ბუსაკას შტერი დეიდა

დღეს კომპიუტერთან ჯდომისას რამდენიმე ათეული წამის (არადა სხვა შემთხვევაში მაქსიმუმ 2-3 წამი ვძლებ ხოლმე) განმავლობაში ვიჯექი და ამ ეკრანს ვუყურებდი. უაღრესად საინტერესო იყო. 



მერე ისიც მივხვდი, რომ ხშირად მზად ვარ ჩემი ახლა უკვე მოძველებული კომპიუტერი 2 წუთით მივატოვო, კარადიდან დიდი ჩაქუჩი გამოვიღო და რამდენიმე ათეული მოქნევა განვახორციელო კომპიუტერის თითოეული ნაწილის მიმართ. დაწყებით კი მონიტორით დავიწყებდი, შემდეგ პროცესორი (ზოგი რომ სისტემურ ბლოკს ან თუნდაც კეისს უწოდებს), შემდეგ ups, დინამიკები, ბასი. შემდეგ რიგში დგას კლავიატურა იმიტომ, რომ მასზე რიცხვები რომ წერია მარჯვენა მხარეს 9-ს ვწერ და +9 იწერება, 3-ს ვწერ და  “3 ენტერ” კეთდება (და კიდევ დაახლოებით 5-6 არასწორი შედეგი ზოგიერთ სხვა ღილაკზე დაჭერისას) და ბოლოს მაუსი, რომელიც ზოგჯერ ეკრანზე “შეშდება”. 



მერე მომივიდა ის აზრი, რომ უკვე საგრძნობლად ცუდად ვარ და ისიც მომივიდა თავში, რომ ხალხს მხოლოდ კარგ ხასიათზე მყოფი ვუყვარვარ. ყველას უკლებლივ. 
და ეს პოსტი იწერება არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი შევაცოდო (რა აზრი აქვს, თორემ კი), უბრალოდ მე დღეს ბლოგის გარდა ვერაფერი (და ვერავინ) ვიპოვე, ვისთვისაც შევძლებდი ეს ყველაფერი მეთქვა. 
რაღა შორს წავიდე: თვით ოჯახის წევრებსაც კი, როდესაც 4 თვისა და 9 დღის ბავშვი (1 სექტემბერს გახდა 4 თვის) ჩემთან შემოჰყავთ, ასეთ ტექსტებს ეუბნებიან: “ბუსაკა, მოდი ვნახოთ რას შვრება შენი შტერი დეიდა”. 


ბუსაკას შტერი დეიდა არაფერსას არ შვრება. საერთოდ არაფერს.

ბუსაკას შტერ დეიდას ღამით არ სძინავს. ღამის პირველი ნახევარი იმიტომ არ სძინავს, რომ არ ეძინება და კომპიუტერთან ჯდომა და მერე წიგნის კითხვა უნდა. ღამის მეორე ნახევარი იმიტომ არ სძინავს, რომ კი – ძალიან ეძინება და კი – უკვე ლოგინშია ჩაწოლილი, მაგრამ ბუსაკას კვნესა ფხიზლად ამყოფებს. და როცა ეს კვნესა უკვე წუხილსა და ტანჯვაშია გადასული და ბუსაკას დედას ეს მაინც არ ესმის, მაშინ ბუსაკას შტერი დეიდა უყვირის ბუსაკას დედას: “თამუნაააააააა, გაიღვიძე, ტირის უკვე ბავშვი, მიხედე რა”. 

ბუსაკას შტერ დეიდას დილით არ აძინებენ. ბუსაკას, ბუსაკას დედას, ბუსაკას ბებიას და ბუსაკას ძიძას (ხოო, ესღა მაკლდა, ისე ნაკლები ხმაურია სახლში) კროსი (ეს ხომ ქართული სიტყვაა??? თუ არა, შემისწორეთ) აქვთ გამართული იმ ოთახში, სადაც ბუსაკას შტერ დეიდას სძინავს. 

