მერე ისევ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და წინ წასულობა

ჯერ არ დამითვლია, მაგრამ დავთვლი, სად წამივლენ.
მსიამოვნებს – არვიცი ოღონდ რა. ბლოგების კითხვა. ამ მომენტში გუგლ-რიდერი 73-ს წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს და მე ისეთი ბლოგერის პოსტს ვკითხულობ და ვაკომენტებ, რომელიც საერთოდ არ მყავს GR-ში.
რა შუაში იყო ახლა ეს?!
იდიოტობა რა არის???
მე რომ ჩემითვე amazon.com-დან გამოწერილ ლეპტოპს ვუზივარ და Magtifix-ის ნელი ინტერნეტით ვსარგებლობ, როცა იქით ოთახში საკუთარი კომპიუტერი “Caucasus”-ის შედარებით ჩქარი ინტერნეტით დგას.
ყოველი დღე რომ ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმუშევარი ზიხარ და ერთი სული გაქვს სადმე გაიპარო, უბრალოდ გაიქცე, მაგრამ უფულობა უუნარობა გახსენდება და უარესად გრძნობ თავს.
აქეთ-იქით რომ ვაკვირდები მოვლენებს და ასმაგად მინდება აქედან წასვლა. სამუდამოდ??? აი ზოგჯერ ისე ვარ, რომ ამ კითხვაზეც ვორჭოფობ. მაგრამ მერე ისევ მიწაზე ვეშვები და ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მარჯვენას ეუბნება, რომ მე ვერსადაც ვერ წავალ მთელი რიგი მიზეზების-და გამო. ნუ ერთადერთი ლოგიკური მიზეზი სწავლის გაგრძელება არის, მაგრამ მე ზუსტადაც რომ მაგას ვგულისხმობ.

ბოლო პერიოდში რაც მე ამა თუ იმ ბლოგზე კომენტარი დავწერე, მათი 90% იყო მსგავსი შინაარსის:

ხო, აი ძირითადად ასეთი შინაარსისაა. ეს უკანასკნელი კი ამ პოსტზე დავტოვე. წაიკითხეთ ეგ პოსტი, თუ გაინტერესებთ. როგორი “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” ქვეყანა ვართ იდიოტობებით ბაქი-ბუქითა და სიტყვიერ-ფიზიკური შეურაცხჰყოფებით.
 მანამდე ნანუკა ხაზარაძის ამბები. აგერ პიკოსთან არის ყველაფერი მათთვის, ვინც არ იცის.  და ჩემი ეს კომენტარი.

ამან დღეს ძალიან დამთრგუნა. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მომხდარ ქართულ მარაზმებს შორის ყველაზე მეტად ამან გამომადებილა. თბილისი ისეთი ქალაქია, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი კი არა, “ჩერეზ-ჩერეზ” ვიღაც რომ არის ჰომოსექსუალისტი ის არ დაიმალება, მაგრამ ამაშია საქმე. როდესაც თავს დებ ჟურნალისტობაზე და ელემენტალურად წიგნი სახელად “ადამიანის უფლებები” არ უნდა გქონდეს წაკითხული??? კარგი, ვერ ვწვდებით ვერც მაგ თაროს და ვერც იმ თაროს, რომელზეც წიგნი სახელწოდებით “ეთიკის და ქცევის ნორმები” დევს. მაგრამ იმ თაროს მაინც ხომ მაინც ვწვდებით, რომელზეც დევს უდიდესი წიგნი სახელწოდებით “ბიბლია”??? “არა განსაჯო და არა განისჯები” ძალიან უცნობი ფრაზაა??? ან ის მაინც არ იკითხებოდა რომელიმე გვერდზე, რომ სიბოროტის ჩადენა არ არის კარგი საქმე??? რა სინდისით შეგიძლია ხვალ თვალებში ჩახედო ნანუკასა და ლევანის შვილს??? ეტყვი, რომ კარგი ადამიანი ხარ, კარგ საქმეს აკეთებ , მიუხედავად იმისა, რომ მის დედას სიბოროტეს უკეთებ??? ძალიან ცუდია, რომ ასე მძაფრად გვიყვარს სხვის უბედურებასა თუ პრობლემაზე მაზოლის დაჭერა და საკუთარი (ამ შემთხვევაში ჟურნალის ტირაჟის) ბედნიერებისთვის ადამიანის განაწყენება.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციო გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.  

მერე ისევ ბრბო, რომელიც ამ ჟურნალს უნახავივით (ანუ “ხამივით”) ყიდულობს და ტკბება: უიიიი, იცოდი, რომ ლევანიკოს შეყვარებული ბიჭი ჰყავდა??? უიიი, ნანუკამ “იდი ნა ხუი” უთხრა ჟურნალისტს??? დეეეეედაააა, ვაიმეეეე, უყურე შენ….

მერე ისევ საუბრები იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ცნობილი ჟურნალისტი საკუთარი საქმის პროფესიონალია.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.

მანამდე ვერ-შემდგარი გეი-აღლუმისა და მართლმადიდებელი მშობელთა კავშირის ამბები, რომელთა მოყოლა ძალიან მეზარება.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე. 

