Something’s comin’ over Mmmmm…

მივხვდი იმას, რომ

  •  საქართველოში დემოკრატია არასოდეს იარსებებს. ან იარსებებს ძალიან, ძალიან, ძალიან მრავალი წლის მერე. როდესაც ჩემი შვილთაშვილები გიაცინტებსა და გვირილებს მომიტანენ და წვიმისგან გაუხეშებულ მიწაში ჩარგულ ლარნაკში ჩამიდებენ. ან უფრო მერე. ახლო მომავალში იმიტომ არ იარსებებს, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დემოკრატიასა და ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრებაზე ქადაგებენ 24/7-ზე და ამბობენ, დაე იყვნენ a, b, c  და ა.შ. შეხედულებები/რწმენები, ცხოვრებები და ადამიანებმა იცხოვრონ, როგორც მათ სურთ, ზუსტად ის ადამიანები დასცინიან a-ს და უნდათ b-ს,  c-ს და ა. შ. -ის დანერგვა. მე კი დემოკრატია მესმის არა როგორც a-ს ჩანაცვლება b-თი და a-ს ქილიკი და დაცინვა, არამედ a-ს არსებობაც, b, c და ა.შ.-სიც, იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა ადამიანს. 
  • აუცილებლად უნდა ვისწავლო მანქანის ტარება.მანქანა და ანუ ისევ და ისევ Toyota Rav4 ჩემი ოცნებაა. ეს არ არის ფუფუნება, ეს ჩემთვის საჭიროებაა. გავამდიდრე ტრაბახა/ტუტუცი, ჩემი მობილურით მოსაუბრე/5 დიპლომიანი/ყველა ქუჩის მცოდნე, მაგრამ “სად არის ბროსეს ქუჩა/სად არის ჩიტაძის ქუჩა”/მაჭანკალი/ევროპაში ნამყოფი/”ვბაძავ რობერტ დე ნიროს ფილმიდან “ერთხელ ამერიკაში”” ანუ ძველი ბიჭი/ტროტუარზე ამომხტომი (ოღონდ კლიენტი დაიჭირონ) ტაქსის მძღოლები. 
  • უნდა წავიკითხო მეტი წიგნი. ამჟამად მუზილის ვცდილობ დავუმეგობრდე. უფრო სწორად, მის “სამ ქალს”, ცოტათი გამომივიდა, მაგრამ მგონი არც ეს იქნება ის, რასაც ვეძებ. არადა რომანი მინდა. რომანი, თავგადასავალი, რაღაცა!!! “თამაში ჭვავის ყანაში” რატომღაც მეგონა რომანი იქნებოდა, იმედი გამიცრუვდა. 
  • სიმღერები ჩემზე ზემოქმედებენ. შემიძლია პოსტის წერა დავიწყო მეგობრობაზე, მაგრამ მოვისმინო “Blower’s Daughter” Damien Rice-ის შესრულებით და წერა გავაგრძელო ან ნატალი პორტმანზე ან “Closer”-ზე. (ახლა გადავრჩი, მაგრამ ეს ხშირად მემართება).განწყობაც “Closer”-ისა მეუფლება.

მინდა, რომ

  •  ანდერძი დავიბარო. საფლავზე გიაცინტები და გვირილები მომიტანეთ. გიაცინტები არსებობს რამდენიმე ფერში, ხოდა ყველა ფერის მომიტანეთ. ვარდი, ია, ყაყაჩო, ტიტა, იასამანი და ძმანი მისნი მეზიზღება. მიყვარს მინდვრის ყვავილები. 

 ვაფიქსირებ, რომ

  •  გასაუბრებებზე სიარულის სპეციალისტი ვარ. 

რატომღაც ვკრუწუნებ, როდესაც

  • ადამიანებს ვეფლირტავები განურჩევლად სქესისა და გარჩეულად ასაკისა.  წარბებით ვზემოქმედებ მათზე (ჩემს იდეაში) და მათაც ამაყად ჰგონიათ, რომ მე კომუნიკაბელური, ხალისიანი, საყვარელი ადამიანი ვარ. არადა ვაიმეეეე!!! ჩემზე სიტყვაძუნწი, უხალისო და უჟმური არ გენახოთ მეტი არავინ. მაგრამ მე მაინც ვკრუწუნებ და მაინც ვეფლირტავები მათ განურჩევლად სქესისა. 

