All these young dudes

http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F7666001&show_comments=true&auto_play=false&color=ff8200   all these young dudes by k84u
“Perry Blake ისევ ყველა ამ ახალგაზრდა ტიპზე მღერის. ისევ ღამეა. ისევ ვერ დავითვალე ვარსკვლავები და ისევ ვერ ავარჩიე და ვერ ვიპოვე ის ერთადერთი წიგნი, რომელიც უსაზღვროდ მეყვარება და უსაზღვროდ ჩემი იქნება. მე სულ რაღაც 3-იოდე წამის წინ დავაფიქსირე, რომ ერთი სიმღერა მხოლოდ ამ აბზაცისხელა მონოლოგის დასაწერად არის საკმარისი. Sehr schade არადა! თუმცა Perry Blake-მა სათქმელი მაინც იმღერა და მეც გავიგე.
ეს ნაწერი რაზეა არვიცი. ამიტომაც იყოს indie, ისევე როგორც ეს სიმღერა.
დგება პერიოდები, როდესაც ადამიანები უცხოები ხდებიან და მეზიზღებიან. შემდეგ ყველაფერი მეზარება მათთან დაკავშირებული. კიდევ ისიც არის, რომ დაღლილობა სურვილებსა და მოტივაციებზე ბევრად ძლიერია. არადა რისგან ვარ დაღლილი, ვერაფრით გამიგია. რამდენიმე წელია უკვე, რაც დაფიქსირებული მაქვს, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ადამიანიც ისეთივე საზიზღარი არსებაა, როგორიც – ზედმეტად პესიმისტიც. ზოგჯერ მეფიქრება, რომ მათ არ იციან სიტყვა “პრობლემა”, “გასაჭირი”, “ნერვიულობა”, “დარდი”. არა კი შეიძლება ფრაზის “დღეს დედაჩემმა საყვარელი საყურე დაკარგა” შემდეგ აუცილებლად “არაუშავს, თქვენი ჭირიც წაუღია, ყველაფერი კარგად იქნება” მომესმინა, რადგან დედაჩემმა საყურე ვეღარ ვიპოვეთ და ქუჩაში დავარდნილ საყურეს ვინმე გამვლელი გაიყოლებდა. მაგრამ მაინც. არცთუ სასიამოვნო იყო დედაჩემის დანაღვლიანებული სახის ყურება. თუმცა ცხოვრება გაგრძელდა და ოპტიმისტმაც ხომ სწორედ ეგ მითხრა?!
ირინას იდაყვი ისევ მაგიდაზე დევს, ყურით კი – ხელისგულს ეყრდნობა, მომჩერებია. რამდენჯერაც თავს ზევით ვწევ და წერას ვწყვეტ, იმდენჯერ თვალებს აფართოებს და თითქოს მანიშნებს, აქ ვარ და აბა რა უნდა თქვაო. ირაკლი ფანჯარასთან დგას, მეუღლისგან განსხვავებით და ფარდის ბოლოდან მისი დასაწყისისკენ ბოლთას სცემს. უაზროდ, მაგრამ თავისთვის.
ამინდებს ცალკე დაბნეულობა მოაქვს. ვერ გავიგე რა ჩავიცვა. სამაგიეროდ ჩემმა ჩანთამ უკვე ზუსტად იცის, რითი დავამძიმებ მას მზიან ამინდში: ქუდი, კაშნე, ჟაკეტი, ხელთათმანი და ქოლგა. ამიტომაც უყვარს მას წვიმიანი ამინდი, რადგან ამ დროს მე მაცვია და მიკეთია, ის კი – მსუბუქია.
ყველაზე ცუდი გრძნობა სიძულვილის შემდეგ არის მობეზრება. და მე მართლა მთელი გულით მეზიზღება მობეზრებები. მაგრამ მგონი ბუნებრივი პროცესია. მობეზრების შემდეგ კი მგონი შეჩვევა მოდის. თვით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი ბასა ჯანიკაშვილიც კი ამას ამბობს ქართული ძვირადღირებული ჟურნალი “სითი”-ს ფურცლებზე ოდნავ სხვანაირად: “ისეთი მამაკაცი, რომელსაც ადვილად მოატყუებ, სწრაფად გბეზრდება.” ეს ისე, სიტყვა “მობეზრება”-ზე გამახსენდა, თორემ კონტექსტიდან რომ ამოვარდნილია და ბასას სასაუბრო თემაც სხვა იყო, მეც კი ვხედავ. უბრალოდ როდესაც რამე ან ვინმე მობეზრებული მყავს და მაქვს, მერე უკვე ფეხებზე მკიდია და წინ მივდივარ.
წავალ დავიძინებ დილის 6 საათზე, თუმცა მანამდე სიზმრის ჩაფიქრება მინდა და დამაცადოს ჩემმა კალამმა, თუ შეიძლებოდეს.
ის არამომაბეზრებელი და არამოსაბეზრებელი ადამიანები მინდა დამესიზმრონ დღეს, რომლებიც არც კი ვიცი ზუსტად, რომლები არიან. მაგრამ არიან იმედია. უბრალოდ მე მხოლოდ მომაბეზრებელ-მოსაბეზრებელ-მობეზრებული ხალხი მახსენდება.

