cat

ჯერ ბლოგებს არ ვკითხულობ. ვიცი უმეტესობა საახალწლო განწყობის მატარებელი იქნება და მე რა განწყობა მაქვს, არ ვიცი. რომ გავიგებ ან ვინმე მეტყვის, მადლობელი ვიქნები. ახალი წელი არაფერია, გარდა კიდევ ერთი წლის წასვლისა და ახლის მოსვლისა. ერთადერთი პოზიტივი ჩემი წლის მოსვლაა.
კატისა და კურდღლის წლის მოსვლას ველოდები 1999 წლიდან. 1999 კარგი წელი იყო და მაშინ რომ გავიგე, რომ ჩემია, 12 წლის გავლას ველოდებოდი. ხოდა აი ისევ მოვიდა. თუმცა მაშინ სულ რაღაც 12 წლის ღლაპი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ რამეს 1) ვერ ვაცნობიერებდი, 2) სხვანაირად აღვიქვამდი. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად იმ 3 ცხოველის ნიშნის მატარებელი ვარ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩემს ინდივიდთან. ჩემის მოკლე ჭკუით ეს შემთხვევითი არ ყოფილა და მიხარია, რომ ზუსტად ჩემი საყვარელი ცხოველები არიან ამ ამბავში “გარეულნი”. ზოდიაქოსი რამდენად მჯერა არ ვიცი. მხოლოდ დილით ვუსმენ ხოლმე, ისიც ხანდახან. აი ეს მაშინ ხდება, როდესაც ტაქსის მძღოლი რომელიმე რადიოს მასმენინებს და რადიოს წამყვანი ფურცლიდან სხაპა-სხუპით კითხულობს ვერძი…. კურო… ტყუპები…. მაშინ ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ სპიდომეტრმა იმდენი რიცხვი არ დაწეროს, რომ რადიოს წამყვანმა ბოლო ზოდიაქომდე ჩასვლა ვერ მოასწროს. ისე, რატომაა თევზები მე-12 ნიშანი, ვერა და ვერ ვხვდები. არადა მე-2 და მე-3 თვის შემაერთებელი ნიშანია. კარგი, გავიარეთ. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ზოდიაქოთი მაგალითად გველი, დრაკონი, ტყუპები, ხარი, სასწორი (მირჩევნია ისევ სულიერი საგანი ვიყო, ვიდრე უსულო ნივთი), ღორი, მამალი. ბუნებამ ზუსტად იმ ცხოველების პროტოტიპად მომავლინა, რაც ვარ მთელი 23 წელი.

კურდღელივით

  1. ფიზიკური:  
  • მიყვარს სტაფილო. შემიძლია განუზომელი რაოდენობით მივირთვა. ბავშვობაშიც ძალიან ბევრს ვჭამდი. ღრმა ბავშვობაში კი “პლაპლიპლო”-ს ვეძახდი და დედაჩემი მიმალავდა ან იმ რაოდენობით არ მაძლევდა, რადგან ალერგიული ვიყავი. ახლაც ზედმეტს რომ ვჭამ, დედაჩემი მეუბნება გეყოფაო. 
  • მაქვს ძლიერი კბილები. ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევდი მათ და მე ვამაყობ, რომ მაქვს ლამაზი, ბუნებრივი, იდეალური კბილები. და მინდა, ისინი უფრო იდეალურებად ვაქციო ბრეკეტების საშუალებით, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან ჩემი სტომატოლოგი მიმტკიცებს, არ გჭირდებაო, მაგრამ მაინც მინდა 😦  შეიძლება გარეგნობის სხვა შტრიხები დიდი ვერაფერი მქონდეს, მაგრამ კბილები ნამდვილად მეამაყება. და მაშინ, როდესაც ღვიძლი შეიძლება მეშლებოდეს, მას მიჰყვებოდეს ყელი თავისი საყვარელი გლანდებით, უგრძნობი ნეკა თითი და რავიცი კიდევ რა, კბილები მუდამ წესრიგშია.  

     2. თვისობრივი:

