To my best friend

ახლა ალბათ უნდა მოვიკრიბო ძალები, რომ…
კიარადა ძალები არა, უბრალოდ მიჭირს. რა უნდა მოგწერო??? – ვამბობ ამას მე და სიცილი მივარდება. ხოდა ახლა რომ გადავხედე ჩვენი მეგობრობის მათემატიკურ მონაცემებს, მოხდა სადღაც 2007 წელს. აუ, მეოთხე წელია ვითომ??? არ ვიცი, მაგრამ ეგრე გამოდის თითქოს. “ხოოოოდა” – ნიშნავს იმას, რომ მიჭირს საუკეთესო მეგობრისთვის წერილის დაწერა. მიჭირს, რადგან ეს გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ წერილი.
ახლა გითხრა შენს მიმართ როგორი განწყობა მაქვს თუ მერე მოგიყვე??? პრინციპში ახლა მირჩევნია, რადგან მერე ხომ იცი უფრო გამიჭირდება.
“kai :/ gavedi”-ს მომწერ ყოველ იმ მომენტში, როდესაც რაღაცის თქმას ვერ მოვახერხებ და მერე ეს მე მაწუხებს და მანერვიულებს. თან ნერვები მეშლება კიდევ უფრო სასტიკად. არადა ადრე სხვანაირად იყო ეს ყველაფერი. ჩამაცივდებოდი ხოლმე და “არა, მითხარი”-ებით შემჭამდი. მე ეგ მიყვარდა. ახლა ეგრე არ არის, მაგრამ ახლა ალბათ შენც დაიღალე ჩემთან კატა-თაგვობანათი და მეც შევეგუე შენს უჟმურ ხასიათს. :(((
ახლა იმდენ რამეს ვიხსენებ შენთან დაკავშირებულს:
პირველი შეხედულებები.
შემდეგ – პირველადი შთაბეჭდილება. ( აუ რა ცივია. ნუთუ ეს ისაა, ვისაც ვემეგობრები?!)
მერე უკვე ჩემეული დასკვნები.
მერე “ვერ გავიგე რა ტიპია”-ები.
მერე კიდევ ბევრი გაუგებრობები.
მერე კიდევ რაღაცეები.
აა ხო. მერე ჩვენი ჩხუბები. “ვერ გიტან, მეზიზღები” – ები.
მერე გაცილებით სერიოზული ჩხუბები.
და მერე ისევ შერიგებები.
აი ასე, სპონტანურად.
მე არ მინდა ამ წერილში ჩემ თავზე ვისაუბრო და მითუმეტეს თავი ვიქო. You know, I hate doing that and I don’t do it. მაგრამ ხომ იცი, რომ ეგ სპონტანურობა 50-50-ია. ხან შენი დამსახურება, ხან – ჩემი. ყველაზე მეტად მეშლება ნერვები და შემდეგ უკვე ვტირი, როდესაც რაღაც სისულელის გამო სერიოზულად ვჩხუბობთ. შენც იცი და ალბათ გახსოვს ეს შემთხვევები. ამ დროს ცუდ ხასიათზე ვარ და რამდენჯერაც კომპიუტერს მივუჯდები, მინდა ხოლმე, რომ რაღაც აგიხსნა. აგიხსნა, მაგრამ არ შემიძლია ხოლმე ეს ახსნები. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს, ეგეც იცი. მაგრამ ბოდიშს მაშინ ვიხდი, როდესაც დამნაშავე ვარ. და როდესაც არ ვარ დამნაშავე ( ან ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ვარ), მაშინ რა ჯანდაბა უნდა აგიხსნა. ხოდა ჩუმად ვარ და ველოდები რაღაცას. შენ არა. უბრალოდ აი რაღაც კონკრეტულ მომენტს ველოდები, რომ შევრიგდეთ.
