თურმე

არა..
კი ვიცოდი, მაგრამ ახლა ერთი-ორად დამაფიქრა ამ საკითხმა.
რა ძნელი ყოფილა 100%-ით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.
ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და მაინც არაფერი.
დადიხარ წინ და უკან.
ხან ამას აკეთებ, ხან – იმას.
ხან აქ მიდიხარ, ხან – იქ.
მერე ცდილობ მეგობრები მოიკრიბო გარშემო…
არა მეტიც.
ფუტკრებივით მოისიო.
“არიქა რჩევა მინდა და მოდით.”
“არვიცი, რა ვქნა.”
“არვიცი რა იქნება ამის შემდეგ.”
მაგრამ ისინიც კითხვას აქეთ გიბრუნებენ, თანაც უპასუხოდ.
“და შენ რა გინდა???”
“და შენ როგორ გირჩევნია???”
“ჯერ შენ გაერკვიე, რა გინდა.”გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.
თითქოს ამით ორ კურდღელს იჭერენ.
პირველი ის, რომ რეალურად აინტერესებთ, შენ რა გინდა. რომ მერე უკეთესად მოახერხონ დახმარება.
მეორე კი ის, რომ თავიდან მალე მოგიცილონ. ქვე-ტექსტი ისაა, რომ “რაც გინდა, ის გიქნია” და “როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. მერე მე არ დამაბრალო”.

ვდგავარ ტრიალ მინდორზე.
სრულიად მარტო.
სრულიად.
ვუყურებ მზეს დღისით,
ვუყურებ მთვარეს ღამით.
ვითვლი ვარსკვლავებს ყოველ ღამე.
და მე დავდივარ ამ მინდორზე.
და მე ყველაფერს ვაკეთებ ამ მინდორზე.
იდეაში.
და მე ვიხედები ამ ტრიალი მინდვრის იქით.
რა არის???
უცბად შორენა მახსენდება, რომელიც “გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან”.
ქვევით უფსკრულია.
ლამაზი, ფერადი, თავისუფალი, როგორშიც მინდა მოხვედრა.
მაგრამ არ შეიძლება, რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანს.
ეს ხომ უფსკრულია, რაც ზიანს მომაყენებს.
ირგვლივ არავინაა.
მხოლოდ ბანალური არსებები.

ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ უკვე მე-8-ედ გამომიშვეს სამსახურიდან.
ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს აწეწილი.
ეს ჩანაწერი საბოლოო ჯამში არც იმას ეხება, და მითუმეტეს არც იმას.
უბრალოდ ეს ჩანაწერი ყველაფერს ეხება.
ალბათ დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღო არც თუ ისე დიდი გადაწყვეტილება.
მე კი დავდივარ აქედან იქ, იქიდან – აქ.
და რა???
არც არაფერი.
ხალხი გამუდმებით რაღაცას მოითხოვს ჩემგან.
ოჯახის წევრები – გამოცოცხლებას.
თანამშრომლები (აქ უკვე ყოფილნი) – ნაკლებ პანიკას, “არ-განცდას”, უპანიკობას და მეტ ღიმილს.
მეგობრები – კარგ განწყობას.
ქალები – დაინტერესებას ყველა იმ ქალური სისულელით, რაც მათ აინტერესებთ.
მამაკაცები – მათთან ფლირტს.
ნეტავ ვინაა ის თუნდაც ერთადერთი ადამიანი, ვინც არაფერს ითხოვს ჩემგან და ჩემთანაა მიუხედავად იმისა, როგორი ვარ და როგორ ვიქცევი.
არ შემიძლია ხელოვნური ხასიათები და ქცევები.
რაღაც ახალი მინდა გავაკეთო, რითიც საკუთარ თავს ვასიამოვნებ და არა სხვას.
ვდგავარ უფსკრულის პირას და ვფიქრობ.
გადავხტე თუ ისევ ასე ვიყო.
და იქნებ გადახტომა ჭრელ ფერებში უკეთესია, ვიდრე დადგენილი წესების მიხედვით ცხოვრება.
მიჭირს და ძნელია.
მთელი 2-3 თვე მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად სამსახურში კეტებით ვიარე.
და რომ ვინმეს ვენახე, პასუხი მზად მქონდა.
უტაქტო, უზრდელური, მაგრამ სამართლიანი და ლოგიკური.
“არ ვარ თანამშრომელი და როგორც მინდა, ისე ვიქცევი.
ეგ თქვენი შინაგანაწესები და “უნდა”-ები კი მხოლოდ თანამშრომლებზე ვრცელდება.
ასე რომ … ” და ეს ყველაფერი ღიმილის თანხლებით.

რაღაც მომენტში უკვე დავიძახე “ჰოპლა” და არვიცი ახლა სად ვარ…
მგონი ჰაერში.
თუმცა ისევ ჩემი გონება თუ მეტყვის საითკენ გავაგრძელო არსებობა.
ჯერ-ჯერობით ჰაერში ვარ.
ისევ.

