ლექცია

ჩანაწერებს ვაკეთებ არა მხოლოდ ბლოგში, არამედ ბლოკნოტში. ეს კი იმიტომ, რომ წერა ყველგან მინდება:სამსახურში, მეტროში, ლექციაში, ავტობუსში, ყველგან. 

მაშ ასე: 
განვიხილავ ჩემთვისა და ნათიასთვის “სასიამოვნო” შემთხვევას. 
ახალი სემესტრიდან ანუ სადღაც დაახლოებით თებერვლიდან დაგვინიშნეს ახალი ლექტორი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. დაგვიწყო მე ვარ ესა და ეს. უნდა შეგასწავლოთ ბიზნეს-ურთიერთობები. 
საგნის სახელწოდებაა ბიზნესის ხელოვნება. (ასეა ხო ბოთე???)
პარალელურად მე რათქმაუნდა ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და წავიდა ორი საზიზღარი მაგისტრანტ-ბლოგერის ჩანაწერები. 

მე – რა შუაშია ამის დისერტაციები ჩვენთან??? ამასაც ლაზვიაშვილი ეტაკა??? (ლაზვიაშვილი წინა სემესტრში გვყავდა, რომელიც საკუთარი ქება-დიდებას, სერტიფიკატების ურიცხვ რაოდენობასა და საკუთარ უსაზღვრო ნიჭზე მრავალჯერადად გვაუწყებდა. 6 მარტს ჰქონია დაბადების დღე და ისე გაუხარდა 5 მარტს, ჩაათვლაზე რომ ვუთხარი, ხვალ დაბადების დღე მაქვსმეთქი, რომ ლამის ცას ეწია.)
ნათია – “მე თქვენთან რუსეთიდან ჩამოსული თვითმფრინავი ვარ(P.S. დეპორტირებული)”
მე – სალომესთვის სავიზიტო ბარათი მიუცია და არიქა!!! გავამრავლოთ xerox 😀 მაგრამ რუსული მობილურის ტელეფონის ნომერი რომ წერია, ეს ალბათ ვეღარ გათვალა. 😀
ამასობაში ლექტორმა მოისურვა გაეგო რა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორ მამაკაცს/ქალს ამოვირჩევდით და რა კრიტერიუმები იყო ჩვენთვის მთავარი. 
ნათია – საუბრები ოჯახზე, სექსზე და ჯანმრთელ ბავშვზე.
მე – სექსი ზემოდან თუ ქვემოდან???
ნათია – ტკბილად იძინე. 


ეს იყო ამ ადამიანთან პირველი ლექცია. მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებისა, მართლა სანტერესოდ მიჰყავდა დისკუსია, ასე რომ მე სულაც არ მეზარებოდა საღამოს 8 სააათზე 7-8 სართულის ფეხით ავლა. მართალია მთელი რვა სართული ჟუჟუნას და სტუ-ს ერთად ვლანძღავ იმის გამო, რომ პირველი 7 საათამდე მუშაობს ლიფტში, მეორეს ადმინისტრაცია კი – ჟუჟუნას ანდობს ხოლმე 6 ლიფტის გასაღებს და შესაბამისად 6-ვე დაკეტილ-ჩარაზულია, მაგრამ ამ საგანზე დასწრება მაინც საინტერესოა. 

რამდენიმე კვირის წინ შევდივართ ისევ ლექციაზე და ზემოთ ხსენებული ლექტორის მაგივრად გვხვდება სრულიად სხვა პერსონა. ჩვენი ლექტორი კი რაღაც ბიზნეს-შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ლექციის დროს. 
ჯერ ორი ბოთე დებილებივით შევედით აუდიტორიაში, სადაც ჩვენი ყურდაფჩენილი ჯგუფელები ერთფეროვანი სახის გამომეტყველებით ისხდნენ. 


