3 years of existence

ზოგადად: არც კი მჯერა, რომ უკვე ასეთი დიდია ჩემი ბლოგი. არადა ფაქტია. რაც ხდება, სულ ხდება. და რაც სულ ხდება, ყველაფერი იწერება აქ. იცვლის მკითხველებს. იყო პერიოდი, სხვა მკითხველები აქტიურობდნენ, ახლა სხვები აქტიურობდნენ. მომავალში ვინ იაქტიურებს არც ბლოგმა იცის და არც მისმა პატრონმა.
მცირეოდენი ისტორია: დაარსების თარიღი არის 2007 წლის 27 ოქტომბერი, როდესაც ეს პირველი პოსტი ანუ პროლოგისეული ბევრი წერტილით დაიწერა. მას შემდეგ მოვდივართ და მოვდივართ. ავტორსაც და ბლოგსაც ჰქონდათ დაცემის პერიოდები, მერე ისევ ადგომის პერიოდები, მერე ისევ დაცემის, მერე ადგომის და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.
მობეზრება: არა, არასოდეს მომბეზრებია. არაერთხელ მქონია “ლომკა” (ქართულად არვიცი ეს სიტყვა.), მაგრამ მობეზრებით არასოდეს მომბეზრებია.
დიზაინი: სულ 3-ჯერ შევუცვალე და ჯერ-ჯერობით არსებული ძალიან მომწონს. ჩემს ფერებშია: სტაფილოსფერი, ნაცრისფერი, ცოტაოდენი ლურჯი/ყავისფერი/წითელი/თეთრი, ბაცი ვარდისფერი, კრემისფერი.
კატეგორიები: ამ მხრივ გააჩნია რა შინაარსის პოსტს ვწერ; თუ ცნობილ ადამიანებზე – Celebs, თუ ფილმებზე – Cinematography, თუ ცუდ ხასიათზე ვარ – ჯანდაბა, თუ რამე პატარა დეტალიც კი მახარებს – ყველა ეს პატარა შპუნწიკი, თუ სადმე ყოფნისას ბლოკნოტში დავწერე ყველაფერი და იმას ვაკოპირებ –უცბად გაკეთებული note-ები, თუ სადმე გასართობად ვიყავი – Party Fever, თუ იტალიაზე – Italian Job, თუ ყოვლად სისულელეები წერია პოსტში, ის აუცილებლად just-ში უნდა იყოს გაწევრიანებული. თუ საქართველოს მარაზმებზე ვწერ – ჩვენი ქვეყანა, როგორც ასეთი.  ჩემი დაღლილი მუზები – ოოო, თუ აქ ჩავაგდე რამე, ე. ი. წერის მუზა საერთოდ არ მაქვს. თუ ჩემს პატარა მოთხრობებს ვწერ, ის აუცილებლად Novels-ში იქნება. მას ცალკე გვერდიც აქვს გამოყოფილი. ძირითადად ესენია, დანარჩენები უნდა გადავახარისხო კარგად. ზოგი საერთოდ წავშალო
სპამები: შემაღონეს!!!! მაგრამ ერთ კარგ ხერხს მივმართე: 100 დღეზე ადრე თუა პოსტი დაწერილი, იმაზე კომენტარის დატოვებისას მოდერაცია მაქვს ჩართული. რადგან სპამერები ძირითადად ძველ პოსტებზე აკომენტებენ ხოლმე. მერე ყველას ერთად ვყრი ერთ საქაღალდეში და ერთიანად ვშლი.
ვიზიტორები: ყველას, ვისაც უნდა. რაოდენობა 0-დან + უსასრულობამდე. ამ საკითხზე ჩემი რეაქცია – 0. მეტიც,ბლოგი მწყრალად არის ისეთ ბლოგებთან, რომლებიც “მუშაობენ” ვიზიტორებზე. არცერთ ჩემს პოსტს არასოდეს ჰქონია ვიზიტორების მოსაზიდი სათაური. :მაუსზე ხელის დადების სმაილიკი:
სტატისტიკა: 2010 May – 2010 October



ავატარი: მთელი 3 წლის მანძილზე სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო. სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო მონაწილეობს ერთ-ერთ უთბილეს სიმღერაში: და ამასთან, სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო არის ემინა კუნმულაჟი (ბოლო სურათში). რათქმაუნდა სამივე გოგო სხვადასხვაა, მაგრამ სამივეს აერთიანებს სტაფილოსფერი ხუჭუჭა თმა.
დომეინი: დიახ!!! საკუთარი com დომეინი. რომლის მფლობელიც ა/წ მარტიდან არის. არ დამავიწყდეს მარტში ანგარიშზე 10 დოლარის შეტანა!!! დომეინში იგულისხმება უნივერსალური მეილის მისამართიც, რომელზეც დაჭერისას შეგიძლიათ მეილი მომწეროთ.
universe: აქ ყველაფერი ეგეთია. universe სამყაროს ნიშნავს რომ იცოდეთ. ხოდა სამყაროსეულია აქ ყველაფერი. სიმღერა, პოსტები. თუ არ გჯერათ, საიდბარს შეხედეთ.
ტვიტერი: ეს რამდენიმე თვეა, რაც მაქვს. მათთვის, ვისაც უნდა იქაც გამომაყოლოს თვალი. (კიარადა ჩემს პოსტებს, არ დაიბნეს ახლა ხალხი :დ )
ფბ: არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ბლოგი არის ბლოგი და ფბ არის ფბ. იქ არასოდეს დავწერ, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და თუ რამეს ვა”შეარ”ებ, მხოლოდ ბლოგერები და ფორუმელები ხედავენ.
კიდევ რამდენიმე სიახლე:
1) პოპულარული პოსტები გამოვიტანე. უფრო სწორად მე უბრალოდ ეგ ფუნქცია ჩავრთე და ყველაზე პოპულარულად რომელიც მიიჩნია ბლოგსპოტმა, გამოაგდო და საიდბარში მოათავსა.
2) Amazon.com-ის ბანერები დავდე. თუ ვინმე ჩემი ბლოგიდან გადავა მანდ, ძალიან დამავალებთ, რადგან სპეციალური აქციები გავრცელდება ჩემზე, როგორც მათი ხშირი კლიენტისთვის. თუარადა დაიკიდეთ.
3) ვიდეო: ეს სულ რამდენიმე დღეა, რაც დავამატე. ვფიქრობდი ღირდა თუ არა. ამ ეტაპზე ძალიან მინდოდა. ეს არის Faithless – Crazy English Summer. ამ ეტაპზე ეს სიმღერა არის ჩემი ამოჩემება ალბათ დიდი ხნით. ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე.

