Take that progress

მიიღეთ ის აღმაფრენა, რასაც ამ პოსტში გთავაზობთ. ძალიან გესიამოვნებათ.

ისე კი სხვანაირად ასე დავწერდი: Take That – Progress. 
დიახ, იმ თითქმის 15 წლიანი აღმავლობის თუ დაღმავლობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფი ისევ აღსდგა. ოღონდ ამჯერად რობი უილიამსთან ერთად. 
დიახ, რობი ისევ Take That-შია.
ეს არის სასწაული, რომლისაც მილიონობით გულშემატკივარს და მათ შორის მეც, არ სჯეროდა. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. 
მაგრამ მოხდა!!!
და აი ისინი წარსდგნენ მაყურებლის წინაშე X Factor-ის სცენაზე. სასწაულად შეასრულეს ზუსტად ის სიმღერა, რომელსაც მე უკვე ვუწოდებ ალბომის მთავარ სიმღერას და ჯგუფის გაერთიანების ჰიმნს. 

სანამ ვიდეოს ნახავდეთ, გეტყვით, რომ მისი ნახვისას ავტირდი. ეს იყო ფაქტიურად ჩემი ბავშვობისთვის თვალის გადავლება. 
სცენაზე გამოსვლამდე ძალიან კარგი კოლაჟია ჯგუფის შესახებ გაკეთებული. 
First there were five: არაჩვეულებრივი ალბომები, წარმატება, კონცერტები…
და Then everything changed: განცხადება რობის წასვლის თაობაზე. 
მილიონობით ატირებული გულშემატკივარი, გაცრუებული იმედები.
4 წევრისგან შემდგარი ჯგუფის კონცერტები, რომელთაც აშკარად აკლდათ მეხუთე. 
და აი tonight four became five!!! დანარჩენების მიერ რობის გამხნევების, მადლობისა და სიყვარულის გამოხატვის მომენტები. 
აუცილებლად ნახეთ. Take That. 
განათდა მხოლოდ რობი და დაიწყო. აქ ეგრევე ამეტირა. ვუყურებდი მისი თვალების მოუსვენარ მოძრაობებს, მის წყლიან, მწვანე თვალებს და ვფიქრობდი რა ხდებოდა იმ მომენტში მის გულსა და გონებაში. 
თან მომდევნო წელს დიდი ტურები აქვთ უკვე დაგეგმილი, როგორც გარიმ თქვა.
კითხვაზე: How does it feel to be back in the band? რობი პასუხობს: It feels absolutely magical, fantastic.
პირდაპირ youtube-მა “არ მომცა” კოდი, ამიტომ სამწუხაროდ, უნდა დავდო მხოლოდ ლინკი.
ხოდა ახლა აუწიეთ დინამიკებს, ბასებს (მე პირადად ავუწიე) და ჩართეთ ეს ვიდეო. 
ამ სიმღერის ოფიციალურ ვიდეოს რაც შეეხება, აგერ ამასაც გთავაზობთ. კლიპიც და ტექსტიც ისეთი სიმბოლურია. თუნდაც სპორტული ნავი, რომელსაც Progress აწერია. თუნდაც ის, რომ რობის სტილს არაჩვეულებრივად ესადაგება ეს სიმღერა.

არაჩვეულებრივი ალბომია. 
ინებეთ და ისიამოვნეთ. 

სიმღერები:
1) The Flood
2) Sos
3) Wait
4) Kidz
5) Pretty Things
6) Happy Now
7) Underground Machine
8) What Do You Want From Me?
9) Affirmation
10) Eight Letters

და გარდა ამისა, ტრეილერი იმ დოკუმენტური ფილმისა, რომელიც მალე გამოვა ჯგუფზე.

Look Back, don’t stare :))

Advertisements

9 thoughts on “Take that progress

  1. @პელაგია, მაგ კლიპში რობი და გარი ცისფერებს ჰგვანან საშინლად.@ქეით, ვაიმე, ნუ გადამრიე ეს დარბაისელი ქალი, რაღა დროს 'თეიქ ზეთია'! :პ რა ვქნა რეუნიონები არ მხიბლავს, სპაის გერლზზე მეტად არავინ მიყვარდა ბავშვობაში, მაგრამ 2007 თუ 2008–ში რომ გაერთიანდნენ, კაპიკად აღარ ვარგოდნენ. ბავშვობაა კარგი და ის პერიოდი, თორემ ახლა რასაც ვუსმენ, იმითაც კმაყოფილი ვარ, if u know what I mean.:*

  2. აუ ეგეც მინდოდა, რომ პოსტში დამედო, მაგრამ აღარ ვქენი. ისე კი ეგ მართლა შერიგების სიმღერაა. ძალიან მომწონს მეც. ხოოო, კიდევ კარგი, არ ხტებიან. :)))

  3. კი გამიხარდა,მაგრამ ისე ძანააც არ აღვფრთოვანებულვარ, ალბათ იმიტომ, რომ ცალკე რობი უფრო მიყვარდა ყოველთვის :)ჯგუფუ ერთად დიდად არ მახსოვს… ესე რომ ის უფრო მიხაროდა რომ ცალკე წავიდა და მარტო მღეროოდა :)თუმცა პოსტის ემოციას ვიზიარებ ჰოდა მე გული უფრო ამ სიმღერამ ამიჩუყაhttp://www.youtube.com/watch?v=tv49bC5xGVYრობის და გარის ერთობლივად დაწერილი:)და თითქოს შერიგების და გაერთიანების სონგი :)ფინალი განსაკუთღებით კარგი აქვს (კლიპს:)))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s