  • ვარ კურდღლისნაირი მშიშარა. ტადააამ!!! და აი აქ ფარდა ეხდება სიმართლეს. ბოლო ეღება ჩემს სიმამაცეს, უშიშრობას და ასე შემდეგ ყველაფერს. სიმამაცის ნიღაბი თავისით მძვრება და მეც იძულებული ვარ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. რაც არ უნდა ვითამაშო, კბილები ამიკანკალდება, თუ რაღაც ისე არ მოხდა, როგორ უსაფრთხოდაც მინდა, რომ ხდებოდეს. თუნდაც უკანასკნელი პური იყიდებოდეს მაღაზიაში, მოვკვდები და ვერ გავალ ღამის 8-9 საათის შემდეგ მის საყიდლად. აი შანსი არაა. ეგ კი არა და ბავშვობაში დღისითაც მეშინოდა ეზოში გასვლის. მაინც ნარკომანებით იყო სავსე ჩემი უბანი. ამიტომაც არასოდეს ვთამაშობდი ეზოში. არასოდეს. არ ვიცი რა არის ეზოში თამაშის გემო. სახლში ვიჯექი ჩემს სათამაშოებთან ერთად. 
  • მახასიათებს კურდღელივით კანკალი. კანკალი გამოწვეულია ხოლმე არა მხოლოდ შიშით, რაც ზევით აღვნიშნე, არამედ ზოგადად სხვა საკითხებითაც, როგორიცაა სიცივე, ნერვიულობა და სხვ. უპირველეს ყოვლისა მიკანკალებს ხოლმე ტუჩები, მერე უკვე თითები. 
  • მახასიათებს თვალების “ფახული” ამაზე მე თვითონ მეცინება, მაგრამ სანამ არ მითხრეს, არ ვიჯერებდი. აი იცით როგორ??? აი ეს ვიდეო ნახეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმიდან და მიხვდებით რას ვეძახი მე თვალების “ფახულს”. მისით გამოვხატავ ყველაფერს. სიყვარულს, ფლირტს, მოწონებას, აგრესიას, ირონიას. ნუ მოკლედ ბევრ რამეს.

     

თევზებივით

  • ჩემი დინებით მივედინები. მივყვები ცხოვრებას. ბევრი რამე არ მომწონს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ მაინც მივედინები. არ მიყვარს ქაოსი, ალიაქოთი, მიყვარს სიმშვიდე. 
  • ჩუმი ვარ. ძალიან ჩუმი. დედაჩემს სასწაულად უკვირს ყველა შენ როგორ გეძახის კომუნიკაბელურს, სახლში ყუმივით ზიხარო. მართლა ეგრეა. სახლში ჩემი ყოფნა არ იგრძნობა. ღამით გამათბობელთან სიბნელეში ვზივარ უჩინრად. მიყვარს სმენა, ვლაპარაკობ იშვიათად, და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩემთან. ხოდა მოდის და მოდის. მე მაინც ჩუმად ვარ და პირშჳ წყალი მაქვს ჩაგუბებული თევზივით. არ მიყვარს, ვერ ვიტან და მეზიზღება, როდესაც ადამიანს არ აცდიან საუბარს. როდესაც ამას ვხედავ, საერთოდ ხმას არ ვიღებ და ხალისი მეკარგება საერთოდ ამ სიტუაციაში ხმის ამოღების. მიუხედავად სიჩუმისა, აუტისტი ნამდვილად არ ვარ. შემიძლია ვიხმაურო. ძალაუნებურად ვექცევი ხოლმე ყურადღების ცენტრში და მე ვცდილობ, რომ ეს ყურადღება სადმე გაქრეს და ამ მიზნის მისაღწევად შემიძლია ვისაუბრო თუნდაც ნიავზე. ოღონდ კი ნიავი გახდეს ჩემზე აქტუალური. 
  • ჩემთანაა მუდამ. “გავიმუდამე” სხეულზე და ყოველ დილით აბაზანაში შესვლა მიხარია. როდესაც შემიძლია საკუთარ მოშიშვლებულ ბეჭს შევხედო. 

კატასავით

  1.  ფიზიკური
  •  მიყვარს რძე, ყველი და საერთოდ, რძის ნებისმიერი პროდუქტი. შემიძლია ძალიან დიდი რაოდენობით მივიღო. ყველი თუ არის ოჯახში, ე. ი. საჭმელი არის. 

     2. თვისობრივი

  •  მიყვარს გაზმორება. თუ დილა გაზმორების გარეშე დავიწყე. მორჩა, დღე არ იქნება სასიამოვნო. ვიზმორები დიდხანს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ხანდახან საბანსაც ვიხდი, ვიზმორები, მერე ისევ ვიხურავ და ძილის შებრუნება მინდა. უმეტეს შემთხვევაში, ძილის შებრუნება არ შეიძლება, ამიტომაც ისევ ვიზმორები და სამწუხაროდ, ვდგები ლოგინიდან. 
  • ვკრუტუნებ. განუზომელი რაოდენობით. მძინავს, მღვიძავს. შეიძლება სიფხიზლეში ნაკლებად ვაკეთო ზრდილობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ მინდა ამის კეთება. აი იხილეთ ეს ორი ვიდეო.