სულ მგონი ეს იყო.
27 ოქტომბერია დღეს. ზუსტად 3 წელი.

Advertisements

25 thoughts on “3 years of existence

  1. Pingback: Kate’s Lucky Number: 7even | Universe

  2. პირველად ვარ ამ ბლოგზე. ამ პოსტს რომ გავეცანი მომინდა სხვა ჩანაწერებიც გამეცნო, ასე რომ წავედი, ვიკითხო ბლოგი. 🙂

  3. unaamarga – გეთანხმები. ყოველთვის დაზარალდება, რადგან მკითხველზე იწყებ მერე ფიქრს.

  4. ახლა წავიკითხე ეს პოსტი, რიდერში ვარსკვლავი დამისვია და წაკითხვა დამვიწყებია o.Oხოდა დაგვიანებით ვულოცავ შენს ბლოგს დაბ-დღეს ♥ დიდი გოგო გაიზარდოს და ბევრი-ბევრი საინტერესო პოსტები "ეყოლოს" 😀 :*

  5. იმიტომაცაა კარგი ბლოგი, ვიზიტორების მოსაზიდად რომ არ მუშაობ! მაგ დროს კონტენტი ყოველთვის ზარალდება!

  6. მია – კი, ნამდვილად, რადგან მინდოდა 23-ის რიცხვით ყოფილიყო ეს პოსტი. შენ ეგრევე ამჩნევ ხოლმე ამ ფაქტს. :Dმინდა გაგრძელება, მაგრამ თან ვფიქრობ სისულელეები ხომ არ წერია მანდმეთქი.

  7. ეეი, ქეით, დაგვიანებით გილოცავთ შენ და ბლოგს დაბადების დღეს ❤ დაგვიანებით იმიტომ, რომ ჩემს აფდეითებში დროულად არ გამოჩნდა ეს პოსტი, სავრაუდოდ, შენ კვლავ დაგავიწყდა დაპაბლიშების დროის შეცვლა. ა, არა? :უსერ: მახსოვს, მე შენი ბლოგის კითხვა დავიწყები ნოველებით 'ჩემი შეყვარებული' და იმის მერე ვკითხულობ. ისე, აქვე, ამ ჩანაწერებს აღარ გააგრძელებ? :))

  8. ნუც – გოგო, რავიცი, რატომღაც ჩვთვალე, რომ ბავშვური საქციელი იქნებოდა ტორწიკი :Dხო, ვიზრდებით და ჭკუა გვემატება. და ძველ პოსტებს რომ ვკითხულობთ, გვეცინება :Dfaithless-ი ხომ ისედაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს სიმღერა მართლა განსაკუთრებით. ჩემნაირო :**ლორდ – რატომ მერე??? რამეს უნდა წერდე იქაც. საინტერესო იქნება.

  9. ჩემი ყველაზე ძველი ბლოგი 2008-ის იანვრიდანაა. მაგრამ უსინდისოდ მყავს მიგდებული.

  10. 3-სანთიანი ტორტიკი სადაა? ))) არადა მართლა მაგარია, ასეთ ეტაპებზე ვხვდებით რა მალე გადის თითქოსდა ზლაზვნია დრო ) მე 2 წლის და თვეების ვარ ჯერ . ხოდა კიდე რა: faithless!!! ზუსტად ეგ სიმღერა მეც როგორ ❤

  11. ვაიმეეეე, ნუთუ დღეები დაითვალე????დიიიიდი მადლობა. მეც ძალიან მიყვარხარ. :**

  12. ქეთ – ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მართლა. :*****

  13. ქეთ, ვულოცავ შენს სამყაროს 3 წლის იუბილეს, კიდევ ბევრი სამეული მოემტოს! :)რა კარგი პოსტი იყო! ამომწურავი.მეც ძალიან მომწონს ფერები დიზაინიდან და ვერ წამომიდგენია აქ სხვა ავატარი. ძალიან ასოცირდები ამ სტაფილოსფერთმიან გოგოსთან. ეს ფერი მეც მიყვარს, ჩემთვის ძალიან პოზიტიურია..დიდი ხანია, შენი მკითხველი ვარ და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს შენი ბლოგის მიმართ… ძალიან გულწრფელი ხარ <3<3

  14. alukard – ანუ შენ 2009წლიანი ხარ??? რა პატარა ხარ ჯერ. 😀 😀 ჩემზე 2 წლით. :დგიო – დიიიიიიიდი მადლობა :***

  15. მთელი 3 წელი ^^ ღმერთანი :))) გილოცავ ბლოგო დაბადების დღეს მოგვიანებით ^^ ჩემი თებერვალში 2 წლის ხდება ^^ ეჰ ეს ბლოგები…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s