- ჩემი უშველებელი კოსრპუსის უკან (თუ წინ) რომ კორპუსია. კიარადა დიაგონალზე უკან… ნუ მოკლედ როგორცაა,მცხოვრებმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ The Beatles, Radiohead, Coldplay, Stereophonics Robbie Williams-ის სიმღერათა ტექსტები თუ იცის, ე. ი. გიტარით ხელში უნდა იჯღნავლოს კიდევაც. პლუს დრამერიც უნდა აჰყვეს. სანამ მე მეძინა, ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები კედლებზე გასულან მათი სმენით. მე კიდევ კარგი ისეთ ოთახში მძინავს, მხოლოდ ჩიტები, მანქანები და ხალხის ხმამაღალი საუბრები თუ გამაღვიძებს. ჯერ ბავშვთან მივედი, მერე მიშელთან გამოვედი და ვეკაიფე, რა ერთი და იგივე playlist-ი გაქვთ ორივე ოთახშიმეთქი. 😀
- სანამ მე მეძინა, ერთი დღის განმავლობაში 4-ჯერ მივიღე ცხელი შხაპი და 3-ჯერ გავიხეხე კბილები.
- მეზობელ ქალს ვუსმინე, რომელიც თავის შვილს “მიშკუნას” ეძახის მთელი ეზოს გასაგონად. მერე რა, რომ ვიღაცას, ვისაც 1 კვირა დღე აქვს გამოსაძინებლად, ტკბილად სძინავს.
- 4 ივლისი დადგა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. Barack, happy independence to you and your country :* You should know, I love U.
- სანამ მე მეძინა, დაგეგმილა ლიტერატურულ კონკურს “საბა 2010”-ის გამართვა. ვეღარ გავიგე რა. შარშან აპრილში იყო. ახლა უკვე აზრიც აღარ აქვს ტვ-ის ჩართვას. “ოსკარი” ქე-მაინც ვიცი, რომ თებერვლის რომელიმე დღესაა და ყურადღებით ვარ ხოლმე.
- ოთხშაბათს პირველი გამოცდა მაქვს. თან აუდიტში. 250-ე და 500-ე საერთაშორისო სტანდარტი უნდა შევისწავლო საფუძვლიანად. კობა რა ლექტორიაო??? კობა ის ლექტორია, ვისთანაც შეგიძლია საგანი კარგად არ ისწავლო, მაგრამ არ-სწავლა ძალიან, ძალიან, ძალიან გაგიტყდება, ქეთევან!!! სხვა ლექტორებისგან განსხვავებით. ასე რომ აზიდე სხეული ლოგინსა ზედა.
- წინა კორპუსში (თუ უკანაში) მიმდინარე გიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ურითმო რტყმას უკვე “alter vision” ვუწოდეთ. ცოტა-ღა უკლია მაქამდე და იმიტომ. 😀
- რამეფრად ხელებს უნდა ვქნა რამე. ძვირფასო კოღოებო! ნუთუ ასეთი გემრიელი სისხლი მაქვს??? ახლა ვზივარ აივნის კარ-გამოხსნილ ოთახში და ფარდა ვერ გადამიწევია გემოზე, ვიხუთები და სამაგიეროდ კოღოებს ვემალები.
- ხალხს რომ ვეუბნები ლუდი მინდამეთქი, “+1”-იო მაუწყებენ, მაგრამ რომ ვაყოლებ: “და ხინკალი”-მეთქი, განცვიფრებას ეძლევიან, ზაფხულიაო. არადა ვაიმეეე… როგორ სასწაულად მენატრევა ცხელი, პირის მთუთქავი ხინკალი.
მე მაპატიეთ…
ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ ხან რამ და ხან რამ შემაფერხა.
I understood nothing, but anyway good luck 🙂
Good fill someone in on and this enter helped me alot in my college assignement. Thanks you as your information.
