To my sibling

დღეს პარასკევია, 4 თებერვალი. შენ გუშინ გადმობარგდი ჩვენთან რამდენიმე დღით. რამდენიმე დღით, რადგან ახლა გჭირდებით. ხო, გაციება თუ გრიპი მართლა მისახედია და არც დაიფიცო, რომ სხვისი და და დედა უკეთესად მოგხედავს, ვიდრე საკუთარი. 

მე რომ დავიბადე:
  • და გკითხეს, როგორ მოგწონსო, “გიმობარჭყალь” (მეგრულად “ამოპორჭყნა”-ს მაგვარ სიტყვას ნიშნავს. ) თქვი და შესაბამისად დაიჭყანე. კი, ეგ ეჭვიანობა იყო. 
  • აკვანში ძუნძგლიანი, უჯიშო ( ა.კ.ა. “დვარნიაშკა” ) ძაღლის ლეკვი ჩამისვი. 
შენ რომ ბალეტს ან ფიგურულ სრიალს უყურებდი, მე გვერდით გიჯდებოდი, მაგრამ ვერ ვგებულობდი, რას უყურებდი და მალევე დემონსტრაციულად გავდიოდი ოთახიდან. 
შენ რომ ინგლისურს კითხულობდი, მეჩხუბებოდი, იგივეს ნუ აკეთებ და “girl”-ს “გირლ”-ად ნუ ამბობო. შენ რომ მათემატიკის სწავლა გეზარებოდა, გეზიზღებოდა და შუა დიდ უჯრაში  ჩუმად დამალულ რომელიმე მხატვრულ წიგნს კითხულობდი, მე არითმეტიკულ მოქმედებებს ვსწავლობდი. მე რომ 3-4 წლის ასაკში ქართული, რუსული, ინგლისური ანბანები ვისწავლე, ამრეზითა და ეჭვის თვალით მიყურებდი.
აუ, ის ვიდეო გახსოვს??? ვაკის პარკში რომ ვართ მთელი ოჯახი??? “ამერიკულ მთებზე” რომ მოგინდა და “გია, მინდა იმაზე” რომ თქვი??? მე რომ გავიმეორე, “გია, მინდა იმაჟე” დღემდე მაგ “იმაჟე”-ზე გვეცინება, გვახსენდება და ვფიქრობთ იმაზე, რომ მაგ ვიდეოდან ზუსტად 20 წელი გავიდა. სულ ჩემი ნივთები რატომ უნდა გდომებოდა??? 😀 ჩემი კალმები მუდამ დაღეჭილი, რვეულებში – ჩაწერილი, დაუკითხავად აღებულები, მერე ტანსაცმელზე მიიტანე იერიში. სულ ტყუილი, რაღაცის ვნება გიყვარდა. ხო, ზოდიაქოებიც შესაბამისი გვაქვს. მე – კატა, შენ – ძაღლი. და მართლაც-და მთელი ცხოვრება კატა-ძაღლივით ვართ.
მერე იყო თითქმის 2-წლიანი პერიოდი, როდესაც შენ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. მაშინ იყო ტირილიანი ღამეები და ზედიზედ 2-ჯერ არ მომილოცე დაბადების დღე. მაგით მართლა ძალიან მაწყენინე. 
ახლა რაღაც სხვა ფაზაში ვართ. ერთ თვეზე ნაკლებია ჩემს დაბადების დღემდე დარჩენილი და არც კი ვიცი რა ვიფიქრო. თუმცა მაინც, ახლა სხვა ფაზაა. დაბნეული ვარ საბოლოო ჯამში. და მაინც, ახლა რაღაც განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ახლა უკვე დედა ხარ და ბუსაკას რომ ვუყურებ, 100%-იანი შენ ხარ. გინდ გარეგნობით, გინდ ხასიათით. ახლა პარასკევ დღეს სულმოუთქმელად ველოდები, რომ თქვენ მოხვიდეთ და გაგვახალისოთ. 
Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s