The Mediterranean Sea, the black one, memories and soldiers

როდის იქნება, რომ თბილისის ანძა აჯობებს ეიფელს??? მგონი არც არასოდეს. ან ის როდის იქნება, რომ შავი ზღვა აჯობებს ხმელთაშუას???
ვგულისხმობ არა თურქეთის და ა.შ. ქვეყნების მისადგომებთან, რადგან ბევრი ჩემი ნაცნობ-არანაცნობი ქართველისგან განსხვავებით, არასოდეს დამისვენია თურქეთში, მითუმეთეს – დანარჩენ ქვეყნებში.
არა არა, არა ამ ქვეყნების, არამედ აჭარის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მისადგომებს. ანუ მოკლედ და კონკრეტულად – საქართველოს წყლიან მხარეებს.

აფხაზეთი არვიცი, ვერ მოვესწარი, თუმცა წინა თაობა მეუბნება შეუდარებელი იყოო.  აი მაგალითად ავიღოთ დედაჩემი (მე მაპატიეთ, ალბათ ზედმეტად ხშირად ვახსენებ მას ჩემს პოსტებში, მაგრამ თუ რამის გაგება მინდა, მას ვაკითხავ ხოლმე). ხოდა აი დედაჩემი. შეუძლია უსასრულოდ ისაუბროს გაგრაზე, ბიჭვინთაზე, ლესელიძეზე (სადაც გაიცნო სხვათაშორის მამაჩემი) და აფხაზეთის სხვა კურორტებზე. წელსაც კი, საზღვაო სეზონი ისე არ გაგვიტარებია, რომ გაგრა არ ეხსენებინა. ჩუმად ვარ მართლა, ხმას არ ვიღებ. რაც არვიცი, არვიცი. ალბათ კარგი იყო.
სამეგრელოს მხრიდან ვიყავი ანაკლიაში 1996-ში მგონი (მე 9 წლისა გახლდით)  და მაზუთისა და ნიჟარებით გაძეძგილი ზღვის გარდა არაფერი დამამახსოვრდა. ააა, კიდევ მახსოვს ბევრი ტანკი, ჯარისკაცები, შიში. მახსოვს დედაჩემი, დეიდაჩემი და ბებიაჩემი მხოლოდ მეგრულად რომ საუბრობდნენ და არა ქართულად. მასპინძელმა გაგვაფრთხილა, მხოლოდ მეგრულად ისაუბრეთო. ბავშვები – ჩუმად ვიყავით მშობლებს აფარებულნი. რა საოცარია ისე: ერთადერთი მამრობითი სქესი მიშელი იყო, რომელიც მაშინ 7 წლის ბრძანდებოდა. ზღვა – როგორც უკვე აღვნიშნე, მაზუთიანი, საშინელი, ქვიშიანი (ეს პლუსია). შიგნით ძალიან ზერელედ შევდიოდით, რადგან ეგრევე ღრმავდებოდა და ყველას გვეშინოდა. და წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა, როდესაც მახუთი და ქვიშა ერთდროულად გეკრობა სხეულზე. პლუს ლოკოკინებით სავსე ნიჟარები, რომლებისაც მაშინ მეშინოდა. მოკლედ epic fail!
ფოთი – სამწუხაროდ ფოთის ზღვაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ პორტია. დასვენებით არ დამისვენია.
განმუხური – შარშან (ანუ 2009 წელს) ზუგდიდში ყოფნისას მიშელის სამეგობრომ გადაწყვიტა რამდენიმე საათით წავსულიყავით. იკა მოვიდა მანქანით და გავეშურეთ. ახლაც მეცინება რომ ვიხსენებ. საჭესთან იკა, რომელმაც მოითხოვა ქეთუნა ჯდება წინო, გვერდით – მე და უკან 5-6 მამაკაცი ერთმანეთზე მიწებებულნი. 😀 😀 😀 sometimes I love being a wom, especially when there’s ain’t no other 😀 სოფელ ოტობაიას გავცდით, განმუხურს მისადგომებთან ისევ ქართველი სამხედროები. იკას საბუთები მოსთხოვეს, ცოტა დავიძაბეთ, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ქართველები არიან.  გაკეთებული იყო განმუხური – იცოცხლე. კაფეები, ბარები, ფეხბურთის მინი-მოედანი, ფრენბურთის მოედანი, ბუნგალოები. მოკლედ მიშა მაგარია. ეს იმ პერიოდის მომდევნო პერიოდია, “აი განმუხური, განმუხური”-ს რომ გაიძახდა. მანამდე ახალგაზრდული ბანაკიც ხომ იყო 2008 თუ 7 წელს განმუხურში. ნუ მოკლედ. ოღონდ მიშა ჩავიდეს და მერე კი აკეთებენ რაღაც-რაღაცეებს. ზღვა ნორმალური, ხალხი – რათქმაუნდა “მურე წიე” საზოგადოება. ნუ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბართან გაქვს საქმე ან ყურებთან ძალიან ახლოს ჩაგიარა ვინმემ. ასე რომ ამას დიდად არ შევუწუხებივარ. “ცივი პივა” და “ცხელი სიმინდი” არ მახსოვს იყო თუ არა. ჩვენ ივლისში ვიყავით ჩასულები სულ რაღაც 3-4 საათით და ვერ ვიხსენებ ამას. ზღვა – ქვიანი, ჭუჭყიანი. გავიხედე ზღვიდან მარჯვნივ და გორაკები. გორაკებზე კი შორიდან და ბუნდოვნად ისევ სამხედროები, ამჯერად – რუსი. არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. აქეთ ჩვენ – რამდენიმე ასეული საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქე, იქით ავტომატ-მომარჯვებული რუსი ჯარისკაცები ჩვენი დაზვერვით დაკავებულნი.  მოკლედ fail!
ეს მე და მიშელი იკას მანქანაზე შემოდებული ჩემი “ნიკონი”-თა და მზის აკომპანიმენტით.

