To my dreams

ყველას ერთად! რა აზრი აქვს დანაწევრებასა და დაყოფას. მაინც ჩემი ყველა ოცნება ერთ დიდ ყუთში ერთიანდება და ბუდობს. ახლა მინდოდა დამეწერა რამე ახალი, მაგრამ ახალი არაფერია. ის ოცნებები, რომლებიც ადრე მქონდა, არ აუდგამთ ფეხებო და არ გაქცეულან. ისევ ამ ერთ დიდ ყუთში არიან. ახლა ჩემი ერთადერთი შედარებით რეალური ოცნება აიპოდია. რისთვის??? არა მარტო მუსიკის სასმენად, შენ წარმოიდგინე. თუმცა ამაზე მერე დავწერ.
ოცნებებო!! ყოველთვის ჩემთან ხართ და ყოველთვის გულით დაგატარებთ. ძალიან მინდა, რომ ერთხელაც რეალობად მექცეთ. ვთქვა “აბრაკადაბრა” და უი, რაღაც ამიხდა. ეს “ფენტეზის” რომელი ჟანრია ოღონდ არ ვიცი. ალბათ ის, რომელიც ისევ ფანტაზიის არეალში რჩება და იქიდან არასოდეს გამოდის ხოლმე.
ადრე მითხრა ჩემმა ერთმა მეგობარმა – გიორგიმ. იცი, ბილ გეიტსის ოცნებაა, რომ “ფერარი” ყავდესო. მე გამიკვირდა, ნამდვილად არ უჭირს სამაგისოდ გეიტსს, მაგრამ გიორგიმ დაამატა, შენი აზრით ფერარის ვერ იყიდდა??? უბრალოდ კაცს უნდა, რომ რაღაც ოცნება ჰქონდესო. ერთი განუხორციელებელი ოცნება. არ ვიცი ეს ამბავი სიმართლეა თუ ჭორი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რაღაც დევს ამ ამბავში და ხშირად მიფიქრია ამ ამბავზე. არადა გიორგიმ ეს რომ მომიყვა, მას შემდეგ 5-7 წელი კი გავიდა. მაშინ ორივე ერთად ვემზადებოდით მასწავლებლებთან, რომ “ESM”–ში ჩაგვებარებინა. მან ჩააბარა, მე – ვერა. ვერ ჩავაბარებდი რათქმაუნდა, მაისში გადავწყვიტე, რომ ივლისში ჩამებარებინა. მაშინ, როცა ხალხი წინა წლის სექტემბრიდან ემზადებოდა. თავიდან დანვიცადე, ის სფერო არ მინდოდა, სადაც ჩავაბარე, რომელიც დავამთავრე და რომლის მაგისტრატურასაც ახლა ვამთავრებ. თუმცა მალევე მიხვდი, რომ ძალიან კარგი მოხდა, რომ “ESM”–ში ვერ მოხვდი, რადგან მაშინ დედაჩემს სასწაულები უნდა ექნა, რომ 4 წელი გადაეხადა სწავლის ღირებულება. იქნებოდა გამუდმებული ნერვიულობები, კამათები, დაძაბულობები. და აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ არ ჩავაბარე მანდ და სადაც ჩავაბარე, მთელი 4 წელი სახელმწიფომ დამაფინანსა 100–ვე პროცენტით და მთელი 4 წელი მშვიდად ვიყავი მაგ მხრივ. მეორე კურსზე მუშაობა დავიწყე ჩემივე პროფესიით და მალევე სასწაულად შემიყვარდა ჩემი საქმე. მერე, მე–4 კურსის ბოლოს სხვა სამსახური დავიწყე, იგივე კუთხით. ახლა ჩემი საქმე და პროფესია არის ჩემი ამომავალი წერტილი და ყველაფერს მასთან ვაკავშირებ. თუნდაც, ინტერნეტიდან რამეს რომ ვიწერ, მაშინაც კი ავტომატურად ჩემს სფეროზე ვიწყებ ფიქრს და მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ამ საქმეში კარგად ვარ გათვითცნობიერებული. არადა თავის დროზე სხვა ოცნებები მქონდა და სხვანაირად ვუყურებდი ამ ყველაფერს. ახლა სხვა სფეროში ვარ უკვე (სულ რაღაც 1 თვეა) და მაინც, მოდის ხოლმე ჩემი ახლანდელი თანამშრომელი და ჩემს სფეროზე მესაუბრება. მსიამოვნებს ისევ. მიზანი დღეს რა მაქვს, არ ვიცი. ძნელია მიზნის ქონა მიზნის არმქონე ქვეყანაში. აქ უკვე მიზნები და ოცნებები კი არა, აქ უკვე ინსტინქტებია. მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის და ეს მართლა ძალიან სამწუხაროა. თუმცა ამასაც უნდა აუწყოს ყველამ ფეხი, სხვა გზა უბრალოდ არ არის. მეც გაგებით უნდა მოვეკიდო იმას, რომ ჩემი სხვა თანამშრომელი, რომელიც დირექტორის ნათესავია მთელი დღე მაგიდასთან ზის და ხალხს ათვალიერებს, მე კი ვმუშაობ და სახლში ზომბირებული შიზოდივით მივდივარ. მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის.
ამბობენ ფულში არ არის ბედნიერებაო. არ ვეთანხმები. აბა რაშია??? ჯანმრთელობაში და ადამიანობაშიო. ჯანმრთელობა??? მე რომ მკურნალობა დამენიშნა, ვსვი წამლები და ვირბინე ექოსკოპიებზე, მერე რა მოხდა??? არც არაფერი, დავიკიდე მკურნალობა. ფული რომ მქონოდა ბევრი, არ დავიკიდებდი ალბათ. ადამიანობას კი რაც შეეხება, უკვე დავწერე ზევით დირექტორის ნათესავზე. ოცნება ისაა უკვე, რაც მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. აი მაგალითად აიპოდი, რომლის შეძენა ძალიან მინდა. ისევ ინტერნეტიდან მინდა, თორემ თბილისში ყველაფერი ოქროა და ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს. ამაზე ის გამახსენდა, მე და მამაჩემი ბაზარში რომ წავიდოდით, რაღაცას შევლებდა ხელს, რა ღირსო, იკითხავდა და ფასს რომ გაიგებდა, რა არის, კიტრია თუ ოქროო?! ახლა კიტრი იმაზე ძვირია, ვიდრე მაშინ იყო და ცხოვრება კი იმაზე ძნელი, ვიდრე მაშინ იყო.
ოცნებაც ხარ შენ, ჩემი ოცნების მანქანავ!!!