ასკლიპიოდოტა – მართლა ძალიან გამიხარდი. ნუცა – 😀 😀 😀 😀 :Dდაახლებით მაინც წარმოვიდგინე :))))
ar chamomatvlevino, sanam me medzina ramdeni rame moxda da albat kide xdeba, magram me azrze ar var..eg ki ara agarc mainteresebs saertod -)
მუდმივი მკითხველი-უფრო შემესაბამება ამ შემთხვევაში:)
ვაიმეეე… ეს ვინ შემოსულა ჩემს ბლოგშიო. ძალიან გამიხარდი. არ მეგონა, თუ აქ ხშირად შემოდიოდი. :******
თუ ეს დაგამშვიდებს ცოტა,მე მეზობელი მყავს ეგრეთ წოდებული”ფანოღი”და ჩემდა სავალალოდ სახლში რეპეტიციობს თავის რეპერტუარს:)თუ იმასაც გავითვალისწინებთ,რომ ძველ თბილისში ვცხოვრობ და აქ მოგეხსენება რა”ფართო” ქუჩებია,ჩათვალე სახლში მიზის:)კოღო მგონი ერთადერთი არსებაა რომლის მოკვლაზეც ხელი არ ამიკანკალდება:)შენს ბლოგს მუდმივად ვკითხულობ და სიამოვნებით
თიკ – აუ ყურები და ტვინი ერთად აქვთ წაღებული რა. აუ ბედნიერო. აბა მე იმდენი ნაკბენი მაქვს. :((((
ეგეთი მუსიკის მოყვარული მეზობლები მეც მყავს :))))))) ”მუსიკის” :))))))) დამაყრუეს :)))) კოღოებს რაც შეეხება, წელს ჩემს ქუჩაზე შემცირებული რაოდენობით არიან და ამოვისუნთქე :)))
ქეთი – კარგი წამყვანი უნდა აარჩიონ. კარგი. ვისაც არ შეეშლება მეტყველება. დიანა – აუუ აბა :ლავ:ლალენა – ზუუუსტად მეც ეგრე.
ხან რამ და ხან რამ კი არა ხან სიცხემ და ხან დაღლილობამ არა? :))) მე მასე ვარ ყოველშემთვევაშჳ ვგეგმავ და ვერ ვპოსტავ კომპის ოთახშჳ ყველაზე მეტად ცხელა 😦
მარხვა რჩება ორშაბათს… მეც ისე მენატრება ხინკალი… კი არა და ხორციიიიიი 😀 😀 😀 :D+ 1 ლუდზე +10 ხინკალზე და გააქრობს ყველა მინუსს. + ებშიც დავრჩებით! 😀
რაღაც უცნაურად გამოთქვამდა სიტყვებს, თან ეს შეცდომებიც… რა ვიცი, მე არ მომეწონა :)აი, აქ ნაწილია ამ დაჯილდოების:http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=04-07-2010%2022:22
😀 :Dკოღოებმა მეც დამგლიჯეს 😀 :Dსახლში კიდე ისე ცხელა ვერ ვიძინებ 😐
და ალბათ ცუდად წაიყვანა ხო???
ჰო, ძნელია :(კი, წელს ია სუხიტაშვილი იყო.
აუ თან ღრიანცელი. "ოღონდ დავუკრა"-ს პრინციპით. უი აბა მე აპრილი რატომ მახსოვდა???აუ მართლა???წინაზეც საშინლად მიყავდა ბასას.
როგორ არ მიყვარს, გარედან შემოსული ხმები რომ მაღვიძებს!კოღოებმა მე გასულ კვირას დამაგემოვნეს, ახლა იარებს ვიშუშებ :)"საბა" ივნისის ბოლოს იგეგმება ხოლმე..საოცარი კონფერენსიე ჰყავდათ, რომელმაც "კონკიას ღამე" კონიაკის ღამედ გამოაცხადა, ესეები – ესესერებად 🙂
ძირითადად ჩემთანაც გიტარის გარეშე ტარდება ხოლმე, მაგრამ შიგადაშიგ დასარტყამებიც არის ხოლმე. :)))))))))))ბედნიერო :((
უი ჩემ ეზოშიც იმართება "ალტერვიჟენი" :DD ოღონდ მხოლოდ გიტარის თანხლებით :Dმე არ მყავს კოღოები ჰეჰ;)