ისევ პირველი ლექცია

ოღონდ ამჯერად უკვე მეორე კურსის. რა უნდა ვთქვა, ოთხი დღე გვაქვს სწავლა და ოთხივე ისევ საღამოს.
საბანკო მარკეტინგი, გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივი მეთოდები ( ), ფინანსური და საბანკო რისკების მართვა და ბიზნეს-ლოჯისტიკა. სულ 4 საგანი და 4 ნაცნობი ლექტორი. ნათია ხუმრობს, თავი მეორე კურსზე მგონიაო.

სააკაძეზე ჩემი ყოფილი მეუღლე შემომხვდა. რა ცოტა გინდა ადამიანს სიხარულისთვის. ისე გამიხარდა. ხვალ ცოტათი ადრე გავალ სახლიდან და კიდევ ვნახავ.

ლექცია N 1. საბანკო მარკეტინგი. ლექტორი რათქმაუნდა ნაცნობი, საყვარელი და რაც ყველაზე მთავარია – საინტერესო. მოგვიკითხა, როგორ ხართო; როგორი მოწადინებული მაგისტრები ხართ, ლექციას რომ არ აცდენთო (ღმერთო ჩემო, შარავანდედი შემომადგით ვინმემ ); ალბათ ყველანი მუშაობთ და სათითაოდ ყველას ჩამოგვიარა და გვკითხა სად ვმუშაობდით.
ფილმი “იმერული ესკიზები” გახსოვთ??? “აბა ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს???” ხო როგორი თითიდან გამოწოვილი შეკითხვაა არა??? მე ზუსტად ის ვიყავი დღეს, ვინც მთელი აუდიტორიის მასშტაბით “ჩინჩლავს” გამოაცხადა. “მე გამომიშვეს” – და მთელი ჯგუფის კისკისი კარგი აკომპანიმენტი იყო, ვერაფერს ვიტყვი . იდეალურად მოხერხდა (თუ მოახერხეს), რომ ჩემს მაზოლზე წიხლი დაეჭირათ. მაგრამ მე იხტიბარი არ გავიტეხე და სიცილში მხარი ავუბი. (ღმერთო ჩემო, რა მაცინებს?!) რას ვიკლავდი მთელი ამდენი წელი სწავლით თავს, რას ვღებულობდი პრეზიდენტის ან თუნდაც ჩვეულებრივ სტიპენდიებს, რომ მერე “მე გამომიშვეს” მეთქვა??? ნუ მოკლედ, აქილევსი ვარ და ქუსლი მტკივა. ნათიას მივწერე “ჩემზე წყალწაღებული არავინ ზის აქ”-მეთქი.

ჯგუფელები ისევ იგივე. ისევ ტვინს ბურღავენ ზოგიერთები, ისევ მარიაჟობენ ზოგიერთები, ისევ “შკოლნიკობენ” ზოგიერთები და ისევ ვაგრესიულ-ვუხეშობთ მე და ნათია. ნათია  ისე შეჰყვა კერესასთან ჩხუბს, რომ ბოთეს ერთი ხელი ერთ ყურზე მივადე, მეორე – მეორეზე და თავი შემოვუტრიალე. ხო, კერესელიძის ფენომენი გეციდონებათ ამ პოსტიდან.

მაგრამ შაკომ საერთოდ აღფრთოვანებას გადამცა. მისული არ ვიყავი, “გამარჯობა” უნდა მეთქვა და რომელიღაცას უთხრა “აუ ქეთიმ იმენა დამაჯვა facebook-ის კომენტარში”-ო. ჩემს გონებაში გავიფიქრე “wtf???” და გონებაშივე ასეთი სახე მივიღე: არა იცი, ნუ ჩვენ (ანუ ზოგადად ერი) ხომ დასავლეთისკენ (ანუ თავისუფალი სიტყვი გამოხატვისკენ) მივილტვით და რამე (მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც ), მაგრამ სიტყვა “დაჯმა” რომ არ თქვას ხალხში, ისე ვერ გამოხატავს ნეტავ ადამიანი სათქმელს. მგონი კულტურის ქონაც საჭიროა, მაგრამ როგორც ლათინელებმა ბრძანეს adsinus ad Liram (“ვირი ლირის შესახებ”) ანუ ქართულად რომ ვთქვა – “ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია?!” ასე, რომ გავატარე. შემთხვევას რაც შეეხება, ერთ ჩვენს ჯგუფელს ესიყვარულებოდა, ხომ იცი როგორ მიყვარხარო და all that trash. რომ ვეღარ მოვითმინე, კომენტარში ვუთხარი, აფერისტობასა და ანგარებაში გენიოსი ხარმეთქი. არადა მართლა არ მესმის რა საჭიროა ჯგუფელს ესიყვარულებოდე და “შენ ხომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ მთელს ჯგუფში” უთხრა, როდესაც მისგან უბრალოდ ლექციების ცხრილი გინდა. რა საჭიროა ეს ფსევდო ფამილარული და აფერისტულ-მლიქვნელური ქცევები???

ნუ მოკლედ. ხო, კერესელიძე ისევ ნათიას ეომება, ხან ეპირფერება (არ იღლება მაინც??? ) ვიღაც ისევ იგვიანებს ლექციებზე, ვიღაც ისევე გარბის აუდიტორიიდან მობილურის დარეკვის შემდეგ (ლექტორისთვის ბოდიში მოხდის გარეშე) და ა. შ.

უფულობას რა ვუთხარი, თორემ ძალიან მინდა კარგ უნივერსიტეტში სწავლა და თან რამდენი რაღაცის. ისევ გავივლიდი ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და თუნდაც დოქტურანტურას, რატომაც არა. არაუშავს, კურსებს მაინც ავიღებ რამეში. მაგალითად ფინანსებში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებასა და ასე შემდეგ ეკონომიკურ საგნებში, გარდა ბუღალტერიისა, რომელიც მეზიზღება.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის
online-სტატია დაწერილია უშუალოდ მაგისტრატურის მე-2 ანუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ.
თქვენ კი არ გადართოთ, რეკლამა მალე დამთავრდება.
Stay Tuned.

Advertisements

6 thoughts on “ისევ პირველი ლექცია

  1. მეც ამის დაწერა მინდოდა – როგორ გავს სიტუაციები ერთმანეთს :)არ მიყვარს მლიქვნელობები 😦

  2. კი, მგონი მართლა ყველა ერთმანეთს ჰგავს. :Dხო, ხალისობ რაც არ უნდა იყოს.

  3. აუ, როგორ მიყვარს ასეთი პოსტები თავისი წვრილმანებით და უცნობი სახელი–გვარებით. Damn, ყველა სასწავლო დაწესებულება და იქ მოხვედრილი ხალხი რომ ერთმანეთს ჰგავს, გააფრენ. ყველგან ასეთები არიან – უზრდელები, წყალწაღებულები, უზრდელები და ა.შ. Love this life anyway!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s