მაშინ, როცა

შემიძლია მინიმუმ 10 პოსტი დავწერო იტალიაზე, იტალიელებზე, აეროპორტებზე, ხალხებზე (სიტყვა “ხალხი” მრავლობით რიცხვში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში უნდა ვთქვათ “ადამიანები”.), იტალიურ საჭმლებზე, ხმელთაშუა ზღვაზე, მამაკაცებზე, ფლირტებზე, უცხოეთში წარდგენილ და საქვეყნოდ გატანილ ქართულ სულსა და ქცევებზე, საინტერესო და განსაცვიფრებელ სანახაობებზე, ფულით შეძენილ ნივთებზე შემიძლია დავწერო, მე შესვენებას ვიღებ საკუთარი თავისგან. 

ეგრეც რომ არ იყოს, სულაც არ მინდა ვინმემ სნობად ჩამთვალოს იმის გამო, რომ მაგარ ადგილას ვიყავი. ან ტრაბახა და “მარიაჟი” იმის გამო, რომ მაგარ ადგილას ვიყავი. რეალურად მე არც ერთი ვარ და არც მეორე. მე მესამე ვარ, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უხარია, რომ მისთვის საოცნებო და მისთვის მაგარ ადგილას იყო. არადა რომ შემეკითხნენ სად იყავი, როგორ დაისვენეო, იტალია და სარდინიის კუნძულიმეთქი რომ ვთქვი, ეგრევე წამოვიდა: “რომ არ დამახარბო, ისე არ შეიძლება ხო???” არადა არც მიფიქრია, მე უბრალოდ მათ მიერ დასმულ კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი, თორემ მივდივარ ახლა დღე-დღეზე ბათუმში და გაღიმებული ვივლი. 
გუშინ ბოთესთან დავრჩი. მიყვარს მასთან დარჩენა. სიმშვიდე და წვიმის ჰაერია ხოლმე მაღალ სართულზე. მანამდე ჩემი სახლიდან ბოთეს სახლამდე ერთი გოგოს ოჯახურ დრამას ვისმენდი სამარშრუტო ტაქსში. ცრემლიანი და აკანკალებული ხმით ვიღაცას უყვებოდა ტელეფონით როგორ შეხვდა ყოფილ ქმარს (სავარაუდოდ) და დედამთილს, რაოდენ საშინელი ამბები გადახდა and all that Gurjistan things. 
ღმერთო, როგორ დავიღალე!!! 
ნათიასთან სიმშვიდეა და ვარდისფერი ოთახი. ვარდისფერი ლოგინის გადასაფარებლით, ვარდისფერი ბურთის ფორმის ჭაღით, ვარდისფერი კედლებითა და კიდევ ვარდისფერი რამეთი. და მიუხედავად იმისა, რომ არც მე მიყვარს ვარდის ფერი და ნათიაც სხვანაირ საძინებელ ოთახზე ოცნებობდა, მაინც კარგად ვართ ასე. რაღაცას შეგუებულები. ოღონდ არვიცი რას. სულ ასე ხდება. 
საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ “მაინც არ იყო ძმარიო, შიგ გაურიეს წყალიო” სიტუაცია მოვიშორო თავიდან. არ შემიძლია ადამიანთან გრძნობის გარეშე ყოფნა იმ მოტივით, რომ ერთმანეთს კარგად ვეფერებით და კარგად ვუჟუჟუნებთ თვალებს. ვიმალებოდით მთელი ცოცხალი სამყაროსგან და რატომ იყო ეს ჩემთვის მისაღები, არ მესმის.. ან ჩემს პრინციპებს რაღა 23-ე სართულზე ასვლისას ჩაეძინათ, ვერ გამიგია. რაც არ უნდა იყოს, მისთვის ყველაფერი გაუგებარია, ჩემთვის კი გარკვეული და ნათელი. ვერ იჯერებს იმას, რომ ადამიანები იცვლებიან და კითხვაზე: ” ასეთი რა მოხდა იმ ორ კვირაში იტალიაში, რომ ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა???” ვპასუხობ აღელვების გარეშე და სიმშვიდის წარმოუდგენლად დიდი დოზით: “არაფერი.” არაფერი მომხდარა და რა ვუთხრა??? უბრალოდ იტალია მხოლოდ გართობის ადგილი არ ყოფილა ჩემთვის, იყო ბევრი ფიქრისა და ცოტა ტირილის ქვეყანა. არა, იტალია არა, უფრო სარდინია. რომში ზღვა არ არის და კალიარიში ზღვაზე წოლისას ბევრი იყო ჩემს ნაცრისფერ ნივთიერებასთან მოსული აზრი. საერთოდ ზღვამ ფიქრი იცისო უთქვამს ერთ ადამიანს, რომელიც ახლა ამ პოსტს წერს. ხოდა ეგრეა. 
Advertisements

22 thoughts on “მაშინ, როცა

  1. ხო აი უკვე ვატყობ, რომ ხალხს არ სიამოვნებს, როდესაც შენ რაღაც კარგ ამბავში ხარ. უი მიდიხარ???

