რაღაცას შევიცვლი – უკეთესად გავხდები

ამ ფენომენზე მეცინება.
არა მართლა.
სტატუსები, როგორებიცაა…
“აუუუ რაღაც ცუდად ვარ, ხოდა რა გავაკეთო, რა შევიცვალო?”
“აუ წავალ ახლა მე თმებს შევიჭრი/შევიღებავ/გადავიხოტრავ/სისხლში ამოვისვრი და გავხალისდები”
“აუ რაღაც დეპრესია მაქვს ახლა საშინელი და სვირინგი ხომ არ გავიკეთო ან პირსინგი?”
მერე მთელი სამეგობრო კომენტარებში:
“აუუუ, არა რა”
“მიდიიიიიიიიიიიი”
“ვინც არა”
“ეეე, მართლაააა??????????????”
აღსანიშნავია ხმოვნებისა თუ სასვენი ნიშნების სიუხვე. ეგ ხომ ცალკე ფენომენია.

და მერე ხალხი, რომელიც მართლა იცვლის გარეგნობაში რაიმეს.
მერე რათქმაუნდა ეგრევე ატვირთული სურათები, ქვეტექსტით:
“აი თმები შევიჭერი.”
აი ჩემი ახალი სვირინგი, ხომ ძალიან საყვარელია????”
“ესეც ჩემი გახვრეტილი ენა/ტუჩი”
და სხვა მსგავსი მარაზმები.
და მერე მილიონი კომენტარი, შინაარსის:
“აუუუ დავეციიიიიიიიიიიი თაკუუუუუუუუუუშ, რა მაგრობააააა”
“აუ ღადაობბბ???”
“ვაიმეეეეეეეეეეეეე რა ძნ ძნ ძნ ძნ ძნ ძერზკიააა”

მართლა მეცინება. რატომ ჰგონია ადამიანს, რომ სვირინგის/პირსინგის/ახალი ვარცხნილობის შემდეგ მისი ცხოვრება იქნება მრავალფეროვანი, საინტერესო, თვითონ კი ორიგინალურ ადამიანად ჩაითვლება…
მრავალფეროვნება/ორიგინალურობა/საინტერესოობა (ინგლისურად უკეთესად ჟღერს being interesting) ხომ ადამიანის ხასიათშია, მის ქცევაში და არა მის გარეგნობაში.

მეც ძალიან მომეწონა ნატალი პორტმანი მოკლე ლურჯ თმებში “Closer”-ში, მაგრამ ეს ხომ სულ სხვა რამეა.

