პოსტი წასვლამდე N 2

დღეს ფბ-ზე დავასტატუსე: “არ მჯერა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სხვაგან გავიღვიძებ.” რეალურად არა მარტო გავიღვიძებ, არამედ დავიძინებ, ზღვაზე წავალ, ქალაქებს დავათვალიერებ და გავერთობი, მაგრამ უშუალოდ გაღვიძებაზე დავწერე. ეს კი იმიტომ, რომ დღეს, გაღვიძებისას, სიზმრიდან გამოსული, რამდენიმე წამი (ალბათ 5-7) აქეთ-იქით ვიხედებოდი. უკვე სხვა ლოგინში ხომ არ ვარმეთქი. ჩემი სახლის ლოგინის დანახვისას კი უზომოდ შემომიტია რაღაც გრძნობამ. ეს გრძნობა ალბათ ნივთების მიმართ მიჩვევა და მათი სიყვარულია. რამდენადაც სწორად ვიცი, ფეტიშიზმი ჰქვია ნივთების სიყვარულს და ალბათ საკმარისი კატეგორიით მახასიათებს, თუმცა მშვიდად ვარ, რადგან მე არ ვარ მარტო. ხალხს უყვარს თავისი მობილური, საფულე, ჩანთა, ტანსაცმელი და კიდევ მილიონი ნივთი. მე მაგალითად ძირითადად მობილურსა და საკანცელარიო ნივთების მიმართ მაქვს მსგავსი გრძნობა.

ხო, გუშინ კონსტიტუციის ქუჩაზე რომ არის “კან-ვენ-სნეულ-დერმატ-რაღაცა” (ვერ დავიმახსოვრე სახელი) იქ ვიყავი პროფესორ ალეკო (ალექსანდრე) კაციტაძესთან. რაღაც მალამოები ერთმანეთში (მათ შორის ერთ-ერთია ბავშვის კრემი) და ის წაისვიო. და კიდევ რაღაც წამალი დალიეო. ერთხელ დამხედა მხოლოდ და წადი შაქრის ანალიზი აიღეო. აუუ, მე ხომ ნემსს ორგანულად ვერ ვიტან, თან ექთანს ვეუბნები ერთი წლის ავიღე ანალიზი ზუგდიდში და 88 მქონდამეთქი. მან ყოვლად უშინაარსო სახით: “არვიცი, ახლაც უნდა აგიღო”. მართკუთხედის ფორმის რაღაც ნივთის ერთი კუთხე ჩამასო თითში (მართლა ჩამასო). მერე ის რაღაც აპარატში ჩადო და აპარატმა გაჭედა. ნუ რათქმაუნდა ჩემზე უნდა გაეჭედა   . უი, თავიდან უნდა ავიღო ანალიზიო   , ამიღო სხვა თითიდან. ცოტა მომატებული მქონია, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ნორმაში მაინც ვჯდები  . მერე შემიყვანეს ისევ ბ-ნ ალეკოსთან, ოღონდ ამჯერად კაბინეტში. კითხვები დამისვა ხოდა მოკლედ ის, რომ არაფერი არ გჭირს, უბრალოდ შენ თვითონ გაქვს ნაწვალებიო. აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. რეცეპტის პურცელს, დიეტის ფურცელიც მოაყოლა, თანხა გადავიხადე და ფრიად კმაყოფილი წამოვედი. გზაში დიეტის ფურცელს ვკითხულობდი და სიცილი ამივარდა   . ისეთი რაღაცეები არ შეიძლება, საერთოდ არ უნდა მივდიოდე იტალიაში. საწებელი არაო, ტომატი არაო, ძეხვი არაო. აბა იტალიური პიცა როგორ ვჭამო??? ცარიელი ცომი??? ან სპაგეტი უსოუზოდ???     ნუ მოკლედ არ ვაპირებ დაცვას. დაე კუჭმა და კანმა ერთად მაგინონ (ნუ აქამდე მხოლოდ კუჭი მაგინებდა, ახლა კი – კოლექტიურად). დღეს პსპ-ში გადავედი, ბავშვისთვის რაღაცეები უნდა მეყიდა. ჩამოვთვალე ეს, ის, ეს, ის და ბოლოს დავამატე: “და რამე უბრალო, იაფფასიანი ბავშვის კრემი”-მეთქი. ფარმაცევტს თვალები გაუფართოვდა და სათვალის ზემოდან ამომხედა. იფიქრა ბავშვისთვის იაფფასიანსა და უხარისხოს რატომ ყიდულობსო. მაგრად ვიხალისე   .მერე ავუხსენი ჩემთვის მინდამეთქი. ნუ მოკლედ. მთავარი ისაა, რომ სრულებით ჯანმრთელი ვარ და არაფერი მჭირს.

ხვალ უკვე უნდა ნელ-ნელა გადმოვიღო ტანსაცმელი.
ეს ის.
იმედია არაფერი დამრჩება.
თუ რამე მოგაფიქრდათ, შემახსენეთ კომენტარის სახით.
მინდა რამე წიგნი ვიკითხო გინდ თვითმფრინავში, გინდ – რავიცი. სადაც დრო მექნება.
ვფიქრობ სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” წავიღო თუ ფრედის “99 ფრანკი” ან არვიცი, აქაც მჭირდება რჩევა. თუ არ დაგეზარებათ, იქნებ მირჩიოთ.

