პოსტი წასვლამდე N 1

დიახ!!!

იდეაში ჩემი ჰაბიტუსი: ყურებამდე გაკრეჭილი და “ვაიმე, რა მაგარია იტალია.” და მთელი ამბები.
რეალურად კი ყოვლად უემოციო (რა გასაკვირია არა??? ), დადებილებული, “გაუღიმარი ხელმწიფე”.
ბავშვი უკვე ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოა ჩემთვის. მისი ტირილი, “ხელში დაიჭირე”, “ერთი წამით შეხედე, რას შვრება”, “კალიასკა ამოიტანე”-ებით, მატერიალური დანახარჯებითა და ა შ.
მატერიალური რა – ჩემი ჯიბიდან არაფერი გადის, დედაჩემის ჯიბიდან გადის და რაც დედაჩემის ჯიბიდან გადის, ის მე მაკლდება, რადგან მე არ მაძლევს ფულს.
ახლა ცოტა უკან ვიწევი ზურგით და ვაჟა-ფშაველას დასაწყისში არქივი რომაა, იმის კენწეროზე დამონტაჟებულ მონიტორზე  L.G.-ის კაშკაშა რეკლამას ვუყურებ. რატომღაც დამჩემდა ღამ-ღამობით, კომპიუტერთან ჯდომისას მისი ყურება. რა უაზრობაა “მამენტ”.
“хорошо сейчас в Берлине” – როგორც ჩემი საყვარელი, რუსული ფილმის “Питер ФМ“-ის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა და ოცნებას გაუყვა. იმის არ იყოს, “კარგია ახლა იტალიაში” – ვფიქრობ მეც და მეც ოცნებას მივუყვები. აგერ ოცნებაც. 
მივდივარ პირველად უცხო ქვეყანაში და სრულიად მოუმზადებელი ვარ. არადა რაღა დარჩა. სულ რაღაც 4-5 დღე.
მე კი არა ტანსაცმელი გამოლაგებული,
არა სხვა პირადი ნივთები,
არა ახალი ნაყიდი წვრილმანები.
არადა ელემენტარული მზის დამცავი და მისთანები ხომ როგორ მჭირდება.
ლინზები მაქვს საყიდი, ჩემი ლინზები 3-თვიანია და იანვრის მერე ანუ 7 თვე არ მიყიდია და მანამდე როდის ვიყიდე, არ მახსოვს.
პლუს კიდევ…
აუ რავიცი რა…
ხვალ კან-ვენში მივდივარ. მინდა კანის გამოკვლევა ჩავიტარო.  აბა ნორმალურია ყველა კოღო მე რომ მასკდება ტანზე??? საშინლად გამოვიყურები. ამის გამო ვისაც არ ეზარება, ყველა მე მიზუზუნებს: “გოგო არა ხარ??? რას გიგავს მკლავები???” და ნუ მოკლედ, ტვინი გამომიღეს, წაიღეს და სადღაც ნაგავსაყრელზე დააგდეს. მე არვიცი რა მჭირს და სულ ჩემი კანითა და სისხლით ვიკვებები. სულ ვიწიწკნი და მერე ნერვები მეშლება, ასე რატომ მაქვსმეთქი. არადა ექიმთან არ დავდივარ ხოლმე, ერთადერთი კბილებს ვყვები ზედ. უბრალოდ ბიძაჩემი გაგიჟდა ჩემი კოღოებ-ნაკბენი სხეული რომ დაინახა და ასე და ასე, ამასთან მიდიო.მინდა რაღაცეები ვიყიდო წასვლამდე, ჩემი ფეხები.
დედაჩემი მეუბნება ფულს მოგცემ იტალიაში რაღაცეები რომ იყიდოო. აქ მომეციმეთქი. არა, აქ არ დაგიმსახურებიაო. ლოგიკა, თავისი რკინებით.
მერე კიდევ სულ რაღაცის დაყვედრება და ნუ მოკლედ.სამსახურიდან გამოშვების მერე რაც მეკუთვნის, იმას 31-ში ჩამირიცხავენ მაინცდამაინც. არადა 30-ში ღამე ანუ 31-ში დილით მივფრინავ.
“კაროჩე, პოლნი პიზძეც”.

ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ ავიტეხე ეს იტალია. წავსულიყავი ბათუმში.

კანის უკურნებელი და სასიკვდილო დაავადება მჭირდეს.
დავისვენებდი საამურად და სამუდამოდ.

Advertisements

10 thoughts on “პოსტი წასვლამდე N 1

  1. ვაიმეეეე!!! კარგი რა.გვეღადავები?:)იტალიაში მიდიხარ და რადროს კოღოებია:))პ.ს ელ ჯს მაგ ნათბას ადრე მეც ხშირად ვუყურებდი (მე სხვა მიზეზებით:), ეხლა გადამიარა:ჵ))კარგი დრო გააატარე და მოგვიყევი::)

  2. გაგიჟდი? 😀 ნუ ბოდიალობ სისულელეს…იტალიის მოლოდინით დატკბიკოღოები მიფრინავენ და მოფრინავენ 😀

  3. ეეე ეეე კარგი რაა რა ბათუმი.. იტალია.. ეჰჰ ნეტავ მივდიოდე და ხმას საერთოდ არაფერზე ამოვიღებდი… არ მინდა არაფერი სულ შიშველტიტველი გამიშვი

  4. ოდესმე მითქვამს თქვენთვის, რომ უდიდეს ძალასა და ენერგიას მაძლევთ???თქვენი კომენტარებით, განწყობებით, ღიმილებით???ხოდა ახლა გეუბნებით. ყველას. და კიდევ დანარჩენებსაც. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ :*****

  5. ქეეეთ!აბა რას ამბობ! ცხვირი მაღლა, როგორც ამბობენ ხოლმე. დაიწყე ტანსაცმლის და ნივთების ჩალაგება, ბოლო დღისთვის ნუ გადადებ, მერე შეიძლება რამე დაგრჩეს და გული დაგწყდეს.აუ, ისეთი შთაბეჭდილებები გელის! გაიღიმე :*

  6. ერთ-ერთი ოცნება აიხდინე და კიდე წუწუნებ? :შარაუშავს დაიკიდე ის წვრილმანები..ეხლა გერმანიაში მივდიოდე და პირი ისე მექნებოდა გაკრეჭილი….ხოდა ბედნიერი მგზავრობა და კარგი თავგადასავლებიი :**

  7. kate, kargi axla, italiashi midixar da nu! buzguneb icode 😀 xo ici rogor mindoda da ai brax da midixar da ai rom ver wasuliyavi daiwyebdi,rom ocnebas ver ixdena da blabla da warmoidgine, rom axla gixdeba eg ocneba. daikide aqauri yvelaferi da just wadi da isiamovne :))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s