სამსახური

ჩემი “ძერსკი” ტელეფონის “არაძერსკი” მაღვიძარა. (ანუ არანაირი მუსიკა, უბრალოდ ვიბრაციის ჟრიალი)
ზოგჯერ კომოდზე შემოდებული HTC.
ზოგჯერ ხელის გულში მაგრად დაჭერილი და მუცელზე შემოდებული, თითქოს ჯვარივით მადევს და ვკვდებიო. მაგიტომაც მტკივა ხელი მეორე დილით.
work: 07:05 a.m. თვალის გახელა როგორ მიჭირს. თითქოს წებო მაქვს ჩასხმულიო. dismiss – მეორე მაღვიძარა დარეკავს.
mezareba: 07:25 a.m. ესეც dismiss – კიდევ 10 წუთი.
jandabaaaaa: 07:35 a.m. – ოფიციალური ადგომის დრო.
საბნის გადაძრობა, გაზმორება, ჩაფუთვნა და ოცნება იმაზე, რომ 8 საათი ჯერ არ დაწყებულა და მობილურმა ტელეფონმა აურია საათი. (ხომ ხდება ხოლმე, რომ უეცრად ჰოპ! და ზამთრის დროზე გადადის?!)
არადა აი 3-ჯერ არ-დაჭერილი dismiss ისაა, რომ სათითაოდ დარეკავს ყოველ 5 წუთში თითოეული.
გამათბობელთან დგომა.
ფანჯარაში ყურება.
ისევ ხალხი, რომელიც მიყვარს – ქუჩის მეეზოვეები.
ისევ შური მათ მიმართ.
ბევრი მთქნარება.
თვალების ტკივილი.
რაღაცის გადაცმა და ამოცმა აბაზანაში შესვლამდე.
აბაზანა.
ცივი თბილისი.
კაშნე, ხელთათმანი, ქუდი, როლინგი, შალის ჯაკეტი და ქურთუკი.
და სადღაც ორი თვალი. ძლივს.
და ორი ნესტო. ეგეც ძლივს.
ბნელი თბილისი.
არადა 22 დეკემბერი ჩავლილია და იდეაში მივემართებით დღის დაგრძელებისკენ.
არადა რა სიმშვიდეა.
და მაინც – მეზიზღება.
ერთი უბნიდან – მეორეში.
არ მინდა.
არ მინდა წერა იმაზე, რაზეც და ვიზეც მეფიქრება.
იმიტომ, რომ ეს მე მასუსტებს.
მასუსტებს ფიქრი უსულო საგანზეც.
მასუსტებს ფიქრი სულიერზეც.
და საერთოდ ოოჰჰჰჰ!!!
“ბაუნტი” და “პეპსი” მაშინ გამახსენდეს ხოლმე, როდესაც მაღაზიასთან ახლოს ვარ. და არ გამახსენდეს ხოლმე მაშინ, როდესაც სააკაძის მოედანზე ვარ. იქ მხოლოდ “კოკა-კოლა”-ა.
და ისევ წერეთლის გამზირი.
ისევ ორშაბათები.
გაუთავებელი ორშაბათები.
და მხოლოდ ერთი კვირა.

მე მაპატიეთ მორიგი იდიოტური პოსტი. ალთას ვიყავი და ბალთას გავედი. მაგრამ წარმოიდგინეთ პოსტი, რომელიც კვირების განმავლობაში იწერება, რა non-worth reading გამოდის ხოლმე. ხოდა აგერ არის ესეც.

ა ხო. სამსახური. ვუყურებ პოსტის სათაურს და ვხვდები, რომ სიტყვა “სამსახურზე” ეს კომენტარი უნდა გავაკეთო.
:oh….
გაგიკვირდებათ რატომ და გეტყვით: იმიტომ, რომ ჩემი უსაყვარლესი მომღერლის სიმღერის ციტირებას ვახდენ.
“Well I already know that you’d find some way to sneak me in and oh
ხოდა  ეს ისეთია რაღაცას ვამბობდე, ვყვებოდე, ეს ასეა, ის ისე და სამსახურის ხსენებისას “ოჰ”.

Advertisements

4 thoughts on “სამსახური

  1. კი მეც ფაქტიურად ეგრე ვარ. უკვე რამდენი ხანია მართვის მოწმობის ჩაბარება მინდა, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. დრო არ მაქვს.

  2. ოჰ :)) მხოლოდ სამსახურზე არა ზოგადად დილით ყველაფერზე. ჩემი დილა ყოველ შემთხვევაში ეგრე იწყება :)) და დიდი ხანია უკვე ხელთათმანების ყიდვას ვაპირებ აღარც კი ღირს ალბათ უკვე :))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s