რომელი პუნქტის აღწერით დავიწყო, არც კი ვიცი. დადებითით თუ უარყოფითით. თუ სჯობს ერთმანეთში შევრწყა და ისე დავახასიათო ისინი. ან იქნებ ქართველებს შევადარო და საერთო და განსხვავებული შტრიხები ჩამოვწერო. მართლა არ ვიცი.
მამაკაცები – ოოოოოოოოო!!!! არვიცი, ჩემს ფბ-ზე რამდენად დააკვირდით იტალიელი ბიჭების სურათებს. (არ აგერიოთ იქ სხვა ეროვნების მამაკაცების სურათებიც დევს). ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლა სიმპატიურები არიან. და კიდევ რამდენის სურათი არ მაქვს და ისინიც ძალიან სიმპატიურები არიან. ნებისმიერი ასაკის თან. ძალიან სიმპატიური ასაკში შესული მამაკაცები ჩეზარე მალდინის ტიპაჟის. კიდევ უფრო ხანში შესულებიც, გარდატეხის ასაკში მყოფებიც. მოკლედ ყველა ასაკის მამრობითი სქესი არის ძალიან სიმპატიური, თუმცა როგორც იტყვიან ერთი შავი ცხვარი ყველა ფარაში გამოერევაო (ანდაზა არვიცი სწორია თუ არა, მაგრამ შინაარსი ასე მახსოვს, მომიტევეთ.) კიდევ დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მამაკაცებს აქვთ “ზუზიკები” :))))))))))))))))) ძალიან მეცინებოდა რომ ვუყურებდი. მათი ძირითადი ნაწილი არის დაბალი. ნუ მაღალი ვიღაცისთვის, მაგრამ 1.77-სთვის ვერ კმარა 😛 თან აი ისეთი ტანი აქვთ… ჯენარო გატუზოსნაირი. ჩაჯიჯგვიტებული, ოდნავ ზედმეტი წონის. იყო ერთი მილანის მახლობლობიდან ჩამოსული რიკარდო, რომელიც იყო მართლა wow!!! პლეიბოის ეძახდნენ. ან რა სპორტული გამხდარი სხეული, ან რა ლურჯი თვალები.ქუჩაში გადასვლისას საერთოდ ვგიჟდებოდი. არ აქვს მნიშვნელობა,წითელი ანთია,ყვითელი თუ მწვანე ნებისმიერ დროს გაგატარებს მოსახლეობის 95% და იმ 5%-ზე ერთხმად ვამბობდით: “ეს უეჭველი ქართველია!!!” არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ტრანსპორტსაც არ უნდა მართავდეს. მათ შორის ავტობუსსა და მოტოციკლეტს. ჩასვლიდან მეორე დღეს ჩვენ, იტალიელი ანა და ჯოვანი მივდიოდით პლიაჟზე. გზაში ჯოვანისთან გავაბი საუბარი, (რის გამოც მერე სულ მეუბნებოდა ქართველებში შენ ყველაზე კომუნიკაბელური ხარო) ვცდილობდი ქუჩების სახელები დამემახსოვრებინა. რომელიღაც ქუჩაზე ვეკითხები, ეს რა ქუჩაამეთქი და მპასუხობს, I don’t know, somewhere will be written. O, it’s passo carrabile!!! გამეცინა და მატყუარა ხარმეთქი. “passo carrabile” იგივეა, რაც “no parking” ინგლისურში. და ეს აღნიშვნა მიმაგრებულია თითქმის ყოველ მეორე ქუჩაზე. და რატომ იფიქრა ჯოვანიმ რომ ასე ადვილად მოატყუებდა იდეაში იტალიურის არამცოდნე ადამიანს??? :)))))))))))))))) ხო,ნუ აფერისტი-მატყუარები არიან. კი, მართლა. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ უზომოდ საყვარლები არიან. საოცრად!!!არიან ძალიან ხელგაშლილები. სრულიად უცნობი იტალიელის აიპოდს ისე დავაპროწიალებდი, რომ ისე ზრდილობისთვის მკითხა, რა გქვიაო. ორგანიზატორებმა მხოლოდ მე დამპატიჟეს რესტორანში და უგემრიელესი კერძები დამაგემოვნებინეს. დაბრუნების შემდეგ ძალიან დიდი მადლობები რომ გადავუხადე, მიპასუხეს ჩვენ ასე ვიცით, ასეა აქ მიღებულია (რა დამთხვევაა არა?!)
არიან კეთილები და მართლა იციან ადამიანზე გადაყოლა. პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე.არიან “ნაგლები”. ქუჩაში რომ ჰკითხო ვინმეს: Excuse me, do you speak english?? პასუხს ეგრევე მტკიცედ და მკვახედ მიიღებ: no!!! და კისერიც გიტეხია. არადა ქართველი გეტყვის კიო, ვიცი ინგლისურიო და დაგეხმარება, თუმცა შეიძლება 2 ღერი არ იცოდეს.