დღეს 27-ია უკვე.
28 – წვრილმანი საყიდლები, ლინზები, მზის დამცავი რომელი ვიყიდო თაას უნდა ვკითხო.
29 – ჩავალაგო ყველაფერი. თან ისე, რომ 15 კილოზე მეტი არ იყოს.
30 დღე – მორალურად მოვემზადო იმისთვის, რომ უნდა ვიფრინო და უნდა გადავიდე უცხო ტერიტორიაზე.
30 საღამო – უნდა ვინერვიულო და ამის ფონზე კბილები კანკალს დამიწყებენ. დაველოდო როდის გადასცდება ღამის 12 საათს.
31 გამთენია – ღამის 2 საათზე აეროპორტში უნდა ვიყო. რეგისტრაცია: მგონი 03:00, ჩასხდომა: 04:00, მიუნჰენი: 05:55, ჩასხდომა: 13:05, კალიარი: 15:00
მიუნჰენის აეროპორტში უნდა ველოდოთ მთელი 6 სააათი   , იქნებ სადმე გავიდეთ ორ ნაბიჯში და ვჭამოთ რამე   . იქნებ მიუნჰენში ლუდსაც გამოვკრა ხელი   .

ესეც შესაბამისი სიმღერა.
მთელი დღეა ამ ვიდეოს ვუყურებ და ვცეკვავ.

ეს ზუსტად ის სიმღერაა, რომელსაც ჯუდ ლოუ და მეთ დეიმონი მღერიან “Talented Mr. Riply”-ში.
ესეც აგერ, თუ მოგინდათ:

Advertisements

26 thoughts on “პოსტი წასვლამდე N 2

  1. 28 – წვრილმანი საყიდლები, ლინზები, მზის დამცავი რომელი ვიყიდო თაას უნდა ვკითხო.Ratom ar mkiTxe?

  2. აბა როგორ ხარ? ჩახვედი ?სასიამოვნო დროის გატარაბე და რამეებს გისურვებ.

  3. დიდი მადლობა. ერთადერთი რაზე ვნერვიულობ, რეგისტრაციაა. იმდენი რაღაც არ შეიძლება ხელ-ჩანთით ან თუნდაც ჩემოდნით, რომ მეშინია რამე არ წამყვეს შემთხვევით.

  4. ყველაფერი შესანიშნავად იქნება! :)) ბედნიერი მგზავრობა და დასვენება! :**

  5. ქეთ, ამ ღამეს მიფრინავ, ჰო? 🙂 გამგზავრებისწინა განცდები…. წარმომიდგენია :*

  6. @clown – :*****@უბრალოდ – მეც საკუთარი თავის 😀 😀 :****@ანუშკა – ერთ თანამშრომელთან და იმის დაქალთან ერთად. @ბოთე – შემდეგში იჩალიჩე მაგაზე. მიმაქვს შენი გული. @ქეთი – კი, აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით. კი, პირველად ვჯდები თვითმფრინავში. @ანა – კი, მართლა ძალიან ძლიერი დერმატოლოგია.

  7. ალეკოზე ძლიერი დერმატოლოგი საქართველოში არ არსებობს, მე უკვე ორჯერ გადამარჩინა

  8. ქეთ, გამიხარდა ეს პოსტი :***მგონია, არაჩვეულებრივი დღეები გელის, დაწვრილებით მოგვიყევი :)პირველად უნდა იფრინო, ჰო? ესაც მიემატება შთაბეჭდილებებს 🙂

  9. დიიიდიი მადლობა ^_^ :**ხო სელინჯერი ^_^ ძალიან მაგარია ^_^ ❤

  10. გოგო, შენ კი გამოგიშვებენ, მაგრამ ჩემიდან აეროპორტამდე მინ. 1 საათის გზაა და გამოცდა მაქვს მაგ დღეს :S

  11. გიო – აი მალე შენ წასულიყავი. სულ მალე, სულ სულ. მართლა გულით გეუბნები მაგას. :********სელინჯერი ხო??? არ მაქვს წაკითხული და …კიტო – იქით გზაზე ვენის გავლით ჩამოვდივარ. გოგოოო, იქნებ გამომიშვან. აი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნებით გნახავდი.

  12. ვაიმეეე, FUCK, SHITTTTT. მაგ დღეს გამოცდა მაქვს, თორემ დაგადგებოდი. :Dარ ვიცი ოღონდ ზუსტად,ტერმინალს გარეთ გამოგიშვებენ თუ არა…იქით გზაზეც თუ მაგხელა შუალედი გექნა, გამოვალ 😛

  13. აააა,მიუნხენიოო? :შ :შ <3^_^რა მაგარია, მეც მინდა ასეთი მზადება :შგილოცავ, გილოცავ და კიდევ გილოცავ ^_^ :**ხოდა სელენჯერის თამაში ჭვავის ყანაში წაიღე, ძალიან მაგარია ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s