18-23

გუშინ ლექციაზე, სადაც სულ 6-7 ადამიანი ვისხედით, 4 მათგანი შემიჩნდა გინდა თუ არა, წაგვიკითხე მაგ ბლოკნოტში რაც გიწერიაო. ეს ნაწერი წამაკითხეს. 
ან სად დაინახეს ბლოკნოტში ნაწერები, ან საიდან მიხვდნენ, რომ პირადი ჩანაწერები იყო. იმდენად დავიბენი, რომ არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. მართვის მოწმობაზე მიწერია რაღაც წესები და მაგეებს წაგიკითხავთ-მეთქი. მოკლედ, არაო. დაიჟინეს და მეც დამითანხმეს. თუმცა ძალიან დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ, რადგან არ მიყვარს ასეთი ტიპის ექსპერიმენტები. მე მირჩევნია, სხვას ვუსმინო, ვიდრე მე მისმენდნენ. არ ვარ მოლაპარაკე, მსმენელი ვარ და მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია გავჩუმდე იმისათვის, რომ სხვას მოვუსმინო და პირში არ ჩავუხტე. 
6 ადამიანიდან 4 მე მისმენდა. შესვენება გვქონდა და სანამ მეორე ლექტორი შემოვიდოდა, დავიწყე კითხვა. თუმცა მერე, ლექტორის შემოსვლამ უფრო ჩამაწევინა ხმის ტონალობა. თითქმის ვჩურჩულებდი და აქედან გამომდინარე, ისიც არვიცი რა გაიგეს. გაიგეს რო რამე?! რაც არ უნდა ყოფილიყო, დავკომპლექსდი, მომერიდა და გაწითლებული ვიჯექი. 
მარის შეფასება: “ვააა, ქეთი შენ არ ხუმრობ!”. 
ირაკლიმ თავი წამოყო: “ირაკლი ვიცი ვინცაა და ნეტავ ირინაც ვიცოდე”-ო. სულელი :))))))))))))))))) 
გიორგიმ, ბლოგი რა არისო. როგორ არ მიყვარს ეს შეკითხვა :(((( ამას რომ მეკითხებიან, თითქოს ძალაუნებურად ცეცხლის პირას მსვამენ და მე ალმური მედება. მერე ისიც თქვა, როგორ გეტყობა, რომ უსაქმური ხარო. გამეცინა და რომ გავაანალიზე, ბლოგერები ძირითადად უსაქმური ხალხი ვართ. მაგრამ ეგ დიდი არაფერი, მთავარი სხვა რამ იყო. მთელი გზა მეუბნებოდა, შენ თურმე რა სხვანაირი ყოფილხარ, საინტერესო და იდუმალიო. კომპლიმენტად ვერ აღვიქვი, უფრო დამაბნია. ეგ არვიცი, მაგრამ 5 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ერთად სწავლობთ და ახლა საკმაოდ გამაკვირვა ამ შეფასებით. 
ნინომ კი პირველად მაშინ მოგაქციე ყურადღება, როდესაც პირველ კურსზე მთელი კურსი აგვატირე PR-ის ლექციაზე შენ მიერ დაწერილი თემითო. 
ეს იყო თავისუფალი თემა, რომელიც პირველ ლექციაზე მოგვცა ლექტორმა დასაწერად. ვფიქრობდი, რა დამეწერა. არ უნდა ყოფილიყო CV-ის ფორმატის და არც “გამარჯობა, მე ვარ ესა და ეს”. სახლში დავიწყე წერა და მერე მივაგდე რვეული. შემდეგი ლექცია რომ მოვიდა, რვეული კი ამოვიღე, მაგრამ დამთავრებული არ იყო და შესაბამისად წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მითუმეტეს დაფასთან გასვლას. აკი ვთქვი ზევით, რომ არ მიყვარს როდესაც პუბლიკა მისმენს-მეთქი და ახლა წარმოიდგინეთ დაახლოებით 80 ადამიანის წინაშე უნდა გავიდე წინ და წავიკითხო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც I კურსის I ლექციები მიტარდება და ახლა ვეცნობი სტუდენტურ ცხოვრებას. მე ჯერ კიდევ ბავშვური, მაგრამ მაინც ჩამოყალიბებული გონებით. თავი მაგარი მგონია, ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე და მაინც მიუხედავად ამისა, გულ-დაწყვეტილი იმით, რომ მოვხვდი ეკონომიკის იმ დარგის სპეციალობაზე, სადაც არ მინდოდა. მინდა-არმინდა, უნდა ვისწავლო და უნდა ვისუნთქო. გავიდა ჯერ ერთი სტუდენტი, წაიკითხა. მერე – მეორე და ა. შ. მე ვზივარ და თემას ვამთავრებ. ჯერ სხვა სტუდენტს უკეთებენ კომენტარებს, მე გიჟივით ვწერ და ჯერ კიდევ ვიცი, რომ არ გავალ წასაკითხად. 1-2 მაშინ ახლობელი ჯგუფელი მეუბნება, არ გკიდია, გადიო. ბოლოს მორცხვად ავიწიე ხელი და გავედი რვეულით ხელში. ვნერვიულობ, მინდა ყველას გასუსული იყოს, მთელი აუდიტორია და მერე, როდესაც მოვრჩები, ხის იატაკი ჩაინგრეს ჩემ ფეხებქვეშ. არ მინდა არანაირი კომენტარი, არც დადებითი და არც უარყოფითი. მიწერია ყველაფერი ოჯახზე, ჩემზე, დედაჩემზე, მამაჩემზე. ის, რომ მამაჩემი ცნობილი სპორტსმენი იყო. ის, რომ მე ასეთი და ისეთი ვარ. საერთოდ ყველაფერი. მართლა გვთხოვა, თქვენ შესახებ დაწერეთ თავისუფალი თემაო, ხოდა ყველამ დავწერეთ მაგ ფორმატში. ანუ ის მომენტი არ მქონია, რომ ოჯახზე ვსაუბრობდი და შესაბამისად არ მომრიდებია, რადგან ეგრე დავწერეთ ყველამ. დავიწყე კითხვა და რაც უფრო ბოლოსკენ მივდიოდი, უფრო მეტად მაწვებოდა ცრემლები. ისეთი რაღაცეები მეწერა, რომ ხმა ამიკანკალდა და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. არ მიყვარს როდესაც ჩემ ტირილს ვინმე ამჩნევს.  ლექტორს ეს არ გამოჰპარვია და მითხრა: “ქეთი, ძალიან გულწრფელი ხარ და მაგ ცრემლების მიზეზი ვინც არის, იმის იმედი გაგემართლებინოს”-ო. აუდიტორიაში ხალხი ტიროდა. წარმოიდგინეთ 18 წლის ღლაპმა რა ვქენი. ხალხი ავატირე ნაწერით. თეონას და თიკოს რომ გადავხედე, ცხვირსახოცები ხელებში ეჭირათ. თეონა საერთოდ ზლუქუნებდა. რომ მივუჯექი, “კარგი, გოგო ტეხავს”-მეთქი, ორივეს ვუთხარი ცალ-ცალკე. არადა ლექტორსაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები. 
მერე სახლში დედაჩემს ვუთხარი დღეს ხალხი ვატირემეთქი. ის ჩამეძია და მასაც წავაკითხე. ახლა ის რვეული ზუგდიდშია მგონი, არ მახსოვს. ან თუ არა და დედაჩემს ისე ექნება შენახული, თითქოს მინიმუმ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერი იყოს. თუმცა დედები ხომ იცით როგორებიც არიან. 
ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ამის მეტი ჩემს კურსელს თუ ჯგუფელს არაფერი წაუკითხავს თუ მოუსმენია ჩემი დაწერილი. გუშინ თავი მიკროსკოპში მეგონა და დებილურ პასუხებს ვცემდი. fb-ზეც ახალი პოსტის ლინკს ისე ვავრცელებ, რომ მხოლოდ ფორუმელებმა და ბლოგერებმა ნახონ. 
რა მალე გადის წლები. ის, რაც 5 წლის მოხდა, თითქოს ახლახან იყო და ამ რაღაცას რომ გახსენებენ, შენც ყველაფერი გიტივტივდება ტვინში. არადა მე როგორ არ მიყვარს ხოლმე ჩემი ნაწერების კითხვა. “ვაიმე, ეს რა სისულელე დამიწერია”-ს სინდრომი მეძალება ხოლმე.
მეტი არაფერი. 
უბრალოდ მინდოდა ბლოგი გამომეცოცხლებინა. 
Advertisements