იმდენი რაღაც მიტრიალებს კიდევ თავში და სიტყვების ნაკლებობას განვიცდი.
ვერ ვახერხებ კონცენტრირებას.
არადა მინდოდა ყველაფერი ამომეღო, რაზეც ამ დღეებში ვფიქრობდი.
რაღაც გაუფასურებას ვგრძნობ და გული მწყდება ამაზე.
ეს დღეები თუ კვირეები მეფიქრება იმაზე, რომ ზოგიერთები როგორც ქალს ისე მიყურებენ და არა როგორც ადამიანს.
და ამაზე არაადამიანურად მწყდება გული.
თითქოს სიამოვნებთ ჩემთან თამაში.
და მე ისევ ტრიალ მინდორზე ვარ.
დავდივარ აქეთ-იქით და ვფიქრობ ამ ხალხთან გადავხტე თუ ისევ ერთფეროვან და ერთ ფერში გადაწყვეტილ მინდორზე დავრჩე.
არადა მათთან უფრო საინტერესოა.

ვერ ვიტან, როდესაც გრძელი ფრჩხილები მაქვს.
არადა მანიკურს ხშირად ვიკეთებ, მაგრამ ფრჩხილები ჯინაზე ძალიან მალე მეზრდება.
და თითების მაგივრად, ფრჩხილებს ვურტყამ კლავიშებს.
ამიტომაც სიმღერასთან ერთად, ფრჩხილების ტკაცა-ტკუცს ვუსმენ.
და მაღიზიანებს მე ჩემი გრძელი ფრჩხილები.
და აღმაგზნებს ჩემი ხმაურიანი კლავიატურა.
აღმაგზნებს მე ის, რომ დიდი, ბუთქუნა და ძნელად რომ დასვამს ეკრანზე ბგერებს, ისეთი კლავიშები აქვს.
მაგრამ მე მაინც მაღიზიანებს გრძელი ფრჩხილები.

და მობილურზე ისევ მესიჯებია.
ფლირტებისა და გახალისებების შესახებ.
და მე ისევ ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს.
და მინდორზე დარჩე.
ვახ.

რაღაც სხვაგან ვიყავი, ამ პოსტის წერა რომ დავიწყე.
და ახლა სხვაგან ვარ, რომ ვასრულებ.
არადა ორივე შემთხვევაში სახლში ვარ და რავიცი აბა…
ხოდა ისა…
დეპრესიაში არ ვარ საერთოდ.
უბრალოდ ასეთი ვარ.

თურმე ამ სიმღერის გარდა არაფერი ჩამირთავს ამ პოსტის წერის განმავლობაში.
კლიპი ამ წამს ვნახე და სიცილი ამივარდა.
რამდენი დამთხვევა…
მეტროდან მგონი აღარ ამოვდივარ.
და რავიცი, რა აღარ.

http://web1.nyc.youtube.com/v/ThYOmxGgXzw&hl=en_US&fs=1

Advertisements

15 thoughts on “თურმე

  1. @clown – ეჰ… ეგრე ადვილი რომ იყოს.ჩაგასწორებ ახლავე.კიწ – ვნახავ ახლავე. დიდი მადლობა. :)უნაამარგა – ზუუუსტად!!!ასკლიპიოდოტა – რა საყვარელი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. თევზუკა – ანუ მარტო მე არ ვარ ასე. მესიამოვნათქო როგორ გითხრა, მაგრამ რაღაც მსიამოვნებს, რომ ჩემნაირად ხარ. კიარადა რაღაც ეგეთი. ლილი – აი ზუსტად მაგას ვაპირებ ახლა. ჰაერივით მჭირდება ახლა ეგ. ქეთი – მგონი შეიძლება, რომ რაღაც შეცდომები დავუშვა ხო???

  2. რა ახლოს იყო ეს პოსტი ჩემს სულთან ვერ გადმოგცემ. ვცდილობ არ ვიფიქრო ამ მთელს უაზრობაზე, მაგრამ არ გამოდის. ასე დალაგებულად ჩემი გრძნობების შესახებ მე ნამდვილად ვერ დავწერდი. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ თევზი ხარ, და მემგონი ყველა თევზი ესეთია. თითქოს მომბეზრდა მაგ მინდორზე, მაგრამ ცოცხალი თავით არაფერს ვაკეთებ მაქედან თავის დასაღწევად, და მაგიტომაც ვარ მარტო.მე რა შუაში ვიყავი ეხლა. ნუ მოკლედ ძალიან მომეწონა.

