ნარცისიზმისა და ეგოცენტრიზმის ტანდემი

საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. კიარადა ეს მუსიკა. კი, მუსიკაა. მელოდია. უბრალოდ მისი ავტორი ძირითადად ტექსტებსა და ნოტებს უხამებს ხმაში ერთმანეთს და მაგიტომ. თორემ ეს მართლა მუსიკაა, კომპოზიცია, მელოდია და კიდევ ბევრი სიტყვა, რაც უბრალოდ ინსტრუმენტები და ნიჭია. ყოველგვარი ადამიანური ხმიანობის გარეშე.
და მე ისევ იმას ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. დღეს აღმოვაჩინე. და მე დღეს კარგი დღე მქონდა, რადგან ახალი სიმღერა აღმოვაჩინე. თვალები დავხუჭე ამ წამს.
და იმდენი რაღაც მინდა დავწერო. ამბები მაქვს მოსაყოლი. თქვენთვის არა მკითხველნო. შენთვის, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ბლოგო. და მე მაინც იქით ვიხრები, რომ მკითხველი (ნებისმიერი წასაკითხი მასალისა) ცდილობს იყოს ობიექტური და კრიტიკული. და აი ამიტომაც მე ბლოგს მივმართავ, რადგან მე ახლა სუბიექტური რამე მჭირდება.

შესაბამისი და (არა)ლირიული გადახვევა: გუშინ კიარადა ამ დღეებში Kate ფიქრობდა ქეთუნაზე. მერე ქეთიზეც დაიწყო ცოტ-ცოტა და მიხვდა, რომ ბლოგში ძალიან ბევრი რაღაც ჰქონია თურმე დასაწერი. იცი რა ხდება, უნივერსო??? რაღაც მომენტში Kate შეშინდა. რა წესია ან კი რა საჭიროა ყველაფრის აქ წერა და გამოფენა??? ან კი რა სარგებლობა მოაქვს??? ჩემს თუ სხვათა ბლოგებში ადამიანები მესიყვარულებიან. “პირწიგნაკში” მწერენ, ვგიჟდები შენს ბლოგზეო. გააგრძელე “ჩემი შეყვარებული”-ს წერაო. არაერთხელ გამიხსნია, გადამიკითხია. გამიფიქრებია “აუ რა დეტალები დამიწერია :((  ” და დამიხურია. ახლა გაზრდილი ვარ როგორც ბლოგერი თუ არა, არვიცი. თუმცა მაინც ვერ ვუბრუნდები. მაგასაც ხომ უნდა რაღაც ნიჭი. თუ არც კი ვიცი რა. ფაქტია, რომ რაღაც უნდა. მორიდებულობების მთელი ვულკანი ამიფეთქდა აქ და მაგიტომაცაა, რომ სრულიად სხვა თემებსა და საკითხებს მივეცი ადგილი. და რამდენიმე ასეთი პოსტი რომ მივაყოლე, ზოგმა გამიპროტესტა, ნუ წერ ასეთ თემებზე, პირადი ჩანაწერები გიხდება და ეგ არის შენიო. მერე მეც დავფიქრდი. რაზე შეიძლება ვწერო??? 

  • პოლიტიკაზე. ო არა, არ მინდა ნაგავში ქექვა. დაე ჩემი პირადი უფრო მეტად ნაგავი იყოს. მაინც არ მინდა. რაც ხდება, ისედაც კარგად ვიცი. 
  • ეკონომიკაზე. ისადა, რომელზე??? აბა მანახეთ??? არადა ჩემი სფეროა :((
  • კინო-მუსიკაზე. ხომ ვწერ?!
  • თემატურ საკითხებზე. აუუჰ, ახალი არაფერი ვიცი მე და თუ რამეა, გუგლმა ჩემზე მეტი იცის. 

ხოდა ისევ პირადი ხასიათის პოსტებზე მაქვს სამიზნე მიმართული. და მერე ვიღაც იტყვის, რომ პირად პოსტებს არ ვკითხულობ და მეც უბრალოდ ვიღიმები და მეტი არც არაფერი. 
ადრე მიამ თქვა ბლოგზე ჩემი პრობლემების შესახებ რომ დავწერო, ეს პრობლემები მაინც არ მოგვარდებაო. მეც მაგ აზრზე ვარ. მაგრამ აი მაშინ რა ვქნა, თუ ჩემს ბლოგს არ ვუყურებ მხოლოდ ისე,  როგორც ბლოგს. მინდა რომ ამოვთქვა. იგავ-არაკი არის ასეთი: მეფეს რომ ვირის ყურები ჰქონდა ერთმა კაცმა შეიმცნო. ხოდა ურჩიეს, თუ ვერავის ეუბნები, წადი მიწაში ჩაყავი თავი, იმას უთხარიო. ხოდა ეს კაციც ასე მოიქცევა. ამის შემდეგ ცოტა მშვიდად გრძნობს თავს. ხომ იცით ეს იგავი??? სულხან-საბასია. მე მაპატიეთ შინაარსის ეგზომ დამახინჯება, მაგრამ ხომ იცით ეს იგავი?! ხოდა აი მეც ასე ვარ. აქაურობა ჩემთვის მიწასავით არის, რომელსაც შემიძლია ჩავსძახო. ხოდა მაცადოს ყველა “ძერსკი” ბლოგის ავტორმა არსებობა. 🙂