23 thoughts on “18-23

  1. კარგად წერ, ჭკვიანი ხარ. მინდა გისურვო, რომ სევდა ნაკლებად იყოს შენს ცხოვრებაში. მეტი ხალისი და ბედნიერება.

  2. ვაა!!! რა მაგარია.. :***რატომ არ გძინავს???მე ინდი სურათებს ვათვალიერებ :დ

  3. ნუ ჰო უცებ გამახსენდი :)))))გითხრა რაზე? crazy english summer-ს ვმღეროდი და… :D:*

  4. :)))))))))) შხაპში ჩემზე ფიქრობდი??? რა მაგარია :*****მმმ… როგორ გითხრა აბა. არაფერი უტაქტოდ არ მოგსვლია, არც გაიფიქრო ეგ. :***

  5. ვაი:/ ეხა შხაპშიც ვფიქრობდი, იქნებ რამე სადარდებელი მართლა შეხვდა ამ ბავშვს და მე კიდევ სახუმაროდ მივიღე ეს პოსტი მეთქიმაპატიე ეს სმაილები თუ უტაქტოდ გამომივიდა :/

  6. ვიცი რომელ თემაზეც ამბობ. :)) ერთი პერიოდი მეც ხშირად ვწერდი მაგ თემაში. მაშინ ბლოგი არ მქონდა. მერე აქ გადმოვედი. :დდდხო რავიცი აბა, რა გითხრა. :***

  7. ჰაჰა ამასწინათ ფორუმზე მეც გადავწყდი ჩემ ნაწერებს და თავი უხერხულად ვიგრძენი, რეები დამიწერია მეთქი :))) ლიტერატურაში სანტიმენტების პოსტვის თემა რომ არის იქ :D:Dიმედია, ქარიზმა გაქვს ასეთი და შენს ცხოვრებაში ისეთი არაფერია, რომ სატირლად გვქონდეს საქმე 😀 :*:*

  8. ვაიმეეეე :)))))))))))))))კი, მეც ძალიან მიყვარს, საყვარლები არიან მართლა.