****
ჩემი ჯგუფი…
ეს რაღაც ენით აღუწერელია. 
ეს უნდა ნახო. 
არის ერთი კერესელიძე, რომელიც ენას არასოდეს აჩერებს იმ მოტივით, რომ “მოდი ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი, მთავარია, რომ ჭკვიანი გამოვჩნდები.” მის მენტალურ ნაკლს ისიც ემატება, რომ არის რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სიმპატიური და მსუქანი და მაგრად რომ ვთქვა, … . მაგრამ გარეგნობა მართლაც არ არის პირველ-ხარისხოვანი და ყურადღება მისაქცევი, რომ იქცეოდეს ნორმალური შეგნებული ადამიანივით, როგორც მაგალითად ამას მეორე მსუქანი ადამიანი აკეთებს. 
არის მარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მთელი თავისი სასწავლო ცხოვრების განმავლობაში სულ პირველ მერხზე იჯდა და 4-იანი არასოდეს მიუღია. ენის არ-გამჩერებელი და კლინიკური შოკი ჩვენი ჯგუფისა. 
თუმცა მისნაირი არაერთია. ძირითადად ქაქანები და ძირითადად ტვინის ბურღები. 
გვყავს შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს მგონი 1 მმ-ის რადიუსით არ შორდება და ვერ ხვდებიან, რომ ლექციის მსვლელობისას ერთმანეთის ლოღვნა არც თუ ისე ლამაზი, ეთიკური და კულტურული ჟესტია. 
გვყავს ჩემი მოგვარე, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ მისი გვარი იმ შემთხვევაში მაღიზიანებს, როდესაც სიას ან ნიშნებს აცხადებენ გვარის მიხედვით. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება. 
არის ერთი ირაკლი, რომელზეც ადრე დავწერე კიდეც. მისი გვარი კი ისეთია,რომ სულ “გადადექი”-ს ვეძახით.

მას ფარულად თუ ხილულად ეფლირტავება თეონა. თეონა “სწერვა”-თაგან ერთ-ერთია. სულ სამნი ვართ. თეონა სულ იმის დემონტრირებაშია, რომ ძალიან ენამახვილია, რეალურად კი მისი იუმორი ზოგჯერ დამღლელია. ერთხელ გაჩერებაზე ირაკლის ნათიასა და მის დასანახად მხარზე თავი ჩამოვადე და ”ქალური ამბები” დავიწყე, რისთვისაც თეონასგან დაბოღმილი თვალები, ბოთესგან კი – სიცილ-კისკისი მივიღე. მე კი, როგორც დამპალმა და საზიზღარმა არსებამ, თეონას ცივი მზერა ვესროლე და “ვჭორაობთ”მეთქი მივუგე.მაგრამ ჩემს თვალებში იკითხებოდა:” რა გინდა??? მიხედე რა შენს საქმეს, მინდა და ვეხუტები!!!” სად იყო თეონა ბაკალავრიატის 4 წლის მანძილზე??? თეონა მაშინ “ილიაუნი”-ში იყო, მე და იკას ერთად რომ გვიტარდებოდა ლექციები. ზოგჯერ მინდა, რომ ეს ხმამაღლა დავუყვირო, მაგრამ მეზარება. ბოთესთვის არაერთხელ მითქვამს არადა.
გვყავს სალომე, რომელმაც მგონი ისიც არ იცის, რომ მაგისტრატურაზე სწავლობს. არასოდეს არაფერი არ იცის. შეიძლება საგანი ჰქონდეს ნასწავლი, მაგრამ მე ამ ცოდნაზე არ მაქვს საუბარი. “გოგო არვიცი, აქ გვაქვს ლექცია???” და ა.შ. 

