Thinking about movie people

ამასწინათ ვფიქრობდი, ფილმებს რის მიხედვით ვარჩევ ნეტავ-მეთქი. მერე საკუთარ პოსტებს გადავხედე ფორუმზე, ფილმების მოთხოვნის თემაში. ჩემს მიერ დაწერილ პოსტებს გადავხედე,  ერთი და იგივე შინაარსის პოსტი მაქვს დაწერილი.არაერთი.

ესეც თითქოს არაფრის მაუწყებელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ გავერკვიე მეზარება თუ უბრალოდ სურვილი არ მაქვს სხვა ჟანრის ფილმების ნახვისა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე ვდებ აქ “movies to be seen” პოსტებს, ყველა აღნიშნულ ფილმს აუცილებლად ვნახულობ, თუ მოვახერხე მისი პოვნა.
მეზარება – ხშირად ისეთი დაღლილი ვარ, რომ მინდა ტვინი აღარ დავღალო რთული სიუჟეტის მქონე ფილმების შინაარსის გადახარშვით. დაღლილობა მრავალნაირია. ზოგჯერ ფიზიკური, ზოგჯერ მორალური. ნებისმიერ შემთხვევაში დაღლა დაღლაა და ფილმები კი არსად გამექცევიან. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელაც არ ვიქნები დაღლილი. ეს “ერთხელ” არაერთხელ დამდგარა, მაგრამ მაშინ 7 ფანჯარა მაქვს ერთ ბრაუზერში გახსნილი და ვიღას ახსოვს კინო.
სურვილი არ მაქვს – ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ ვშიშობ ეს საკითხი ყველასათვის გასაგებია. წარმოიდგინეთ, ამდენი სტრესი, უსიამოვნება, კამათი, განაწყენება და არაერთი “ასე შემდეგ”-ი. იმის-და მიუხედავად, თუ ვინ არის თითოეული ამ სტრესისა თუ განაწყენების უშუალო მონაწილე ( მე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლის ისტორია მალევე მოდის ჩემამდე). ინფორმაცია, რომ ვიღაც ვიღაცას ცუდად მოექცა. ვიღაცას რაღაცაში არ გაუმართლა და კიდევ ვინ მოსთვლის.
ამ ბოლო დროს ისიც კი მაღიზიანებს, როდესაც ვიღაც მსახიობს ვხედავ სახლში თუ გარეთ თხლად-ჩაცმულს. და ამ დროს ჩემს ფანჯრებს ისე საშინლად უქიქინებს ქარი, რომ დაშორება ციმბირამდე რამდენიმე ათეული კილომეტრიღა მგონია და მეტი არა.
ეს ყველაფერი ინტერნეტში მოძიებულ ფილმებს შეეხება, მაგრამ გარდა ინტერნეტისა არსებობს ტელევიზორი. ტელევიზორი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო იყო. თუმცა-ღა ახლა გადავწვიტეთ, რომ ისევ მოგვენატრა და ისევ გადავიხადეთ სააბონენტო. ღამით კი, კომპიუტერიდან ამდგარს ისევ მისკენ მივეშურები და მისი ჩართვისას არც ინტერნეტია და არც იმის არჩევანი, უყურო ამ ფილმს თუ არა.
ერთ-ერთი მიუზიკლი, რომელიც წლების წინ ვნახე სრულიად შემთხვევით და ახლაც ასე  გადავეყარე რამდენიმე დღის წინ, იყო Hair (თმა). მაშინ არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ტიტრებიდან არ დამიწყია მისი ყურება და ამიტომ. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე “თმა” ეწოდება და თურმე მილოშ ფორმანის ფილმია. რუსთავი2-ზე გადიოდა, მეც დავჯექი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.
მანამდე იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგსხვა არხზე Miss Congeniality (მის კონგენიალურობა) გადიოდა. ალბათ ყველას აქვს ნანახი ერთხელ მაინც. სანდრა ბალოკის, ბენჟამენ ბრეტისა და მაიკლ კეინის მონაწილეობით. ბენჟამენმა ჯულია რობერტსთან თანაცხოვრებით უფრო გაითქვა სახელი, მაგრამ ახლა მასზე არ ვაპირებ წერას.
პოსტი ამაზეც არ არის. უბრალოდ როდესაც ამ უკანასკნელს ვუყურებდი, ჩემმა დამ მითხრა მაიკლ კეინზე, ეს ხომ იცი “Hair”-ში თანაშობს, წეღან რომ უყურებდიო. მეც დავეთანხმე, უი კი, ეგრეც ვიფიქრემეთქი.
