ერთხელაც

დავწერ პოსტს, სადაც ვიტყვი, რომ მე გავფრინდი მერცხალივით.
გავფრინდი:

  •  სადაც ვცხოვრობ და არა სადაც ვარსებობ. 
  • სადაც არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა გარდა სამართლებრივად დადგენილი კანონისა, რომელსაც “კოდექსი” ერქმევა.
  • სადაც არ არის ქართული პანაშვიდ-გასვენებები, სადაც ხალხი ძირითადად იმისთვის დადის, რომ საკუთარი გარდერობი გააცნონ ხალხს და სხვა მისი ოდესღაც ნაცნობი ნახონ (ისიც ამავე ლოგიკით მოსული) ა და კარგი, 5 წუთით მისვლა ჭირისუფალთან მისასამძიმებლად. 
  • სადაც არ არის ქართული იდიოტური ქორწილები
  • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის  რომელი რელიგიური მიმდინარეობის არის მეორე ადამიანი. ან იქნებ საერთოდ არ არის რომელიმეს მიმდევარი და არც აპირებს, რომ იყოს.
  • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს მეორე ადამიანს. ან იქნებ საერთოდ არ აქვს სექსუალური ცხოვრება და არც აპირებს, რომ ჰქონდეს. 
  • სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმამაღლა გამოთქვას პროტესტი მიმდინარე უსამართლო მოვლენების მიმართ. 
  • სადაც მე ვარ ბედნიერი. 
  • სადაც ისეთ ამბებში ვღებულობ მონაწილეობას, როგორ დღეშიც დღეს საფრანგეთია. 
  • სადაც ვარ კულტურული ადამიანების გარემოცვაში. იქნება ეს ნაგვის დაყრა, გინება, ფურთხება, ცემა, საქმის გარჩევები ქუჩაში თუ კიდევ რამე სხვა. 
  • სადაც ეკონომიკა არის ნორმალურ მდგომარეობაში. 
  • სადაც მაქვს ჩემი განათლების შესაბამისი და შესაფერისი სამსახური. 
  • სადაც ყველა ვარსკვლავს ვითვლი ყოველღამე უკლებლივ. 
  • სადაც შემიძლია ბევრი რამის შეძენა ჩემთვის და სულ ჯიბეში არ ვიყურები. 
  • სადაც გვერდი-გვერდ დგანან მეტალ- და კლასიკური მუსიკის მსმენელები და არ აყენებენ ერთმანეთის გემოვნებებს შეურაცხჰყოფას. 
  • სადაც შემიძლია ვიარო ისეთი ტანსაცმლით, როგორითაც მინდა. და არავინ მაყოლებს თვალს თავისი მანქანიდან არიქა ქალის ფეხებს ვხედავო. 
  • სადაც დავდივარ თეატრებში, გამოფენებზე, მუზეუმებში და დავესწრები არაერთ კულტურულ ღონისძიებას. 
  • სადაც ქალაქები არის ისეთი ლამაზი, რომ მე მუდამ მინდება ასე ბოდიალი. აი ზუსტად ასე.
  • სადაც არ მაქვს სუიციდალური აზრები და ყოველი დილის გათენება მიხარია. 
  • სადაც ისევ დამიბრუნდა ხატვის მუზა, რომელიც მე-7 კლასის მერე აღარ მომსვლია. 
  • სადაც უფრო ნაკლებს ვტირი და განვიცდი იმ მოვლენებს, რაც მოხდა და ხდება ჩემს ირგვლივ. 
  • სადაც ვსვამ ხოლმე შოკოლადს და არა უგემურ კაკაოს.
  • სადაც გადავიხოტრავ თავს და ამის გამო არავინ შექმნის პანიკას. 
  • სადაც ბევრს დავდივარ ველოსიპედით და არ მეშინია, რომ მანქანა გადამთელავს.
  • სადაც…

და მეც სკარლეტივით ვარ დაკარგული ამ უცხო ქვეყანაში, მეც lost in translation ვარ, და მეც ნელ-ნელა ვემსგავსები სკარლეტის გმირს. მერე რა, ცუდი რა არის ამაში. 

მეც დავდივარ წვიმიან ამინდებში გამჭვირვალე ქოლგით. 

    მეც მიკეთია პარიკი ჩემს გადახოტრილ თავზე.

    მეც ვზივარ უცხო ქალაქის ფანჯარაზე და გავყურებ რამდენად განვითარებულია იქაურობა.

    და კიდევ ბევრი “სადაც” მოიყრის თავს და მე გაღიმებული ვივლი,

    ისევ მოვუსმენ ჩემი საყვარელი ჯგუფის ამ სიმღერას და ისეც დავუკვირდები ამ სიმღერის ტექსტს.

    თუ ეს “ერთხელაც” ერთხელაც დადგა, დავწერ ამ პოსტს. მაგრამ რაღაც ძალიან მეეჭვება. 

    Advertisements

    29 thoughts on “ერთხელაც

    1. მაგარია ქეთ!!!! მთელი ცხოვრება ოცნებად მაქვს იაპონიაში წასვლა და ცოტა ხანი მაინც იქ ცხოვრება!.. ამ ფილმის მერე საერთოდ გამიმძაფრდა ეგ გრძნობა. წავალთ, აუცილებლად წავალთ!!!