მერე ისევ უხილავი ძაფის წყალობით ხდება ყველაფერი. რამდენთან მიჩხუბია (და აქ დავფიქრდი უცებ ზუსტ რიცხვზე და ისა…), მაგრამ შენ რომ გეჩხუბები, თავს განსაკუთრებულად ცუდად ვგრძნობ ხოლმე. მერე ისევ შენ ხვდები, რომ ცუდად ვარ უშენოდ და შენც ცუდად ხარ “მამენტ”. გგონია, არ ვიცი??? 😀 ხოდა ისევ მომიცუცქდები და მწერ. მე მერე იმაზე მეშლება ნერვები, რომ შენ გაბრაზდი და მაინც შენ მოხვედი ჩემამდე პირველი. არადა იდეაში მე მინდოდა შესარიგებელი, მაგრამ არ შეგირიგდი. და ასე ხდება უკვე რამდენჯერ. ეს რუტინაა. უფრო სწორად, ჩვენი რუტინული კამათები. და მე დებილივით ვუღიმი მონიტორს. აი ისეთი ღიმილით. თვალების დახუჭვის შემდეგ რომ ვიცი ხოლმე.  თან ვითომ არ ვიმჩნევ, მაგრამ იმ მომენტში ორმაგად ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ და ერთმანეთს გადავეყარეთ.
შენი წყალობით არ შევცლილვარ. ისეთივე დავრჩი. უბრალოდ ინგლისური ფრაზები თუ სიტყვები უფრო გამყარდა ჩემს ლექსიკონში. არა, ინგლისური კი ვიცოდი, მაგრამ ქართველთან საუბრისას იშვიათად ვიყენებდი. ახლა უკვე იმდენად გამჯდარი მაქვს, საკმაოდ ხშირად მინდება ისეთ ადამიანებთანაც, ვისთანაც საერთოდ არ მაქვს ახლო ურთიერთობა. მაგრამ ვიცი, რომ ისინი ვერ გაიგებენ. “ნუ”, შეიძლება ინგლისური გაიგონ, მაგრამ ფრაზა “you know I didn’t mean, what I just said” რომ ვუთხრა ვინმეს, დაბნეული სახეებით შემომხედავენ. მე ეს ისევ არ მომეწონება და ისევ “პპც”.
წუწუნი. ერთადერთი ხარ, ვინც ბოლომდე უძლებს. ერთადერთი, ვინც ბოლო მომენტამდე უძლებს. ამას პლუს: ისტერიის შეტევები, ტირილები, აგრესიები, უხეშობები. რამდენჯერ მოგითმენია??? მერე ვითომ ბრაზდები, მებუტები და მერე ისევ კამათები, ჩვენი რუტინული კამათები.
ჩემი ყველა ინფორმაცია. ყველაფერი იცი, შენ ერთადერთი ხარ, რომელსაც არაფერს გიმალავ და თავს მშვიდად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩუმად იქნები. გენდობი. კიდევ, მიყვარს შენი რჩევები, შეგონებები. ხანდახან მკაცრი. ზოგჯერ ვერ მეწინააღმდეგები და ” :/ ” ამ სმაილით ჩუმდები. მერე კიდევ რაღაც წვრილ-წვრილი დეტალები. გგონია ვერ ვამჩნევ??? უბრალოდ ისე ვტოვებ.
კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ: არ გწყინს, როდესაც რამე არასასიამოვნოს გეუბნები. მაგალითად: იდიოტო!”
ხო, კიდევ ჩემი კრიტიკული დღეები. ზოგჯერ კვირეები, თვეებიც კი. შენ მაინც ჩემთან ხარ.

ძალიან მიყვარხარ. :* 

Advertisements

7 thoughts on “To my best friend

  1. "I hate you, I hate you all"-ო რომ ამბობს სიგნიჩარიდან, აი ის. :დდდდდ

  2. ხანდახან შერიგების უხილავ ძაფს ანა ხომ არ ჰქვია ხოლმე? :პ

  3. შენ მართლა ძალიან საყვარელი ხარ. ადრეც ძალიან მომწონდი ფორუმზე და მერე რომ გაგიცანი, ხომ საერთოდ.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s