მაგრამ ახლა დავწიე კუში და ამაზე ჩამოვედი. 😀

სახლი ხმელთაშუა ზღვის პირას სარდინიაზე.

ბევრი მოგზაურობა.

ბევრი საინტერესო ადგილის დათვალიერება.

სასურველი ადამიანების გაცნობა და მათთან მეგობრობა (hello Jake 😀 ).

საყვარელი ადამიანების კონცერტებზე დასწრება.

ხატვა ისე, როგორც ადრე ვხატავდი.
მსახიობობაც პრინციპში, რატომაც არა?!
თბილისშიც მინდა დიდი ბინა ან სახლი.
მუდავ ბაუნტი და პეპსი მაცივარში.
კრემიანი ნამცხვარი და пористый შოკოლადი. უხვი რაოდენობით.

კიდევ, მუდამ ხალისიანი განწყობა.

ბევრი ახლობელი და მეგობარი გვერდით. ბევრი კარგი ადამიანის გაცნობა და მათთან სასიამოვნო ურთიერთობა.

ახლობლებისა და ჩემიც კარგად ყოფნა.
გეცინებათ ხო??? მეც 😀 მაგრამ თუ ოცნებაა, ბარემ ოცნება იყოს.
რა გითხრათ, რა გთხოვოთ??? ასრულება და ახდენა??? და რა, ასრულდება და ახდება???