გვყავს ნინო, რომელიც იმ ყველის ვაჭარს მაგონებს, რომელიც სულ იცინის. ამაზეც ნერვები გვეშლება მე და ნათიას. ვერ გაგვიგია, როგორ შეიძლება ადამიანი სულ იცინოდეს მინიმუმ 28 და მაქსიმუმ 32 კბილით. თუ ცუდ ნიშანს იღებს, ჩვილივით გამეტებით ტირის და საჭიროებს მოფერებას, რომელიც ასე გაიჟღერებს: “აააალა ნინო, აააალ იტილო, აააალა ნინო, ალაა”. 
გვყავს ია, რომლის მაკიჟის რომელიმე ერთი კომპონენტით დაწყებული სამოსის რომელიმე ერთი კომპონენტით დასრულებული ყველაფერი სხვადასხვა ფერის აქვს. თუმცა სხვებთან შედარებით მას ვასმენინებ ხოლმე, როდესაც ჯგუფს რისხვას ვაყრი. 
კიდევ შალვა, რომლის ატანაც არ გვაქვს. ერთხელ იდიოტობები თქვა ნათიაზე და მე ეგრევე ყვირილი დავუწყე: “ნათიას პირში უთხარი, თუ მაგარი ხარმეთქი”. 
ის სწორედაც ის შალვაა, რომელმაც მე, თეონა და ნათია ჯგუფის ყველაზე “სწერვა” გოგოებად შეგვრაცხა მთელი აუდიტორიის გასაგონად. ნუ თეონა მოთამაშეა. ირაკლის ეთამაშება და ირაკლიზე თამაშობს, ასე რომ არ ვცნობ მის “სწერვობა”-ს. მე და ბოთე კი – მართლა საზიზღრები ვართ. ნათია მოხევეა, მე – მთიული. თუ ოდესმე ითამაშებს და ითვალთმაქცებს ან მოხევე და ან მთიული, მაშინ მთებს ბარში ჩამოვიტან. მაგრამ მერე რომ ვუკვირდები, პირდაპირები ვართ. თავს რომ ვერ ვიკავებთ, ხმამაღლა ვამბობთ. 
და ბოლოს ნათია – უბოთესი უბოთესთა შორის. მეზიზღება, მიყვარს, მერე ისევ ვერ ვიტან, მერე ისევ მენატრება. მერე ცემა მინდება, მერე ისევ ვუმესიჯებ, მერე საუბრისას თითებს მიტკაცუნებს. არადა მთელი 4 წელი ზედ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. მერე ჩემი ბლოგი წაიკითხა და კიდევ მერე მითხრა შენი ბლოგი რომ წავიკითხე, მივხვდი,რომ შენ ჩემნაირი ხარო. 
ჭორაობა??? ხო, რავიცი. ჩვენ ისე ვართ, რომ პირდაპირ ვეუბნებით ყველაფერს. აუდიტის ლექტორმა მეთორმეტეჯერ რომ დაიწყო იმის გამოცხადება, თუ როდის და რა სახით გვექნება გამოცდა, ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვიძახე: “აუ რა გჭირთ, რა ვერ გაიგეთმეთქი. მეასეჯერ უნდა თქვას მაინცდამაინც?”-მეთქი. აი ასეთი ფეთქებადი ვარ მე და ვერ მიტანს მთელი ჯგუფი, რადგან ეგრევე აგრესიაზე გადავდივარ. 
ჭორაობა ბლოგზე??? არა მგონია ეს ჭორაობა იყოს, ყველამ კარგად იცის ვიზე რას ვფიქრობ. ვინც არ იცის, ის არაა ისეთი ახლობელი, რომ იცოდეს. მოყვარეს – პირში, მტერს – პირს უკან. ნუ მტრები არ არიან, მაგრმა არც მოყვრები, ასე რომ… : )




***


ლექციას ატარებს ვიღაც 75 წლის მამაკაცი, რომელსაც ხმა ერთ წამში ეხრინწება, მეორეში – კი მოსდის, მაგრამ მერე ისევ ეხრინწება და ნუ მოკლედ.
ნათია – საწყალი:((( ვერ ხვდება,რომ უბერავს. 
მე – ვაიმე!!! ეს ვის დაკარგვია, ხომ არ იცი???
ნათია – “კომპუტერი”
მე – ამან რა იცის, რა არის კომპიუტერი.
ნათია – გონზე არაა ცხოვრების. 
მე – “ზატო” სათვალე უკეთია 15 ზომით დიდი.
ნათია – კომაში ვარ!!!
მე – ქარი უბერავს და ეს საწყალი ფურცლებს იჭერს. ირაკლის სახეს შეხედე  😀 😀 😀
ნათია – და მარი როგორ ყვება ბაზარში? :))))
მე – ეგ ოღონდ ალაპარაკე და მეტი რა უნდა. 
ნათია – “ბოდიშით”
მე – “ზატო” დიპლომები და დისერტაციები აქვს, იიიიშ!!
ნათია – გავარტყი ეგეთ ხარისხებს. 



ლექტორი:
პროგნოზირება და რისკი – გადაწყვეტილების მიღების უშეცდომო მნიშვნელობა (გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკაში)
პროგნოზირება – მეცნიერული და ალბათური მსჯელობა მომავლის შესახებ, მომავლის განჭვრეტა. 
გლობალიზაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაერთიანება. 
პროგნოზი – მომავლის განჭვრეტის შედეგი. 
მოდელი – უცნობის ნაცნობი ფორმით გამოხატვა. 
ალბათობა – რაიმე მოვლენის მოხდენის რიცხვითი შეფასება ( 0≤a≤1)