  2. ჰეჰე, ქეთი, რა ხიჭვ თემას შეეხე )) ეგ ფაქტი სულ მაკომპლექსებდა, როცა საზღვარგარეთიდან შთაბეჭდილებებით დახუნძლული ჩამოვდიოდი. ალბათ სულ ორჯერ თუ მექნება მოყოლილი. გამოჩნდება ვინმე ხეთაგანი, ტრაბახში ჩაგითვლის და უნდა აგეშალოს ნერვები :Dარადა რა კარგია ოცნების ასრულება :))წარმომიდგენია, რა დამემართება, პარიზიდან რომ ჩამოვალ :))

  3. თიკო – ჩემი და შენი საშველი მაინც არ არის 😀 :Dსოფი – უი რა კარგი რაღაც უთქვამს კუნდერას. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ ხალხს არ სიამოვნებს ხოლმე სხვისი კარგად ყოფნა, სამწუხაროდ. ლიკანტო – არა, შენზე არ მითქვამს, ვითომ ახლობლებმა მითხრეს :))) მადლობა.

  4. ვიღაცას რო ეთქვა ჩემთვის იტალიაშ ვიყავიო მე ვეტყოდი – აუუუუ რა მაგარიააა… რა შუაშია დახარბება… 🙂 ასე რომმ აუ რა მაგარია იტალიაა…

  5. რა უცნაურია ისე. მე ერთადერთხელ მითხრა მსგავსი რაღაც სულ მთლად უცნობმა ადამიანმა, ბლოგის მკითხველმა, სხვათა შორის =)) სადღაც შემხვდა და მეუბნება, რა არის, რომ "გვაშურებ" იქ ვიყავი, აქ ვიყავიო… მეთქი, ერიჰა, ცუდადაა შენი საქმე. კუნდერა წერს ერთგან, ადამიანებს არ შეუძლიათ სხვების მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა უცხოეთში იყო და თავისი შტაბეჭდილებების გაზიარება უნდაო. ჰოდა, ამის მერე აღარ ვდარდობ, ვინც რა უნდა იფიქროს, მთავარი პროცესია და არა – შედეგი, როგორც ჩემი ნაცნობი იტყოდა.ინტერესით წავიკითხე, მაინტერესებდა, შენ როგორ დაინახე იტალია და იტალიელები.

  6. მეც ხო მასე ვარ, თავზე დამეცა ყველა რო ჩამოვედი და ვაიმეეე სად იყავიიიი, მართლაც მაგარ ადგილას ვიყავი და ზოგს ალბათ შურს, შენთანაც მასე იქნება :)და მე მინდა ვუთხრა ასეთ ადამიანებს, ვისაც შურთ ხოლმე ვინმე კარგ ადგილას რო წავა, რომ ოცნებები ხდება, მთავარია მონდომება! 🙂

  7. სნობი მშვენიერი სიტყვაა და სულაც არ მხვდება ყურში ცუდად ^_^ხოდა რა გადარდებს ვინ რას იტყვის, რაც მთავარია ხომ აიხდინე ერთ-ერთი ოცნება ^_^ :*აი მე კი, გერმანია მინდა :შ:user:

  8. მე არ მიყვარს ემოციების შეკავება იმის გამო, რომ ვიღაც რამეს იფიქრებს. არასდროს ვფიქრობ ამაზე და ღიად ვწერ, თუ მიხარია.არ მიყვარს, როცა ემოციების გამომხატველ ადამიანს ცოტა ისე უყურებენ… ათას რამეს მიაწერენ, რეალურად კი საკუთარ კომპლექსებს ფარავენ, მაგრამ უნიჭოდ.იმის გამო, რომ არ გინდა ვინმემ სნობად ჩაგთვალოს, არ ყვები. და ჩაგთვალოს, რატომ განაღვლებს. შენ ხომ იცი, რომ ასე არ არის ? 🙂

  9. ეგ არვიცი, მაგრამ მე თვითონ მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან დიდი სისულელეა.

  10. აა მამაკაცია :)ალბათ ეშინია, რომ იტალიური შთაბეჭდილებების ფონზე თვითონ უინტერესო გახდება შენთვის

  11. ხო, აი ნათიასთანაც ისეთი სიმყუდროვეა. არადა მართლა არ მიყვარს ეგ ფერი. არადა შეიძლება ჩემი ბრალია. მაგრა, უბრალოდ უზრო ურთიერთობა მამაკაცთან ძალიან დიდი სისულელეა.

  12. რა უცნაურია, ვარდისფერზე არც მე ვგიჟდები და ერთ ზაფხულს შინ რომ დავბრუნდი დედაჩემმა დამახვედრა ზუსტად ეგეთი ოთახი, ვარდისფერი გადასაფარებლით, კედლებით,ბორდოსფერი ბურთის ფორმის ჭაღით, რომელსაც ვარდისფერი განათება აქვს. ისეთი მყუდრო, ინტიმური ოთახია, ეხა უკვე ძაან მომწონს ))შარზე არიან ეგ შენი ნაცნობები )))

  13. რომ ჩამოვედი მეც მითხრეს, დისტანციას რატო მიჭერო, უახლოესმა მეგობარმა…რაუცნაურია ))))))))))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s