ბუსაკას შტერი დეიდა არ ჭამს საჭმელს. დღეს მაგალითად მთელი დღის მანძილზე ჭამა რამდენიმე 3-4 ქლიავი, 1 კოვზი მოხარშული რძე (ვცდილობ გამართული ქართულით ვწერო, თორემ მაგას ყველანი “სგუშონკა”ს ვეძახით) და ერთი ჩანგალი ხორციანი მაკარონი. 1 ჩანგალი ის, 1 კოვზი ის, 3-4 ქლიავი. სულ ეს იყო. 

ბუსაკას შტერი დეიდა სახლიდან არ გადის. სად გავიდეს, ვისთან გავიდეს? ყველა მუშაობს და საღამოს ყველას ერთი სული აქვს სახლში მივიდეს და კომპიუტერს მიუჯდეს. 

ბუსაკას შტერი დეიდას არც უნდა სახლიდან გასვლა. სახლიდან გასვლისთვის ფულია საჭირო, მაგრამ ბუსაკას შტერი დეიდა დროებით უმუშევარია. ( ეს “დროებით უმუშევარი” მაგარი მიღწევაა სრულიად ქართული ანკეტების ლექსიკონებში. რამდენი ხანია ეს “დროებით”??? როგორ გავზომო ეს “დრო”??? 14 ივლისიდან რამდენი “დროებით” გავიდა??? )

ბუსაკას შტერი დეიდა ყოველღამე ვარსკვლავებს ითვლის. იმ ღამეს 38 იყო, იმის მეორე დღეს 32 აღრიცხა თავში. იმის მერე აღარ ახსოვს, შეიძლება ნაუცბადევად გაეშურა ლოგინისკენ და დაავიწყდა ცისთვის შეხედვა.გუშინ ყველა ვარსკვლავს ეძინა და ანუ, შესაბამისად, 0.