მთელი დღეები ვფიქრობდი ცხოვრებაზე. მაინც რა არის ეს ცხოვრება-მეთქი. 1979 წელს კაცმა მიუზიკლში ითამაშა და აგერ უკვე 2000-ში, 21 წლის შემდეგ – სანდრა ბალოკის გმირს ალამაზებს-მეთქი. “Hair” მართლა ძალიან მიყვარს და ახლა უკვე მაიკლის გამო – მითუმეტეს. თუმცა მერე ისევ იმაზე მეფიქრებოდა – გინდ მსახიობი იყოს და გინდ – ვინმე, სრულიად არაცნობადი სახე, ყველა ბერდება და საბოლოოდ კვდება-მეთქი.
იმავე დღეს, გვიან ღამით კი “Riding In Cars With Boys” “დამხვდა” ერთ-ერთ არხზე დაწყებული. დრიუ ბერიმორის, სტივ ზაანის (რომელიც ყოველთვის საყვარელია ფილმებში), ადამ გარსიასა და ბრიტანი მერფის მონაწილეობით. ვგონებ, ესეც ყველას უნახავს. მე ადრე ვნახე და აღარ მახსოვდა. არადა დრიუს ისეთი სახე აქვს, რომ ხშირად ვერ ვგებულობ კომედიური მსახიობია თუ არა. მაგრამ ფილმი მართლა სენტიმენტალური იყო. არადა რეალურ ცხოვრებაში, ჩემს ირგვლივაც რამდენი გოგო გათხოვილა პატარა ასაკში და რამდენს დანგრევია ოჯახი მეუღლის ნარკომანობის გამო. ფილმის ყურებისას სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი რეალური სცენებია-მეთქი. მართლა რეალური სცენები იყო და პრინციპში რეალურადაც დასრულდა. სოფიმ დაწერა ადრე თავის პოსტში “დრიუს ფილმებში ყველგან არის სცენა, სადაც გოგოები სავარძლებზე სხედან და საუბრობენ”-ო. ხოდა მეც აღმოვაჩინე ანალოგიური კადრი ამ ფილმში. ამ მომენტში ბევი (დრიუ) ეუბნება ფეის (ბრიტანი) – მართლა კარგი დედა ვარ და მართლა მიყვარს ჩემი შვილი თუ არაო.
ეს ზემოთ ნახსენები კადრი არ არის, ბუნებრივია. სამწუხაროდ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სავარძლებზე სხდომის კადრი, მაგრამ მართლა არსებობს. ფილმს უყურეთ და ნახავთ. აი “სავარძლის” კადრამდე კი ეს კადრია, სადაც ბევერლიც, ფეიც და სხვებიც ბევერლის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ბრიტანი მერფი რეალურ ცხოვრებაში, სულაც არ დაბერებულა, ისე გარდაიცვალა.
ახლა კი, როდესაც ამ პოსტს ვწერდი და Michael Caine-ის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი, აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ არ მონაწილეობს “Hair”-ში. ჩემს დას შეეშალა, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი მართლა ძალიან წააგავს კეინს. თუმცა კეინიც თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო და მისთვისაც ანალოგიურად გაირბენდა 21 წელიწადი. მის ფილმოგრაფიასთან გაცნობის შედეგად კი ის აღმოვაჩინე, რომ მონაწილეობს ფილმში, რომლის თანამედროვე ვერსიაში ჯუდ ლოუ გვევლინება და ზუსტადაც ჯუდის მონაწილეობით ეს ფილმი მე სულ რამდენიმე კვირის წინ ვნახე. მე ალბათ დიდხანს ჩამესმება ინგლისური ინგლისური ენა. ჯუდი ხომ ინგლისელია და The Beatles-ების ცნობილი სიმღერის “Hey Jude”-ის გამო დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი. ახლა კი გადავწყვიტე, რომ ამ ფილმის მაიკლ კეინისეული ვერსიაც ვიხილო უახლოეს მომავალში. რა დამთხვევაა, მაიკლიც რომ ინგლისელია. და კიდევ ერთი – მე პირადად ვიძლევი პირობას, რომ მაიკლი ჯუდზე არანაკლებ სიმპატიურია. ორივე შემთხვევაში სცენარის სიუჟეტი ბილ ნოუტონს ეკუთვნის და მაგით მივხვდი, რომ ერთი და იგივე სიუჟეტია ორივე შემთხვევაში.

