შენს აფერისტობას რა დავარქვა??? კიარადა უფრო სწორად ანგარებასა და ტყუილს. საშინლად ანგარებიანი ხარ და ზუსტად მაგიტომაც გადაწყვიტე ჩემს ძმასთან რომანი გაგება. ტომიც ხო სულელია, ვერაფერს მიხვდა და მე მაინც ვერ გავიგე რატომ დაგშორდა. უფრო სწორად, საერთოდ არც კი ვიფიქრებდი, თუ დაგშორდებოდა, რადგან უაზროდ უყვარდი და შენც ამით სარგებლობდი. სასაცილოა პრინციპში. ალბათ მიზეზი ისევ ისაა, რომ ჩემი ოჯახი არ მიგიღებდა. ან ალბათ მიგიღებდა, მაგრამ არ მოგიწონებდა. მართალიც იქნებოდა ალბათ. აი ტომი კი კეთილია და თუმცა ტომი ჩემზე ასჯერ ჭკვიანია, მე მაინც ვერ ვიაზრებ იმას, რომ შენ ის ასე უნამუსოდ ატყუე.
ლამაზი ხარ. მართლა სასწაულად ლამაზი. და თუმცა მე მეზიზღება ქერები, მაინც ვაღიარებ, რომ არის შენში რაღაც, რაც მომწონს. ლამაზი არ ხარ. დაბალი ხარ და სქელი, გაღუნული ფეხები გაქვს, აი აგერ მაქვს ფაქტი, სადაც ჯოშთან ერთად ხარ.
მაგრამ მაინც გიჟდებიან მამაკაცები შენზე. მე კი ის გამიკვირდა, რომ მე მოვეწონე კრისს. თუმცა მოდი იმას აღვნიშნავ, რომ ჩემსა და კრისის ურთიერთობაში მე ვიაქტიურე. შენ ასე არ იქცევი, შენ ყველა იქით გეხვევა, მაგრამ მე საოცრად მომინდა ინიციატივის გამოჩენა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ თეატრში წავედით ერთად, შემდეგ სახლში დავპატიჟეთ და ასე ნელ-ნელა გაგრძელდა ურთიერთობა. მაგრამ შენ ხომ საზიზღარი ხარ?! საერთოდ ნერვიც კი არ შეგიტოკდა, როდესაც კრისთან რომანი გააბი. საერთოდ. მერე დაფეხმძიმდი კიდევაც. ან მაინცდამაინც მინდორში რატომ??? იქნებ მე დამენახეთ???
იცი სულ მართმევ კაცებს. ჯერ ჯოშიო, მერე ჯასტინიო, მერე კრისი. ახლა ვფიქრობ სადმე ჯეიკთან არ დაგინახო. თან ჯეიკს ხომ სასწაულად იზიდავს ქერები (რიზი, ტეილორი და კისრტენი). რაიანთანაც კი ვერ გაძელი. ვერ ძლებ მამაკაცებთან. ხავიერთანაც ვერ გაჩერდი და მის “ორმაგ” მეუღლესთან -მარია ელენა პენენოპესთან მოგინდა ინტიმი.
ისე კი ფრთხილად იყავი, ჩემს ქმარს ნუ ეხუმრები, რადგან თუ გააცოფე, შეიძლება მოგკლას კიდევაც. ასე რომ ფეხმძიმობით მანიპულირებას შეეშვი. არ გირჩევ.
არადა მეზიზღები ამ ყველაფრის გამო. თან ქერებს ვერ ვიტან. და თან უზომოდ მინდა შენი გაცნობა. თავიდან იმიტომ მეზიზღებოდი, რომ შარლიზს ჰგავდი, მე კი არ მიყვარს, როდესაც ვიღაც ცნობილი მეორე ცნობილს ჰგავს.
ახლა ის გავიგე, რომ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ერთ-ერთი წამყვანი იქნები. მშურს ისევ. კიდევ იმიტომ მშურს, რომ ბილთან ერთად იაპონიაში მშვენიერი დრო ატარე, არადა ჯოვანის ცოლი გერქვა.
ხო მართლა, ეს სურათი გახსოვს??? ჩემს სახლში არის გადაღებული. მაშინ ჯერ კიდევ ჩემი ძმის შეყვარებული გერქვა.
ჰაჰაჰააააა. დაბოლოება მაგარი იყო. ხო, მგონი ის მომენტია, რომ სკარლეტია. თუმცა რა ვიცი, გარეგნობითაც "ქაჩავს". დიდი მადლობა, რომ პოსტი ასე მოგეწონა. მაინც მშურს ამ გოგოსი და ჰა :დდდ
ქლოე, შე ფულიანო მახინჯო შენა! :პ აუ, ქეით, ყველაზე მაგარი პოსტია, რაც ამ ბოლო დროს სადმე წამიკითხავს. თავიდან ვერ მივხვდი, ვიზე წერდი და ვინ წერდა, მერე სურათებით გამოვიცანი. კაცების გემოვნებას ხომ ვერ გაიგებ, ზოგჯერ ისე უყვართ დაბალი და მსუქნები, ლამის დადაბლდე და გასუქდე ადამიანი… გავსუქდე და თმა გადავიღებო? უკვე სერიოზულად ვფიქრობ…სურათზე ჯოშთან ერთად, ვითომ არაფერი ხო? ჩვეულებრივი გოგოა კედებში და უბრალო ტანსაცმელში, მაინც აქვს რაღაც სასწაულად მიმზიდველი, ან ფსიქოლოგიური მომენტია, ვიცით, რომ სკარლეტია და თავისთავად მოდის აზრი, რომ სექსუალურია და სასწაულად მიმზიდველი. ჯანდაბა ამას! უკვე აღარაფერი ვიცი, წავიდე, ძუძუები გავიზარდო… =))))
ქეთი – ხო მეც. ნინა – სულელო :დდ არა, მეთიუ არის ქმარი. ჯონათანი ქმარია. :დდდ
ჯონათანი შენი ძმაა?ვგიჟდები შენ ძმაზე, ვაბოდებ, ვაფანატებ ვა… რა არის კიდევ ვა-ზე დამავიწყდა :დ
მეც ქერებზე მეტად მუქთმიანები მომწონს 🙂