ჟან-პოლი თავის ამპლუაშია

რა საჭიროა მუდმივად ჩარჩოები. ყველა ხომ არ იქნება იდეალური წონის, ღმერთო ჩემო.

აი მაგალითად, ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ გადაწყვიტა, რომ მძიმე-წონიანი მანდილოსნებისთვისაც ქმნის ის საინტერესო ტანისამოსებს.
ცნობილმა პროვოკატორმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო აუდიენცია პარიზის მოდის კვირეულზე. მან პოდიუმზე გამოიყვანა ამერიკელი პანკ-მომღერალი ბეტ დიტო, რომელიც სხეულის ფრიად გაბარიტული ზომებით გამოირჩევა (155სმ სიმაღლის ფონზე 95კგ გახლავთ). ის გამოჩნდა მოკლე კაბაში.
ასეთი გზით გოტიემ ხმამაღლა გამოხატა თავისი პოზიცია: მისი მოდა ვრცელდება ნებისმიერ ქალზე და არა მხოლოდ იმაზე, ვისაც შეუძლია იდეალური სამოდელო ტანით დაიკვეხნოს.
ახალი კოლექცია ეწინააღმდეგება ტრადიციულ მოდას. ჟან-პოლი ჰფენს ქვედა საცვლებს, რომელთაც მინიჭებული აქვს საღამოს ან თუნდაც ყოველდღიური ტანისამოსის სტატუსი. ასევე ყურადღება ექცევა ასიმეტრიულ კაბებსა და კორსეტებს, ქურთუკებს, შორტებსა და აჟურულ კოლგოტებს.
Advertisements

14 thoughts on “ჟან-პოლი თავის ამპლუაშია

  1. აუუუ, რა მაგარი ფეხსაცმელები აქვს… გამოვშტერდი! მინდააა!

  2. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ეს მართლა არ არის ის შემთხვევა, როდესაც პოდიუმზე უნდა გამოვიდეს არასტანდარტული ზომებისა და ფორმების ქალი. მე მაგალითად მივესალმები ნორმალური აღნაგობის ქალის გამოსვლა. არ არის აუცილებელი მთლა 90/60/90.

  3. ჟან–პოლს თავისი გათვლები აქვს, ვითომდა რაღაც წესებს არღვევს, მაგრამ ასეა თუ ისე დიდ–გაბარიტებიანი გოგოები/ქალები პოდიუმზე ვერასდროს დაიმკვიდრებენ ადგილს თუნდაც იმიტომ რომ კიდევ უფრო ხაზი ესმევა მათ სიუშნოვეს…ძალიან ულამაზოა, ულაზათო და ისეთი, რომ სიმპათია კი არ გეუფლება, არამედ სიბრალული და აქა–იქ ზიზღი… მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ Gossip–ს ვუსმენ და მუსიკალურად ძალიან მაგარია, კლიპებსაც კი არ ვუყურებ…

  4. კი ქეთ, გეთანხმები. აბა ყველა გასლეკილი ხომ არ იქნება.

  5. კონკრეტულად ეს მოდელები ასეთი პარამეტრების ტანზე არ მომეწონაისე კი, ყველასთვის უნდა ქმნიდნენ მოდას.აი, ახლა ვიფიქრე – ჩვენებებზე სრული ქალებიც რომ გამოჰყავდეთ სხვებთან ერთად და საერთო ტენდენციების გათვალისწინებით მათთვის შექმნილ მოდელებსაც აჩვენებდნენ, ნორმალური იქნებოდა.

  6. კი, კრეატიული ნამდვილად არის და ყველასგან გამორჩეული. თუმცა მე მაინ პრეტ-ა-პორტეს ვანიჭებ უპირატესობას.

  7. ოტ კუტიურის კოლექციები ულამაზესია, გადახედეთ :)ყოველთვის ვამბობდი რომ rtw-სთვის ეს ადამიანი ზედმეტად კრეატიულია და ყოველთვის რაღაც გაუგებარს ქმნის, როცა მასაზე იწყებს ფიქრს

  8. ხო ეგენი მეც ძალიან მომეწონა და კიდევ წითელი-შავით. <3<3

  9. გოტიეს ფანი არც მე ვარმაგრამ ამ თეთრმა ფეხსაცმელმა მომხიბლა

  10. ჰაჰააა, რა წამებში დააკომენტე. 😀 😀 :Dfb-ზე დავდე და შენი კომენტარი მოჰყვა 😀 :Dაუ მე საერთოდ არ მომწონს ამ ადამიანის ქმნილებები და მომკალით თუ გინდათ.

  11. რა გიჟია :დ ვგიჟდები გოტიეზეოღონდ ასეთ ტანზე გოტიეს სილამაზესაც ვერ აღვიქვამ, რა ვქნა :)))თეთრი ფეხსაცმელი მინდაა

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s