ქობულეთი – ბოლოს ვიყავი 2001 წელს. მე, მამაჩემი და მიშელი. საერთოდ არაფერი. მთელი სოფელი არის აღმაშენებლისა და რუსთაველის ორი უგრძელესი გამზირი მილიონი საჭმელი ობიექტით. ზღვა – ბინძური, სიტუაცია – არაფრისმთქმელი, ანუ რომ ამბობს “არაფერი”-ო. fail!
ბათუმი – ზედა აბზაცს თუ არ ჩავთვლით, 2000 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე 10 წელია ჩავდივარ. (გამონაკლისი იყო 2008 წელი ომისა და სამსახურის გამო და 2009 წელი – სამსახურის გამო) ცვლილებები შეიმჩნევა. წელს განსაკუთრებული. ბათუმელი მოსახლეობა გმინავს მთელი ბათუმი თურქეთისააო. მართლა ეგრეა. ახალი შენობა-ნაგებობები თურქულ-ბანძოსტან სტილში გადაწყვეტილი. კოშმარი. ფასები – კიდევ უფრო კოშმარული. სამაგიეროდ გადაძეძგილია ტურისტებით :მიშასგაცისკროვნებულისახეგამანახეთ: და ფულიც მათზე კეთდება. ერთმა ბათუმელმა არქიტექტორმა გვითხრა რა ჯანდაბად გვინდა ეს სასტუმროები, თუ ქართველს შიგ ფეხი არ დაედგომებაო. ვეთანხმები. საქართველო უპირველეს ყოვლისა ქართველისთვის უნდა იყოს და არა უცხოელი ტურისტისთვის, იმჰო. მაგრამ დიზაინია ისეთი საზიზღრული, რომ თურქული ხელწერა ეგრევე ეტყობა უმეტესობას. კარგი რაღაც ის იყო, რომ ბულვარში რკინა-ცემენტი დააგეს, რაც ძალიან მოსახერხებელია. ნაპირი ისევ ქვიანია და რატომღაც ბათუმში ძალიან დიდი ზომის ქვებია. ზღვა – უჭუჭყიანესი!!! “ცივი პივა” და “ცხელი სიმინდი” ისევ აქტუალურია და მანამდე ტელევიზორში გაშუქებული სიცრუე, თითქოს სანაპიროებზე გარე-მოსიარულე ვაჭრობა აიკრძალა. ღამის კლუბების რაოდენობა ერთი-ორად შემცირდა და რაც არის, ისინი იმაზე ძვირია, ვიდრე მაშინ, ჩემი თინეიჯერობის ჟამს. აი ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემი და და მისი უახლოესი სამეგობრო ყველგან დამათრევდა. შეზლონგი ადრე თუ 3 ლარი ღირდა, ახლა საათობრივ აღრიცხვაზე გადავიდნენ და თუ დღეში დაახლოებით 7 საათი გაჩერდები (ჯამში 7 საათი), მაშინ 7 ლარი დაკარგულია ქვებზე არ-წოლისთვის. აჭარული ხაჭაპური 8 ლარამდე ავარდა და ერთი ოთახი კაცზე 15-20 ლარი ღირს.
სარფი, გონიო, კვარიათი – შედარებით ნორმალური სიტუაცია. ქვები ბათუმთან შედარებით მცირე ზომის და ზღვა – საუკეთესო მთელ საქართველოში. მაგრამ ფასებს აქ მითუმეტეს არ უნდა მიეკაროთ.
ზღვაში მოშარდვა ისევ აქტუალურია, ისევე როგორც ნაგვის ჩაყრა და ფურთხება.