    2. ნუს – აი იცი როგორ აღმაფრთოვანებს ხოლმე ჩემი და შენი მუდმივი თუ არა, ხშირი დამთხვევები. კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ შენ ზუსტად ჩემიანი ხარ <3<3<3<3

    3. ❤ ❤ luvit! ai aseti post mindoda daaxloebit, winaze rom dagikomente ) chemi 'dakarguli' rom davwere dges da exla aq shemovedi da es posti vnaxe, pirdapir yba chamomivarda 😀

    4. @ქეთი, ხოდა ასაკი ხელს გიწყოპფს, თან "საელჩომდე მისაღწევად" ა1-ის სერთიფიკატიც გყოფნის ^_^

    5. @ქეთი, არაუშავს, იმედია გვეღირსება :შთავიდან შეგიძლია აუპაიერად წახვიდე, მაგრამ 24 წლამდეა :S

    6. ეჰ გიო, მეც ზუსტად გერმანიაზე დავწერე ეს პოსტი. როგორ მესმის შენი. :(((

    7. მეც რამდენჯერ მიფიქრია ამაზე :შბევრ კითხვას ვუსვავ ჩემს თავს მაგრამ, ერთსაც ვერ ვცემ პასუხს :|მეც სხვაგან მინდა ჩემ აზრებთან, ჩემ გარემოსთან ერთად :|დანამდვილებით ვიცი სადაც კარგად ვიგრძნობ თავს, მაგრამ ხელს არ მიწყობს, არც ასაკი და არც სხვა ბევრი რამ :შხოდა წამო გავფრინდეთ გერმანიაში :დ :დ :დ:*

    8. თამო – როგორ გამიხარდი ახლა. სულ მიხარია შენი კომენტარები, მაგრამ ამაზე განსაკუთრებით. მე და შენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს და მიხარია.

    9. ქეთი – აუ რავიცი რა. უკვე აღარ ვიცი რა. ნინა – ეჰ, მე ვცდილობ, რომ ფანტაზიებში მაინც წარმოვიდგინო ეგეთი ადგილი. აუ კი ნახე. მე სულ მსიამოვნებს მისი ნახვა. ოსკარი აიღო საუკეთესო მოკლე-მეტრაჟიანი ფილმისთვის.

    10. ასეთი ადგილის წარმოდგენა ფანტაზიაშიც კი მიჭირს :)))ეს ფილმი კი არ მაქვს ნანახი და კარგია?

    11. აი, კიკიტოს ვეთანხმები.ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე შეგვიძლია გამოვასწოროთ, რამდენიმეს ყურადღება არ მივაქციოთ, რამდენიმეზე იმედი ვიქონიოთ, რომ გამსწორდება და ერთი-ორიც ოცნებისთვის რომ დავიტოვოთ, არაფერი დაშავდება 🙂

    12. ინგ – რაღაც მხრივ ეგრეცაა, მაგრამ ძირითადად მაინც არა. შე წარმოიდგინე რამდენი შეგვიძლია ჩვენ ახლა??? არც არაფერი, ჩუმად ვართ და არ გვაღელვებს, რადგან ვიცით, რომ არაფერი ეშველება მაინც. ანუშკა – კი, აუცილებლად უნდა ვქნათ ეგ. შენ წარმოიდგინე შენი პოსტი წავიკითხე ახლა და ისე მესიამოვნა <3<3სოფი – აი ზუსტად. ხოდა უკვე უნდა გავამოძრავო ხელ-ფეხი. როდემდე უნდა ვიჯდე ასე გულ-ხელდაკრეფილი. თორემ ჩავლპები აქ.

    13. დღეს ჩემი ორი მეგობრისგან ზუსტად ასეთი შინაარსის წერილები მივიღე, რომლებმაც ჩემი ნოსტალგია საერთოდ ჩაახშეს. ერთი, თვეებია, უკვე უშედეგოდ ეძებს სამსახურს; მეორე მუშაობს, მაგრამ ისეთი ხელფასი აქვს, ძლივს ყოფნის 😐 არ ვიცოდი, რა მეპასუხა, გარდა იმისა, თუ გაფრენა და წასვლა გინდათ, უნდა წახვიდეთ–მეთქი.შენც იმავეს გეტყვი.მერე საღამოს გავისეირნე, ვიღაც ფრანგ ბიჭს ფანჯარა ჰქონდა გაღებული პირველ სართულზე და სიგარეტს ეწეოდა, თან ვიღაცას ესაუბრებოდა შიგნით. ზოგჯერ ხომ არის, "ამელივით" რომ გაგინათდება გონება: შევხედე და მივხვდი, რომ გამიმართლა, სადაც ვარ. დავდივარ როგორც მინდა, აქ არავინ არავის უყურებს, არც ნაგავს გაყრიან თავზე. სირთულეები კი ყველგანაა, მთავარია დაძლევის სურვილი გქონდეს.

    14. mec minda iq sadac es yvelaferi shesadzlebelia, magram mase mxolod mondomeba ar shvelis am ambavs da jobia chvenit shevkmnat iseti garemo irgvliv rom es yvelaferi ikos, tumca bevri ram ar aris mxolod chvenze damokidebuli, magrma mainc rusebi idzaxian kargad "хорошо там, где нас нет, а спросить их им тоже плохо."

    dsh!

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

    Connecting to %s