მანამდე ერეკლე დეისაძის ამბები.

მერე ისევ რომელიმე საინფორმაციოში გადაცემაში პოლიტიკოსების საუბრები ნატოში, ევრო ალიანსსა და თუ სხვა სახის დემოკრატიულ გაერთიანებაში ცხვირის შეყოფაზე.

მანამდე ტელეკომპანია “კავკასია”-ს დარბევა, ცემა-ტყეპა და ღმერთის სახელით მოქმედებები.

მერე ისევ ვიღაც რიგითი დეგენერატი, ჩემს ქუჩაზე მიმავალი ღამის კიარადა დილის, კიარადა ღამის რომელიღაც საათზე ძმაკაცის მისამართით ტექსტებით: “აუ ეგ ხო მაგარი *ლეა, იმდენი ვაგინე, რომ ტიპი იმენა აორთქლდა ორ წამში ჩემი დედა მოვტ*ან”.

მერე ისევ დემოკრატია, დემოკრატიული პრინციპები. 

მერე ვიღაცის ახალ-მოყვანილი არაქალიშვილი ცოლი და მასზე ჭორაობები.

მერე “არაქალიშვილები”-ს მიერ ქალიშვილებისა და ქალიშვილობა-მოყვარული ხალხის დაცინვა და ქილიკი.

მერე ისევ დემოკრატია, ქცევისა და ცხოვრების თავისუფლებაზე ბჭობა. არაერთი. 

მერე ისევ “შეჩემა”-ები და ხატთან პირჯვრისწერები.

მერე ისევ….

მერე ისევ რომელიმე უცხოელი ( იტალიის ამბებიდან გაცნობილი) თავის “კედელზე” (ანუ ფბ-ის ვოლზე) დაწერილი სახალისო სტატუსით და მე:


წავედი ბალიშისკენ, დილის 6 საათი სრულდება 10 წუთში. 

Advertisements

12 thoughts on “მერე ისევ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და წინ წასულობა

  1. ხშირად ისე უცხოდ ვგრძნობ თავს ამ ადამიანებს შორის.

  2. ქეთ – კი გეთანხმები. და მერე რამე თუ იპოვეს ხელჩასაჭიდი, ეგრევე ქრისტიანოას იმიზეზებენ. არადა ქრისტიანობა რომ გვეუბნება არა განსაჯო და არა განისჯები, ეს არ ახსოვთ. მოკლედ რა.

  3. მართალი ხარ ქეთ, გაქცევა მოგინდება :(სამწუხაროა, რომ არანაირ ნორმებს არ იცავენ.ერთადერთი გამოსავალი ის მგონია, რომ ასეთი გაზეთები და ჟურნალები ხალხმა არ იყიდოს, ჩაუვარდეთ სხვების უბედურებაზე აგებული ბიზნესი, მაგრამ ჩვენთან ხომ ასე ძალიან უყვართ სხვების ცხოვრების ცხვირებით ქექვა 😦

  4. :((((( რომ არ ვიცოდე, რა მძიმე სიტუაციაა საქართველოში, ალბათ რამეს ვიტყოდი, მაგრამ ვიცი :/ მე თვითონ მანდ აღარ ვცხოვრობ და სხვები როგორ დავაიმედო 😦

  5. გიო – შენ ზარმაცუნა შენა 😀 :Dროდე – კი, ნამდვილად ეგრეა. კანარიო – "ვაიმეეე, როგორ გაბედა???"

  6. ეჰ, ქეთ… მე სოფელში რომ ვისმენდი მეზობლების ჭორაობებს, ჩემი სიფათი უნდა გენახა… არაქალიშვილობა ჰომ ცალკე თემაა და ახალ თემას წავაწყდი მე, "10 წლით დიდმა კაცმა ქალიშვილი გოგო ითხოვა" 😀 აუ, უკვე მეცინება ამათ საქციელზე, დედას ვფიცავარ 😀

  7. ქეთ ზუსტად თქვი ყცელა ჩვენი სატკივარი :((ეს ყველაფერი გროვდება, გროვდება, გროვდება ჩვენში, ილექება და რა შედეგით დასრულდება ეს არავინ უწყის…ყელშია ყველაფერი უკვე და ნათესავები გვაკავებნ აქ…გაუსაძლისადაა ეს პროვინციალიზმი.

  8. მეც მიფიქრია, კი არა და ვფიქრობ წასვლაზე, თან დიდი ხანია :|აი სწავლაზე ფიქრი უკვე აღარ მინდა 😐 ამიდუღდა ტვინში ყველაფერი, აღარ ვიცი რა ვქნა :|ეს განათლების სამინისტროც ხომ ბოზი კურდღელივით დახტის აქეთ-იქით…ხოდა, შენს პოსტს რომ შევხედე , მევთქვი ამას რა წაიკითხავსთქო 😀 😀 მაგრამ რომ დავიწყე ვეღარ გავჩერდი 😀 … იგივე საფიქრალი, წუწუნის თემაც იგივე 😀 😀 :S

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s