ბუსაკას შტერი დეიდა ღამის რომელიმე კონკრეტულ დროს მობილურ ტელეფონს იღებს და contacts”-ებს ათვალიერებს. ეს იმისთვის, რომ ვინმე ისეთი იპოვოს, ვისთანაც ღამის რომელიღაც საათზე ფიჭური წერილის (ანუ მესიჯის) გაგზავნა არ იქნება უხერხული და უაზრო “რას შვრები, როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ ახალი, მომენატრე”-ების გარეშე დაიწყება და გაგრძელდება მიმოწერა. 
1) ჰოლანდიაშია.
2) ინგლისშია. დღეს მითხრა ჩამოდი ჩემთანო. ვიზა და ბილეთი ჩემზე იყოსო. 
3) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. (როგორც ჩემმა ჯგუფელმა მაიკომ ლამის ხატს გადამცა 2 წლის წინ: ეგრე გვიან რატომ მისწერე, გათხოვილია და იქნებ რას აკეთებდა ქმართან ერთადო. მას შემდეგ გათხოვილებს ღამით აღარ ვწერ. 
4) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
5) ბათუმშია და ერთობა. თან არც ვარ ისე ახლოს, რომ გვიან რამე მივწერო. 
6) ეს მხოლოდ ბალანსის გასაგებად გამოიყენება. “ბალი”-ს ნომერია. 
7) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
8) ეს ვერ გამიგებს. არადა ალბათ უნდოდა, მაგრამ სხვა ტიპია. თორემ ვიცი, არ სძინავს. რომ სძინავდეს, არ მეუხერხულება.
9) ამას ვწერდი 2-3 ღამე, მაგრამ გუშინწინ რომ მივწერე – კარგი, აღარ მოგაცდენ, დაიძინემეთქი, მას შემდეგ არ მომიცდენია. 
10) ამას სძინავს. თავს იზღვევს და სკაიპშივე მაფრთხილებს ახლა წავედი, ვიძინებ და არ მომწეროო. 
11) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
12) ეს ნომერი უკვე წასაშლელია. რომ მივწერო, ვერ გამიხსენებს. ხოდა ამდენ ამბავს სჯობს წავშალო. 
13) ეს რაღაც კონკრეტული საქმისთვის ჩაწერილი ნომერია. 
14) მეუღლესთან ერთად სძინავს და უხერხულია მიწერა. 
15) facebook. ამას რამე რომ მივწერო, ყველას გავაგებინებ. 
16) გერმანიაშია და მითხრა როცა გინდა, მაშინ მომწერეო. უზომოდ მენატრება და სულ მინდება მივწერო. საუბარი არასოდეს იწყება შაბლონურად და ყოველთვის ჩემიანია. ბედი არ გინდა – რაღაც ვუქენი ტელეფონს და უცხოეთში ვერ ვაგზავნი მესიჯებს. უნდა მივიდე “მაგთი”-ში. 
17) ჯგუფელს რა ჯანდაბა მივწერო. “როდის ვიწყებთ სწავლას???”-ს გარდა. 
18) ამას მალე აქვს დაბადების დღე და უნდა მივულოცო. რიგითი მამრი ყოფილი კოლეგის სტატუსით.
19) სტუ-ს ადმინისტრაცია. 
20) დეკანატი. 
21) მიშელს არასოდეს აქვს ანგარიშზე. 
22) “რას შვრები, როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ ახალი, მომენატრე”-ები მძაგს. 
23) ჩემი ჯგუფის კურატორი. 
24) ოოოო, ოღონდ ეს არა, გვერდითა ოთახშია და “მოდი, 2 წუთი ბავშვი დაიჭირე”-ს მეძახის მხოლოდ. 
25) ეს აქეთ მწერს “გეხვეწები წყალი შემომიტანე რა”.
26) იაფი ტაქსი.
27) ტვიტერი. იხილეთ მე-15 ნომერი. 
28) ამას შემიძლია რომ მივწერო, მაგრამ ვცდილობ გავუფრთხილდე და არ შევაწუხო. 
28) ამასაც მალე დაბადების დღე აქვს და უნდა მივულოცო. ესეც რიგითი ყოფილი თანამშრომელია. 

ბუსაკას შტერ დეიდას ბოლო მოუღო კრიტიკულმა დღეებმა, რომელიც  ზღვის შემდეგ თუა, სჯობს ნაჯახი ჩაირტყას მუცელში, რადგან დღეში 3 აბი წამალი არაფრისმაქნისია. 
თუმცა ბუსაკას შტერი დეიდა მაინც თვლის, რომ მას კრიტიკული დღეები კი არა, კრიტიკული ცხოვრება აქვს. 

არვიცი პოსტი როგორ დავაბოლოვო და მოდი, ჩუმად გავიპარები. სხვების 18 პოსტი მაქვს წასაკითხი.

ესეც ბუსაკა და ბუსაკას შტერი დეიდა. 
ერთმანეთის ჭამაში. 


Advertisements

11 thoughts on “ბუსაკას შტერი დეიდა

  1. ნატოშ – ნუ ვცდილობ, რომ ვიყო კარგ ხასიათზე. ახლა ექიმმა დამინიშნა დღეში 4-ჯერადი ჭამა. 😀 😀 😀 😀 :Dძიბილკა – ეგრევე გიცანი. ვითომ რომ ანონიმურობ 😀