ახლა ძალიან მინდა

  • ვიყო მთვრალი პეპსისგან და დაბოლილი – ღამის კლუბში არსებული სურნელისგან. როგორც ვარ ხოლმე ანუ. და მოვუსმენდი Snoop Doggy Dog & Pharrell – Let’s Get Blown.  

აღმოვაჩინე, რომ

  • ჩემი ორგანოების უმეტესობას სასწაულზე სასწაული პრობლემები აქვს. არადა არასოდეს სიგარეტი არ მომიწევია, ერთი ნაფაზიც არ დამირტყამს და სიგარეტს ვერ ვიჭერ თითებში, მივარდება. სიგარეტიანი ხალხის იმიტაციისას კი – საწერკალამი. დალევაც ძალიან მცირე დოზებში (“მალალიტრაშკა” ვარ და ეგრევე ვთვრები) და იშვიათად მახასიათებს.  და მაინც, ჩემი ორგანოების უმეტესობას სასწაულზე სასწაული პრობლემები აქვს.

გუშინ

  •  ექოსკოპისტმა უამრავი ნორმიდან გადახრა დაინახა ჩემს სხეულში მონიტორზე და მაინც საყვარლად მიღიმოდა: “შენ ახლა რასაც მე გეუბნები, გულთან ახლოს კი არ მიიტანო, მე ყველაფერს ჩვეულებრივად, პირდაპირ გეუბნები, არ მიაქციო ყურადღება”.

და მას შემდეგ მე

  • უკვე გუშინ დავაგზავნე მესიჯები ჯერ კიდევ ექიმის კაბინეტიდან: რომ მოვკვდები, გვირილები დამადეთ მიწაზე (გიაცინტები ჯერ არ მახსოვდა). 

და მე მართლა გულწრფელად

  • დამწყდა გული, რომ ეს ამბავი გავიგე. 

ორშაბათს და ხუთშაბათს

  • ვიღებ სისხლს ბერლინიდან… კიარადა ვენიდან… კიარადა მიღებენ.  და მე ამის გამო აბსოლუტური პანიკა მაქვს ირგვლივ შექმნილი. 

მგონია, რომ

  • სისხლის აღების დროს კომაში ჩავვარდები ან ლეთურგიულ ძილს მივეცემი. 

გადავასახლებდი ყველას, ვინც

  • ჩემს ქუჩაზე ახლა და ამ დროს, ანუ დილის 7-ის ნახევარზე  ღრიალებს: “ლევააააან!!!”

მთელი არსებით მშურს

  • ყოველ დილით ქუჩის დამლაგებლების, რომ ასეთი მონდომებულები, ერთგულები, მოტივირებულები არიან. არ ეზარებათ ასე ადრე ადგომა. 

ძალიან მინდა მქონდეს

  • დიდი ამწე-კრანი სახლში, რომელსაც “ვირა”-საც მე ვეტყვი და “მაინა”-ც. ან თვითონ მიხვდება.
  • ველოსიპედი. 
  • “ბაუნტი”-სა და “პეპსი”-ს ძალიან დიდი საცავები. 

მიხარია, როცა

  • თვეების ბავშვის ყურებისას, ის უსიტყვოდ მიცინის. არ გვესმის ერთმანეთის და მაინც ვუცინით ერთმანეთს და “აუუუუუუუ”-ს ამატებს. ვუხარივარ.

სმს-ის მიწერისას

  • ბლოგისთვის ცნობილი ერთ-ერთი მამრისგან ასეთი პასუხი მომივიდა: ეგ არაფერია, მოგირჩება. აი თავი კი არასოდეს მოგირჩება 🙂 გვირილები შენმა შვილთაშვილებმა დაგაყარონ.

გუშინ ვქენი სიკეთე

  • და ზიკე ცოტათი მაინც გავახარე. 14 გვერდიანი პოსტი/სტატია დავუწერე. და კიდევ დავუწერ, თუ მოუნდა. 