  3. შეეცადე თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები, ნუ გაექცევი ამას და ნირც შეცდომის შეგეშინდება. კარგია რჩევები, მაგრამ მაინც… უფრო კარგია, როცა დამოკიდებული არ ხარ. რა ვიცი, ასე მგონია:*

  4. kate es periodi yvela adamians udgeba cxovrebashi chavardna ase vtqvat,yvelaferi ukan midis an saertod arsad. chemi rcheva iqneba tu ra tqma unda gchirdeba :)) moeshvi saertod daanebe im warumateblobebze fiqrs tavi,tu shesazlebloba gaqvs sadme wynar adgilas daisvene, miuzgveni shens tavs ramodenime dge, chaixede masshi da agmoachine bevri iseti ram rac aqamde ar gcodnia,amis shemdeg daiwye axali, jansagi, shemartebit cxovreba da ifiqre mxolod imaze rom yvelaferi kargad iqneba da damijere martlac yvelaferi kargad iqneba.. :)):*

  5. ყველაფერს ორი მხარე აქვს ჩემო კარგო,აქედან ერთი აუცილებლად პოზიტიურია,ეგ განწყობა კი გაივლის და ერთხელაც,როცა ცას ახედავ ყველა ვარსკვლავი შენთვის გაიღიმებს,მიხვდები,რომ ძალიან მაგარია როცა ცოტას ან სულაც არავის ესმის შენი,რადგან არ გინდა დაემსგავსო ”არაჩვეულებრივ-ჩვეულებრივთ:)ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება

  6. ყველა მუდმივად მზადაა გირჩიოს, ჭკუა დაგარიგოს და ტვინი გიბურღოს, მაგრამ როცა მართკლა გჭირდება რჩევა, სიტყვას არავინ შეგაშველებს!

  7. შენს უფროს ბოლოს და ბოლოს უთხარი "იდი ნახუითქო" და ისე წამოდი ^_^და ყველაზე კარგად შენ მიაღებინებ შენს თავს გადაწყვეტილებას, რა საჭიროა ათასი კაცის ათასი უაზრო აზრი? O.o ხანდახან მეც მიწევს მაგ ტრიალ მინდორზე მოხოხება ))

  8. კიწ – საყვარელიიიიი… :*******ხო, გარკვევა მჭირდება. თან ძალიან. ამა თუ იმ ცდუნებას არ უნდა ავყვე. ზოგჯერ ძნელია არ-აყოლა არადა.

  9. კარგი რა ქეთ :* რისი მადლობა, უბრალოდ ვიცი რა ძნელია ასეთ გაურკვევლობაში როცა ხარ და ძალიან მინდოდა რაღაც ისეთი მომეწერა რაც სულ სულ სულ სულ ოდნავ მაინც დაგანახებდა რაღაც კარგს :*

  10. კიწ – ხო, მგონი მსგავსი მომენტები ყველას აქვს და ალბათ ყველამ უნდა შევძლოთ თავის ხელში აყვანა. დიდი მადლობა :**

  11. 1) მართალი ხარ. 2) მართალი ხარ. 3) არ მახსოვს. 4) არამგონია. აღარ მინდა უკვე. შენ მყავხარ და კიდევ ერთი-ორი. მგონი საკმარისია. ხო, მართალი ხარ. :))აააჰა, მაინცდამაინც იტალიურად უნდა დაგეწერა რამე. იცი ჩემი სუსტი წერტილი :))))))))

  12. მდა…მეც მქონდა რაღაც "ეგეთი" პერიოდი, რის გამოც არაერთი მსგავსი პოსტი გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ : ) მერე მივხვდი რო რაღაცნაირად თავი ხელში უნდა ამეყვანა, მივხვდი რომ ყველაფერი დროებითი იყო და გამოვლიდა, მივხვდი რომ ყველაფერში შEიძლებოდა რაღAც პოზიტიურის დანახვა და საერთოდ ვებრ კარგ რამეს მივხვდი, ჯერ ბოლომდე მაინც ვერ "განვიკურნე" თუმცა ვცდილობ და პროგრესი აშკარად იგრძნობა.ამიტომ ხშირად აიძულე შენს თავს ბევრ რამეზე გაღიმება ისწავლო და შEდარებით იოლად შEხედო პრობლემებს, ვიცი ძნელია, მაგრამ არც ისეთი ძნელი – როგორიც დასაწყისში შეიძლება მოგეჩვენოს :*:*

  13. 1. შენ არ ხარ შორენა, შენ ქეთუნა ხარ2. სამსახურში უაზროდ ყოფნას სახლში უაზროდ ყოფნა ჯობია, იძულებითი ღიმილით მაინც არ დაიტანჯავ თავს3. ეს დეპრესია მემგონი ხასიათში გადაგივიდა, ნეტავ როგორი იყავი მანამდე? :?4. მაგ ტრიალ მინდორზე, ოღონდ მოპირდაპირე მხარეს იქნებ ვინმე აღმოაჩნო შენიანი და აღარ იქნები მარტო.და კიდევ la vita e cosi : piu te ne freghi piu sei sereno…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s