ამ დროს ხმელთაშუა ზღვა.
ვაიმეეე!!!
აქაც დადიან, ოღონდაც მხოლოდ ფერადკანიანები ( კიარადა კუპრივით შავი აფრიკელები) სიმინდისა და ლუდის მაგივრად სარაფნებსა, პირსახოცებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს ჰყიდიან “prego”-ს (გთხოვთ, ინებეთ – იტალიურად) ძახილით. სანაპირო ოქროსფერ-ქვიშიანი,
უსუფთავესი, ულამაზესი.
აი ნახეთ რა მაგარი ზღვაა.
მე და სლოვაკი გოგო. 

ესეც ორმხრივი ნაპირი, ადრეც დავდე ამ ადგილის სურათი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

მეტი რა შემიძლია დავწერო??? არ შემიძლია შავი ზღვა უფრო მომწონდეს, ვიდრე ხმელთაშუა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი მქვია. ამბობენ, თურქეთს რომ ესაზვრება ის ხმელთაშუა ზღვა საშინელია და არ ბანაობენო, კი, მეც გამიგია, მაგრამ რაც მე ვნახე, არაჩვეულებრივია.

Advertisements

7 thoughts on “The Mediterranean Sea, the black one, memories and soldiers

  1. ქეთ – ხო. ხომ გაგიგია გამოთქმა "ვინც არ არის კახაბერი, მას ვერ ვიტყვი კახაბერად". ხოდა ეგრეა რა. რატომღაც რახან საქართველოა, ყველაფერი ქართულის გაიდეალება გვიყვარს ხოლმე, არადა საჭიროა უბრალოდ თვალი გავახილოთ. კი, შეუდარებელია ნამდვილად.

  2. კარგია, ზღვაზე რომ დაწერე, ქეთ. ქართველებს რაც გვაკლია, ეს თვითკრიტიკაა – ჩვენ ხომ ყველაზე კარგები ვართ და ამასობაში ყველაფერს ვანადგურებთ. როცა ჩვენვე ვიტყვით, რომ რაღაც არ ვარგა, მგონი ეს შედეგს გამოიღებს…საშინელებაა, რომ აბინძურებენ ზღვას :(კარგი ფოტოებია :)რა ლამაზი ჰორიზონტია ხმელთაშუა ზღვაზე… და ეს ფერი!

  3. ნუ გვაქვს იმის კომპლექსი, რომ რახან ქართველები ვართ ყველფაერი მაგარი გვაქვს და სხვისი არაფერი უნდა დავინახოთ!გეთანხმები , ჱვენზა უმაგრესი პლაჟები და ბუნება აქვს სხვა ქვეყნებს;) ყველას აქვს კარგიი რაღაც, რაც მხოლოდ მისი ხიბლია 😉

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s