მე რომ სვირინგის გაკეთება დავაპირე 2008 წელს, მიშელსაც უნდოდა. მე მაშინ 21 წლის ვიყავი, მიშელი – 19. ერთი ვთქვი ვაპირებ ჩემი ზოდიაქოს დახატვას და პრეზიდენტის სტიპენდიას ველოდებიმეთქი, რომ ეგრევე ამანაც აუ მეც მინდაო. მაშინათვე გამეცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. თან ვიცოდი, რომ ორმაგად გადამატეხდნენ ჯოხებს თავ-ყბაზე. ჯერ იმიტომ, რომ მე გავკეთებდი და მერე იმიტომ, რომ “ბავშვს შევაცდენდი”. ანუ გამარჯობა ქეთუნა! ნათესაობა ორმაგად გამთელავდა. მე რათქმაუნდა ჩავატარე აგიტაციები მიშელთან, რომ იცი იმიტომ კი არ უნდა გაიკეთო, რომ გახალისდე. არამედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გქონდეს და კარგ ხასიათზეც რომ იქნები, მაშინაც გინდოდეს მისი ტარება, ყურება. მაშინაც მთელი არსებით გიყვარდეს საკუთარი სხეული და ასე შემდეგები. მოკლედ უფროსი დის  როლი შევასრულე.
მოხდა ისე, რომ როდესაც მიშელი თბილისში არ იყო, მაშინ გავიკეთე, თუმცა ეს განზრახ არ მიქნია, უბრალოდ დაემთხვა ჩემი სტიპენდიის ჩარიცხვა მაისის ბოლოს. ხოდა 2008 წლის ივნისში რაც გავაკეთე მაგ სტიპენდიით: სვირინგი გავიკეთე და ბევრი წიგნი შევიძინე წიგნის ფესტივალზე.
მანამდე ლიზარდასთან კონსულტაციები რომ ვისთან, როგორ, რანაირად, რა ვითარებაში და როგორ გავიკეთო. მაშინ ლიზკას ახალი გაკეთებული ჰქონდა და მეც აღარ დავაყოვნე.
არც ცხელ გულზე გამიკეთებია,
არც გაბრაზებულს,
არც დეპრესიაში მყოფს (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ბლოგის მკითხველისთვის 😀 )
პირიქით – ზუსტად მქონდა გაცნობიერებული რას ვაკეთებდი. თავისი პლუსებითა და მინუსებით და მთელი ეს 2 წელი და 2 თვე, რაც მე სვირინგს ვატარებ, არც ერთხელ არ მქონია მობეზრების მომენტი. საკუთარ თავს სარკეში დლით რომ ვუყურებ, მსიამოვნებს.
ნუ მაგის გამო მე რეები გადავიტანე და რეები ვისმინე, ეს ცალკე თემაა. და ნუ პრინციპში ახლაც არაერთხელ მესმის გაკვრით. “შიდსი დაგემართება”, “მოკვდები” და რეები არ ვისმინე მთელი ამ ხნის მანძილზე. თან ბებიაჩემს, რომელიც ამხელაა და ძველი დროისა თუ ადათ-წესების წარმომადგენელი და ა. შ. , არაფერი უთქვამს. არ იცოდა ამდენი ხანი და წელს ჩემმა დამ თვალში მაზოლად ამოუყვანა – დიდე, აი ნახე ქეთუნას თევზი ახატია სამუდამოო. მერე რა, დაანებეთ ამ ბავშვს თავიო. თან მე ამდენი ხანი ვცდილობდი არ მენახებინა იმიტომ,რომ მის ასაკში ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და არ მინდა ასეთი რაღაცის გამო ენერვიულა. ახლა კი ვფიქრობ: რომ მცოდნოდა ასე მშვიდად გადაიტანდა, ხომ ვეტყოდი ან შარშან, ან შარშანწინ. შარშან კი ვიყავი ზუგდიდში, მაგრამ უი რამხელა კოღოს ნაკბენი გაქვსო :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) მეც იხტიბარი არ გავიტეხე. სამაგიეროდ ჩემი და ისევ იკბინება მაგ საკითხის-და გამო, მაგრამ მე უჟმურ სახეს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ. ვინაა ახლა “პრადვინუტი”, თავად განსაჯეთ.
სამაგიეროდ მიშელს არ გაუკეთებია. ვერ გაუძლებდა წინააღმდეგობას და იმიტომ. და პლუს – ძალიან მალე მობეზრდებოდა. ისევე, როგორც მობეზრდა თუნდაც System Of A Dawn, Linkin’ Park  და ა. შ. მე ფლეილისთში spice girls და bryan adams ისევ მიგდია. Linkin’ Park Limp Bizkit-იც. უბრალოდ იმ რაოდენობით არა, როგორითაც მაშინ, როდესაც სვითიმ და ჩორვენმა მაჩუქეს 2004 თუ 2005 წელს.
ეგ არაფერი, მუსიკაც გბეზრდება ადამიანს და მომღერალიც. გამორთავ, სხვას ჩართავ.მორჩა. მაგრამ სვირინგი ხომ სამუდამოა.

ნუ კი, სამუდამო მხოლოდ საათის ისართა სვლაა, გაიკეთებ ბოლო-ბოლო კაცი პლასტიკურ ოპერაციას და გააყოლებ ოდესღაც ოსტატურად შესრულებულ ნახატს.
მაგრამ…
შეჭრილ თმასაც ეშველება და გადაპარსულ თავსაც კიდევ უფრო მარტივად.
მაგრამ…
არა ნახევარ საათში. არადა დეპრესია და ცუდად ყოფნა შეიძლება  ნახევარ საათში აღარც კი გახსოვდეს. მერე კი წუწუნი, ხელახალი გაღიზიანება: ეს რატომ გავიკეთე და ა. შ.

აქედან მორალი: ცხელ გულზე არაფერი არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. დამშვიდდი, დაწყნარდი და მერე რაც გინდა ის ჰქენი.
მორალის მასწავლებელი არ ვარ, ეგღა მაკლია სხვას ჭკუა ვარიგო. ან როგორ უნდა ვარიგო ის, რაც საჩემოდ არ მაქვს და არ მყოფნის?! უბრალოდ ეგრეა ეგ. და ამას ვამბობ (თუ ვწერ) მე – ადამიანი, რომელიც ძალიან, ძალიან ემოციურია!!!

ცხვირი წავიტეხე. ნუ დიდად არა, მაგრამ მაინც.
საკუთარ გვარს აღარ მაწერინებს ფბ.
ესსც ჩემი მორალი ჩემთვის. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, ყოფილიყო.

Advertisements

15 thoughts on “რაღაცას შევიცვლი – უკეთესად გავხდები

  1. გაიხარე მაი. დათანხმებისთვისაც და გამხნევებისთვისაც.

  2. სიტყვებით ვერ გადმოგცემ, ისე გეთანხმები. ცხელ გულზე მოქმედებას სიკეთე არავისთვის მოუტანია. სვირინგით კიდევ, დაავადების აკიდება თითქმის შეუძლებელია, თუ პროფესიონალთან იკეთებ, რომელიც, როგორც წესი, შენს თვალწინ ხსნის ახალ ნემსს.