და ჩანაწერი ლექციაზე:
დიდი ხანია არ ვყოფილვარ ლექციებზე. აქედან გამომდინარე, მომენატრა… თუმცა ის, ვისი ლექციაც მინდოდა (აუდიტი), სადღაც წასულა, ხოდა ახლა მე-2 ლექციას ვესწრებით. 
ლექტორი ამ შემთხვევაშიც სხვაა, ის რატომღაც გვიცდენს და ახლა სხვა გვიტარებს. 
მე – ცრემლიანი ლოყებითა და თვალებით. 
ნათია – კარე შავი თმით ხითხითებს. 
ია – გარუჯული. 
შალვა, ირაკლი, თეონა – ენამოსწრებულები. 
“სისწრაფეც მაღალი აქვს კომპუტერს” – ეს არის დღის ფრაზა. 
რა უნდა, რას გვერჩის?! ან ვინაა???
რა განწყობაზე უნდა იყოს 12 სტუდენტი, როდესაც ლექტორს 10 ზომით დიდი ზომით დიდი სათვალე უკეთია და უჭირს წინადადების იმ ხმაზე წარმოთქმა,რომ ჩვენ გავიგოთ. აზრის ჩამოყალიბებაც სირთულესთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, დიპლომი და სერტიფიკატი ექნება მრავლად და დისერტაციები დაცული და წიგნები გამოშვებული და კიდევ რამე და კიდევ რამე. ასაკი – 75-ს ზემოთ. არადა მომავალზე, კომპიუტერზე, სიახლესა და გლობალიზაციაზე გვესაუბრება. ჩემი და ნათიას გამოთვლით მისი მომავალი ჩვენი, ჯერ კიდევ იდეაშიც რომ არ ვიყავით ის პერიოდია, ანუ სადღაც 40-50-60-იანები. საბჭოთა კავშირის მძვინვარება როდესაც სჭარბობდა “ქართსა შინა”.
პეპსის მაგივრად კოკა-კოლა შემომეყიდა და ვცდილობ იმით მაინც მოვიკლა წყურვილი. 
20:37 სრულდება უკვე. სახლში “წერტილუკა” მელოდება და მისი წერტილოვანი ცხვირი მენატრება. გარეთ ვიყურებითკიდევ კარგი, ფანჯარა ღიაა და თბილისი გარეთაა. 2 მერცხალი ცას ეთამაშება . ცა დღეს აგრესიული არ არის, თბილია და მოსიყვარულე. მერცხალი რა… ჩემთვის ცაში მფრინავი ყველა ჩიტი მერცხალია. თბილისი ფიქრობს, იღიმის, მოძრაობს, ტკბება ზაფხულის მეორე დღით. ანძას გავხედე. ფუნიკულიორი თავისი ჭრელი ფერებით მიბრუებს თვალებსა და გონებას, დამცინის: ” მე ასე ვცელქობ, შენ კი კიდევ 40 წუთი მანდ უნდა იჯდე.” “სკამზე ძლივს დაჯდა” – მიჩურჩულებს ნათია. ხმაც იხლიჩება. რაღაც ხუმრობას ამბობს და იცინის. შაკოც ფსევდო სიცილით უბამს მხარს, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ ხუმრობაზე კი არა, ლექტორზე გვეცინება ყველას. დიდი ძალისხმევით ვცდილობ ჩემი საქვეყნოდ ცნიბილი ისტერიული სიცილი შევიკავო, ნათია მირტყამს, გაჩერდი, ახლა არ დაიწყოო. იქით კერესელიძე რათქმაუნდა სიბრძეებს აფრქვევს. ეგ ხომ ჩვენი ჯგუფის კომაა. უცბად “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მახსენდება, ვიღაც რომ გახდება ცუდად და კლასის 97% რომ მიყვება. ეს რა შუაში იყო ახლა??? მაგრამ ლექციაა ასეთი. 
თბილისი უკვე გამოწვევაზე მიდის. მთლიანად დაბნელდა. ფუნიკულიორი ისევ მე მეპრანჭება და მეკეკლუცება. ღმერთო, რა სიმწარეა. ბოთემ მობილურით აღბეჭდა ლექციის მსვლელობა. ორივე სამსახურებიდან მოვდივართ და ორივეს გული გვაქვს შეღონებული, რომ ლექცია ასე მომადუნებელია. 

ნათიას კომენტარი: 
ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როგორც წესი, ოთხშაბათობით ტექნიკური უნივერსიტეტის ბოროტი ბიძები ანუ დაცვა 9 სთ-ზე ამოდის მე-7 სართულზე და გვიქრობს ხოლმე შუქს. ანუ ეს ბრძანებაა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ წესით და რიგით, ჩვენი ლექცია კი 9:30-ზე მთავრდება. 
არცერთ დღეს არ მინატრია იმ ფორმიანების ამოსვლა, მაგრამ დღეს ვინატრე…
ნეტავ შუქი ჩააქრონ..
ნეტავ…






Advertisements

20 thoughts on “ლექცია

  1. ბოლო ცანაწერი გუშინ გავაკეთე ლექციაზე. რეფერატის დაცვა გვქონდა. პირველი გავედი და მერე უსაქმოდ ვიჯექი.