უი ხო, სულ დამავიწყდა: ირინა და ირაკლი ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟებია. მაგრამ მგონი ეს სიახლე არ არის ჩემი ბლოგის მკითხველისთვის.”

2010 წლის რომელიღაც სექტემბერი
დილის 6 საათს აკლია 3-4 წუთი ალბათ.
ადგილ-მდებარეობა: ჩემი ბანძი, ყავისფერი ბლოკნოტი
(off: მოლესკინი მინდა :წუწუნი:  )

Advertisements

11 thoughts on “All these young dudes

  1. ეს გაუცხოვება ნაცნობი პრობლემაა. თუმცა მგონი არცაა პრობლემა. ანუ ასე ხდება და ალბათ უნდა ხდებოდეს კიდეც. მობეზრება ჯერ არ გამომიცდია. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან ვურთიერთობ, რომლებიც არ მბეზრდებიან. თუ ვატყობ, რომ ვინმე ჩემთვის უცხოვდება, ვწყვეტ კონტაქტს, შესაბამისად მობეზრების ეტაპამდე ვეღარ მივდივარ(თ) :დმომეწონა შენი პოსტი. და ესეც ჩემი პირველი კომენტარი შენ ბლოგზე :დპ.ს. მოსმენა კი კარგია, მაგრამ როცა საინტერესო მოსაუბრე ხარ, უნდა ილაპარაკო კიდეც :პ

  2. სოფი – არადა ძალიან ხშირად ვასხენებ ხოლმე მაგათ. რამდენი წელია ერთად ვართ.

  3. შენ ჩემი ოცნებები დაამსხვრიე :პ რა გინდოდა, ვიყავი ჩემთვის და ირაკლი/ირინა ნამდვილი ადამიანები მეგონა.

  4. როგორ და რაღაცას შემთხვევით წავიკითხავ და აღმოჩნდება, რომ ზუსტად ისაა.

  5. მე წიგნის ამოჩემება ვიგულისხმე. თვითონ როგორ მოგძებნის 🙂

  6. ქეთ, ალბათ ჯობია ასე არ ეძებდე..გიო, ჰო, სულ გვეშინია 🙂 არადა შიშების უმეტესობა შეძენილია და მერე მთელი ცხოვრება მათ გადალახვას ვცდილობთ, ან არც

  7. ქეთ – კი გეთანხმები. მინდა ძალიან მაგარი რომანი რომ მქონდეს ამოჩემებული და იმის სტილში ვკითხულობდე სხვა რომანებს. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ეგეთი წიგნი. :((აუ კი, გეთანხმები. საშუალო შუალედი არის ყველაზე კარგი გამოსავალი. კი, მეც სულ ჩანთით დამაქვს. ვერ ვიტან ზამთარს. გიო – ხო, აი მეც მაგიტომ მიყვარს წიგნები, რომ მერე ადამიანებზე მაფიქრებს ხოლმე.

  8. ერთი წიგნის გამორჩევა მეც გამიჭირდება,მიყვარს წიგნს მეორეთ ან მესამეთ რომ ვკითხულობ, ხოდა სიტუაციას გააჩნია როგორ ვარ და რა მინდა…აი მაგალითად ეხლა "ოსტატი და მარგარიტას" ვკითხულობ უკვე მესამეთ, რომანი რომანშია, ხოდა მარტო პილატეზე ვითხულობ ალაგ-ალაგ ^_^ისე რაც ბიოლის "ჩემი ნაღვლიანი სახე" წავიკითხე იმის მერე უფრო ხშირად ვფიქრობ ადამიანებზე, ხოდა მგონია რომ ჩვენც გვყავს ჩვენი „კაროვიევ-ფაგოტი და ბეჰემოტი“, რომლებსაც შიში წარმოშობს ადამიანებში. კარგად ვართ მაინც გვეშინია რაღაცის, ცუდად ვართ და ორჯერ უფრო გვეშინია :დ :შ

  9. ქეთ, ერთი წიგნის გამორჩევა მეც მიჭირს. პრინციპში, არც ვეძებ ასეთ წიგნს, უბრალოდ მინდა ვკითხულობდე და ვფიქრობდე. უფრო "ჩემს" ავტორებს "ვაგროვებ". ზედმეტად ოპტიმისტი მგონი თავს იტყუებს, ზედმეტად პესიმისტისგან კი გაქცევა მინდება 🙂 ასეთი ადამიანი ითრგუნება და გრთგუნავს.ამინდს ნუ იტყვი, გავცივდი ამის გამო. რა ჩავიცვა, რა გავიხადო გზაში, ვერ გამიგია 🙂 მეც ჩანთით მომაქვს შინ კაშნე და ხელთათმანები.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s