  2. "ხალხს მხოლოდ კარგ ხასიათზე მყოფი ვუყვარვარ. ყველას უკლებლივ. "შენ რა, კარგ ხასიათზეც ხარ ხოლმე?"ბუსაკას შტერი დეიდა არ ჭამს საჭმელს. დღეს მაგალითად მთელი დღის მანძილზე ჭამა რამდენიმე 3-4 ქლიავი, 1 კოვზი მოხარშული რძე (ვცდილობ გამართული ქართულით ვწერო, თორემ მაგას ყველანი "სგუშონკა"ს ვეძახით) და ერთი ჩანგალი ხორციანი მაკარონი. 1 ჩანგალი ის, 1 კოვზი ის, 3-4 ქლიავი. სულ ეს იყო. " ბუსაკას დეიდა, ერთმნიშვნელოვნად შტერია, დიახ.ხოდა, რისი კითხვა მინდოდა, საკუთარი თავის გვემას როდის ამთავრები?პ.ს. მეც ვერ ვიტან, როდესაც დილით მძინავს და ჩემს თავზე კროსს აწყობენ :/პ.პ.ს. ილაპარაკე ადამიანურად. მოხარშული რძე არა ისა. ნებისმიერ მძღოლთან რომ მიხვიდე და უთხრა, მანქანას "სამუხრუჭე ხუნდები" აქვს გამოსაცვლელი დაგცინებს. ამიტომ სგუშონკა, სგუშონკა ))

  3. ნატალია – კი, გეთანხმები. მეც ვაწყობ ძილის გამო სკანდალებს. ეგ ამბავი ხომ გამოსწორებადია, არა???როდეეე – ჩემი მაგისტრატურა საღამოს 6 საათზე იწყებააა 😀 😀 😀

  4. ქეთიი მალე სწავლა იწყება უნდა გადავეჩვიოთ 4-ზე დაძინებას 😉 ახლა შემოდგომაა და ადრე დაგვეძინება…

  5. ძილს რომ გირღვევენ, საშინელებაა. ჩემთვის არის საშინელება ყოველ შემთხვევაში და მაგ დროს არაადექვატური ვხდები, შეიძლება ისტერიკაც კი მოვაწყო [მომიწყვია :)].ჰოდა, შეგიძლია მე მომწერო ხოლმე, ნებისმიერი რამე 🙂 ერთადერთი იმ შემთხვევაში არ გიპასუხებ, თუ ანგარიშზე არ მაქვს. ჰოდა ეხლა არც ანგარიშზე მაქვს და არც შენი ნომერი მაქვს, რომ დავფიქრდი :))

  6. ხატი – ძალიან დიდი მადლობა. :**ქეთი – შენც ძალიან დიდი მადლობა. :** ხო, აი უკვე იმდენად ჩვევაშია გადასული, რომ ცოტა არ იყოს მიჭირს გრაფიკის შეცვლა. ნინა – მაგალითად დილაადრიან რომ ბავშვი ვასეირნო :Dnuca – უი მართლა??? არადა ხარ 28-ე ნომერი. 😀

  7. busaka usayvarlesia, deidamisi kidev ufro… martalia vmushaob permanentulad, busakac ar myavs saxlshi, arc dzidzebi da arc gamit dzils mishlis vinme, magram simptomebi igive maqvs )) :* P.S.: chamonatvalshi chemi tavi ver agmovachine tu ver vicani? 😀

  8. ცოტა ადრე დაიძინებ კი არა, გაიღვიძებ :დ რამე საქმე უნდა გამონახო და 7ზე დილით წამოხტე. შანსი არ არის მერე ღამით პირველამდე არ დაგეძინოს : )))

  9. მართლა ძალიან საყვარელი ჩანაწერია და შენ ხარ საყვარელი, ქეთ <3ფოტო :):*ერთხანს მეც მასე ვიყავი, 4-ზე ვიძინებდი ხოლმე და მერე დილით ძალიან მიჭირდა.. ვეღარც ვმუშაობდი.მაგრამ ჩვევაა. ერთი-ორი დღე თუ მოახერხებ და ცოტა ადრე დაიძინებ, შემდეგ დღეებში თავისთავად მოგინდება ადრე დაძინება. აი, ვთქვათ 1 დღეს ღამით წიგნს ნუღარ წაიკითხავ და დღის საათებისთვის გადადე…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s