  9. მე კიდევ კომენტარებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ ყველა ავტორი მიყვარს და უკვე საკმარისი გახდა, ქრისტინასი არ იყოს, გული ამჩუყებოდა. თვითონ პოსტზე რაც უნდა დამეწერა, დამავიწყდა, წავედი, თავიდან გადავიკითხავ.

  10. თავიდან მეც ვნერვიულობდი, მერე გავუტიე და გავუტიე. :DDDDDსულ მაინტერესებს ხოლმე, რას ფიქრობ, რაზე ფიქრობ, რა აზრები გიტრიალებს თავში. დაწერე, დაწერე.

  11. კიტო – :დდდ აი მოვა დღე და მართლა წაგაკითხებთ. თუმცა შეიძლება ბლოგში არ დავდო და ისე ვქნა. ვნახოთ რა. უი მართლა??? აუ მე კიდევ ვფიქრობ ხოლმე ამან არ ნახოს, ის არ შემოვიდეს და ამიტომაც ძალიან შერჩევით ვაშეარებ ხოლმე. Keti – აი იმხელა დიდი მადლობა, რომ მეტი არ შეიძლება. გავწითლდი. :shy: წერე რა, მე სულ მინდა ხოლმე რომ შენთან ვიკითხო , მაგრამ შენ მხოლოდ ნახატებს დებ, რომლებიც სათქმელს გარკვეულწილად ამბობენ კიდევაც. მაგრამ მაინც. ქეთ – ვაიმეეეე, ძალიან დიდი მადლობა!!!!!!!!! მე კიდევ იმას ვამტკიცებ, რომ არ არის აუცილებელი ადამიანს რეალურად იცნობდე-მეთქი. მეც მართლა მიყვარხართ სამივე სტუდენტი. მიხარია ხოლმე თქვენს ბლოგში შემოსვლა. სილაღეა და სიხალისე. ძალიან დიდი მადლობა და მეც მინდა, რომ ბედნიერები იყოთ სამივე. ერთი – ამერიკაში ქმარ-შვილთან, მეორე- გერმანიაში და მესამე – სადაც გაუხარდება, იქ. როდე – ხოოო, აი ზუსტად. არადა რომ არ გავსულიყავი, მართლა ალბათ როგორ ვინანებდი. აუ არვიცი, მე ისე ვიბნევი ხოლმე, რომ სიტყვები მავიწყდება ხოლმე. :))

  12. საყვარელი ქეთი! რა საინტერესოა ეგეთი მომენტები მაინც, თავიდან რომ ნერვიულობ და მერე კარგად რომ გახსენდება და მშვიდად რომ ხარ: მე ეს უნდა გამეკეთებინა. სულ ტყუილად ვნერვიულობთ, სხვისი საუბრების მომჯობინე ადამიანები… 😉

  13. ქეთ, რო შემოვედი და შენი ნაწერი დამხვდა გამიხარდა,რამდენი ხანია არ დაგიწერია მასგავსი პოსტი :)ჩემს ბევრ მსგავსებას ვხედავ შენში , ძალიან ბევრს და იმიტომ მიყვარს შენი ბლოგი და შემიძლია დიდი სიტყვის თქმაც – შენც იმიტომ მიყვარხარ.მართალია არ გიცნობ რეალურად, მაგრამ ხანდახან მგონია იმაზე კარგად გიცნობ,ვიდრე სხვა რეალურ ნაცნობს :)ძალიან მინდა ბედნიერი იყო,ძალიან ძალიან ბედნიერი და გახარებული :**

  14. ქეთ, შენ მართლა ისე წერ, რომ წაკითხვა მინდება (მათ ალბათ მოსმენა მოეწონათ). როგორი დიდიც არ უნდა იყოს შენი პოსტი, ბოლომდე ვკითხულობ ხოლმე. მეც მერიდება ყველასთვის რამის მოყოლა. იქნებ ამიტომ აღარ ვწერ ბოლო დროს ბლოგზე. არ ვიცი. მეც უფრო მსმენელი ვარ, ვიდრე მოსაუბრე 🙂

  15. მეც მაგის სათხოვნად შემოვედი :Dჯერ უბრალოდ აღწერაზე დავიწყე ღნავილი და ის რა იქნება, წარმომიდგენია. რაც შეეხება ლინკის გავრცელებას, ჩემს ლინკზე მაინც ისევ ბლოგერები თუ გადმოდიან, თორემ არცერთი ჩემი "რეალში" მეგობარი არ კითხულობს ჩემს ბლოგს და არც ლინკებზე გადმოდის. 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s