  3. ქეთ, დამშვიდდი, რა უნდა გჭირდეს :*თმაზე ნინას ვეთანხმები. აი, როცა არც თუ კარგად ვარ, ოდნავ მაინც ვიმოკლებ ხოლმე. ისე არა, რომ რადიკალურად შევიცვალო და მეორე წუთს გადავირიო, რას ვგავარ-მეთქი. უბრალოდ სიგრძეში შეიძლება დავიმოკლო.. ერთგვარი თერაპიაა :)ისე კი ძალიან გეთანხმები ყევლაფერში, რასაც წერ – უცებ არაფერი მომდომებია, ცვლილებებამდე კარგად ვფიქრდები ხოლმე. ორიგინალურობა რა თქმა უნდა, ადამიანის ხასიათშია პირველ რიგში…მართლა ასეა ხშირად, ბევრი რამ ბებიებს უფრო ესმით და საერთოდ, უფროსებს, ვიდრე თანატოლებს ხოლმე. იმდენჯერ მსმენია უფროსებისგან – მეც ვიყავი მაგხელა და ვიციო 🙂

  4. ირმა ასკურავასთან გავიკეთე და მთელი თბილისი მაგასთან იკეთებს. არამგონია რამე მჭირდეს 😀 😀 😀

  5. აზრზე არ ვარ, მგონი ვერა 😦 და არ იყო სანდო სალონი? ნუ სადაც ტატუ გაიკეთე

  6. რამე რომ მქონოდა, 2 წლის მანძილზე ხომ მივხვდებოდი???

  7. მე როგორც ვიცი, უფრო მეტი შანსია ცე ჰეპატიტი დაიმართო ტატუს გაკეთების დროს, ვიდრე შიდსი აიკიდო… მაგრამ თუ ნორმალურ სალონში გაიკეთე, არანგონია რამე დაგემართოს 🙂

  8. ახლა ნუ მაშინებ. გუშინ 4 რაღაცისთვის ავიღე ანალიზი ანუ ვენიდან 10 გრამი სისხლი. ხოდა შიდსზე არ ამიღია. ვკვდები??? მკლავს სვირინგი???

  9. მეც ყოველი მეორე იმას მეუბნებოდა, რომ შიდსი დამემართებოდა სვირინგის შემდეგ. მე მეკიდა. მაგრამ როდესაც ექიმმა ისე სასხვათაშორისოდ ამიღო შიდსზე ანალიზი, მოვკვდი ნერვიულობისგან, სანამ პასუხებს ვნახავდი.

  10. nin – 😀 😀 კი, თმის შეჭრა თუ ზოგადად ვარცხნილობის შეცვლა შეიძლება გვსიამოვნებდეს და გვალამაზებდეს გარეგნულად, მაგრამ შინაგანად მართლა სისულელე, არაფერი გვეცვლება. night spirit – ზუსტად!!! "უი დაქალმა გაიკეთა, მოდი მეც გავიკეთებ" ძალიან ხშირია. თან ხომ იცი საქართველო მაინც წამბაძველობის ქვეყანაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მთეი ქალაქი ერთნაირი სტილის შარვლით დადის. 😀 :Dუი მართლა??? ხო აი ბებიაჩემიც ძალიან მშვიდად შეხვდა.

  11. კარგი პოსტი იყო, მგონი ყველაფერში გეთანხმები 🙂 სტატუსები მართლაც სასაცილოა. რაც შეეხება თმას/ტატუს/პირსინგს, მართლა ასეა უმეტესად – ერთმანეთს უყურებენ დაქალები და თუ ერთი გადაწყვეტს ვთქვათ ტატუს გაკეთებას, მერე მეორესაც მოუნდება ხოლმე და იმას არც ფიქრობს, რომ ხვალ შეიძლება სხვა დაქალის გამო გადაიფიქროს ამის გაკეთება…პირადად მე პირსინგი არც დეპრესიაში მყოფს გამიკეთებია და არც რაღაც განსაკუთრებულად მიმაჩნია, მითუმეტეს ცხოვრებას ვერ შემიცვლის :)))ისე ბებიაჩემსაც რომ ვუთხარი, ცხვირი უნდა გავიხვრიტო თქო, რად გინდა ბებოო, მშვიდად მითხრა, პანიკების გარეშე, როცა ამ დროს სხვა ნათესავებმა ერთი ამბავი ატეხეს, ინფექცია შეგეჭრება და სისხლი მოგეწამლებაო :)))))

  12. რა ჩაიდინე :დისე თმის შეჭრას აქვს რაღაც დატვირთვა. თმა ხო ენერგეტიკულად იმუხტება და რომ იჭრი იმ ძველ, ჭუჭყიან ენერგეტიკასაც იშორებ (ნუ თუ ცუდი პერიოდი გქონდა მანამდე)თუმცა იფიქრო, რომ შენ ეს შეგცვლის ნონსენსია რა თქმა უნდა )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s