To my crush

Having crush, I would’ve written this post more sensitively. But not today.

როდესაც სია პირველად გადავიკითხე, ეგრევე მივხვდი, რომ ამ წერილის დაწერა გამიჭირდებოდა ყველაზე მეტად. ძნელია რაღაც გრძნობის გარეშე რაღაცაზე ან ვიღაცაზე საუბარი. თუნდაც საქმეზე, ფიზიკურ ნივთზეც კი. რაღაცას უნდა ვგრძნობდე, რომ მასზე ისაუბრო, თუნდაც პასუხისმგებლობას მასთან მიმართებაში. ან აი მაგალითად, ინდი სტილი არის უსულო საგანი და მასზე შემიძლია ადვილად წერა, რადგან რაღაც გრძნობა გამაჩნია მის მიმართ. ახლა ისიც არ ვიცი ვინ უნდა იყოს ადრესატი. ნუ მოკლედ. უნდა დავწერო მაინც.

ვარსკვლავები, ჩემი თვალების ვარსკვლავები. შენ რომ მინთებ, ისინია . ყოველდღე შემიძლია გიყურო და ჩემთვის მეღიმებოდეს. არადა აი მართლა რა სისულელეა ეს ყველაფერი. შენ ყოველდღე ასჯერ არ ამივლი და შესაბამისად, ასჯერ არც ჩამივლი. ალბათ სულ 4-5-ჯერ და ისიც ძირითადად საქმეზე ფიქრობ. არა, ცოტა მეტჯერ, მაგრამ მაინც საქმეზე ფიქრობ. უბრალოდ ერთადერთი ისაა, რომ თუ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ, თვალს მიკრავ, ან მიღიმი. არა, თვალს მიკრავ, დიახ.   მაგრამ აი ვარსკვლავებს რა ჯანდაბა ვუყო ხოლმე?! ვიღაც გაქებს ასეთი და ისეთიაო. ასეთი გადასარევი პიროვნება არის და იცის მამაკაცური მოქცევაო. ამას ამბობს და მეორე ადამიანს გადარებს და ხაზს უსვამს, რომ არ ხარ აფერისტი და ა. შ. არ ვიცი. ეგრე კარგად არ გიცნობ. არადა მართლა გაქებს ვიღაც და მეც სულ მაინტერესებს, როგორი ხარ. მერე მახსენდება მამაკაცის მოწონების ჩემი 3 წინაპირობა და ვმშვიდდები. ვმშვიდდები, რადგან სამივეს არ აკმაყოფილებ და შესაბამისად, ამაზე მეტად ჩვენი ურთიერთობა არასოდეს გასერიოზულდება. უი შენ ჩემი 3 წინაპირობა არ იცი ალბათ. ან საიდან გეციდინება, სულ ახლახანს გაგიცანი და…
1) ჩემზე მაღალი უნდა იყო. კი, ხარ. მართალია, ქუსლებზე რომ ჩავიცვა, უკვე გიტოლდები, მაგრამ მაინც. თან ქუსლებს იშვიათად ვანიჭებ უპირატესობას.
2) ჩემსა და შენს ასაკებს შორის სხვაობა უნდა იყოს ან 0; 4; 8; 12 …. ანუ 4-ის ჯერადი ნებისმიერი რიცხვი. და მაგასაც აკმაყოფილებ, პასუხია 0 და ანუ ჩემხელა ხარ.
3)  ჩემს გვარზე გრძელი გვარი უნდა გქონდეს. და აი აქ მარცხდები.
და მე მიხარია შენი დამარცხება, რადგან სერიოზული ურთიერთობა გამორიცხულია ფაქტიურად და მე ისევ ისე მენთება ვარსკვლავები შენი დანახვისას და ისევ ისე მსიამოვნებს შენი თვალის ჩაკვრა. არანაირი სერიოზული ურთიერთობა, უბრალოდ ვარსკვლავები.

ეს 3 პირობა რა უბედურება არისო, არ მითხრა, გთხოვ. ვიცი, მაინც ვერ მიხვდები. ეს ჩემი ახირებაა და თუ შენ ჩემი ახირებას ვერა გაუგე რა, მაშინ რად გინდა ჩემთან ურთიერთობა და რად გინდა ადამიანი ჩემი სულითა და სხეულით?! ხომ ხედავ როგორ მარტივად არის ყველაფერი?! უმარტივესად.

