მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები

ჟურნალმა “Forbes”-მა შეადგინა ქალთა ყოველწლიური რეიტინგი გავლენიანობის მიხედვით.  როგორც იუწყება სააგენტო “Reuters”, ამ წელს “Forbes”-მა ტაქტიკა შეცვალა და ამჯერად ქალები ზემო აღნიშნულ სიაში მოახვედრა არა სიმდიდრისა და ძალაუფლების მიხედვით, როგორც ადრე ხდებოდა, არამედ შემოქმედებითი მოღვაწეობისა და აქტიურობის მიხედვით.

1) მიშელ ობამა. “Forbes”-ის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს აშშ-ის პირველი ლედი. (იშშშშ )

2) მეორე ადგილს იკავებს ამერიკული კომპანია “Kraft Foods”-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ირენე როზენფელდი.

3) პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.

4) მთელი 4 წლის მანძილზე გერმანიის რაიხ-კანცლერი ანგელა მერკელი პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ახლა მეოთხეზე ჩამოვიდა.

5) ამ ადგილს იკავებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი.

6) “PepsiCo”-ს აღმასრულებელი დირექტორი  – ინდრა ნუი (ამ ქალის არაფერი მინდა, ერთი ქარხნის გარდა, სადაც უთვალავი “pepsi” იქნება. )

7) ლედი გაგა. პრინციპში თუ გავითვალისწინებთ მის მიერ დადგმულ შოუებსა და შოკში ჩაგდებულ მრავალრიცხოვან ადამიანებს, მოხვდებოდა კიდეც. გარდა ამ რეიტინგისა, 24 წლის მომღერალი დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ. (ვინმემ ურო ჩამცხეთ. )

8) მე-8 ადგილზეა ავსტრალიური კომპანია “Westpac”-ის პრეზიდენტი – გეილ კელი.

9) მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი – ბიონსე ნოულსი დასახელდა მე-9 პოზიციაზე.

10) და ათეულს ასრულებს ტელეწამყვანი – ელენ დიჯენერესი.

100-ეულში მოხვედრილია 70 ამერიკელი, 4 ფრანგი (მათ შორის საფრანგეთის პირველი ლედი – კარლა ბრუნი-სარკოზი, რომელმაც 35-ე ადგილი დაიკავა), 2 ავსტრალიელი, ბრაზილიელი, ინდოელი და სინგაპურელი მანდილოსანი.

Advertisements

24 thoughts on “მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები

  1. უი შენც ჩემნაირი გაჭირვებული ხარ??? :))))))))) მოდი, მოდი. მე ლედი გაგას საერთოდ არ ჩავსვამდი ამ სიაში.

  2. აუუ, პეპსის ქარხანა თუ გაჩითო, მე ხომ მომამარაგებ უფასო სასმელით? ჩემი ღვიძლი ვერ აიტანდა, ამიტომ, დიდ ხანს არ მოგიწევდა ჩემი პარაზიტობის ატანა.ელენ დი ჯენერესს უფრო ზემოთ ავწევდი, ჩემი ნება რომ იყოს, ასე, მეშვიდეზე : ))

  3. ზიზი – ნანუკა ჟორჟოლიანი კი მოხვდება :დსოფი – უი მართლა??? მე არა. მაგ სურათს რომ შევხედე, გული გამისკდა. პასამონოკ – ეგ მეც არ მესმის. მაგრამ ოპრა ძალიან მდიდარია. თუმცა გავლენა და სიმდიდრე თუ ერთი და იგივეა, მაშინ ბიონსე და გაგა რა შუაში არიან. ნუ მოკლედ, ძალიან ჭრელი სიაა.

  4. sad obama da sad sxvebi. ise, principshi vetanxmebi am sias. ubralod oprasnairi kalebi ratom ichitebian ase magla, ras aketeben imistanas, shous aketebn rom puli ishovon.

  5. მე ოპრას თეძოების გარდა არაფერი მომწონს. ანუ არცერთი სხვა ქალი. ბიონსეც მომეწონებოდა, წელსქვევით რომ ჩანდეს ფოტოზე. საერთოდ, განიერთეძოიან ქალებს რომ ვხედავ, ვფეთდები, ისე მიყვარდებიან :))) მართლა.

  6. საინტერესოა საქართველოში რომ მსგავსი სია შეადგინონ რა სტრქუტურა ექნება 🙂

  7. ხო, ეგ მართლა ძალიან გადაობაა. რა შუაში არიან საერთოდ 😀 😀

  8. gaga და beyonce პირველ ლედისთან ერთად ერთ სიაში, პირდაპირ გასაოცარია როგორ არ გადაუსწრეს ))))

  9. უი jackobs მეც ვიცი. შეიძლება სხვა რაღაცეებიც ვიცი, უბრალოდ არ დავკვირვებივარ. ააა, გასაგებია. ხო, ვერა დაჩრდილავდა მაგას. 😀

  10. კრაფტი არათუ მსმენია მიგემია კიდეც :)მაგალითად შოკოლადის პასტა winsenia, ყავა Jackobs, შოკოლადები, ნამცხვრები და რავი… მოკლედ კარგია.ლაგარდი კიდე საფრანგეთი ეკონომიკის მინისტრია. არის 100-ულში, მაგრამ ჩამოაქვეიტეს. შარშან უფრო მაღლა იყო სადღაც.ალბათ ვერა ქობალიას გამოჩენამ დაჩრდილა 🙂

  11. კი კი, ზუსტად. თორემ ხმის ამბავი რომ იყოს, კრისტინა ბეეეეეეეეევრად სჯობს ამას.

  12. რა სჭირს ხალხს. ათასი კარგი მუსიკოსია, მაგრამ სანახაობა უფრო მოსწონთ ალბათ

  13. ვაიმე გაგას ვერ ვიტან. მეზიზღება რასაც ჰქვია. კალიარიში სულ "ალეჰანდრო" იყო ჩართული და ვკიოდი ლამის.

  14. ლამაზია ბიონსე.აი, ამ გაგზე რატომ გიჟდება ხალხი, არ მესმის. რასაც ინეტში მის ფოტოებს ვხედავ, საშინლად განმიზიდავს. მოსმენის სურვილიც არ გამჩენია.

  15. ლიტერატორ – მე განსაკუთრებით მიშელი და ბიონსე. ლორდ – კი, მეც მსმენია. ეგ აღარ ვიცი.

  16. Kraft Foods ძალიან მაგარი კომპანიაა.აი, ლაგარდი კი ტყუილად ამოაგდეს.

  17. მარიამ – აი მეც იგივე კითხვა მიჩნდება. არადა "როიტერი" კი გვეუბნება ამჯერას სიმდიდრის გამო არ მოახვედრესო, მაგრამ რეალურად აშკარად მაინც ეგრეა. არადა იმდენი სხვა კეთილი და ქველმოქმედი ადამიანი შეეძლოთ ჩაესვათ. ზურ – მე გაგას.

  18. გიო – ვიცოდი, მაგას რომ დაწერდი. ზურა – ხო, ბარემ ოპრასნაირ გადაცემას აკეთებს და 😀

  19. ანგელას რა უნდა მეოთხეზე, დროზე აახტუნეთ ისევ პირველზე ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s