არვიცი ზომით რამხელა პოსტია, მაგრამ მედავიღალე. მინდოდა პატარა ეპიზოდი დამეპოსტა. და საერთოდ ასეთი მეთოდით და ასეთი სახის კოლაჟებით დავწერ ხოლმე იტალიის ამბებს.
არის უდარდელი ერი. 70 ან მეტი წლის ქალბატონმა ჩვენს ბრიტანელ ფერადკანიან მონაწილესთან ისე იცეკვა ჩვენს street party-ზე, რომ ყველა ვიდეოს უღებდა. ჩვენთან ასეთი რაღაც თუნდაც იმიტომ არ მოხდებოდა, რომ “ზანგს როგორ შევეხები, რა სისულელეა!!!!”-ს პრინციპით ვანაცვლებთ ჟანგბადს ნახშირორჟანგით.
არიან ზარმაცები. ასეთი ანეგდოტი მომიყვა წასვლამდე ერთმა მეგობარმა. იტალიელები იცი რატომ არიან დაბლებიო??? იმიტომ,რომ ბავშვობაში მათ დედა ეუბნებოდა, თუ გინდა იმუშავო, მაღალი უნდა გაიზარდოო. :))))))))) ცვეტში!!!
(შეიძლება “ნაგლი” და კეთილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება აზრობრივად, მაგრამ მე ის ვთქვი, როგორი ხალხიც დამხვდა)
ბოლოში კი გთავაზობთ ამ სასაცილო ვიდეოს. ვუყურე იტალიაში და ახლა თქვენც მინდა განახოთ. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იტალიის მაგივრად მე საქართველოს ვხედავ ძირითადად ყველა ასპექტში. იტალია რადიკალურად შორს არის თითქმის ყველა კოლაჟიდან.
ნათიასთან ვარ. ღამის 4:15-ია და სასტიკად მეტკინა წელი. წავალ, მივუწვები. აბა თქვენ იცით.
თინათინ – ეგეც მართალია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ისევ გემოვნებაზე დაობენ 😀 😀 😀 :Dთვით ალენსაც კი ცივი გარეგნობა აქვს, თუმცა ვნებიანი. სოფი – გეთახნმები 😀 😀
იტალია, უბრალოდ, ძალიან ლამაზია. ჩემთვის მეტისმეტად ხმაურიანი იყო. მომკალი და ქალები არ მახსოვს =)) არც კაცები, ლათინური ტიპის კაცები არ მიზიდავს და ყურადღებაც არ მიმიქცევია. ფაქტია, რომ მართლა "ნაგლი" და მაიმუნი ხალხია.
ვერ დაგეთანხმებით :))))) იქ ვნახე იტალიელები ბევრი და ფრანგები უფრო სხვანაირები არიან, თუმცა, უნდა დავსძინო, რომ გემოვნებაზე არ დაობენ :)))
ნუ ახლა ქალბატონო თინათინ, აღიარეთ, რომ მამაკაცები იტალიელები უკეთესები არიან 😛
აი ფრანგი ქალები კი იმით არიან გამორჩეულები, რომ შარმი აქვთ, ჩაცმის სტილი აქვთ და chic ხალხია :)კაცებზე აღარ ვამბობ, ყბადაღებული დავდიოდი… მონაკოში საერთოდ…
ეს იტალიელ ხალხზე დავწერე, თორემ სანახაობებზე მერე დავწერ.
და მუზეუმები???? ხო ისე ლამაზი ხალხიაო ამბობენ ქაელებიც და კაცებიც 🙂
კი, ძალიან ვგავართ. კი, ტანდაბლები ნამდვილად არიან.
მშვენიერი აღწერაა. მგონი ძალიან ვგავართ, ვიდეომ გამამხიარულა :)სულ ორი იტალიელი გავიცანი აქ. გოგო და ბიჭი. სხვადასხვა დროს. ორივე ისე ლამაზი იყო.. მუქთმიანი, ლურჯი თვალებით. მართალია, ცოტა ტანდაბლები იყვნენ
ხო, აშკარად ეგრეა და :))))))
ვიხალისე, ასე დეტალურად, რომ აღწერე ^_^ხოდა ვიდეოზე მეც საქართველო გამახსენდა :უსერ:
ხო აი შეიძლება არიან ლამაზი ქალები და მე არ შემხვედრიან. უბრალოდ მე ვინც ვნახე, ვაფშე არაფერი,ასე რომ მაგაზე არ ვდებ თავს. ვაიმეეეეე!!! ზუსტად!!!!
qalebi hyavt lamazi : ) me rom viyavi mashin iyvnen da axla martalia agar vici ra xdeba 😀 aferistebi arian da magari bardagisti mastebic : ) poxuizmis apoteozia italiashi 😀