  2. @Kate რათ გინდა იყო საზიზღარი? :|არდა რაღაცნაირი კეთილი ჩანხარ ^_^

  3. გიო – არა, ნათიას გარდა არავინ იცის 😀 😀 :Dმე ხომ იცი, რა საზიზღარიც ვარ. უჰჰჰ, ხდება რომელია :Dბოროტი ვარ მე, ბოროტიიიიი. :((((

  4. ისე გადმოეცი, მგონია, მთელ შენს ჯგუფს ვიცნობ და საერთოდაც, მაგ ლექციაზე ვიჯექი.:)

  5. შენი ჯგუფელებიდან ნათიას გარდა იცის ვინმემ შენი ბლოგის მისამართი? 😀 :D…. საწყლები 😀 :Dესეთი "ბალღობები" საბავშვო ბაღის დასკოლის გარდა სადმე სასწავლო დაწესებულებაში თუ ხდებოდა არ ვიცოდი 😀 :უსერ:ხოდა საწყალი ბაბუა, რას ერჩით? :შ

  6. ლალენა – ძალიან დიდი მადლობა :** ძალიან ბევრი ვარჩიეთ მე და კიკიტონ. აწი რომ იჯდები, გააკეთე ჩანაწერები. ;)ალუკ – უი მართლა??? ძალიან დიდი მადლობა :**** აუ ისე მეც მაქვს ხოლმე ეგ მომენტი. :((((

  7. როგორ წერ იცი ქეთ? აი რომ ვკითხულობ ასე მგონია პირდაპირ მიზიხარ და მელაპარაკები პახოდუ შენი ხმა მესმის… სტრანნო… მე მეცოდებიან მოხუცი ლექტორები რაღაცნაირი უსუსურები არიან :((( ლომის გალიაში შეგდებული ადამიანებივით :(( თვითონაც რომ ხვდება რომ დაცინვის ობიექტია მაგრამ ვინუჟდენია მოვიდეს და ის ილაპარაკოს რაც მისი მოვალეობაა და აგერ უკვე რამდენი ათეული წელია იმეორებს :((((

  8. ტააააკ, რადგან დიდი ხანია არ შემოვსუვარ ბლოგ სივრცეში იმ სასიამოვნო მოულოდნელობაზე უნდა გითხრა რაც დამხვდა :))) მომეწონა შენი დიზაინი!და საშინლად მომინდა ლექციაზე ვყოფილიყავი და მეც მეკეთებინა ჩანაწერები 🙂

  9. ანუშკა – დიდი მადლობა. დაწერე მიდი :*ნინ – ხო, რავი,შევეცადე არაფერი გამომეტოვებინა. აუ მეც იმდენი რაღაცის სწავლა მინდა :(((

  10. რაამხელა პოსტიასამაგიეროდ ყველაფერია და არაფერი გამორჩენილი :)))))მეც მენატრება ხოლმე ლექციები, მეცადინეობა და გამოცდებიც კი :))კიდე რამე ხომ არ მესწავლამეთქი,ვფიქრობ ^^

  11. რაამხელა პოსტიასამაგიეროდ ყველაფერია და არაფერი გამორჩენილი :)))))მეც მენატრება ხოლმე ლექციები, მეცადინეობა და გამოცდებიც კი :))კიდე რამე ხომ არ მესწავლამეთქი,ვფიქრობ ^^

  12. "მის მენტალურ ნაკლს ისიც ემატება, რომ არის რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სიმპატიური და მსუქანი და მაგრად რომ ვთქვა, … . მაგრამ გარეგნობა მართლაც არ არის პირველ-ხარისხოვანი და ყურადღება მისაქცევი, რომ იქცეოდეს ნორმალური შეგნებული ადამიანივით, როგორც მაგალითად ამას მეორე მსუქანი ადამიანი აკეთებს."ამაზრზენია

  13. ჰო მთლად ასეთიც ვერ იქნებოდა დიალოგიდან გამომდინარე:Dჯანდაბა, ჯანდაბას! მთავარია ბლოგი იესწ!!! ;))

  14. მაგ კაცმა "კომპუტერი" იცის, მაგრამ მთლa ბლოგი არა. 😀 :Dაუ ეგ ყავის ფინჯანი მართლა რაღაც "ნიტო"-დ არის. მინდოდა შოკოლადები და სასუსნავები მის გვერდით, მაგრამ ისე დავიტანჯე უთემფლეითობის გამო, რომ ჯანდაბას ყავის ფინჯანი 😀 😀 😀

  15. ლოლ ეხლა ის მოხუცი კაცი ამ პოსტს რომ კითხულობდეს:Dბლოგის დიზაინი კაია;)) მარა ის ყავის ფინჯანი 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s