და მე ოდესმე დავდებ პირობას, რომ დიდ, გრძელსა და უშველებელ პოსტებს არ დავწერ, რომ მკითხველი არ შეწუხდეს და ამ პირობის შემდეგ დავდებ პირობას, რომ მე ფეხებზე მკიდია ეს მკითხველი. თუ ჩემი გრძელი პოსტები გეზარებათ, იკითხეთ მხოლოდ ფბ-ის სტატუსები :))))

აი რა ხდება იცი ჩემო ბლოგო??? სათქმელი სრულიად სხვა რამეზე იყო და მე ისევ სხვა რაღაცისგენ გავუხვიე. რაც არ უნდა იყოს 1 ამოსუნთქვაზე არ დამიწერია და შედეგიც – 0. Fail.

P.S.მინდოდა. არადა მართლა მინდოდა ბევრ რამეზე დამეწერა. ამბები მინდოდა მომეყოლა, რაც არ ვიცი აინტერესებს ვინმეს თუ არა, მაგრამ მე პანიკურ სიმშვიდეს მგვრის ბოლო რამდენიმე ხანია. მოხდა რაღაცეები, რამაც თვალებწინ ტაში შემოჰკრა ჩემი გამოფხიზლების მიზნით. მაგრამ ამაზე მერე. ეს პოსტი გაბანძდა და იმას მაინც შევეცდები “არაუშავს” ისე დავწერო.

P.P.S.უბრალოდ ერთს ვიტყვი: მე მიყვარს ჩემი თავი. ოღონდ ზუსტი დროები არ ვიცი, თუ როდის მიყვარს. და როდესაც ეგ ზუსტი დროები დგება, მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ჩემზე მაგარი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს.

P.P.P.S. აი ხომ ხედავ?! დღეს ნარციზი და ეგოისტი ვარ. მინდა და ვარ.

(პოსტი არ არის გამიზნული კომეტარებისთვის მსგავსი შინაარსით: “ქეთ, შენ მართლა ძალიან საყვარელი და მაგარი ხარ” და ძმანი მისნი. უბრალოდ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და არ ვიცი რამდენად გამომივიდა )

Advertisements

5 thoughts on “ნარცისიზმისა და ეგოცენტრიზმის ტანდემი

  1. sophie – კაი ხო :მორცხვ:მია – ხო, მართალი ხარ. თუმცა მაშინაც მართალი იყავი. ოჰ, რა დამღლელია ამ ყველაფერზე ფიქრი. მადლობა მია :**ნინა – შენ ჟურნალისტი ხარ და რა სასწაულად კარგად წერ. საათობით შემიძლია შენი ბლოგი ვათვალიერო, ვიკითხო და დავტკბე. დიდი მადლობა ნინ :**როდე – :****

  2. ვეთანხმები წინამორბედი სამი მანდილოსანის აზრს, ჩემო მარტიშკა 😉

  3. +1რაზეც გეწერინება, იმაზე უნდა წეროროცა ჟურნალსიტი არ ხარ, არავის უნდა მისცე უფლება გიკარნახოს რაზე წერო, ბლოგი ხო საკუთარი სიამოვნებისთვისაადა ვისაც არ მოეწონება, ნუ წაიკითხავს 🙂

  4. მე ეხლა საკუთარ ნათქვამს დავუპირისიპირდები და ვიტყვი: კი, პრობლემებზე წერა ვერ მოგიგვარებს მათ, მაგრამ ზოგჯერ არის რაღაც, რისი თქმაც ხმამაღლა გინდა, რომ მერე მოგეშვას. აი, სიზმარს რომ წყალს უყვებიან ხოლმე და მერე მშვიდდებიან, ეგ ფენომენი. ასე რომ, წერე ის, რაც გინდა ქეით. გულახდილი პოსტები ყველაზე მაგარია, უფრო სწორედ, გულით დაწერილი პოსტები.

  5. "ჩემო ბლოგო" კი არა, ადამიანურად დაგველაპარაკე :პდაწერე რაზეც გინდა, მთავარია შენ გსიამოვნებდეს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s