A Million Dollar Hotel

დიახ, ეს გახლავთ სათაური იმ ფილმისა, რომელიც უზომოდ მიყვარს.
ქართულად ითარგმნება არა როგორც “მილიონ დოლარიანი სასტუმრო”, არამედ როგორც “სასტუმრო “მილიონი დოლარი””.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ მელ გიბსონი თამაშობს. სრულიად სხვა მელი. ეს არ არის მევერიკი, რომელიც არის ძალიან სასაცილო პიროვნება და ასევე თამაშობს კარტს. ეს არ არის ნიკი, რომელსაც ძალუძს იმის გაგება, თუ რას ფიქრობს მილიონობით ქალი. ეს არის გამომძიებლის სტატუსით არსებული ადამიანი, რომელიც ცდილობს სიმართლე დაადგინოს.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ მილა იოვოვიჩი თამაშობს. თან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. ეს არ არის მილას ის კინოროლები, სადაც ვიღაცეებს თუ რაღაცეებს ეომება, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ეს არ არის ლილუ, რომელიც აგრეთვე სამყაროს გადარჩენას ცდილობს და რაღაც დიდი ძალის პატრონია. ეს არის სრულიად სხვა, ლილუზე მეტად უმწეო, დაუცველი, საბრალო არსება.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ U2 მღერის.Bono-ს ხმა იჭრება ჩემში, როგორც “The Sweetest Thing”-ის სმენისას. “Ground Beneath The Feet” და “Don’t Me Go” უფრო მეტია, ვიდრე U2.

ფილმი, რომელიც არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც რატომღაც მეგონა, რომ იქნებოდა. არადა 2000 წელს არის გადაღებული. რატომ მეგონა???
იმიტომ,რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მელ გიბსონი, მილა იოვოვიჩი და ბონო საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო წესით.
რატომ არ არის პოპულარული???
რავიცი აბა, ჰოლივუდს რას გაუგებ.

რამდენიმე წლის წინ ტელევიზორში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. lucky me, რომ სულ პირველი ტიტრიდან ბოლომდე ვნახე, თორემ ძირითადად ტელევიზორში აღმოჩენილებს ან შუამდე ვნახულობ, ან შუის შემდეგ.

ფილმი, რომელმაც მართლა დამიტოვა  ბევრი რამ… თუ დიდი რამ. არ მინდა ზე-სენტიმენტალურ ადამიანად გავსაღდე, მაგრამ რავიცი აბა… American Beauty რომ ნახეთ, ხომ დაგიტოვათ??? მეც. ხოდა ესეც ეგეთია. თუმცა “ეგეთი” არ ნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსი აქვს. სრულებით სხვა არის.
ან თუნდაც “Wicker Park”-ს რომ უყურეთ, ხომ დაგიტოვათ??? მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეგ ფილმი.
ან თუნდაც “K-Pax” რომ ნახეთ, ხომ დაგიტოვათ??? მე კი. ხოდა ეგეთია.
შინაარსით”K-Pax” -ს უფრო წააგავს ზედაპირულად. იქ – ფსიქიატრიული საავადმყოფოა, აქ კი – სასტუმრო, სადაც აგრეთვე ბევრი თავისი სენსორული, დეპრესიული თუ სენსიტიური ცხოვრებით ცხოვრობს. განსაკუთრებით კი მთავარი პერსონაჟი – ტომ ტომი. სწორად ტომ ტომს ბრალდება სასტუმროს ერთ-ერთი მაცხოვრებლის მოკვლა…

ფილმში არის საუბრები. საუბრები საკუთარ თავთან. როგორ მიყვარს… “K-Pax”-შიც არის და “American Beauty”-შიც… თითქოს უფრო ახლოვდება ფილმი მაყურებელთან.

საყვარელი…

 

http://web1.nyc.youtube.com/v/c0RX-DjfoDo&hl=en_US&fs=1&color1=0x5d1719&color2=0xcd311b

ეს კი ფილმის ტრეილერი.

 

 

 
Advertisements

4 thoughts on “A Million Dollar Hotel

  1. რავიცი, მე ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ვურჩევ ყველას.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s