To my Ex-boyfriend/love/crush

მეზარება.
და მეზარები.
საშინლად მეზარები.
ალბათ სამსახურის გამოცვლის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შენ აღარ შემეფეთები სადმე. თან ბოლოს ხომ შენთან გადმომიყვანეს და შენ როგორ ფიქრობ, ეს სამართლიანი საქციელი იყო???
ყოველდღე შეგეძლო ურეაქციოდ გადმოსულიყავი და “პრივეტ” მოგეძახა და მორჩა. გახვიდოდი გარეთ, მოწევდი სიგარეტს და მეტი არც არაფერი.
ყველაზე სასწაული იცი რა იყო??? გოგოები ჩუმად რომ ჭორაობდნენ შენზე და ერთ გოგოზე. უფრო სწორად, იმ გოგოს მოსწონხარ შენ. მე ეგრე მგონია რატომღაც და შენ არ ვიცი როგორ იქცევი.თან სასაცილო ის იყო, რომ ეგ გოგო ჩემს წინ იჯდა სულ. წარმომიდგინე მე, რომელიც მინდა-არმინდა ვუყურებ თქვენს ფლირტს. რამდენჯერ შენი სახელი გაჟღერდა, იმდენჯერ ჩემთვის ჩუმად გამეღიმა. მართლა საშინლად მეზარები.
ბოლოს იანვარში გნახე და სიცარიელე ვიგრძენი, საშინელი სიცარიელე. მე ისიც არ ვიცი, რატომ იმსახურებ შენ ახლა ჩემგან ამ წერილს და მე რატომ ვწერ ამ წერილს. მართლა არ ვიცი. უბრალოდ შენ არ შეცვლილხარ. ხმა, მოძრაობა, ღიმილი, სიგარეტის ჭერის მანერა – ყველაფერი იგივე და მე არ დავრჩენილვარ ჩემს “იგივეობებში”, მე არ გავყინულვარ ერთ ადგილას. მე წინ წავედი და ჩემი გონება განვითარდა.
მე ახლაც არ ვიცი, რატომ მეფიქრება შენზე. მე ისიც არ ვიცი, რატომ მეტირება მაშინ, როდესაც შენ ტივტივდები ჩემს მეხსიერებაში. უბრალოდ შენ ის არ ხარ, ვინც მე მეგონე და მეც არ ვარ ის, ვინც შენ გინდოდი.
ძნელია, მართლა ძალიან ძნელია ასე. მე საკმაოდ მიჭირს და ისევ მეტყვის ალბათ ვინმე: “კარგი რა, უკვე 2 წელი გავიდა” და მე ისევ ვიტყვი, რომ დრო არ არის ყველაფრის მკურნალი. დრო უბრალოდ მიდის და ჩვენ კი ჩვენს დარდებთან გამკლავების შეუძლებლობის გამო ვიმედოვნებს, რომ დრო ყველაფერ ცუდს დაგვავიწყებს. არადა, ეგრე არ არის. 🙂 ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. უბრალოდ მე ისევ ისეთივე ცივსისხლიანი გავხდი, როგორიც შენს გაცნობამდე ვიყავი და მინდა გითხრა, რომ das bringt mir die Ruhe.
მართლა სიმშვიდე მოაქვს ასე ყოფნას, მერწმუნე. ყველანაირი ემოციის გარეშე შემიძლია ვისმინო ვინმეს წუწუნი თუ უბრალოდ ამბავი მისი შეყვარებულის შესახებ. აი ასე. მოვუსმენ და არაფერი. არანაირი ემოცია, მხოლოდ ვუსმენ, მეღიმება და მეტი არც არაფერი.

მეტს ვეღარ ვწერ.
აკი ხომ გითხარი, მეზარები–მეთქი. 

Advertisements

8 thoughts on “To my Ex-boyfriend/love/crush

  1. დრო ფერებს აკარგვინებს. მზესავითაა – გაახუნებს და ეგარი. მაგრამ ვერ წაშლის…

  2. ხო, მართალი ხარ. დრო არ აყუჩებს, უბრალოდ ეგრე ამბობენ. მე უფრო :*****

  3. ვაა ქეთ, ჩემი სიტყვები ამოვიკითხე და მაგრად გამიხარდა, დრო მართლა არაა მკურნალი, გამყუჩებელი შეიძლება იყოს ხანდახან ;)გენაცვალე ქეთ:*:*:*

  4. ჯერ ư1;ულ ორნახევარი პოსტი წავიკითხე და უკვე მომწონხარ 🙂 მთლად ჩემი არაა, რასაც წერ, მაგრამ რაღაც საინტერესოდ და გულწრფელად წერ… ალბათ შენი მკითხველი გავხდები

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s