პ.ს. ისე კი რომანტიულ კომედიებზე გამახსენდა, აგერ ახალი ფილმი გამოდის ნატალისა და ეშტონის მონაწილეობით. მე ხომ ჩასაფრებული ვარ ასეთ ფილმებს. ტრეილერი ამ პოსტს ბონუსად.
No Strings Attached.

 

Advertisements

18 thoughts on “Thinking about movie people

  1. მილიონ ადგილზე რომ მაქვს გადამოწმებულ–წაკითხული, იმიტომაც დავწერე. :))

  2. jude ბითლზების სიმღერის გამო არ დაურქმევიათ,თომას ჰარდის jude the obscure ს გამო დაარქვეს..ინფოები გადაამოწმე ხოლმე და ისე დაწერე.spy:

  3. არაუშავს, მერე რა. :დდდდიდი მადლობა. ტორენტი დავაყენე და ჭკუაზე არ ვარ. გადმოვზიდე ყველაფერი მგონი. :)))))

  4. oops, ხო ზედა კომენტარი არ წამიკითხავს, მართლა პირველივე რჩევაში ყოფილა ეს ფილმი :)))) ოკ "ხოროშეგო პრასმოტრა" 🙂

  5. უდიდესი მადლობა ამხელა დეტალური კომეტარისთვის. ყველაფერში გეთანხმები აბსოლუტურად. ეგ ფილმი კი ზუსტად ისაა, რაც ოთომ მირჩია პირველ კომენტარში და აუცილებლად უნდა ვნახო. მაგრამ მანამდე უნდა ვნახო მაგ ფილმის პირველი ანუ მარტო კეინისეული ვერსია, რომელიც 70-იანებშია გადაღებული.

  6. ჰმმ ახალ ფილმს აუცილებლად ჩავუსაფრდები მეც! ჯერ ერთი იმიტომ რომ ნატალი თამაშობს და მეორეც ის ექიმია ფილმში!!! :)) ჰეჰეჯუდის აღწერა მომეწონა ან უფრო ის რომ მშობლებმა ბიტლების "ჰეი ჯუდის" გამო დაარქვეს და მისი ინგლისური აქცენტი საოცრად მიყვარს და საერთოდაც კარგი ვინმეა, ალფი ნანახი მაქვს (ჯუდის ალფი)(არც ვიცოდი ძველი ვერსიაც რომ ყოფილა და ეს ახალი იმ ძველის გადამღერება რომ ყოფილა )კარგი ფილმია! ჯუდიც საოცრად მომხიბვლელია ფილმში ! თან სუზან სარანდონი და ბონუსად ომარ ეპსიც თამაშობს 🙂 მოკლედ სანახავი ფილმია :))აი ეს ფილმი ნანახი გაქვს? (მგონი ეს უნდა იყოს იმიტომ რომ ჯუდი და მაიკლ კეინი თამაშობენ ) მთელს ფილმში სულ ორი პერსონაჟია როგორც მახსოვს, საინტერესო სანახავია! 🙂 (ეს იმიტომ გავიხსენე რომ ორივე ეს კაცი ზემოთ იყო ნახსენები)http://avoe.ge/movies/one.php?mid=8387ვსო წავედი მე

  7. ხო აი მეც. ძალიან ხშირად სრული დებილიზმი მინახავს.

  8. რამდენი უაზრობა მინახავს :((((( ვერ ვისწავლე ფილმზე ჩაჯდომა :((( ყურების პარალელურად ას რაღაცას ვეკეთებ..