ამას რომ გწერ, სახიდან სიცილს ვერ ვიშორებ და გთხოვ არ გაბრაზდე ამ წერილზე. ცუდი არაფერი მიწერია. უბრალოდ მე ჩემი ხასიათი მაქვს და შენ, დარწმუნებული ვარ, მას ვერ მოერგები. აი მაგალითად: მე რომ შუა ქუჩაში საშინელი ხმით ხმამაღლა ვიმღერო რაიმე მხიარული სიმღერა და თან ვიცეკვო, გაგებით მოეკიდები??? ან ვმღეროდე Madonna-ს სიმღერა “What it feels like for a girl?”-ს და მეტირებოდეს, გაიგებ??? არა, რადგან შენ ამ სიმღერის ტექსტს არ მოისმენ, ფეხებზე დაიკიდებ და მეც ნერვები მომეშლება იმაზე, რომ რაზეც მე ვტირი და გრძნობით ვეკიდები, შენ ფეხებზე გკიდია.

რა ვქნა, არ ვარ შაბლონური ადამიანი და შენ როგორი ხარ, აზრზე არ ვარ. რასაც ვხედავ ისაა, რომ საოცრად საქმიანი ხარ და რავიცი, რავიცი.

ხო, კიდევ ის, რომ ვარსკვლავები თვალებში მყვანან მთელი 9 საათის განმავლობაში, მაგრამ თამაშით მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ სადმე, ჰორიზონტზე. მაგაზე ნამდვილად ვხარჯავ დროს, თორემ აბა საღი თვალით ჩემსა და შენს საერთო სამსახურს ჩვენმა მტერმა უყუროს.

ახლა რომ მახსენდება როგორი გაგიცანი, მეცინება. რაღაც ამბავი ხდებოდა და თვალები დაჭყიტე, მომიყევი რა ხდებაო. თავიდან ამრეზით შემოგხედე, გავიფიქრე, ამას რა ჯანდაბა უნდა, ვის დაკარგვიამეთქი. მაგრამ მე ხომ ეგრე ვიცი. არ შემიძლია საშუალო კატეგორიის განწყობები. ან რადიკალურად ცუდად ვარ განწყობილი, ან – რადიკალურად კარგად, ან ფეხებზე მკიდია. სულ თავიდან ისე ავუვლიდით და ჩავუვლიდით ერთმანეთს, ზედაც არ ვუყურებდით. ერთადერთი თანამშრომელი იყავი, რომელსაც ეგრე ამრეზით ვუყურებდი. მაღიზიანებდი. არადა ზურგიდან რომ მიყურებდი, გგონია არ ვიცი??? 😀 მაგიტომაც იყო, რომ არ მომეწონა. მაგას ვერ ვიტან. იყავი ბიჭი, რომელიც მაკვირდება და თვალებს აპარებ ჩემკენ. აუუ, როგორ მეზიზღება.

ხოდა ახლა უკვე არ ვიცი. ამას წინათ შენკენ შემოვედი და რაღაც სხვა განწყობა ვიგრძენი. არადა წესიერად არ მიცნობ და უპრობლემოდ მომიყევი, რომ ამა და ამ თანამშრომელს ვერ იტან. გამიკვირდა, მე რომ მითხარი. მერე მეც გითხარი რაღაც-რაღაც დეტალები. ხომ იცი სამსახურებში ყველაფერი ხდება ხოლმე. მე პირადად არაფერი მიკვირს. ხოდა რაღაც მეც მოგიყევი.

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ crush-ი ჩემთვის მხოლოდ ვარსკვლავებთან და პეპლებთან ასოცირდება. დამიჯერე, მეტს ვერ შეძლებ და მეც ვერ გავუძლებ იმას, რომ შენ არ აღმოჩნდე ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყო. აი ასე მარტივად არის ყველაფერი. ყველაფერი მარტივი კი გენიალურია. 🙂

Advertisements

5 thoughts on “To my crush

  1. ჰაჰაჰააა, მაგარია. მარტო არ ვარ ესე იგი ამ დღეში. :დდ

  2. რუსთაველის გარდა არავინ არის შენი ქრაში გოგო ? :დდდდდ

  3. რა კარგია ასეთი წერილები…ახლა ვფიქრობდი, მეც დავწერო–მეთქი, მაგრამ ვის მივწერო, ჩემი ქრაში მკვდარია :ლოლ: რუსთაველს ვგულისხმობ, შოთას.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s