To a stranger

მე შენ ვერ გიტან, რადგან რამდენჯერაც გაჩერებაზე ვდგავარ და რაიმე ავტობუსს ველოდები, იმდენჯერ ჩავლისას მეჯახები. ოდესმე აპირებ, რომ გაჩერებულ ადამიანს არ გაჰკრა მხარი??? არა, მართლა მაინტერესებს. თუ მაინცდამაინც გინდა, რომ გეჩხუბო???
მე შენ ვერ გიტან, რადგან სიგარეტის ნამწვს მიწაზე აგდებ და ისედაც დანაგვიანებულ ქალაქს კიდევ უფრო ანაგვიანებ.
კიდევ იმიტომ ვერ გიტან, რომ იფურთხები.
ნაგვის ყუთში ანთებულ სიგარეტს აგდებ.
კიდევ ვინმე გამვლელს დასცინი.
ან არა მარტო გამვლელს, თუნდაც ახლობელს.
შენ ხარ ჭორიკანა. საშინელი ჭორიკანა. არ ინდობ მას, ვინც რამეს ისე გააკეთებს, რაც შენთვის მიუღებელი იქნება. მე ყვირილი მინდა სახლში და ცეკვა – ქუჩაში. მეც შენს ყბაში ვხვდები და მერე უკვე მიჩნდება სურვილი, რომ საშინლად გეჩხუბო იმის გამო, რომ მეც არ მინდობ. პრინციპში ვის ინდობ??? არც არავის.
გუშინწინ ქეიფისას, გვერდით მაგიდასთან ერთი მსუქანი გოგო იჯდა, რომელსაც მოკლე წითელი კაბა ეცვა. შენ ის უცნობიც არ დაინდე და რათქმაუნდა გაჭორე და დასცინე.
დღეს ის დრო დადგა, როდესაც ნერვები ადვილად მიღიზიანდება. სულ უფრო ნაკლებია ისეთი ადამიანი, ვინც იმსახურებს ჩემგან პატივისცემას. რა ვქნა, არ შემიძლია ამ ყველაფრის გაძლება, თორემ მეც კი ვამჩნევ, რომ იმ გოგოს სქელ ფეხებზე ის წითელი, მოკლე კაბა არ უხდებოდა. მაგრამ იცი მე რითი ვიგებ ხოლმე??? მე ფეხებზე ვიკიდებ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს. იმას არ ვამბობ, რომ არავისთვის დამიცინია და არავინ გამიჭორია და მაგას არც არასოდეს ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ, ძალიან არ მადარდებს ვის რა აცვია. არ ვიცნობ მაგ გოგოს და რა ძალა მადგას არასაინტერესო ინფორმაციით გონება დავიტვირთო?!
მე შენი კიდევ არაერთი უარყოფითი თვისებისა თუ ქცევის შესახებ შემიძლია გესაუბრო, მაგ: სნობიზმი, განკითხვა, გონებრივი გაუნათლებლობა და შეუძლებლობა იმისა, რომ გააანალიზო რა და როგორ ხდება. მაგრამ მეზარება. და იცი რატომ??? იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. და მერე მე ვიქნები დამნაშავე. მგონი სოკრატემ თქვა: ორ მოჩხუბართაგან დამნაშავე ისაა, ვინც ჭკვიანია. ხოდა ნამდვილად არ მინდა დამნაშავე ვიყო საკუთარი ნერვების განადგურებაში, აზრი არ აქვს შენთან საუბარს და მითუმეთეს კამათს თუ ჩხუბს. შენ არაფერი გეშველება მაინც. 
Advertisements

4 thoughts on “To a stranger

  1. ლოლქეით, რა მაგარი ვინმე ხარ. წარმოიდგინე, შენც რომ ასეთი უცნობი ხარ ვიღაცისთვის… და ახლა ისიც შენზე წერს, ვინ არის ეს გოგო, რომ მაშტერდება ან მეჯახებაო… :პ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s