ისევ მეცინება 😀

Advertisements

15 thoughts on “To my dreams

  1. საყვარლობის რა გითხრა და გულწრფელი მართლა ვარ. :)აუ რავიცი, ზოგჯერ მგონია, რომ არასოდეს არანაირი ოცნება არ ამიხდება. ზოგჯერ კი არა, ხშირად ვარ ხოლმე მაგაში დარწმუნებული. :((ხო, ბორია სულ მე მელოდება :დდდ

  2. მე არ მეცინება, ისეთი გულწრფელი და საყვარელი ხარ. უჰ!!! მე ეგეთი გემი მანქანა არ მინდა, მაგრამ ჩემიანების კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა და მყუდრო სახლი მინდა, ისეთი, თბილად და ტკბილად რომ იცხოვრებ "შენს" ადამიანთან ერთად."ფორებიანი" შოკოლადი რამ შეგაყვარა, ნამეტანი მსუბუქია. ბაუნტი კიდევ – ჩემი სისუსტე, იმ დღეს 6 ცალი შევჭამე ერთად და მერე საკუთარი თავი მძულდა :/აგიხდება ოცნებები და სურვილები, ქეით, მთავარია ძალიან მოინდომო. ჯეიკ ჯილენჰალს ვერ შეგპირდები, მაგრამ "შენი" ბორია ბეკერი რომ აქ გელოდება, ხომ იცი :პ =))))

  3. უი მესამესთანაც სიახლეა??? ვაა, რა მაგარია. იმედია სასიამოვნო. დაწეროს რა. რათქმაუნდა, ძალიან კარგია, რომ მიდიხარ. იქიდანაც წერე ბევრი და არ დაგვივიწყო.

  4. მესამე.. კინაღამ წამომცდა, ვეხვეწები ყოველდღე დაწერე რო მერე ჩვენ დავწეროთ მეთქი და ვეღარ დაადგა საშველი. მეც ძალიან მიხარია რომ მივდივარ :):)

  5. სულელუკა, რა ნებართვა გჭირდებოდა?! წერე რამხელებიც გინდა. აუ, რა მაგარია. იცი რა საინტერესო ქვეყანაა?! ძალიან ისიამოვნებ. მე მინდოდა ერთი პერიოდი წასვლა, მაგრამ მერე შეიცვალა ბევრი რამ. სოფი გოლდენი სულ მეპატიჟება, ჩამოდიო, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ. ძალიან მიხარია შენი ამბავი. ერთი ამერიკაში, მეორე – გერმანიაში. მესამე დარჩა საქართველოში :დდ

  6. ვაა, ესეც ასეე, ნებართვაც ავიღე ვეებერთელა კომენტარებისა :):) კი ქეთ, ორ კვირაში მოწვევა ჩამომივდა და შევალ მერე საელჩოში და დაველოდები როდის მომცემენ ვიზას და ამისრულდება ბავშვობის ოცნება, შენც უეჭველი აგისრულდება, დაელოდე მოთმინებით და 😉

  7. ნეტავ, ნეტავ!!!ძალიან კარგი ქენი, რომ არ დაგეზარა კომენტარის დაწერა. როცა გინდა და რამხელაც გინდა, იმხელა დაწერე ხოლმე, არ მოგერიდოს. :***********მიდიხარ ხო გერმანიაში???

  8. ქეთ ცოტა დიდი გამოვა, მაგრამ დაგიწერ რაა.. მოკლედ,ერთი კაცი იყოდა რასაც ნახავდა და მოეწონებოდა ფოტოს უღებდა და საძინებელში იკრავდა და სიამოვნებდა ცქერა, გავიდა დრო და იყიდა ის აგარაკი, რომელიც გვიან აღმოაჩჳნა რომ გაკრული ჰქონდა საძინებელში. ადრე თუ გვიან უეჭველი აგიხდება ყველა ჩანაფიქრი დამიჯერე რაა, მაგრად მწამს მე ამის. რაც მიოცნებია, ყველა ამიხდა, ნუ მართალია ზოგი ძალიან გვიან, მაგრამ ხო ახდა რაც მთავარია. ხოდა ყველაფერი გექნება რაც გინდა :):):):*

  9. ბილ გეითსზე ეგ ამბავ მეც გამიგია და მართალიც არის ეს ადამიანი. ოცნებების ქონა მიზნების დასახვაში გვიწყობს ხელს. რაღაცას მივაღწევთ, რაღაცაზე ისევ ვიოცნებებთ . მე ვცდილობ რეალური სურვილები მქონდეს ხოლმე, ასე უფრო ადვილია 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s