Movies to be seen (ep. 3)

როგორც პერიოდულად ვაქვეყნებ ხოლმე ახალი ფილმების ტრეილერებს, ახლაც არ ვუღალატებ ტრადიციას.
1) The Social Network. ფილმი, რომელიც უნდა ნახოს ყველა პირწიგნაკელმა!!!

2) Fair Game. ნაომი უოტსისა და შონ პენის მეორე ტანდემი, თუმცა ამჯერად საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივ და ჯაშუშურ საქმიანობასთან. საკმაოდ საინტერესო ფილმი სჩანს.

3)I’m Still Here. კეისი ეფლეკის (ბენ ეფლექის ძმა) რეჟისორობით ავტობიოგრაფიული ფილმი ხოაკინ ფენიქსის შესახებ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.

4) The Next 3 Days. რასელ ქროუს, ელიზაბეტ ბენქსისა და ლაიამ ნისონის მონაწილეობით. მკვლელობისთვის დაჭერილი ცოლისთვის ჩადენილი საშიში ქმედებები.

5) How Do Yo Know. რიზ უიზერსპუნი ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში ოუენ ვილსონისა და პოლ რადის მიმართ. ჯეკ ნიკოლსონი მომენატრა აშკარად.

6) Burlesque. შერი, სტენლი ტუჩი, კრისტინა აგილერა და ჩემი უსაყვარლესი კემ ჯიგანდეტი. მაგარი იქნება.
7)Heartbreaker. ჯონი დეპს ნამდვილად აქვს სანერვიულო ასეთ მამაკაცს რომ “ათხოვა” მეუღლე.
8)The Company Men. ბენ ეფლეკი, კევინ კოსტნერი, კრის კუპერი, მარია ბელო და ტომი ლი ჯონსი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამოშვებული მამაკაცის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმია.
9) You will meet a tall dark stranger. ანტონიო ბანდერასი, ენტონი ჰოპკინსი და ნაომი უოტსი. ვნახოთ, ვნახოთ.
10) Life As We Know It. კეტრინ ჰეიგლის არცერთი ფილმი არ გამომიტოვებია ამ ბოლო დროს, ესეც სასიამოვნო კომედია იქნება ალბათ.

ესეც ასე. ვისაც არ გინახავთ წინა პოსტები, აგერ N 1 და N 2 . happy watching 🙂

Advertisements

15 thoughts on “Movies to be seen (ep. 3)

  1. მეც ძალიან მაინტერესებს. კი მაგარი იდეაა. გამიკვირდი ჩემს ბლოგში 😀

  2. პირველი ფილმი ძალიან ძალიან მაინტერესებსდა საქართველოში რომ ჩამოვა მთელი ფბ წავიდეთ ერთად 🙂

  3. სოფი – რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. ხოდა გულს რომ ვეღარ ვუდებ, მაგიტომაცაა, რომ ძირითადად კომედიებს მივაწექი, რომ დიდად გონება არ დავიტვირთო და სასიამოვნო იყოს. თუმცა ნელ-ნელა უნდა გამოვფხიზლდე. კი, მეც რაღაც ყველა ფილმში მომწონს კეტრინი. გ-ს ამბობენ ხოლმე ტრეილერებში და რავიცი აბა. ხოაკინზე მეც ძალიან დამაინტერესა. კიწ – კი, მეც ძალიან.

  4. რაღაც საინტერესო ფილმები ჩანს :> მმმ , ვუყურებ ნელ-ნელაა ;;)

  5. ამ ბოლო დროს ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუდებ გულს და არ მაინტერესებს :/ ქეთრინ ჰეილის თუ ჰეიგლის, მგონი გ–საც ამბობენ, ფილმმა დამაინტერესა, ისეთი საყვარელი სახე აქვს ამ ქალს, ყველა ფილმში მომწონს. კეისი ეფლეკის ფილმმაც დამაინტერესა, ადრე ხოაკინ ფენიქსი მიყვარდა.

  6. 😀 😀 :Dჰე, სწავლა მეც მეწყება და გეთანხმები, მაგრამ რავიცი აბა.

  7. არადა სოლთის ნახვა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირდა. ანჯელინას ვერ აღვიქვამ კარგ მსახიობად.

  8. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა ადრე გექნა ეს სიკეთე. ახლა სწავლა იწყება, დაო 🙂

  9. Fair Game-ს აუცილებლად ვნახავ, მიყვარს ჯაშუშური ფილმები. იმედია სოლტზე უკეთესი იქნება

  10. შონ პენის მონაწილეობით ვნახავდი, მომწონს ეს მსახიობი.

  11. ხო მაქსიმალურად ისეთები შევარჩიე, რომლებიც უმეტესობას მოეწონება. ზოგი სულ რაღაც 1-2 კვირაში გამოდის.

  12. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ყველა აქ ჩამოთვლილ ფილმს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s