     

  • კნავილის პროტოტიპი ანუ ტვინის ბურღვა ფემინისტურ მოტივებზე შემიძლია ერთი საკითხი  ამოვიჩემო ნებისმიერი შინაარსისა. მაგალითად, რატომ არ არის კარგი ამინდი?! და ამაზე მართლა ტვინი წავიღო. ვიწუწუნო დაუსრულებლად. არ გავჩერდე, არ გავჩერდე, არ გავჩერდე და გული დამწყდეს, თუ ვიღაცამ მითხრა გეყოფა, გაჩერდიო. ამაზე შეიძლება ტირილი დავიწყო. ამ დროს პატარა ბავშვივით ჭირვეული ვხდები. ვიდეოც შესაბამისი:
  • მიყვარს მოფერება. ვგიჟდები, როდესაც ვინმე თავზე მეფერება, თმებზე რომ მეხება. ააააა, ამაზე ვითიშები. მეც მიყვარს იქით თავზე ფერება, თუმცა ამას იშვიათად ვაკეთებ, რადგან ხალხს არაადეკვატური რეაქცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და მე სასტიკად მეზარება ახსნა-განმარტებები. (ამას წინათ ჰერმიონემ მომაკითხა სახლში და შუა ჭორაობისას მთხოვა, გეხვეწები ის გამიკეთე, ორივეს რომ გვიყვარსო. მაგარია თავზე და თმებში ფერება) კიდევ მიყვარს კისერსა და თითებზე. მაგარია. მაშინ მართლა კატასავით გათიშული ვარ ხოლმე. 
  • მიყვარს კომფორტი და სიმყუდროვე. არე-მარე, სადაც თბილად ვარ და არ მცივა. ყოველთვის შემიძლია სიმაღლის-და მიუხედავად სავარძელში ოთხად მოკეცილი ჩავჯდე მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თბილად ვიყო. მიყვარს ბუხარი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით შემიძლია მას მივუჯდე. 
  • გამუდმებით მჭირდება ვინმე, ვინც მეყოლება დასაყრდენ ობიექტად. ბებიაჩემია ჩამოსული და მასზე მეტად ახლა არავინ მინდა. ძალიან ბევრჯერ ვეხუტები და ვეფერები.

    გარდა ამისა

  • სახელიც ისეთი მაქვს. cat = ქეთ  
  •  Cat Power. არის ასეთი მომღერალი, რომელიც ძალიან მიყვარს. აგერ ერთ-ერთი კატური სიმღერა.
  • აა ხო, ნარციზი რომ ვარ, ეგ ვთქვი ხომ უკვე წინა პოსტში?!
    უბრალოდ ძალიან მიხარია, მე ამას მთელი 12 წელი ველოდი. 

p.s. და ფბ-ზე კურდღელი მიყენია ავატარად. მაგრად ჰგავს.

      Advertisements

      13 thoughts on “cat

      1. 1 იანვრის მერე არაფერი შეცვლილა არადა რატომღაც ველოდები ახალ პოსტს…ასე მოწვეული სტუმარივით შემოვალ, ისევ არაფერია და გავალ…წერე რააა…მაკლიხარ ძალიან 😦

      2. თევზები ბოლო იმიტომ არის რომ ბოლო რეინკარნსაციაა 😀 ისე რა მნიშვნელობა აქვს მე რომ მეხუთე ვარ … მაინც მაფიქრებს უბრალოდ არ იქნება განაწილებული … კიდევ ერთი სიახლე დედამიწამ გადაიწია თუ რაღაც და 2009 მერე დაბადებულებს ზუსტ ზოდიაქოს ვერ გაუგებ 😀

      3. რა კარგი ავტოპორტრეტი იყო :)ბედნიერი წელი ყოფილიყოს, ქეთ! :*

      4. მიხვდი ხო რატომაც გითხარი ნახე-მეთქი??? :დერთი ეპიზოდი იყო ზუსტად ისეთი, სადაც ემთხვევა ჩვენი ხასიათები.

      5. @გიო – :*** მადლობა. მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ მოხერხდა :მო:@როდე – :********@ანა – კი, მოვიდა. ნამდვილად. უი, ძალიან დიდი მადლობა :**@ნინა – ოოო, გეზიზღები რა. :მო: კი, დაფიქრდი და მერე დაწერე. დიდი, დიდი მადლობა :***

      6. ჰაა ფრთხილად ჯერ კიდევ ჩემი წელია 🙂 3 თებერვლამდე ;)ისე კარგი იდეა მომაწოდე. უნდა დავფიქრდე რა ნიშნებით ვგავარ ვეფხვს :))შენ და შენ ბლოგს კი ბედნიერი კურდღლის წელი :*

      7. ამ პოსტის მერე როგორც იქნა გავათვითცნობიერე, რომ კატის/კურდღლის წელი მოვიდა :Dძალიან კარგი პოსტია, უკეთ გაგიცანი და თან ვიდეოებიც მომეწონა :)))

      8. ჰე ჰეეე შენი წერლი მოსულა მარტიშკა? მაშასადამე ამ ბლოგზე იმდენი პოზიტიური პოსტები უნდა ვიკითხოთ, რომ ყველა აგვავსოს! ვოტ ტაკ ;))ნუ შეგიძლია ხოლმე ზოგჯერ წაუწუნო, :ენაგამოყოფასამილი:მიენდე ცხოველებს და ისინი თვითონ დააწყობენ კარგ საქმეებს ;))

      dsh!

      Fill in your details below or click an icon to log in:

      WordPress.com Logo

      You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

      Twitter picture

      You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

      Facebook photo

      You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

      Google+ photo

      You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

      Connecting to %s