  9. ქეთი – ხო აი ზუსტად. თან დაღლილობაც თავისას შვრება. :((( არადა რამდენი კარგი ფილმის ნახვა არის შესაძლებელი. როდე – ვაიმე არ თქვა. :))))) მეც ზუსტად. არასოდეს არ მბეზრდება და ტვინიც არ იღლება. აუ "ქერათმიანი ადვოკატი"-ც ძალიან ბევრჯერ. :)))))

  10. მის კონგენიალურობა ვაი რამდენჯერმაქვს ნანახიიიიი და ლამაზმანიიიი? აი არაფერს როარ ვაკეთებ, საკმარისია თვალი მოვკრა, რომ უყრებას ვიწყებ ;დდდა ის კიდე. "ქერათმიანი ადვოკატი"… მარა მახსოვს იმედზე ყოველ დღე უშვებდნენ მგონი და მეც ყოველდღე უყურებდი ლოლ ;დ

  11. ისეთი ნაცნობია ბრაუზერში ჩაკეცილი ფანჯრები მოძებნილი ფილმებით, მაგრამ ნახვა მეზარება. შვებულების დროს ყოველდღე ვარჩევდი და ვნახულობდი კიდეც, ახლა შაბათ–კვირისთვის ვდებ ვითომ :)უბრალოდ სიუჟეტს რომ გავყვე, ეგაც მეზარება ხანდახან, ზედაპირულად ცქერაც არ მიყვარს – უნდა ჩავერთო ფილმში…ტელევიზორში ნანახი ფილმები მეც მიყვარს – უფრო კომფორტულად ვზივარ ხოლმე, სასუსნავმომარაგებული 🙂 მაგრამ ბოლოს როდის დავჯექი საცქერად, არ ვიცი. ალბათ გვიან გადის, თორემ საღამოს როცა არ უნდა შევხედო ეკრანს, სერიალებია მხოლოდ 🙂

  12. ოთო – უიიიი, დიდი მადლობა. ძველიც უნდა ვნახო და ახალიც. ახლიდან ის მომენტი მახსოვს მხოლოდ – ჯუდი ლოგინზე რომ წევს და მაიკლი რომ დაადგება. ხომ არ მეშლება???ნინა – მე თავიდან არ მომწონდა ინგლისური ინგლისური, მაგრამ მერე "ნოტინგ ჰილმა" შემაყვარა. r-ს ძალიან საყვარლად ყლაპავენ. 😀 :Dსოფ – კი, გეთანხმები ყველაფერში. კიწ – კიიი, მეც.

  13. :> ამას აუცილებლად ვუყურებბ:> ნატალიზე ვგიჟდებიი

  14. ნინასი არ იყოს, მეც იმდენი ფილმი მაქვს ნანახი, ლამის გული ამერიოს, რომ მახსენდება. განსაკუთრებით ტვ–ში მიყვარდა ფილმების ნახვა ზამთარში. ღამით პირველ არხზე ხშირად იყო ხოლმე 80–90–იანების დასაწყისის ამერიკული ფილმები და ძაან მიყვარს ამ პერიოდის ჰოლივუდი.დრიუს ეგ ფილმი კიდევ სასწაულად რეალურია. სტივ ზანი ხომ ყველგან საყვარელია და აქაც კი მეცოდებოდა. მე ის ეპიზოდი მიყვარს, დრიუ რომ აღმოაჩენს ფეხმძიმედაა და ბრიტანის ეკითხება ქუჩაში, დედაჩემი რომ იყო, როგორი რეაქცია გექნებოდა და ის მთლად გააფრენს. დრიუ ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ ბრიტანი რომ მახსენდება, გული მეკუმშება :/მაიკლ კეინი კიდევ ძალიან სიმპათიური კაცი იყო თავის დროზე. რაღაც ფოტო მაქვს მაგისი, ვაფრენ და ფბ–ზე განახებ.

  15. აა ქეით რამდენი სულელური ფილმი მაქვს ნანახი ამ „დაღლილობის“ გამო შენ ხო არ იცი :))))) და რამდენი მიყვარდება მერე მართლა ამ სულელური ფილმებიდან (სულელურს მსუბუქ რომანტიკულ კინოს ვეძახი) :დაბა სულ არტ ფილმებს ჩემმა მტერმა უყურა :))ინგლისურ ინგლისურზე გამახსენდა, ყოველთვის ამერიკული მომწონდა და ამ ბოლო დროს ბრიტანული მომწონს ჯეისონ სთეისემის გავლენით, ეს რ-ების იგნორი is so sexy 😀 ოღონდ მე ვერაფრით ავიღე ეს ბრიტანული აქცენტი, არ გამომდის :/

  16. კეინზე და ჯუდზე გამახსენდა Sleuth თუ არ გაქვს ნანახი აუცილებლად უყურე : )

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s