევაში სასაცილო იცი რა იყო?10 წუთით ადრე ამ ტაქსის მძღოლს უკან ჩაუცურდა საკუთარი ტელეფონი და მივაწოდე-არ დაკარგოთთქო….

  5. ეეეჰ, მე მაქვს ერთხელ მიქარული 😦 მარშუტკაში ვიპოვე ტელეფონი და იმის მაგივრად, რომ დამერეკა რომელიმე ახლობელთან და მეთქვა თქვენიანის ტელეფონი მე მაქვს თქო, ავდექი და მარშუტკის მძღოლს მივეცი 😦 იმან რა უქნა ეგ არ ვიცი 😦

  6. აუ ცვეტში "ეს სად ვცხოვრობთ volume 39487"თან ტიპი იმენა ლამის ძალით გამოვიყვანე სახლიდან. ანუშკა – შენ რომ იცოდე რა ძერსკი ნომერი აქვს 😀 😀 😀 😀

  7. ქეთიიიი, ეს სად ვცხოვრობთ, vol. 39487 !!! ბიიიჯოოს, გადავირიე, ეს რა ხალხია!!!!

  8. რა წესია, მართლა. რა თქმა უნდა, უნდა დაერეკა. იქნებ როგორ ნერვიულობს ადამიანი. და არა ის, რომ ზარები უცხოეთში…

  9. chorvens dauceria da mec igive azri gamnichnda. davurekavdi da magra vaginebdi. principshi, mome magis nmerid a exlac siamovnebit daviclebodi uaryofiti energiebisgan

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s