უკვე აღარ ვეძებ მამაკაცს

  • რომლის გვარი ჩემს გვარზე გრძელი იქნება.
  • რომლის ასაკი 4-ის ჯერადით იქნება ჩემი ასაკისგან განსხვავებული (ანუ ჩემი ტოლი,+4, +8 დაა.შ.) და 3-ის ჯერადი ზოდიაქოთი განსხვავებული (ან თევზებს +3 ან -3)
  • იქნება ჩემზე მაღალი. 
  • აიტანს ჩემს ულიმიტო წუწუნს, სიცილს, ტირილს, სისულელეების ბჟუტურს. 

მე ასეთი მამაკაცი

  •  უკვე მკიდია.
  • მყავდა წარსულში და წარსულს დავუტოვე, ვაჩუქე. 

ამიტომაც

  •  ადამიანებს ვეფლირტავები განურჩევლად სქესისა და გარჩეულად ასაკისა.

Lufthansa-მ მეზიზღებიო ამ ტექსტით მანიშნა

სამხუხაროა, რომ

  • ბოლდის გაკეთება აუცილებელი იყო, რომ ყურადღება გამახვილებულიყო ამა თუ იმ სიტყვაზე/ფრაზაზე.

დილის 7 საათზე

  • არ ვწევარ.
  • ღამეა ჩემი დროით. მზიანი ოღონდ.
  • ეს პოსტი დავწერე ანუ საქმე არ მქონდა.
  • წავალ და ჩემს დალაგებულ ლოგინს ავრევ, აქაოდა ოჯახს ვაფიქრებინო, რომ მეძინა და უბრალოდ წყალის დასალევად ავდექი.
  • კიდევ მინდება ხალხს ვეფლირტავო, ოღონდ ამჯერად მხოლოდ მამაკაცებს ამ სიმღერის სმენისას: 
Advertisements

13 thoughts on “Something’s comin’ over Mmmmm…

  1. ნინა – ხო, აშკარად. :Dსწავლით არა, უბრალოდ ადრე რაღაც სოციალური მედიის ტრეინინგისმაგვარი იყო.

  2. ექიმებს ეხერხებათ ადამიანის დაზაფვრა, გულთან ახლოს არ მიიტანო )))ბროსეს ქუჩას რატო ეძებ, ჯიპაში ხო არ სწავლობ? ))

  3. კოტე – რავიცი, მეგონა კომენტარის გაკეთება გინდოდა, :)როდე – ხო სადღაც აქვე ხარ. :** მეც ვგიჟდები. აღმაგზნებს. მია – კი, და მე და შენ როგორც ვიმსჯელეთ მაგ ფსევდო-თავისუფლებაზე, ზუსტად ეგრეა სამწუხაროდ.

  4. ქეით, ასეთი რა გითხრა იმ ექიმმა მითხარი აბა? ფბ-ზე მომწერე მაგალითად. და პირველი პუნქტი ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა 🙂 რამდენი 'თავისუფალი' აზროვნების ადამიანი დადის ჩვენს ქვეყანაში. და ყველაზე 'საშიშები' სწორედ ეგენი არიან, ვინც თავისუფლების სახელით მოქმედებს. ეს ბოლო ფრაზა ძალიან კრიმინალური ჟღერადობის გამოვიდა, მაგრამ მიხვდები რაც ვიგულისხმე 😀

  5. zicke – :*******პერწლ – გოგო რავიცი, ამან რამდენიმეჯერ გადაამოწმა. ქეთი – ხო რა, უნდა დავაყენო საშველი. შპილ – გისმენთ???სოფი – როგორც აღმოჩნდა. როდე – აუ შენ უეჭველი სადღაც ჩემთან ცხოვრობ. იპოდრომი ახსენე ადრე არაერთხელ. 😀 😀

  6. ჰე ჰეე ვინ გაგაღვიძა? მგონი მეც მესმოდა ეგ ”ლევაან ლევააან” ;დდდ

  7. სიგარეტი და ალკოჰოლი იმაზე მეტად არ ვნებს ორგანიზმს, როგორც უძილობა და უჭმელობა 😦 შენ კიდევ არასოდეს გძინავს და რაც ბლოგიდან ვიცი, არც საჭმელს ჭამ :/ You don't love yourself, I am sorry to say this.

  8. კარგია, რომ ისწევლი მანქანის ტარებას მეც ისე ვარ მომართული …ახლა სულ ამაზე ვფიქრობ 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s