სამგზის დედა

როდესაც შვილი გიჩნდება 10/10/10-ში, ძალიანაც კარგია. განსხვავებული და სხვებისგან გამორჩეული თარიღია აშკარად. მაგრამ როდესაც წინა ორი შვილები დაიბადნენ 08/08/08-ში და 09/09/09-ში, ეს ფაქტიურად შეუძლებელია, არ მეთანხმებით???

რაც არ უნდა იყოს, გაიცანით ჩედ და ბარბი სოპერები (Chad and Barbie Soper). მათი ქალიშვილი კიარა (Cearra) დაიბადა 10 ოქტობმერს, მეორე ქალიშვილი ქლოე (Chloe) დაიბადა 2008 წლის 8 აგვისტოს, ხოლო ვაჟიშვილი კამერონი (Cameron) 2009 წლის 9 სექტემბერს.

ოჯახი არის როკფორდიდან, მიჩიგანის შტატიდან (Rockford, Michigan). მათ მალევე მიიქციეს ადგილობრივი ჟურნალისტების ყურადღება, თუმცა ოჯახს NBC-ის “TODAY”-ზეს არ სურდა გამოჩენა.

“რა სიგიჟეა” – განუცხადა ბარბი სოპერმა Grand Rapids Press-ს. “მე არც კი ვიცოდი, თუ თქვენ ამას რომელიმე გადაცემაში გაუშვებდით”

სამგზის დედას არ უთქვამს, რომ მესამე შვილს 10/10/10-ში ელოდებოდა.
“სასაცილოა” – აცხადებს ბარბი.”თითოეულ შვილს თავისი რიცხვი ექნება”
აპირებს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას 11/11/11-ში??? ცოლ-ქმარმა ერთხმად განაცხადეს, რომ არა.
“არავითარ შემთხვევაში” – ჩვენ 3 შვილი გვინდოდა და მოხარული ვარ, რომ გვყავს კიდევაც.”

ბარბი, კიარა, კამერონი, ჩედ და ქლოე სოპერების ბედნიერი ოჯახი.

Advertisements

10 thoughts on “სამგზის დედა

  1. სოფი – ზუსტად გეთანხმები. უბრალოდ ადვილი რიცხვები უფრო გვამახსოვრდება ხოლმე.ხატია – აბა. all about me – უიიი, იმშობიარე??? გილოცავ. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს.

  2. @ნინა, ჩემი აზრით, ეს ისეთი კომბინაციაა, რომ ადამიანს გამახსოვრდება. წარმოიდგინე, რამდენჯერ შეგიხედავს საათისთვის და 12:44 ყოფილა, ან 10:13. უბრალოდ, ადამიანებს უყვართ რიცხვებისგან სიმბოლოების შექმნა.ზუსტად ასეა ამ 10/10/10–ის ოჯახის ამბავიც :)))

  3. ანა – ძაან ღადაობაა მართლა 😀 :Dნინა – თუ მოიძიე ინფორმაცია, მაინტერესებს. საერთოდ რიცხვებზე ყველაფერი მაინტერესებს მუდამ. როდე – 😀 😀

  4. მგონი პლატონს ჰქონდა თეორია რიცხვებზე და ჰარმონიაზე, რა ცუდია რომ არ მახსოვს.მე მჭირს, როცა არ უნდა შევხედო საათს, 20-დან მინიმუმ 15-ჯერ იქნება ერთნაირი კომბინაცია 21:21,9:09, 14:14 😀 მოკლედ, ფილოსოფოსებს ჰქონდათ რაღაც ახსნა ციფრების დამთხვევებზე, თუ გამახსენდა დავწერ )))

  5. რა ზუსტად დაამთხვია თარიღებს :))) ნათესავი მყავს და მისი შვილები ზუსტად ერთი და იგივე თვეში და რიცხვში დაიბადნენ, 1 წლის ინტერვალით :)))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s